სამხრეთ აფრიკის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯეკ ვაითი, რომელმაც 2007 წელს "ბოკეს" მსოფლიოს თასი მოაგებინა, დიდი ხანია განგაშის ზარს სცემს
სამხრეთ აფრიკის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯეკ ვაითი, რომელმაც 2007 წელს "ბოკეს" მსოფლიოს თასი მოაგებინა, დიდი ხანია განგაშის ზარს სცემს. ჯერ კიდევ შარშან, როცა აბსოლუტურად ყველაფრის მომგებმა სამხრეთაფრიკელთა ეროვნულმა გუნდმა, სამი ერის გათამაშებაში სრულიად უსახურად იასპარეზა, ვაითი "ბოკეს" მთავარი მწვრთნელის პიტერ დე ფილიერსის სასწრაფოდ გადაყენებას ითხოვდა.

არადა, ვაითმა დააგვიანა. დე ფილეირსის თანამდებობიდან მოხსნის საკითხი გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ გაზაფხულზე დადგა, როცა მის თანაშემწესთან კონფლიქტი რადიკალურად გამწვავდა. საქმეში სამხრეთ აფრიკის ნაკრების წამყვანი მოთამაშეებიც ჩაერთნენ. ბოროტი ენები იამსაც კი ამბობდნენ, რომ ეროვნულ გუნდს მწვრთნელი კი არა, კაპიტანი ჯონ სმიტი და ვიცე-კაპიტანი ვიქტორ მეტფილდი მართავენო, რაც რეალობისგან შორს ნამდვილად არ უნდა იყოს.

ერთი სიტყვით, მაშინ მოთამაშეებმა უკან დაიხიეს, მწვრთნელს და ფედეერაციის ხელმძღვანელებს დაუთმეს და თქვეს, ჰა ბურთი და მოედანიო. დე ფილიერსმა თანამდებობა კი შეინარჩუნა, მაგრამ სამხრეთ აფრიკამ ეროვნული ნაკრები დაკარგა.

უკვე ვთქვით, რომ ჯეკ ვაითის განრსიხება შარშან დაგვიანებული იყო, რადგან დე ფილიერსისთვის კარტ ბლანში ჰქონდათ მიცემული და ამ გადაწყვეტილებამ რომ არ გაამართლა დიდი ხანია ყველასთვის ნათელია.

ამიტომ ვაითი ისევ აყვირდა. რა ქნას მისი ნაშენებ-ნაწვალები ხელსა და თავალს შუა ინგრევა, გული უკვდება და შველა უნდა.

"წარმოუდგენელია, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ავსტრალიელეთგან ხუთი ლელო მიიღო. ეს იმ გუნდისგან, რომელმაც ერთი კვირით ადრე თავის ისტორიაში ყველაზე ცუდი მატჩი გამართა და სამოას ნაკრებთან სამარცხვინოდ წააგო. არადა ამ ფაქტის გამოყენება საჩვენოდ ძალიან კარგად შეიძლებოდა.

მოდი ვიყოთ გულახდილი, ავსტრალიის ნაკრები ჩვენთან თამაშის წინ უდიდესი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. სამოას ნაკრებთან მარცხის შემდეგ "ბოკესთან" წაგება მათ საბოლოოდ დაასამარებდა და სამსოფლიოთასო ამბიციები საპნის ბუშტივით გაქრებოდა. ჩვენ კი ამ თამაშის წინ არანაირი ფსიქოლოგიური ტვირთი არ გავწუხებდა. დე ფილეირსს ისეთი შემადგენლობა უნდა შეერჩია, რომელიც "ვოლაბებს" ცუდ დღეში ჩააგდებდა.

ახლა კი რა გამოვიდა. ავსტრალიასთან წავაგეთ, მერე ახალ ზელანდიასთანაც გარანტიას გაძლევთ, რომ წავაგებთ და შეიძლება ისე მოხდეს, ოთხი თამაშიდან ვერც ერთი მოვიგოთ და სამი ერის გათამაშება ბოლო ადგილზე დავამთავროთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშებაში ემოციურად დათრგუნულ, განადგურებულ გუნდს გავაგზავნით, რომელიც წარუმატებლობისთვის იქნება განწირული.

2007 წლის მსოფლიოს თასის წინ ყველაფერი გავაკეთე რათა ჩვენი ნაკრები საფრანგეთში ფსიქოლოგიურად გამარჯვებულის განწყობით გამგზავრებულიყო. ყველაფერი ვიღონე სამი ერის მოსაგებად. ამჟამად გული ძალიან ცუდს მიგრძნობს. არადა ყოველივე ამის გამოსწორება თავის დროზე რეალურად შეიძლებოდა" - თქვა ჯეკ ვაითმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის