უცნაური სურვილი გაუჩნდათ კატარში - ადგილობრივ ორგანიზატორებს სურთ 2016 წელს ტურ დე ფრანსის სასტარტო ეტაპს უმასპინძლონ
უცნაური სურვილი გაუჩნდათ კატარში - ადგილობრივ ორგანიზატორებს სურთ 2016 წელს ტურ დე ფრანსის სასტარტო ეტაპს უმასპინძლონ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ზაფხულის შუაში აუტანელი სიცხე პრობლემებს არ შეუქმნის ველომრბოლებს.

თუ ტურის ორგანიზატორები კატარის წინადადებას დათანხმდებიან, ეს იქნება პირველი შემთხვევა ფრანგული ველომარათონის ისტორიაში, როცა ტური ევროპის ფარგლებს დატოვებს.

როგორც ირკვევა, ეს იდეა ქვეყნის უმაღლეს პირს - კატარის ემირს ეკუთვნის. ეს შემთხვევით არ მომხდარა. საქმე ისაა, რომ 2011 წლის ტურ დე ფრანსის ერთ-ერთი ავიაგადამყვანი გახლდათ ავიაკომპანია Qatar Airways, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა.

ცნობილია, რომ მომდევნო წელს ტური სტარტს ბელგიის ქალაქ ლიეჟიდან აიღებს, 2013 წელს ფრანგულ კუნძულ კორსიკადან, 2015 წელს კი ფლორენცია გახდება პირველი იტალიური ქალაქი ტურის ისტორიაში, რომელშიც ველომარათონის სტარტი შედგება. ასევე გამოთქვეს ტურის მასპინძლობის სურვილი ბარსელონამ, ედინბურგმა, ინგლისის რამდენიმე ქალაქმა, ჰოლანდიამ, გერმანიამ და ავსტრიამ.

დღემდე ტური ევროპის ფარგლებს გარეთ არ გასულა. იმ შემთხვევაში, თუ ველომარათონმა სტარტი კატარში აიღო, საკმარისად ბევრი დრო იქნება საჭირო სატრასპრორტო და ლოჯიტისკური პრობლემების მოსაგვარებლად. გაცილებით მეტი პრობლემა შეიძლება შექმნას ამინდმა, რადგან არაბეთის ნახევარკუნძულზე შუა ზაფხულში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა