ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საუკეთესო ოსიმენი გახდება? - როდის შეიძლება დაერქვას "კვარას" თამაშს კრიზისი...

საუკეთესო ოსიმენი გახდება? - როდის შეიძლება დაერქვას "კვარას" თამაშს კრიზისი...

"ნაპოლიმ", ჩემპიონობის პარალელურად, ვერ მიაღწია იმ მიზნებს, რაც თითქოს დასახული უნდა ჰქონოდა - გაეუმჯობესებინა საკუთარი, სარის გუნდის მიღწევა (91 ქულა) და ასევე, იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში სტუმრად ყველაზე მეტი ქულა აეღო. მონატრებული ტიტულის განაღდების (ოფიციალურად გაფორმებამდე) შემდეგ ლუჩანო სპალეტის გუნდი მოეშვა, თავი გადაღლილობამაც იჩინა და საკითხავია, კონკრეტული მაჩვენებლების გაზრდაზე რამდენად ფიქრობდა. ყველაფერს ისიც დაემატა, მთავარი მწვრთნელის წასვლაზე საუბარი ღიად დაიწყო (უკვე ოფიციალურად დადასტურდა), ზოგიერთი ფეხბურთელი კი სავარაუდო ტრანსფერსა და მომავალ სეზონზე უფრო დაფიქრდა და ეს მათ თამაშზე მაინც აისახა (თუნდაც, კიმ მინ ჯე).

კატასტროფული არაფერი მომხდარა, მსგავსი რამ უფრო დიდ და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე გუნდებს მოსვლიათ. მთავარია, როცა ნეაპოლელებს თამაში მისდიოდათ, ქულების მაქსიმალური რაოდენობა მოიპოვეს, კონკურენტები კი აშკარა კრიზისში აღმოჩნდნენ. ქართველი გულშემატკივრების წუხილს უფრო ის იწვევს, ხვიჩა კვარაცხელიას 13-მატჩიანი მშრალი სერია რომ აქვს, რაც მის კარიერაში აქამდე არ მომხდარა და მისი მიზეზების ძიებაში არიან, ცდილობენ ახსნას, უკავშირდება თუ არა ეს გუნდის დამოკიდებულებასა და სიტუაციას...

მუდმივად ვცდილობთ, მოვლენები სწორად და ობიექტურად შევაფასოდ, ამავდროულად კი, არც ერთი და იმავეს გამეორება გვსურს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას განვლილმა სეზონმა თუ რამე "ახლოდან" დაგვანახა და მოგვცა, ისაა, რომ ფეხბურთი მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები არაა. სამწუხაროდ, რაიმეს დასამტკიცებლად ან უარსაყოფად ყოველთვის ამ მაჩვენებლებს უთითებენ. ქართველ გარემარბს 10 საგოლე პასი აქვს, თუმცა რამდენი ეპიზოდის გახსენება შეგვიძლია, როცა ის გოლის მთავარი შემოქმედი იყო. ამის გარდა, არსებობს თერთმეტმეტრიანის მოპოვება. რა იყო მსგავსი ბოლო მატჩში ("ბოლონიასთან" 2:2)? მეორე გატანილი გოლის ეპიზოდში "კვარა" ცენტრისკენ მიიწევს, მასზე ყურადღება გადადის, ხვიჩას ოსიმენის მოძებნა თავად შეუძლია და დიდი შანსია, "ასისტი" ჩაიწეროს, თუმცა ის იქვე პოლონელ მცველს, რომელიც ძალიან ცოტას თამაშობს, შედეგიან მოქმედებას მიათვლევინებს.

ისეც არ უნდა გამოჩნდეს, ის მიზანი გვქონდეს, კვარაცხელიას ბოლო დროის უშედეგობის გამართლებას ვცდილობდეთ. 77-ე ნომერს საამისო არაფერი სჭირს. უბრალოდ, რეალობის სრულად წარმოსადგენად გარკვეული მოცემულობის გათვალისწინებაა საჭირო. "ნაპოლის" ბოლოდროინდელ თამაშში კარგად ჩანს, ამ გუნდის აფეთქება, დიდწილად, ჩვენებურზეა დამოკიდებული. ამასთან, როცა მინდორზე კაპიტანი დი ლორენცო არაა, მექანიზმები იშლება. ხვიჩა პირველივე სეზონში ყველა მიმართულებით მაღალ ნიშნულებზე ავიდა და ყველაფრის მიწურულს, როცა გუნდი "ფორმალური საფინალო სასტვენის" მოლოდინშია, ხვიჩამ ისევ ადრინდელი შემართებით იმუშაოს დაცვაში ან თანაგუნდელების განწყობის ამაღლებაზე იზრუნოს, წარმოუდგენელი დავალებაა. ამის მიუხედავად, მან იცის, რომ როცა შენ მიმართ მოთხოვნა იზრდება, არაფერს გპატიობენ. ლიონელ მესის მაგალითიც არაერთხელ მოვიყვანეთ. ახლა "კვარადონა" ყველაზე უკეთ ხვდება, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საკუთარი თავისგან მეტს ელოდა. ერთი შეხედვით, ის არაფერს აკლებს, თუმცა მონაცემები, ასე რომ ჩაჰყურებენ, სხვას ამბობს.

"ერთი ჩვეულებრივი გარემარბია, ხომ ვამბობდი" - წერს ერთ-ერთი ქართველი მომხმარებელი სოციალურ ქსელში. საკუთარი მოსაზრების გამყარებაზე მუდმივად ფიქრი არასასურველი მოვლენაა. ამით იქნებ გაბოროტებამდეც კი მიხვიდე. კარგით, გვესმის წარსულის მწარე გამოცდილებების შესახებ (ამაზეც გვისაუბრია), თუმცა რომელი სტანდარტითაა კვარაცხელია "ჩვეულებრივი", ესეც გვაინტერესებს. ხვიჩა ალბათ ყველაფერს მაინც ეცნობა. ის მენტალურად ძლიერია და მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ აძლიერებს. როცა კრიშტიანო რონალდო მოგწონს, სხვანაირი ვერ იქნები.

და მაინც, არის თუ არა კრიზისი "კვარას" თამაშში? გუნდში თუ ჩემპიონატში არსებული მდგომარეობიდან, სეზონის სირთულისა და მკვეთრად გაუმჯობესებული შედეგების ფონზე, ახლა ამას ვერ ვიტყვით. იქნება საზაფხულო პაუზა, დაისვენებენ მოთამაშეები, დაიწყება ახალი სეზონი და მერე უკეთ შეგვიძლია ვთქვათ, რა კომპონენტებში სჭირდება ქართველ გარემარბს მომატება და მისი რა დადებითი მხარეების შესწავლა შეძლეს. არ დაგვავიწყდეს, საქმე ახალ მთავარ მწვრთნელთანაც გვექნება. შეიძლება ეს ლუის ენრიკე იყოს, კაცი, რომლის ესპანეთის ნაკრების კარიც კვარაცხელიამ აიღო...

სეზონის ბოლოს უფრო რომ დავფიქრდეთ, წარმოუდგენელი თვეები გვქონდა, ევროპულ ფეხბურთში "დავბრუნდით" და ჩვენი ხელწერა ჩამოვაყალიბეთ. შეიქმნა ქართულ-ნიგერიული დუეტი, რომელიც მრავალი ბავშვის შთაგონების წყარო გახდა. და მაინც, თუ შედეგებამდე უნდა მივიდეთ, ხვიჩას "ორმაგი დუბლი" არ უნდა დაგვავიწყდეს, რომლის მეშვეობითაც ის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მეპასე გახდება. რაც შეეხება ჩემპიონატის MVP-ს, ბოლო ტურში შესრულებულმა დუბლმა და საკუთარი გოლების მონაგარის 25-მდე გაზრდამ ვიქტორ ოსიმენის შანსები მაინც უფრო გაზარდა, ჩემპიონატის საუკეთესო გახდეს და ეს თუ ასე მოხდება, ამის გამო არც პანიკას უნდა მივეცეთ - კვარაცხელია ახლა იწყებს, წინ დიდი გზაა!..

• თენგო

მეორედ, ვუყურე ბოლონიასთან თამაშს. კვარამ ძლიერად, დიდოსტატურად ითამაშა. სპალეტი ტყუილად არ ადიდებს ფეხბურთელებს, რ უყვარს ზედმეტი შექება

• ციციკორე

ვის და რას არ დააბრალეს?! სპალეტის, შეყვარებულს, მოტივაციის არ ქონას, ეგოისტ თანაგუნდელებს და ა.შ არადა, მიზეზი მარტივია-გამოლოცვა ჭირდება! გამგები გაიგებს :)

• mirosan

როგორ არააა, მარიო რუი თუ კარგად ეყოლა.....

• ნუგო

არ ვიცი სპალეტის ბრალია თუ არა მაგრამ კვარას ყაიდის ფეხბურთელის გალიაში ჩასმა რა სტრატეგიაა ვერ ამივხსენი, 35 წელია ფეხბურთთან რაღაც მაკავშირებდა სულ , ხან ფეხბურთელობა, ბოლო დროს კი სტაჟიანი გულშემატკივრობა, საბედნიეროდ წინა საუკუნის 70-80-იანი წლების ყველა მსოფლიო თუ ჩვენებური ვარსკვლავის თამაში მინახავს ცოცხლად თუ ტელეეკრანთან და რაც კვარას “მწვრთნელმა” უქნა სეზონის მეორე ნახევარის ბოლო 2 თვეში მსგავსი არაფერი არც მინახავს არც მსმენია! მესმის ძალიან ბევრი ზედა თუ ქვედა ბინძური დინებების რომელიც თანამედროვე ფეხბურთშია, მაგრამ ვისაც ფეხბურთი გვესმის ძმებო, გაგიგონიათ ან გინახავთ რომ კვარას ნაირ ბაჯაღლო შემტევ გარემარბს მწვრთნელი გალიაში სვამდეს და ტრამვაის ვაგონივით აიძულებდეს მხოლოდ ერთ ხაზზე წინ და უკან სირბილს?? აი ვან ბასტენი ან რონალდინიო რო გალიაში ჩაესვათ ან თუნდაც მესი იქნებიდნენ ისინი ვინც იყვნენ ან ვუნც არიან? ფეხბურთი მხოლოდ შედეგზე ორიენტირებულ გლადიატორთა ბრძოლას დაემსგავსა განსაკუთრებით იტალიაში სადაც ისედაც ეგ იყო ბოლო 20 წელი და სწორედ კვარას ნაირმა ბიჭებმა დაუბრუნეს იტალიურ ავტობუსს ფეხბურთის სახე და ეგრევე გალიაში! მე მივესალმები სპალეტის წასვლას თუ ეს ამბავი მხოლოდ სპალეტის გადაწყვეტილებებია და იმედია რომ სხვა ამბავი არაა!

• ბახტრიონი

ყველაფერი სპალეტის ბრალია.ასეთი მარგალიტი გყავდეს და შენი უცოდინარობით ვერ იყებებდე,სულ ესაა.მოვა ახალი მწვრთნელი კვარას წინ წასწევს და ისევ გაბრწყინდება.

• ზაზა

ძამია რა სჭირს შენს ასობგერებს?ლიყიანი ხომ არ არის შენი კლავიატურა?

• Nts

აი რატო უნდა დაიხარჯოს ვინმემ თვალები ამ ლათინური ასოების კითხვაზე?

• Dato

Xvicham rac shedzlo jer aravis gauketebia. 3jer gaxda tvis sauketeso ert sezonshi. Ubralod spaletim ,moarjula, aqcia politanod. Egaaa. Zogadad aravis siamovnebs masze meti romaa. Mokled frtebi bolomde sheachra. Me spaletis tavidanve vakritikebdi da azri ar shemicvlia. Erti unicho mwvrtnelia. Napolis gauvarda xvichas transferit da egaa.

• იმერელი

რაც არ უნდა ვიძახოთ მაინც ჩანს სტატისტიკიტაც კი რომ კვარა მოუკლო. დადის ხელების გასლს ყვრლა ჯარიმაზე და ცოტაის ცეცხლიც არ უცანს რაც ქონდა. მე ვფიქრობ რომ გოლებია ამისტვის აუცილებელი რო მუხტი მიიროს. კარგია რომ მტავრდენა სერია A. და კიდევ უფრო მეტად არ შევა კვარა კრიზისში.

• მ.ზ.

რა კრიზისი?,რის კრიზისი საუკეთესო ვერტიკალური საგოლე პასი ოსიმჰენს სპალეტის ისევ აურია,როგორც ჩემპიონატის დასაწყისში გაიძახოდაი ჩართულობა, მეტი დაცვაში თამაშიო,სანამ არ შეაგნებინეს იტალიელმა ფეხბურთის მცოდნენმა,რომ ხვიჩა განსხვავებული ფეხბურთელია და მას უნდა მიეწოდოს უფრო ხშირად საგოლე პასები,ვიდრე მან... ვერ შეიგნო ლუჩიანომ,რომ კვარაცხელია ჰქმნის განსხვავებას,ნაპოლის თამაშში და როცა მას ჰყვებოდნენ,სხვებიც,გუნდი უფრო ჰყრიდა გოლებს,და როცა ეგოისტობდენ.. .უუფს გამოდიოდა.

ნიგერიელების გვერდზე დაწერეთ ეგ, ძალიან გაუხარდებათ და შეგაქებენ, თან კვარას გინება მიდის იქ , თეთრი რომ არის იმიტომ აფასებენ იტალიელები ოსიმენზე მეტადო:)) აი თქვენ ნამდვილად მოიგებდით იმათ გულს. ოსიმენი სამი წელია გუნდშია და არაფერი მოუგია. კვარამ მთლიანად გუნდი შეცვალა. სამჯერ გახდა სეზონში საუკეთესო და ყველაზე დიდი წვლილი აქს სკუდეტოს მოგებაში. ოსიმენს ბომრაბრდირის ოქროს ბუცი ეკუთვნის ნამდვილად მაგრამ გუნდის შემობრუნებაში, ახალი სიცოცხლის ჩაბერვაში და ჩეპიონად გახდაში კვარაზე დიდი წვლილი არავის აქვს. არვიცი რას ვუხსნი ისეთ ხალხს, კვარას რანდენიმე უგოლო თამაშის მერე გახარებული რომ დახტიან კედელ-კედელ კომენტარებით მაგრამ მაინც ვხსნი... კიდე მაქვს იმედი, ვინმე რამეს შეიგნებს.

• სიმართლე

არანაირ კრიზისის ნიშნები არ არსებობს, ის რომ ხვიჩას გოლები ვეღარ გააქვს დიდწილად ტრენერის და გუნდის დამოკიდებულების ბრალია, ისე გახდა ნაპოლი ჩემპიონი სპალეტის რამე სიახლე არ დაუნერგავს, გუნდში არიან ეგოისტი ფეხბურთელები ან უბრალოდ მეტი არ შეუძლიათ. ხვიჩას მეორე სეზონი იქნება ზენიტთან ახლოს მის კარიერაში

რაც ხვიჩას ნაპოლიში გადავიდა ეს გოგო სულ მის გვერდითაა, თამაშებს ესწრებოდა აქამდეც და სულ იქ იყო. მანამდე თუ დაფრინავდა ხვიჩა ახლა როგორაა ამ გოგოს ბრალი მისი ჩავარდნა? ძალიან ძალიან სამარცხვინოა სხვის პირად ცხოვრებაზე ჭორაობა და გოგოსთვის რაღაც სულელური ბრალდებების წაყენება. ხვიჩას პატივს რომ სცემდეთ, მოგერიდებოდათ მსგავსი რაღაცის გაფიქრებაც კი. ყველა გოლს მას უძღვნიდა და მისთვის დამატებითი მოტივაცია იყო. უგოლო თამაშები რაღაც პერიოდში ექნებოდა ხვიჩას და ეს ახლა დაემთხვა, როცა სკუდეტო უკვე მოგებულია. არ არის ეგ ტრაგედია. გოლების გატანას ისევ რომ დაიწყებს მაინტერესებს მერე ვის დააბრალებთ? აზრიც არ აქვს პასუხის გაცემას და მაინც ვერ ვითმენ. ასეთი დონის კომენტარს რომ უპასუხებ შენც იმ დონეზე ჩამოდიხარ მერე, ფსკერზე :(

• G.LA

ხვიჩას გადასარევი სეზონი ქონდა, რასაც არავინ მოველოდით. სეზონის ბოლოს ჩავარდნა კი აქვს, რაც ბევრმა მიზეზებმა განაპირობა. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას მისცემენ თუ არა დიდი მნიშვნელობა არც ააქვს მე თუ მკითხავთ. მე გკითხავთ ვინ გახდა შარშან გერმანიაში ან ინგლისში საუკეთესო და თქვენ ბევრმა იცით? ევროპამ დაინახა რაც შეუძლია ხვიჩს ესა მთავარი. იმედია ბოლო თამაში გაიტანს და მაჟორულ ნოტაზე დაამთავრებს სეზონს.

• aburjga

კი მინდა ხვიჩა იყოს, ძალიან მინდა, მაგრამ საუკეთესოს ტიტული ვიქტორს ეკუთვნის!

• ჟორა გაბრიჭიძე

კვარას თავს ცუდი არაფერი ხდება. ნაპოლში თავის საქმე გააკეთა და გააჩემპიონა, ახლა ნაკრების ჯერია და მანამდე ჯანმრთელი უნდა მივიდეს, ანუ თავის გასაწირი ნაპოლში აღარაფერია, ამიტომ სწორად იქცევა. ახლა ნაკრებში გაიტანს და მშრალი სერიაც შეწყდება.

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

იმდენი იტირეს ამ დროს ზანგებმა რო არ გამიკვირდება რო ოსიმენს მიცენ. არადა ტიპი 3 წელი იყო ნაპოლიში და მაგაზე არაფერი გამიგია . და თვითონ ნაპოლი იყო ერთ ერთი საშუალოზე დაბალი დონის გუნდი.

• ჩემი აზრით

როგორც ფრანგები იტყვიან "შერშერა ფამ" ანუ ეძებე ქალი.ხვიჩას უკუსვლას ფსიქოლოგიას ვუკავშირებ და ნიცას გააქტიურებას ემთხვევა.საჩქაროდ ნიშნობა მერე ქორწინების ასევე საჩქაროდ დანიშვნა.ეშინია მილიონერმა სასიძომ არ გადაიფიქროს.მანამდე ხვიჩა ბრწყინავდა, მთელი მსოფლიოს ნაღდი ფეხბურთის გულშემატკივრები მასზე ვაფანატებდით დ უცბად ჩვეულებრივი კარგი ფეხბურთელი გახდა.სხვა რა მიზეზი შეიძლება მომხდარიყო ვერ ვხედავ.

• toti

ეგ არითმეტიკა უფროა, სავარაუდოდ კვარას უშედეგო 2 თვე იმოქმედებს და ოსიმენს მიცემენ MVP-ს

• Mr.kostaia

პირველ რიგში ისევ და ისევ მინდა მიულოცა ხვიჩას ის დიდი მიღწევა,რაც მან პირველივე სეზონში შეძლო და ევროპას დაანახა,რომ ფეხბურთი იმ პატარა ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს ევროპული გრანდების რისხვა იყო, განვითარების სწორ გზას ადგას და ტალანტებით კვლავ სავსეა. ყველა ჩვენთაგანის უპირველესი სურვილი,რა თქმა უნდა,ჩვენი ნაკრების ევროპის უმაღლეს ფორუმზე მოხვედრაა და იმედი მაქვს თითოეული ნაკრების წევრი საქმეს დიდი ყურადღებით და მონდომებით მიუდგება, თავს არ დაზოგავს(ჩვენ გულშემატკივრები ამის მოწმენი აუცილებლად ვიქნებით) და ბოლომდე იბრძოლებს თითოეული ქულისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში შემდგომი კრიტიკისთვის მზად იყავით ბიჭებო,მთავარია ჩვენ გულშემატკივრებმა დავინახოთ და ვიგრძნოთ თქვენი პატიოსანი მიდგომა საქმისადმი. ღვთის წყალობა და მფარველობა არ მოგკლებოდეთ.

• rable

ლოგიკა თუ არსებობს და კრიტერიუმები აქედან გამომდინარე ისაზღვრება -კვარა უნდა დასახელდეს სეზონის საუკეთესოდ -თვის საუკეთესოდ სამჯერ(ყველაზე მეტჯერ) დასახელდა და იმიტომ..

• ვაჟა მასწ.

სპალეტის გადაეცით, რომ ყოჩაღია, რადგან მიაღწია მიზანს და ამიტომ, შემდეგ ბოლო თამაშზე კვარა პირდაპირ "აუტჩიკად" დააყენოს!

• მწვრთნელი

მე უფრო მგონია, რომ ბოლო თამაშებში ხვიჩა სპალეტიზე ძალიან დამოკიდებული გახდა და ამან უფრო შებოჭა მისი ლაღი თამაში! არ შეიძლება ასეთი მოთამაშის მწვრთვნელის მიერ მარწუხებში მოქცევა! ასეთმა მოთამაშემ მინდორზე, თუ არ გაილაღა არ გამოვა სხვანაირად, ხან ფლანგი უნდა შეიცვალოს, რომ გაეცვალა ძერბინისთვის ცოტა დროით ფლანგი უკეთესი სანახავი იქნებოდა, მერე ცოტა დროით გაეცვალა ადგილი ჟელინსკისთვის მთლად უკეთესი, მაგრამ სპალეტი არ შვება და ავალებს ირბინე მარცხნივ წინ და უკანო! არ არის ეს საუკეთესო გამოსავალი ისეთი შემქმნელი მოთამაშისთვის, როგორიც ხვიჩაა! აგერ ბოლონიასთან ოსიმენი თუ არვცდები აკეთებდა გამჭოლ პასს საჯარიმოში და ამ დროს ხვიჩა ლამის ცენტრთან იყო! მეორე გოლის დროს კი პირიქით შეტევა განავითარა ბოლონიამ და ოლივეირამ შეიწია ცოტა შუაში ხვიჩა არ წამოყვა შეტევას დროულად და ფერგიუსონმა ჩაკეტა კუთხე გოლით! ეს სპალეტის შეცდომაა და არა ხვიჩასი! იყო ასეთი მომენტიც შეიწია, თუ არა შუაში მცველი მოწყდა და ხვიჩამაც არ დააყოვნა დარტყმა საჯარიმოს გარედან მცირედით აცდა! მრავალ ფუნქციონალური მოთამაშე არ უნდა შებოჭო ასეთი დირექტივებით, თუ არ გამოდის თამაში უმჯობესია შეცვალე და დაასვენე, როგორც ოსიმენი შეცვალა ინტერთან, როცა აშკარად თამაში არ მიდიოდა და ბოლონიასთან კიდევ ორი გაიტანა! მეც მგონია, რომ ოსიმენს დაასახელებენ საუკეთესო მოთამაშედ გეთანხმები ამაში!

• გიორგი

დიდი მადლობა მშვენიერი წერილისთვის. არავინ ელოდა ხვიჩა ნაპოლის ლიდერი თუ გახდებოდა. ახლა თამასა ძალიან აწეულია, მაგრამ კვარა ამასაც მოერევა. წარმატებები!!!

• Skeleton

კრიზისი არ აქვს კვარას, თამაშის ხარისხი ისევ ისეთია, გოლი რომ არ გაუტანია დიდხანს ეგ არ არის სასიამოვნო მაგრამ თამაშის ხარისხის და ამინდს კვარა ქმნის! გაიხსენეთ მილანთან თამაში, მართალია გამოვარდნენ მაგრამ საუკეთესო კვარა გახდა. უდინეზესთან იმ საჩემპიონო გოლში უდიდესი წვლილი შეიტანა, ფიორენტინასთან პენალი გამოიმუშავა და გუნდს მოაგებინა. ინტერთან ძალიან მაგრად ითამაშა. ეს იმ დროის მონაკვეთში, რომელსაც ჩვენ კრიზისს ვეძახით. სამჯერ საუკეთესო გახდა სეზონში და სკუდეტო მან მოიგო! კვარას ეკუთვნის საუკეთესოს პრიზი მაგრამ ოსიმენი თუ აიღებს არ მეწყინება და არც დავიბოღმები აფრიკელებივით! ჩემი აზრით ოსიმენს მისცემენ და ეს გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, რადგან ბომბარდირი გახდა. ასევე აფრკელები ძალიან აღშფოთდნენ, სერია ა ს გაკეთებულ ფოტოზე და მთელი ჩემპიონატი რასიზმში დაადანაშაულეს. ამის გადასაფარად ოსიმენს მისცემენ, იმათაც გააჩუმებენ და თან დაუმსახურებელიც არიქნება. ეს კვარას წვლილს არანაირად არ აკნინებს. მისი მოსვლით მთელი გუნდი და თამაშის ხარისხი შეცვალა. იტალიურ ფეხბურთს არასდროს ვუყურებდი, რადგან ჩაკეტილად თამაშობდნენ სულ და არასახაობრივად. ხვიჩას მისვლის მერე საერთოდ სხვა გახდა ნაპოლი და მთელი სერია ა. რომ გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლის ლივერპულთან და აიაქსთან თამაში, ფეხბურთის ზეიმია ჩვეულებრივად. უმაღლესი კლასი. ხვიჩას მოსვლამდე ამ გუნდს ერთი თამაში მაინც ჩაუტარებია მსგავსად შედევრალური? არამგონია, რადგან ადრეც ვუყურებდი ჩემპ.ლიგაზე ნაპოლის თამაშებს, როცა კავანი და ჰამშიკი იყვნენ...

როგორ მინდოდა კვარა გამხდარიყო MVP, გული დამწყდა მაგრამ მიქაუტაძის და შერმადინის წარმატებამ ცოტა გამამხნევა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ