ჩვენებურმა სომხეთში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე სამი ყაიმისა და ერთი წაგების შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა
სომხეთში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე ("სევანის ტბა-2011") სამი ყაიმისა და ერთი წაგების შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ბაადურ ჯობავამ.

გუშინ მან შავი ფიგურებით 82-ე სვლაზე სამველ ტერ-სააკიანი (სომხეთი) დაამარცხა. ჩინელმა ჩჟოუ ძიანჩაომ ასევე მასპინძელ ავეტიკ გრიგორიანს აჯობა. ილდარ ხაირულინი (რუსეთი) გუშინაც არ გამოცხადებულა ტურნირზე, ამჯერად ზავენ ანდრიასიანთან (სომხეთი) სათამაშოდ. დანარჩენი ორი პარტია - არმან პაშიკიანი (სომხეთი)-სერგეი ჟიგალკო (ბელარუსი), ტიგრან პეტროსიანი-ჰრანტ მელქუმიანი (ორივე-სომხეთი) - ყაიმით დამთავრდა.

ხუთი ტურის შემდეგ: ძიანჩაო, პეტროსიანი, მელქუმიანი-3-3, გრიგორიანი, ჯობავა-2,5-2,5, ჟიგალკო, ანდრიასიანი (ორივეს-4-4 შეხვედრიდან), პაშიკიანი-2-2, ხაირულინი (3-დან), ტერ-სააკიანი-1,5-1,5 ქულა.

დღეს მე-6 ტურში ითამაშებენ: ანდრიასიანი-მელქუმიანი, ჯობავა-პეტროსიანი, გრიგორიანი-ტერ-სააკიანი, ჟიგალკო-ძიანჩაო, ხაირულინი-პაშიკიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა