"სლოვანის" გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკმა სლოვაკურ მედიასთან ინტერვიუში ძირითადად ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის შენარჩუნებაზე ისაუბრა.

- ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებული, რომ ჩაკვეტაძე მომავალ სეზონში ჩვენი გუნდის მაისურით ითამაშებს. მას ჩინებულ ფეხბურთელად ვთვლი, რომელიც გუნდს ძალიან დაეხმარა და გულშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელი გახდა. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, კონტრაქტის გამოსასყიდად ყველაფერს ვაკეთებ. ესაა ჩვენი მიზანი, თუმცა ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება.

- კულუარებში ამბობენ, რომ მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 10 მილიონი ევროა. თქვენ თუნდაც თანხის განახევრებაზე რომ შეუთანხმდეთ, შეუძლია დღეს "სლოვანს" ვინმეს 5 მილიონად შეძენა?

- არ შემიძლია დაგისახელოთ თანხა, რომელზეც "გენტთან" მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. "სლოვანი" სხვა სიტუაციაში უნდა იყოს, რათა ერთ ფეხბურთელში, ვთქვათ, 4 მილიონის გადახდის შესაძლებლობა ჰქონდეს. სხვა ვარიანტებს ვეძებთ, რომლებითაც ტრანსფერის განხორციელებას მოვახერხებთ: არსებობს იჯარა, შემდეგი გასხვისებიდან პროცენტის გადახდა - ბევრი ალტერნატივაა. თავად ფეხბურთელი ტრანსფერში ხშირად თამაშობს მთავარ როლს.

თვითონ ჩაკვეტაძეს რა სურს?

- "სლოვანში" დარჩენა უნდა. თუმცა, ეს მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული. სამი ვარიანტია: ან ჩვენთან სრულფასოვანი ტრანსფერით გადმოდის, ან სხვა კლუბი ყიდულობს, ან "გენტი" ისევ იჯარით უშვებს. უცნობ მოწინააღმდეგეებს ვებრძვით. არ შემიძლია ვივარაუდო, მასთან დაკავშირებით ბელგიურ კლუბს რა გეგმები აქვს.

- ვისი სიტყვა უფრო წონადია მოთამაშის მომავალთან დაკავშირებით, კლუბის თუ ფეხბურთელის?

- როდესაც საქმე ტრანსფერზე მიდგება, კლუბს მუდამ ექნება უპირატესობა, მაგრამ მეორე მხრივ, ფეხბურთელს შეუძლია თქვას, სად უნდა გადასვლა. ეს მისი თავისუფალი არჩევანია.

- შეგიძლიათ თუ არა წარმოიდგინოთ, რომ გიორგიმ სხვა კლუბში იასპარეზოს?

- ის აქ დასარჩენად, რაც შეუძლია, ყველაფერს გააკეთებს. ქომაგების რეაქცია მის თამაშზე, ყველაფერზე რაც განიცადა, მნიშვნელოვანია... "გენტში" კარიერის რთულ პერიოდთან შედარებით, ახლა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჰქონდა.

- 23 წლის ქართველის შენარჩუნება ახალი სეზონის დასაწყისში სტადიონზე ტრიბუნების შესავსებად, ალბათ, საკმარისი არ იქნება...

- მისმინეთ, ხალხმა სეზონი პოზიტიურ ნოტზე დაასრულა, აქედან უნდა გამოვიდეთ და ახალ სეზონში გადავიდეთ. ჩვენი გუნდის მწვრთნელი რჩება, ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება და ვფიქრობ, ეს საკმარისია. უახლოეს კვირებში შემადგენლობის გასაძლიერებლად შევეცდები, ყველაფერი გავაკეთო და რაც შეიძლება უკეთ მოვემზადოთ ევროტურნირებისთვის. ამ ბრძოლაში გულშემატკივართა დახმარება დაგვჭირდება. ისინი იყვნენ და რჩებიან ჩვენს მეთორმეტე მოთამაშედ.

ტიტე
ეს არის კაპიტალიზმი, ფეხბურტის სამყარო, სტამბოლის ბაზარსა ჰგავს.
zura222
გენტში როგორ გაიზრდება ? დასვამენ ისევ სკამზე ან ისევ საყრდენზე ან მარცხენა ფლანგზე ათამაშებენ ანუ იმ ადგილებზე სადაც უმაგრეს ფიზიკურ ფორმაში უნდა იყოს და მთელი თამაში წინ და უკან ირბინოს და ამას ჩაკვე ჯერ ვერ შეძლებს და რომ ვერ შეძლებს მერე მაინც სკამზეც დასვამენ და ასე მოიმატებს მისი ფასი ?
zura222
აი რა ხდება როცა ფეხბურთელის ბედი იდიოტების ხელშია @ 2027 წლამდე ჩაუგდეს ხელში იმ არაკაცებს გენტიში და ეხლა იმათი მონასავითაა--შეჯდებიან ვირზე და 10 მილიონს ფეხს არ მოუცვლიან @ და 10 მილიონს კი არავინ არ გადაიხდის ! აგერ რაპიდში ტრანსფერიც უზარმაზარი ფულის გამო ჩაიშალა @@
ჟორა გაბრიჭიძე
გენტში სულელები არ სხედან, ხედავენ რომ ჩაკვე სლოვენში აყვავდა. თუ მისვლისას მასში მილიონს არავინ გადაიხდიდა, დღეს მისი ფასი სულ მცირე 5 მილიონია. ამიტომ თუ მათ ჭირდებათ წაიყვენენ, თუ არა და გენტში დატოვებენ, რომ მისი ფასი კვლავ გაიზარდოს.
სოსო
ჩაკვე თუ დაიტოვეს,მომავალ სეზონში,დასაწყისიდანვე გაცილებით უკეთესი იქნება.ამას გენტშიც გრძნობენ და მიუხედავად იმისა,რომ გიოს ამდენი ხნით წყობაში არ ყოფნაში,მათი დანაშაულიც დიდია,მაინც არ ეთმობათ შესაძლო შემოსავლის დაკარგვა.
თენგო
ჩაკვე შენ ღმერთი არ გაგწირავს მჯერა რომ იპოვი შენს გზას! მხნედ იყავი უფლის წყალობა არ მოგკლებოდეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია
ჩაკვეტაძის გამოსასყიდად "სლოვანს" 10 მილიონის გადახდა მოუწევს
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა
ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან
ქართველების "აპოელი" "გენტთან" დამარცხდა [VIDEO]
მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ
"აპოელი" "გენტთან" ისევ დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა