ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა ვინგსმა 91:69 დაამარცხა თბილისი ბასკეტი, 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა და ტიტულის მოგებამდე 1 გამარჯვება აკლია. სერიის რიგით მე-3 შეხვედრა ვერ გამოდგა დაძაბული. ვინგსის უპირატესობა დასაწყისშივე გამოიკვეთა და პირველი პერიოდის შემდეგ სხვაობა 17 ქულა იყო.

ანატოლი ბოისას გაწვრთნილი თბილისი ბასკეტს გასაქანი არ მისცემია. გუნდმა, რომელმაც წინა შეხვედრა დამაჯერებლად მოუგო ჩემპიონობის მოცილეს, ამჯერად უშანსოდ დამარცხდა. ასაკობრივი გუნდების თავისებურებაც ეს არის. სტაბილურობა ყველაზე დიდი პრობლემაა და ვინც ამ კომპონენტში იქნება ძლიერი, წარმატებასაც ის მიაღწევს.

სწორედ ვინგსი გამოირჩევა სტაბილურობით, რომელსაც იშვიათი ჩავარდნები აქვს და წინა მატჩში ბურჯანაძის გუნდს სწორედ ამასთან ჰქონდა საქმე. ფსიქოლოგიური მომენტიც ბევრს ნიშნავს. ფინალური მატჩები, რომლის თითოეულ შედეგს, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ისე ლაღად რეალურად ძლიერი გუნდიც კი ვერ თამაშობს. ვინგსის კალათბურთელებმა წინა შეხვედრაში წაგების შემდეგ ჩვეული რიტმი აღიდგინეს და სწრად, შედეგიან თამაშში თბილისი ბასკეტს საქმე იოლად მოუმთავრეს.

დიდი შესვენებისთვის ვინგსის უპირატესობამ 23 ქულას მიაღწია და ცხადი გახდა, რომ თბილისი ბასკეტი ამ მატჩის გადამრჩენი არ იყო. ვინგსმა მესამე პერიოდში კიდევ უფრო გაიმყარა ლიდერობა და ბოლო პერიოდი, რომლის დაწყებისას თბილისი ბასკეტი უკვე 27 ქულით ჩამორჩებოდა, ფორმალობად იქცა.

გამარჯვებულებს ირაკლი ახალაიამ ულიდერა – 21 ქულა, 15 მოხსნა, 4 პასი, 2 დაფარება. 17 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი გიორგი ნიკოლაევის ანგარიშზეა. 16 ქულა ნიკოლოზ გურგენიძემ მოაგროვა. თბილისი ბასკეტში 23 ქულით საუკეთესო იყო გიორგი დარჩია. 12 ქულა ლევან კვირიკაძის ანგარიშზეა.

ფინალური სერიის მე-4 მატჩი 16 მაისს, თბილისი არენაზე გაიმართება, რომლის მოგების შემთხვევაშიც ვინგსი საქართველოს ჩემპიონი გახდება.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა