მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში "ლაციო" საგრძნობლად გაძლიერდა და ისეთი პირი უჩანს, რომ პროცესი კიდევ გაგრძელდება
მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში "ლაციო" საგრძნობლად გაძლიერდა და ისეთი პირი უჩანს, რომ პროცესი კიდევ გაგრძელდება. მას შემდეგ, რაც მიროსლავ კლოზესა და ჯიბრილ სისეს ტრანსფერების ამბავი გადაწყდა, რომაული გუნდის მიმართ ინტერესი ერთი-ორად გაიზარდა.

ბოლო ინფორმაციით, "ბიანკოჩელესტეს" მესვეურები დეიან სტანკოვიჩის მიმართულებით გააქტიურდნენ და დიდი სურვილი აქვთ, რომ სერბი ფეხბურთელი რომში დააბრუნონ. ალბათ გახსოვთ, რომ საუკეთესო წლები დეიანს სწორედ "ბიანკოჩელესტეში" აქვს გატარებული - ამ ყველაფერმა კი გამოიწვია ის, რომ "ლაციოს" საშინაო შეხვედრების აბონიმენტებზე ტაციაობაა და ამ კუთხით, ბოლო ათწლეულის საუკეთესო მაჩვენებლის გაუმჯობესებას ელოდებიან. "კორიერე დელო სპორტი" ედუარდო რეიას გაესაუბრა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ჩამოუგდო სიტყვა.

სატრანსფერო გეგმები

ხარისხზე გავაკეთეთ არჩევანი და არა რაოდენობაზე, ასე რომ, "ლაციო" მხოლოდ მაღალი კლასის ფეხბურთელებს დაიმატებს. მიროსლავ კლოზე და ჯიბრილ სისე თავდასხმას საგრძნობლად გააძლიერებენ, ამ რგოლში კი გასულ სეზონში ძალიან გვიჭირდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემპიონთას ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ერთი კარგი, გამტანი ფორვარდი დაგვაკლდა. დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონში მსგავსი პრობლემა აღარ შეგვექმნება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აქცენტს დაცვის გაძლიერებაზე გავაკეთებთ, რადგან ნახევარდაცვით მთლიანობაში მაინც კმაყოფილი ვარ. დიდი სურვილი მაქვს, რომ ერთი ცენტრალური და ერთი მარჯვენა მცველი დავიმატოთ, რათა ყველა პოზიციაზე კონკურენცია შეიქმნას. უკვე მონიშნული მაქვს რამდენიმე ფეხბურთელის გვარი და უახლოეს დღეებში ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყება. ფეხბურთელთა გვარების დასახელებისგან ამ შემთხვევაში თავს შევიკავებ, თუმცა დიდ ხანს მაინც არაფერი დაიმალება.

საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია, რომ ისეთი გუნდი ჩამოვაყალიბოთ, რომელიც ყველა ტურნირზე მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს და ეს ამბავი ისე აღარ გაუკვირდებათ, როგორც ეს გასულ სეზონში იყო. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ წინა სეზონის პროგრესი არა შემთხვევითობა, არამედ მიზანმიმართული შრომის შედეგი გახლდათ და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.

მიზანი

მიზნად იმას დავისახავთ, რასაც გასულ სეზონში ვერ მივაღწიეთ, არადა, ძალიან ციტა დაგვაკლდა. ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობას ჩვენი გულშემატყკივრები დიდი ხანია ელოდებიან და დროა, რომ მათი სურვილი ავასრულოთ. არადა, მომდევნო სეზონში კონკურენცია ძალიან დიდი იქნება, მიზნის მიღწევა კი ურთულესი.

"ინტერი" და "მილანი" ტრადიციულად ძლიერები არიან, "იუვენტუსი" და "რომა" კი უკვე საგრძნობლად გაძლიერდნენ და როგორც ჩანს, კიდევ უფრო გაძლიერდებიან. ამას ისიც ემატება, რომ მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ სამი იტალიური კლუბი გავა და არა ოთხი. ეს ის თემაა, რომელიც თითოეული ჩვენგანის პრობლემად უნდა განვიხილოთ და ვეცადოთ, რომ დაკარგული პოზიცია დროულად დავიბრუნოთ. მართლაც გასაკვირია, როდესაც შიდა ჩემპიონატში ასეთი კონკურენციაა, ასეთი გუნდები ასპარეზობენ და ევროარენაზე წარმატებებს გადავეჩვიეთ. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასთან ერთად, ევროპის ლიგაზეც უნდა ვიზრუნოთ და ამ ტურნირზეც აუცილებლად წარმატებით უნდა გამოვიდეთ. სწორედ ამიტომ ვაქტიურობთ სატრანსფერო ბაზარზე და ისეთ შემადგენლობას ვკრებთ, რომელსაც ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა შეუძლია.

ცვლილებები

რა შეიცვლება გუნდში? - გარდა იმისა, რომ შემადგენლობა გვეყოლება ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე გასულ სეზონში, ცვლილებები ტაქტიკა-სტრატეგიის კუთხითაც იქნება. ფეხბურთელთა დიდი არჩევანი იმის საშუალებას გაძლევს, რომ უფრო მეტი სქემა გამოსცადო და სასურველ მომენტში თამაშის რიტმი სწორედ ამის საშუალებით შეცვალო.

დღეს, ყველაზე აქტუალური 4-3-2-1 და 4-4-2 ტაქტიკებია და ბუნებრივია, რომ ამ სქემებს მეც აქტიურად გამოვიყენებ. გამომდინარე იქიდან, არაერთი მაღალი კლასის თავდამსხმელი გვყავს, საბაზო ტაქტიკა მაინც 4-4-2 იქნება და ამის დამალვის აზრს ვერ ვხედავ. მე იმ მწვრთნელთა კატეგორიას მივიკუთვნები, რომლებიც არაფერს მალავენ, რადგან ვფიქრობ, რომ თუ შენ საქმეს კარგად შეასრულებ, შედეგი არ დაახანებს. ერთს ნამდვილად ვპირდები ვგულშემატკივრებს, გუნდის თუთოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გაიღებს იმისთვის, რომ სასურველ მიზნებს მივაღწიოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო