სერია A-ს 36-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ინტერი“ 3:1 დაამარცხა.

გადატვირთული კალენდრის გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი გუნდის მწვრთნელმა ინძაგიმ როტაციას მიმართა და გადახალისებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, ხოლო მისმა ვიზავიმ სპალეტიმ ოპტიმალური. უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, ორი მომენტი ანგისამ ვერ გამოიყენა. მილანელები დაცვაში ჩვეულად კომპაქტურად იდგნენ, ტემპი მაღალი არ იყო, კვარაცხელიამ რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში, რასაც შედეგი არ მოჰყვა, „ინტერის“ ნახევარმცველმა გალიარდინიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ნაკლებად სანახახაობრივი პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ მეტოქეს ნეაპოლელებმა შესვენების შემდეგ კიდევ უფრო დიდი ძალებით შეუტიეს, დი ლორენცოს დარტყმული ბურთი მეკარე ონანამ მოიგერია, ზილენსკიმ მიზანს ვერ უწია, ხვიჩას ონანამ არ გაატანინა, ხოლო შემდეგი იერიშისას „ნაპოლი“ ლამაზი გოლით ანგისამ დააწინაურა. 79-ე წუთზე „კვარას“ პასით სიმეონემ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა იქამდე ზილენსკიზე ჯარიმა დააფიქსირა. 82-ე წუთზე ლუკაკუმ ჟუან ჟეზუსს დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ სპალეტიმ კვარაცხელია შეცვალა. 85-ე წუთზე დი ლორენცომ დალაშქრა ონანას კარი, კომპენსირებულ დროში გაეტანომ და "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 28 მაისს გასვლაზე „ბოლონიასთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ინტერი 3:1

გოლები: 1:0 ანგისა (67), 1:1 ლუკაკუ (82), 2:1 დი ლორენცო (85), 3:1 გაეტანო (90+4)

გაძევება: გალიარდინი (41)

qajoba
ზოგიერთი ვითომ გულშემატკივრს ვეკითხები ხვიჩა რომ შედეგიანად თამაშობდა ნაპოლის სპალეტი არა წვრთნიდა? ზუსტად ისეთივე ტაქტიკით არა თამაშობდა გუნდი როგორც ახლა თანაც უპირობოდ ანადგურებდა ყველა მოწინააღმდეგეს.იქნებ ზოგიერთმა ფეხბურთელმა მათ შორის ოსიმენმა და ხვიჩამ მოუკლო თამაშს? თუ ყველაზე ადვილია პატიოსან კაცს გადააბრალო ყველაფერი.
leqso
ინტერის მეორე შემადგენლობას მოუგო მძიმე ბრძოლაში ,ისიც კაცნაკრულს და არა ინტერს. ამ კვარასაც რა დაემართა ასე ინერტული და ერთფეროვანი თამაში შეიძლებაა,როცა ოქროს ბურთის მოპოვების პრეტენზია გაქვს და თანამედროვე თუ ყოფილ სუპერვასკვლავებს ედრებიი...ახლაც ხომ ვერ იტყვის პას არ მაძლევენო, ლამის 20-ჯერ მიუტანეს ბურთი აუტის ხაზთან თამადასავით მდგომს და ძირითადათ უკან პასი ან მოწინააღმდეგის მეჟდუნოგის გაკეთების მცდელობა,ასევე მარჯვნივ შემოსვლა და დარტყმა,დარტყმა, რომელიც უკვე ყველა მეკარემ იცის და წინასწარ აკეთებენ მოძრაობას....
იკა -ს
ყველა ნაცეს თვითმფრინავებზე ალერგია როგორ გაქვთ ?!

მე კიდევ ხვიჩას ვურჩევდი , არ უსმინოს საქართველოდან ჭკუის დამრიგებლებს , რადგანაც ჩვენთან მარტო ჭკუის დარიგებაა უფასო. ეჭვიანობა და მარჩიელობა მასში ლაღ ფეხბურთელს მოკლავს. მარტო მამამისს უსმინოს. აქამდე თუ შეუცდომლად მოიყვანა, აწიც არ შეეშლება. ქართველი გულშემატკივრის ფუნქციაა მისი თამაშის ყურება და მხარდაჭერა, მისი კარგი თამაშით გახარება. კვარადონას ჯანმრთელობა და სიმშვიდე, ნათელი გონებით მიღებული გადაწყვეტილებები.
ჯუჯი
ხვიჩას პრობლემა სინამდვილეში ნაპოლის თამაშის სტილშია.ამ ბოლო დროს ნაპოლი თამაშობს ნელი ტემპით.უაზროდ ათამაშებენ ბურთს აქეთ იქით.არ ამოაქვთ ბურთი წრაფად.ხვიჩამდე,რომ ბურთმა მიაღწიოს ხუთი ექვსი მოთამაშე უნდა გაიაროს.ამიტომ ნაკლები შედეგიანობაა.ვერ ურტყამენ შორიდან.თუ საჯარიმოში ვერ შევლენ გოლი ვერ გააქვთ.და ა.შ.
ალექს
გაუჭირდებოდათ!
Levani
გაუქმებული გოლის მომენტში ზელენსკიმ რა მაგრა იღრუტუნა- პირველ შეხებაზე თუ არა მეორეზე მაინც რატო არ მისცა ხვიჩას?მარიო რუის მერე ეგ არის ჩემი მეორე ანტიპათია ნაპოლიში-უბრალოდ დარბის ცხენივით(თან სწრაფად) და სასარგებლო ფეხბურთელია,მაგრამ ტიპს 0ფანტაზია აქვს და ძალიან მაგონებს იევტიჩს რუბინიდან ხვიჩას რო აიგნორებდა.
ნორმ
პირადად არ ვიცნობ ხვიჩას. მაქვს შთაბეჭდილება , რომ ნამდვილად ქართველი ახალგაზრდაა. კარგად აღზრდილი და რა თქმა უნდა ემოციურიც. მიეკუთვნება იმ ქართველების მოკლე სიას, რომლებიც მოქმედებენ და არა მხოლოდ ლაყბობენ. მრჩება შთაბეჭდილება , რომ ხვიჩა გაჭირვების დროს თავის საუკეთესოს მისცემს რათა საერთო საქმე არ გაფუჭდეს… მაგრამ ძალიან მიჭირს გამორიცხვა იმისა, რომ იგი კმაყოფილი არ არის მისი დამრიგებელით და რამდენიმე თანაგუნდელით… შესაბამისად მოტივაცია აქვს დაბალი. თუნდაც მწვრთნელის შეხტომები ხვიჩას ვიდეოში იყო ჩემთვის ნიშანი იმისა, რომ მწვრთნელი გრძნობს ხვიჩას გულისაცრუებას. ნუ ეგეთ ხტომიალს სპალეტი არაა მაინცდამაინც დაჩვეული. ძალიან სოფელშია ჩვენი ქართველი. გეგონება საქართველოდან საქართველოში წავიდაო. ქაჯთა და პროვინციელების დაჯგუფება.
ვაჟა მასწ.
რეზოს და ზურაბს ვთხოვ ფეხბურთს აღარ უყურონ საერთოდ, რადგან ჯერ-ჯერობით გაგებაში არ არიან რა ხდება მოედანზე. ხვიჩას ყველა მოძრაობას მაყურებლის ხმაური მოჰყვება ხოლმე, ისევე როგორც ეს ხდებოდა მ.მესხის, ს.მეტრეველის, კ.ასათიანის, დ.ყიფიანის, ვ.გუცაევის, ჯ.ბესტის, ჯაიჩის ბურთით მოძრაობებზე, ანუ ეს არის "კვარა-შოუ" და ამიტომ ნეაპოლელმა მაყურებელმა "კვარადონა" შეარქვა რითაც უკვე ყველაფერია ნათქვამი. სხვათა შორის ანტი - კვარების საყურადღებოდ: ოსიმჰენი, ელმასი და სხვები კვარაზე ადრე მივიდნენ ნაპოლიში, მაგრამ არავის არ დაუძახია მათთვის - "ოსიდონა", ან "ელმადონა" და ა.შ. ასეა ეს!!!
დავით 67
ხვიჩასგან ყოველ თამაშზე სასწაულებს მოელიან და ამიტომ ნეგატიურმა კომენტარებმა მოიმატა. არადა არ იმსახურებს ეს ბიჭი კრიტიკას. თავში უფრო იმათ აუვარდათ ვისაც ყოველ თამაშში მისგან გოლი უნდათ. მე ვფიქრობ ოდნავ საფეხბურთო ფორტუნა არ სწყალობს ამ ბოლო ხანებში. მისი ოსტატობა და ჟინი არსად არ წასულა.
ლევანი
რა გჭირთ ხალხო, ფანტასტიური სეზონი ჰქონდა ბიჭს. რა ჩაიფუშა, რა ვეღარ ქაჩავს? ხიბლშიაო კიდევ ერთმა. ისე რაშიც ვერ ვერკვევი, იმაზე კომენტარებს, მე არ ვაკეთებ ხოლმე. წარმატებები ხვიჩას!
Gogi
ფაქტი ერთია მეტი შემქმნელი ფეხბურთელი და ტაქტიკური გამრავალფეროვნება სჭირდება ნაპოლის. რუის არყოფნა სერიოზული დანაკლისი აღმოჩნდა, ოლივერა ძალზედ სწორხაზოვანია თავდასხმაში და ხვიჩასაც მაგიტო უჭირს.
Dato
Xvicham rom moigo italia visac echvi geparebat saertod ar uyurot fexburts. Pirveli wre daimxo yvela gundi. Meore wreshi spaletis satyuarad yavs dabmuli. Meti ragha qnas. Xvicha gadadi sxvagan.
Dato
Damawyda nervebi. Msoflios sauketeso shemtevi mcvelad aqcia. Xvicha mocildi spaletis, spaleti mxolox imitom atamashebs rom sivrceebi sxvebs sheeqmnat.
ირაკლი
გავარტყით სპალეტს. ხვიჩა რეალში ან ბარსელონაში!
ზურაბ-ს
აი, შენ კი ჩასკდი სურამის ციხის ფუნდამენტში. :))
ნოდო
ტაში პარი... შენ ძმა ფეხბურთს ბუხრიდან უყურებ?
Charley
ეგოისტების გუნდი, უკვე რუტინად და მომაბეზრებლად იქცა ნაპოლის მატჩებში მიწებებული კვარა აუტის ხაზზე, რაზეა ლაპარაკი მწვრთნელს ისეთი დირექტივა აქ ვინგერს დასარტყმელი მომენტი არ ექმნება როცა ზელენსკი ლამის ფორვარდად დგას და საყრდენ ანგისას სამჯერ მეტი დარტყმა აქ კვარაზე მთელ თამაშში. ან სპალეტი წავიდეს ან კვარა, ამ ახირებულ მელოტის ტაქტიკაში უკვე თამამად შეიძლება ითქვას ბიჭი იკარგება, 2 თვეა სტატისტიკის გრაფაში ნული. კიდევ ნაპოლის ბურთის უაზრო გარდი-გარდმო პასაობაში ჩამეძინა. დავაკვირდი ხანდახან კვარა ისე იყო აკრული აუტის ხაზს მარცხენა მცველი ოლივერა მომენტებში მასზე 10 მეტრით წინ იყო და ვინმეს მოსწონს მწვრთნელის ეს მორგებული ტაქტიკა კვარაზე? რაც შეეხება ხვიჩას. გუშინ გახსოვთ ზურიკომ როგორ ითამაშა? მარჯვნივაც იყო, მარცხნივაც, ცენტრშიც, დაცვასაც ეხმარებოდა, ასისტი გააკეთა, გოლიც გაიტანა, ერთიც გოლი მის დრიბლინგს და მოპოვებულ ჯარიმას მოყვა, ჯარიმებს თავადაც ასრულებდა. მოკლედ, გუნდის სული და გული იყო. ასეთია დღეს ხვიჩა? ან ლეაო ან ვინისიუსი ან გრილიში როდესმე გინახავთ აუტის ხაზზე მიწებებული? არა იმიტომ რომ მათ ყავთ გაცილებით კვალიფიციური მწვრთნელები და თავისუფლებას აძლევენ ვინგერებს შეტევის მთელ პერიმეტრზე განსხვავებით სპალეტისაგან რომელიც ხვიჩას 30 პროცენტსაც ვერ იყენებს სწორედ ამ უაზრო დირექტივის გამო, როცა ხვიჩას მარტო მცველების გაწელვა ევალება რომ მან ლუზერ ლოსანო, ზელენსკი ელმას და ოსიმენს სივრცეები გამოუთავისუფლოს ხვიჩამ მწვრთნელს კი ფეხებზე კიდია ხვიჩას მომენტი შეექმნება გაიტანს თუ არა. ფაქტიურად მარცხენა წინ წაწეულ მცველად თამაშობს 2 თვეა ხვიჩა და რა გასაკვირია ასეთ მდგომარეობაში უგოლო/უასისტოდ რომ ტოვებს მოედანს.
გულშემატკივარი
ხალხნოო რა შემთხვევაში შეატყვეთ ხვიჩას ხიბლში ყოფნა?! ბიჭი როგორ იბრძოდა,უმაგრესი პასები დახატა(დანარჩენებმა არ გაუმართლეს) ასისტიც გააკეთა(რომ არ ჩაითვალა ის გოლი სხვა საქმეა) მეკარემ მაგარი ბურთი აუღო(მარტომ ულამაზესად შეიჭრა საჯარიმოში!!!) ოსიმენმაც რამდენიმე პასი “გაუფუჭა” დღეს,მეტი რა ქნას სეზონის ბოლოს ამ ბიჭმა?! საერთოდ არ ვარ სუბიექტური!!! გაიხარე ხვიჩა კვარაცხელია!!! მადლობა❤️
gia
კომენტარებს რატომ არ აქვეყნებთ? რაში იღებთ ხელფასს?
giorgi 3
დღეს ბრწყინვალეთ ითამაშა კვარამ. რამდენი საუკეთესო დრიბლინგი და თამაშის გამწვავება ჰქონდა უკვე თვლა ამერია
ზურაბ
არაბიძე,ყენია,ჩაკვეტაძე,ხარაიშვილი,რა ვიცი, ყველა არ მახსენდება, ვინც 16 დან 20 წლამდე მართლა დიდ ფეხბურთს თამაშობდა და მერე,რატომღაც ჩაიფუშნენ. რა არის ამის მიზეზი. იქნებ ამაზე წეროთ. ისეთი პირი უჩანს რომ კვარაცხელიაც ასე ჩაიფუშება.
ქომაგი
იკას. კვარას 7.8 დაუწერა whoscored -მა. ასე, რომ შენი ჰიპოტეზა ცარიელი ემოციაა და დილერტანტურია.
რეზო
საერთოდ ვეღარ თამაშობს. ეს 90პროცენტით სპალეტის ბრალია. როგორც სიომინმა აქცია ასათიანი (პოტენციური ზიდანი) მცველად, ისე დააბა სპალეტიმ თხასავით ბოსტნის კუთხეში. ერთი და იგივეს აკეთებს. აშკარად არ აქვს თავისუფლად მოქმედების, გადაადგილების უფლება. სასწრაფოდ უნდა წავიდეს. ამ გნდმა უკვე მიაღწია მის მაქსიმუმს. თუ მართლა ეპატიჟება ტოპ-გუნდი, დაუფიქრებლად უნდა წავიდეს. უფრო დიდი ტალანტები მახსოვს დარჩენილი და გამქრალი.
Ggg
შენ ეტყობა თამაშისთვის არ გიყურებია. ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაუწერეს კვარას
ILIA
ხვიჩა მოედანზე საუკეთესო იყო. რომ არ შეეცვალათ, ისეთი სიტუაციები შეიქმნა, ვფიქრობ, გოლსაც გაიტანდა.
იკას
თუ ქართველი ხარ, მინიმუმ როგორც ქართველს არ გიხდება ასეთი კომენტარი,ან ფეხბურთის აზრზე არ ხარ!!!
იკა
კვარას ხასიათი არ აქვს ძლიერი, ანუ ძლიერი ხასიათის ადამიანი არ არის, არ აქვს ლიდერის თვისებები, ეს ფაქტორები დიდ ტალანტთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარდა ტიპი ჯერ კიდევ ხიბლშია, თავი მართლა კვარადონა ჰგონია, მის რეგრესში ხალხია დამნაშავე, ის ჩარტელური რეისები და ქაჯობები და ადამიანის გაფეტიშება, არ უხდება ქართველს ქება - გაიგეთ!
მამარდაშვილის მწვრთნელს გაუშვებენ? - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" გადაწყვეტილებაზე
"დავბრუნდი, რათა..." - მესი მოულოდნელად განახლებულ "კამპ ნოუს" ეწვია
"11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია" - "ლიონისა" და პსჟ-ის მატჩში მსაჯობას დიდი სკანდალი მოჰყვა
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
უკვე ვარიანტი აქვს - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლოა, საუდის არაბეთში წავიდეს
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
ნაკრები ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
"ატალანტას" რაფაელე პალადინო გაწვრთნის
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია" - "ლიონისა" და პსჟ-ის მატჩში მსაჯობას დიდი სკანდალი მოჰყვა
კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ჩვენი სტადიონი "დიეგო მარადონა" ნაგავსაყრელია!" - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ინტერს" უმნიშვნელოვანეს მატჩში სძლია
"არსენალი" შეუჩერებელია - "ნაპოლი" "აინტრახტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგა: "ატლეტიკომ", "ჩელსიმ", "ინტერმა", "მარსელმა" და "ბაიერნმა" გაიმარჯვეს - "ტოტენჰემმა" "ბოდო გლიმტთან" ფრეს მიაღწია
მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
სანიოლი დაამტკიცებს, რომ არ ამოწურულა?! - სავარაუდო შემადგენლობა და ალტერნატივები ესპანეთთან
ნამდვილად დე ლაურენტისია? - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
[VIDEO] ხვიჩას პირველი გოლი მიმდინარე ჩემპიონატზე - პსჟ-მ "ლიონს" მძიმე მატჩი მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლიონთან" მატჩში?
"არსენალის" და "ინტერის" დამაჯერებელი გამარჯვებები და "ნაპოლის" განადგურება პსვ-სთან