"უმცროსი ბორჯღალოსნები", რომელიც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ აღდგენილი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, დღეს გამთენიისას სპარინგ-მატჩის გასამართად საფრანგეთში გაემგზავრნენ.

2023 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატს 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს. საქართველო ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკის, იტალიის და არგენტინის წინააღმდეგ ითამაშებს, რის შემდეგაც ფლეი-ოფის კიდევ ორ შეხვედრას გამართავს.

მანამდე ლადო კილასონიას შეგირდებს სამი საკონტროლო თამაში ელით – ერთი საფრანგეთთან და ორიც ინგლისთან. გუნდმა 4-კვირიანი მოსამზადებელი შეკრება დაასრულა და პირველ თამაშს 18 მაისს, საფრანგეთში მასპინძლების წინააღმდეგ გამართავს.

„დავასრულეთ 4-კვირიანი შეკრება, რომლის დროსაც აქცენტი ფიზ. მომზადებაზე, სარაგბო უნარებსა და ტაქტიკაზე კეთდებოდა. ბიჭებმა კარგად იმუშავეს და კმაყოფილი ვარ, ახლა კი მზადების მეორე ეტაპი იწყება, რომელიც სამ მაღალი დონის თამაშს მოიცავს“ – ამბობს ლადო კილასონია და სირთულეებთან დაკავშირებით განაგრძობს:

„18 ლეგიონერი გვყავს და წელს განსხვავებული გრაფიკი გვაქვს. ეს ბიჭები თებერვლის შემდეგ ერთად არ ყოფილან. ლეგიონერთა ნაწილი საფრანგეთში შემოგვიერთდება და მათგან ნაწილი ინგლისთან თამაშისთვის თბილისში გამოგვყვება, თუმცა უმრავლესობის გუნდები ჯერ კიდევ თამაშობენ საფრანგეთის ჩემპიონატს. ამიტომ სრული შემადგენლობით მხოლოდ ჩემპიონატის წინ თუ შევიკრიბებით“.

18 მაისს, საფრანგეთის 20-წლამდელთა პირველ შემადგენლობასთან თამაშის შემდეგ, "უმცროსი ბორჯღალოსნები" შინ დაბრუნდებიან და ინგლისის 20-წლამდელებთან მატჩებისთვის მოემზადებიან, რომელსაც 27 მაისს და 1 ივნისს „ავჭალაზე“ გამართავენ.

საფრანგეთში ითამაშებენ

შერკინება: გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), ლუკა უნგიაძე (არწივები), ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), ბასა ხონელიძე (ორიაკი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), ბადრი ციხისთავი (ბაიონი), გიგა თუთისანი (კლერმონი), დავით მჭედლიშვილი (ლელო), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), ოთარ კინწურაშვილი (ანგულემი), გიორგი ქურხული (პროვანსი), გიორგი გერგედავა (კლერმონი), ლაშა ციხისთავი (ბაიონი), ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), დავით ვარდანიძე (აია), ნიკა ლომიძე (ხარები);

ხაზი: დავით ხუროშვილი (ლელო), ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), გელა ხელაძე (ლელო), პეტრე ხუციშვილი (ლელო), დიტო ბერაია (ლელო), ნიკოლას რაგოევი (ნევერი), გიორგი შველიძე (ბრივი), ლუკა ცირეკიძე (ლელო), ლუკა ხორბალაძე (ლელო), ვაჟა მიქაძე (ლელო), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა კობაური (პერპინიანი), საბა არჩვაძე (ლელო).

Rugby.ge

Leonardo
ეს ნაკრები მიდის თუ ლეგიონერები და ლელო? ანუ დავიჯერო ლელოს მოთამაშეები არიან მხოლოდ ნაკრებში გამოძახების ღირსი? ფედერაცია გძინავს? ეგ ხომ რაგბის განვითარებას ამუხრუჭებს?! ყველა ვარიანტში ბიჭებს წარ ატებას ვუსურვებ და მნერა მათი, აი მენეჯმენტის რა გითხრათ…
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა