ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გვარდიოლას შედევრი - "სიტიმ" "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა [VIDEO]

გვარდიოლას შედევრი - "სიტიმ" "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ სახლში „რეალი“ 4:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ გავიდა ფინალში.

დებიუტში მასპინძლებმა მეტოქეს შტურმი მოუწყვეს, ჰოლანის თავური მეკარე კურტუამ ორჯერ მოიგერია, შემდეგ კი ბელგიელი პირისპირ გასულ ბერნარდუ სილვასთან ვერაფერს გახდა. ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე ხელის შეშლას ცდილობდა, „სიტიმ“ დაწინაურების მერე ტემპი ოდნავ დააგდო, სტუმრებს შეტევების საშუალება მიეცათ და კროოსის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ხოლო საპასუხო იერიშისას ბერნარდუ სილვამ დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მანჩესტერელები პრაგმატულად ირჯებოდნენ, ფრთხილობდნენ, შანსს ელოდნენ, გიუნდოგანმა ქუსლური პასით ჰოლანი კურტუას ერთი-ერთზე შეჰყარა და ამჯერად ხარიხამ მადრიდელები იხსნა. ცოტა ხანში კი დე ბრუინის მიერ ჩაწოდებულ ბურთს მილიტაომ საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი, ბოლოს შეცვლაზე შესულმა ალვარესმაც გაიტანა, 4:0 და დღევანდელ დაპირისპირებაში უკეთესმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

10 ივნისს სტამბულში ჩასატარებელ ფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ინტერს“ შეხვდება - ეს გუნდები ამ ტურნირზე ერთმანეთს არასოდეს დაპირისპირებიან.

. დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე უეფამ თავის "ტვიტერზე" "რეალისა" და "ინტერის" ფინალი დაანონსა, თუმცა შემდეგ წაშალა.

. 0:4 2009 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა - მაშინ "ლივერპულმა" ასეთივე ანგარიშით მოუგო.

. გვარდიოლა მეოთხედ გავიდა ფინალში - ორჯერ მოგებული აქვს.

. ანჩელოტიმ გვარდიოლასთან ბოლო 8 მატჩიდან 6 დათმო.

. "სიტი" ბოლო 23 შეხვედრაში დაუმარცხებელია (19 მოგება და 4 ფრე) და 21 მაისს შეუძლია პრემიერლიგის გამარჯვებული გახდეს.

. ანჩელოტიმ ტურნირზე 191-ე შეხვედრა ჩაატარა და ფერგიუსონის რეკორდი დაამხო.

. დე ბრუინმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მეშვიდე საგოლე გადაცემა გააკეთა, ვინისიუსს გაასწრო და ამ მაჩვენებლით საუკეთესოა.

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 52 313 მაყურებელი

მანჩესტერ სიტი - რეალი 4:0

გოლები: 1:0 ბერნარდუ სილვა (23), 2:0 ბერნარდუ სილვა (37), 3:0 მილიტაო (76, საკ. კარში), 4:0 ალვარესი (90+1)

• მამუკა

ანჩელოტი რა თქმა უნდა დიდი მწვრთნელია, მაგრამ გუშინ აშკარად ვერ გათვალა ერთი რამე რომ , კარვახალი 32 წლის, კროოსი 33-ის, ბენზემა 35-ის, მოდრიჩი 37-ის, ამ დროს სიტის ყველაზე ასაკოვანი გიონდოგანი მხოლოდ 31-ის არის, რეალის ნახევარდაცვამ ფიზიკურად ვერ გაუძლო სიტის ახალგაზრდებს, ბურთი ვერ აჰქონდათ თავდამსხმელებამდე,უკეთესი იქნებოდა დაეწყო კარვახალი,მილიტაო,რუდიგერი, ალაბა დაცვაში და კამავინგა, მოდრიჩი, სებალიოსი ნახევარდაცვით, წინ კიდევ ბენზემა, ვინიიუსი, ვალვერდე, კამავინგა და სებალიოსი ორივე ახალგაზრდაა და თან მებრძოლებიც, როდრიგო უფრო შეცვლაზე შემოდის პროდუქტიულად ვიდრე სტარტიდან. ჩემი სუბიექტური აზრი დავწერე გუშინდელი თამაშის შემხედვარე, რეალი აშკარად გადაბერებული მომეჩვენა, შეიძლება მაინც წაეგოთ, მაგრამ ასე არ დაიჩაგრებოდნენ

• Sastiki.

რა გააკეთა კი არა ატერორებდა რასაც ქვია ჰაალანდი 3ჯერ სასწაულით გადარჩა რეალი მაგის სასტიკ გოლებს. სხვა მხრივაც ძაან საკაიფოდ ითამაშა თავის სტიქიაში იყო დასანანია გოლები რომ ვერ გაიტანა. სხვა ყველაფერს რომ თავი გაანებო ისედაც კონტრშეტევებზე ატერორებს მოწინააღმდეგე გუნდებს და სიფრთხილეს აიძულებს რაც სიტის ხელფეხს უხსნის. მისი წვლილი ყოველთვის დიდია, ასე რომ ყველა შემთხვევაში ატომური იარაღი ჩაიგდო ხელში გვარდიმ მაგის სახით. თავიდან ბევრს ეგონა რომ ჰაალანდი გვარდიოლას გეგმებს და ტაქტიკას აურევდა რადგან სუფთა 9იანით თამაში არ იცოდა მაგრამ გამოჩნდა მაინც ცოდნია მისი სწორად გამოყენება. ცნობისთვის ეს ის რეალია რომელიც ვითომ ბენზემას გულზე სკამზე უპირებდა გაფუჭებას ჰალანდს, პერესის მითითებით სკამზე დასასმელად უპირებდნენ ყიდვას. ამიტომ ძალიან დასანანია რომ არ გაუყარა 3 გოლი რეალს

• საბა

პირველი შეხვედრის წინ რუნიმ თქვა რომ "სიტი რეალს დაშლისო"...თურმე საპასუხო შეხედრა უგულისხმია :)

• ესეა.

მართალი ხარ! ლივერპული ბრდღვნიდა ყველაფერს და ეხლა ქეც ვხედავთ, რა რეგრესშია!

• რეალობა ესაა!

არაუშავს, სიტის აღზევების ხანაა, მაგრამ? მაგასაც მომდევნო 2წელში, ლივერპულივით დაქვეითება ელის! გამარჯვების მწერვალიდან ჩამოსვლა, უმტკივნეულოდ არ ჩაივლის!

რეალმა მიუნხენში გუარდიოლას ბაიერნს რომ გადაუარა, 10 წლის წინ.

• kaxas

სადაა და ახლა სევილიას იმედზეა

• gull

გუშინ გადასარევი რა გააკეთა ჰოლანმა? ორჯერ თავზე დასმული ბურთი კარში ვერ გადაგზავნა წესიერად. კუთხე ვერ მისცა თორემ კურტუას შანსი არ ექნებოდა. საჯარიმოს გარეთ ნულია, პასს გააკეთებს მაგარს თუ შორიდან დაარტყავს? ხოდა საჯარიმოში არ უნდა მიაცემინო მაგაზე პასი. თან რუდიგერიც არ იყო, რომელმაც წინა თამაშში გააქრო მინდვრიდან. გუშინ თუ ვინმეს გამოყოფა შეიძლებოდა გუნდურად ბრწყინვალედ მოთამაშე სიტიდან, ეს ბერნარდუ სილვა და გიუნდოგანი იყვნენ.

• ელიასი

ეს რეალი ყელში მყავდა ამოსული, განსაკუთრებით კი ბოლო წლების ავტობუსების ჩაყენების, კურტუას აურაცხელი გმირობებისა და კარში ერთნახევარი დარტყმით ხუთი-ექვსი თამაშის მოგების გამო, თორემ ისე, რა თქმა უნდა, ზოგადად კლუბს არაფერს ვერჩი, არც ამას და არც რომელიმე სხვას გარდა დამპალი რუსებისა და კიდევ თბილისის დინამოს, რომელმაც მეთევზეებთან 1:6 წაგების შემდეგ საჯაროდ ხარაკირი არ გაიკეთა. 5 იტალიური გუნდი გავიდა ყველა ევროტურნირის ნახევარფინალში და თითქოს რაღაც აღორძინება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ამ ხუთიდან არცერთი არ არის კარგი, ასე რომ წესით ფინალი სიტიმ უნდა მოიგოს. რაც შეეხება რეალის დამსახურებულ პენსიონერებს, ისენი, ალბათ, წავლენ, მაგრამ ვინი სხვაგან თუ არ გადავიდა, მაშინ კვარას ადგილი მანდ არ იქნება, ანდა კვარას მოუწევს მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნოს საკუთარი თამაში და არ ვიცი შესწევს თუ არა ამის უნარი. თუ მოახერხებს, მაშინ ძალიან წინ წაიწევს და გულით ვუსურვოთ, რომ ეს შესძლოს, ბობლოს და ბოლოს ჩვენი კაცია და ძალიან კარგი კაციც.

• las

კვარა უნდა იყიდოს აზარის ადგილას. მე კვარას ცენტრში ვხედავ. გამთამაშებლად. ასეთი დონის , მოაზროვნე და კრეატიული მოთამაშე არ უნდა შეიზღუდოს ფლანგზე. ფლანგის მოთამაშე არის ჟუნიორი, სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი და გონებრივად სუსტი :)

• კიეზა

ამ შემადგენლობით კიდევ ა1ამდე რომ მოვიდა რეალი ეგეც მიღწევაა..გამორიცულია ამდენი წელი ერთი და იგივე შემსადგენლობამ ყველა წრლს იბრძოლოს ტიტულისთვის..კვარა მხოლოდ კი არა..ნახევარი ეს გუნდი სახლშია გასაშვები..სიტი დღეს უძლიერესი გუნდია.ამიტომაც დაიჩაგრა რეალი..ვინისიუსი კი არა პელე..მარადონა და მესი რომ ყოლოდა..გუნდურად სიტიმ გადაუარა..მოსალოდნელიც იყო..რაღა დროს კროოსი და მოდრიჩია ან ბენზემა..დაბერდნენ..გვარდიოლა ვისაც არ უნდა მოსწონდეს..პირველია მსოფლიოში

• გვრიგვინჩახდილი რეალი

ანჩელოტის წარბის აწევამ და კევის ღეჭვამ ვერ უშველა ვითომ ესპანურ კლუბს (კარვახალი???) და პენსიონერებს ბარსელონას მერე ყველაზე ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე გუნდთან რამე გაეწყო. ფეხბურთის სამართლიანმა თემიდან გაიმარჯვა როგორც იქნა. აბა წინა წელს ეძინა

• G.LA

ვერ ვიგონებ 1/2 ფინალდი 4:0 ანგარიში ბოლოს როდის იყო და ასეთი უპირატესობა ქონოდეს ერთ გუნდს მეორეზე.

სიტი ყველა შემთხვევაშ გაივლიდა რეალს - ბენზემა, კროოსი, მოდრიჩიში კარიერას ამთავრებენ და დრო ულმობელია, მაგრამ ასე განადგურება პაპა კარლოს სინდისზეა. 3-2-4-1 ტაქტიკას რომელიც საშნელ სიმჭიდროვეს ქმნის ცენტრში და სიტის ფეხბურთელების ფიზიკით მკვლელი პრესინგის საშუალებას აძლევს, 4-3-3 უპირისპირებ, საიდანაც 3 კაცი ბურთი თუ არ მიეცი სტატისტის როლშია, შუა ხაზი ასაკიანი, მარცხნივ დაცვაში 20 წლის ნახევარმცველი, რუდიგერი სკამზე . . . მოკლედ დაეზარა მგონი ანჩელოტის ფიქრი.

• leqso

ხვიჩა ქართველია და ჩვენი ქართველების დამოკიდებულება მის მიმართ გასაგებია, მაგრამ აქ რა მოსატანია საერთოდ ხვიჩა,ეს სულ სხვა დონე და სხვა განზომილების თამაში იყო,სხვა სათამაშო კომპონენტებს რომ თავი დავანებოთ,მართლა ვინმე სერიოზულად თვლის, რომ კვარა შეძლებს იმ გიჟურ ტემპსა და პრესინგს გაძლებას- ამასთან თვითონაც რომ აპრესინგოს მოწინააღმდეგე მთელი თამაშის მანძილზე?, რასაც აქ აღნიშნული გრილიში აკეთებდა....რეალურად კვარა ერთი კარგი- ჩვეულებრივი ფეხბურთელია და ზუსტად იმ გუნდშია სადაც უნდა იყოს...რეალი, მან სიტი და სხვა ამ ყალიბრის გუნდებია სხვა დონეა და ის დღეისათვის ამისთვის მზად არ არის...თუ არადა შეხედეთ რა ფეხბურთელები უზის ზაპასში სიტის....ჯერ კიდევ საკითხავია როგორ აღიდგენს ფორმას მომავალი სეზონიდან,რომელიც დღეისათვის თითქმის მინიმუმზეა..... ხვიჩას შესაძლებლობები, საერთოდ მისი საფეხბურთო დონეს მილანთან მიჯნით ნათამაშებ სამ საკვანძო თამაშში გამოჩნდა-სულ ეს იყო, მეტი არ შეუძლია...ისე როგორც ნორვეგიასთან თამაშისას ბათუმში.....ასეაა...არა შეჯდა მწყერი ხესაა.....

• gogia

სიტი რეალს 90 წუთი ნერბავდა, ასეთი მიჩვარული რეალი მე არ მახსოვს

• დიტმარ ჰამანი

აბა ვინც ამბობთ რეალს კვარა არ ჭირდებაო .

• ყორღანებიდან გნოლი აფრინდა

რეალი რეალურია სულ მალე ზარიც გაისმება მადრიდიდან ....ვინი გაიტაცეს მანჩესტერელებმა .

• რატი

სანიძლეოს ვდებ სულ მალე მსოფლიო გაიგებს ახალ რეკორდულ ტრანსფერს კვარა გადავა რეალში 160 მილონ ევროდ ...ვინისიუსი გააქრეს სიტის ბიჭებმა კვარას კი მაგას ვერავინ გაუკეთებს .

• Mima

ეს ფეხბურთია სიტი დადის და გოლებს იტანს ჰჰ მემგონი ფეხბურთი 2000 წლებში იყო აქ უკვე ლიგის ამბავია შარშან რეალს მოაგებინა აბა სუპერლიგაში ხო არ გაუშვებდნენ და ეხა სიტის წინასწარ იციან გამარჯვებული

• სიმართლე

სიტი ისეთი გუნდია ფინალში წაგებს....გვარდიოლა კიდე ყველაზე საზიზღარ სტილს ათამაშებს ყველა გუნდს იმენა მზულს გვარდიოლას სტილი...

• ქომაგი

ხვიჩა ბევრად ძლიერი

• ენძო

ძალიან არ მინდა,მაგრამ "ინტერი"თუ ძირითად ბირთვს ჯანმრთელს შეინარჩუნებს ფინალს მოიგებს.

• მამუკა

ამ მათხოვრებს ვერ დაეხმარნენ მსაჯები და გაფარჩაკდნენ

ჰოლანის გარდა კიდე 10 ფეხბურთელია მინდორზე და ბურთი არ უნდა მიაღებინონ

• 100%

ამ თამაშში, პირადად რაც მე დავინახე არის ის, რომ ბენზემა, მოდრიჩი და კროოსი არაბეთის ,,პასაჟირები,, არიან. ჰოლანდი ცენტრალური მცველის ადგილას იბრძვის და ამ დროს ბენზემა და ვინისიუსი ცენტრის აქეთ არ გადმოდის. ასევე აგებს ,,პ.ს.ჟ.,, როცა მესი და მბაპე რჩება უკან. სხვა ფეხბურთია დღეს.

• ჰაიდა მადრიდ!

ფიგუ ზიდანი რონალდოების გუნდში რა უნდა ვისინიუსებს და მაგისთანებს ცარიელ ვირებს ვითომ მაგრები რო არიან . სერხიო რამოსი იყო ბოლო კაცი რომელსაც რეალი კბილებით ეჭირა სახეს უნარჩუბებდა და იდენტობას უნარჩუნებდა. მაგის მორჩა იდენტობა და ის "მაგიაც" დაკარგეს იმიტომ რომ არ არიან ესენი რეალი. და მორჩა არ არიან მეფეები ესენი

• Კახა

ის კაცი სადაა დოღ ლიგას რომ ეძახდა პრემიერ ლიგას, ძალიან გაუტყდებოდა . მე კი ძალიან გამიხარდა რეალის მარცხი.

• ისა ისა რა ქვია იმას.

ვინ ვინ და, გმირთა-გმირი კაშია

• ჯუბა

ნუ გეშინია შეუჩერებელი არავინაა მთავარია გაამხნევო და რა ესეთი კომენტარები!...

• ზაკო

+18 ბავშვებს აღარ აყურებინოთ ეს თამაში რეალის საიტზე თამაშამდე ისეთი კომენტარები იწერებოდა სიტიზე და პეპზე რომ ეტყობა ფეხბურთს მარტო კომპიუტერით ტამაშობენ ან მანდვე უყურებენ. გადაიცვეს რეალიდა ბოლოს ალვრესის გოლი გახეული რეზინივით გაეპარათ

• დათო

მე სხვა რამე მაინტერესებს, ვინ გაუძლებს ჰოლანს ჩვენი ნაკრებიდან?!

• დავით 67

ეგ გამორიცხული ამბავია, რომ ინტერმა სიტის მოუგოს. იმდენად აშკარაა სიტის უპირატესობა.სიტი მესამე ფინალს არ წააგებს

• Gomako

დიდად აღარ მაქვს მაგის იმედი,მაგრამ იმედია იტალიური მანქანა გააჩერებს,ბოლო-ბილო სვარკა ინტერის თამაშია და იქნებ მოგუდოს გვარდი,თუ ტიკ-ტიკს ითამაშებს გაუყრიან მაკარონები,აი დღევანდელი სტილით შეჭამენ ტრუხა მილანელებს

• კომენტი

ქართულად წერა მაინც გესწავლა

• ILIA

მომეწონა კომენტარი.

• Დათო

რეალისტები კომენდარს ვეღარ აკეთებთ? ჩაისვარე?

• სოსო

ინტერი ძალიან მძიმე გუნდია ვისაც გაუტანა ბურთი კარში არ დაარტყმევინა. მოიგებს ინტერი თავისი საშინელი ფეხბურთით

• Anjelo Antei

გადაურბინა სიტიმ და გავიდა ის გუნდი რომელმაც ფეხბურთი ითამაშა ანტიფეხბურთის წინააღმდეგ და გაიმარჯვა ფეხბურთმა. ეხლა კი ამ იტალიაში კვარას რომ იყვანს 3 კაცი აგერ გრილიშს ისეთი სივრცეები ქონდა ეს რო კვარას მიცე პირადად გაიყვანდა გუნდს ფინალში ვუტრირებ მაგრამ სიმართლე სადღაც შუაშია. ახლა რაც შეეხება ხვიჩას და ვინიციუსს, სხვადასხვა სპორტია საერთოდ. ხვიჩა არის თამაშის გამკეთებელი ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერის გაკეთება შეუძლია მოედანზე, სულ რო მოგიკვდეს მთელი გუნდი, რამე გასაღებს მაინც მოძებნის, პრობლემა ფინიშინგია და ძალების გადანაწილებაში თამაშის მანძილზე. ესე იყო დამოკიდებული ფეხბურთელზე და დაცვაში აპახავებდე სრული დატვირთვით, შეტევით ფაზაში მასზე მიწეპებული 2-3 კაცის პირობებში ვერ ახერხებდე თავისუფალი სივრცეების ათვისების, მარტო ლუზერ მწვრთნელებს შეუძლიათ ამის ვერმოხერხება. კიც იყო ამ სეზონამდე უსკუდეტოდ სპალეტი. ხოლო ვინციუსი არის ტოპ კლასის ვინგერი, კონკრეტიზაციით, რაც ხვიჩას არ აქვს მაგის ვაღიაროთ. ისევე როგორც ლეაოს და ა.შ. ტოპ ვინგერებს. დღევანდელი რეალის თამაში რომ ავიღოთ, ვინიციუსი აიღეს და ჩიბეჯი ჩაისვეს, ხოლო ხვიჩას მასე ვერასდროს უზამ, თუ უზამ 3 კაცი დაგჭირდება და თუ ამ უპირატესობას ვერ გამოიყენებ გუნდი, პაშოლ საერთოდ სახლებში :) (თუმცა მაგ 3 კაციც არ არის გარანტია, რომ გააჩერებ, მასეთ პირობებშიც 19 ჯერ შეიტანა ბურთი მილანის საჯარიმოში და 10 დრიბლინგი დადო) თუ რომელი ჯობია გყავდეს გუნდში, ეს უნდა განსაზღვრო როგორც აპირებს შენი მწვრთნელი თამაშს, თუმცა ხელს არ შეუშლიან ერთმანეთს, პირიქით იდეალურად შეეწყობიან. თუ ანჩელოტი დარჩა რეალში, დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე, 100 % ით ვარ დარწმუნებული, პერესს მოთხოვს კვარას წაყვანას და ჩემი აზრით ძალიან დიდი შანსია, იყიდოს რეალმა. აქ კიდე მას სამი კაცის დაყენებას ვერავინ გაურისკავს და ხვიჩა მთელ თავის შესაძლებლობებს საბოლოოდ ამოაფრქვევს ასეთი კალიბრის გუნდში.

• Zviads

და ძანეტიმ რაო?

• კიჭი

ინტერს უფრო შეუძლია რომ გაუძლოს ვიდრე ეს რეალმა შეძლო დამსახურებულად მოიგო სიტიმ მაგრამ პარისეჟერმენის არ იყოს ვერც სიტი ვერ მოიგებს ლიგას დიდი სიმპათიები გვარდიოლას მაგრამ ეს ასეა.

• Charley

სიტიმ რეალს ისეთი +18 ჩაუტარა ჩემპიონთა ლიგის მეფე დედოფალი გახადა. ბრავო სიტი ამათზეა ნათქვამი როდესაც ამბობენ გუნდს ნაკლი საერთოდ არ აქვს.

• მადლობა სხვა სიახლეებისთვისაც

კვარამ სად უყურა ამ თამაშს? ნაპოლიზე რა დაწერეს მაგ დროს?

• თომა

ესეც შენი რეალი.გუნდი რომელიც სიტის ფეხბურთელებს ფეხბურთის თამაშში უბრალოდ ხელს უშლიდა. გაუმართლა შარშან,აღარ გაუმართლა წელს.

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

14 წლის ბავშებისთვის ურთულესი ხამეა. რუნი მართალი ყოფილა. მადრიდულმა ევერტონმა ვერაფერი გააკეთა . ცალკარაა თამაში იყო ფაქტიურად. ინტერი უფრო მაგრა დაუდგება ამ სიტის. ლა ლიგა რამდენიხანია სოფლის ჩემპიონატია რაც მესი და რონალდო იქიდან წავიდნენ არანაირი მუხამი მაგ ჩემპიონატის ყურებას აზრი არ აქ. იმიტომაა სულ ვლაპარაკობ კვარაცხელია ან ნიუკასლში ან ლივერპულში უნდა წავიდეს და უძლიერებთან ითამაშოს. ხეტაფესთან და კრემენოზებთან არასდროს გაიზდება. ადრე ესპანეთის ჩემპიონატი დომინირებდა და ინგლის ხევდა რასაც ქვია. მაგრამ დრო იცვლება. მარტო 14 წლის ტიკტოკერებისთვის ერთიდაიგივე წელია ყოველთვის.

• ზვიადი

და საკვირველი რატო იყო ერთი?

• Juve

ადმინ რაღაც გინდა თქვა მაგრამ არ გამოგდის, სიტის აქებ და სათაური "ძლევაი საკვირველი" არაადეკვატურია, ეგ თბილისის დინამოს რომ მოეგო რეალისთვის მაშინ უნდა დაგესათაურებინა მსგავსად

• მეზღვაური

ინტერია ამათი გამჩერებელი? :დ

[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება

[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა

"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

ედერსონმა "გალათასარაისთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა - დონარუმას "სიტისკენ" გზა ეხსნება

"რატომ დავასრულე კარიერა 32 წლის ასაკში?" - აზარმა განმარტა

ედერსონი "გალათასარაისთან" ახლოს - დონარუმა "სიტიში" მიდის

"კროოსი? ჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო, მე მასზე უკეთესი ვიყავი" - ჯონ ობი მიკელი

საქმე სერიოზულადაა - "რეალი" პსჟ-ს შემტევის გამოსყიდვას გეგმავს

ჰოლანი ვინისიუსის ნაცვლად - ფლორენტინო პერესის გეგმა

"სიტიმ" იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა - დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება

დონარუმამ "სიტისთან" შეთანხმებას მიაღწია - ცნობილი გახდა მისი მომავალი გასამრჯელო

უპატივცემულობა - დონარუმას განცხადება, საუბარი გვარდიოლასთან და ლუის ენრიკეს კომენტარი

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო

ცნობილი გახდა რა შემთხვევაში გაყიდის "რეალი" ლუნინს