პალეოხორას (საბერძნეთი) მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირში ჩვენებური ქალთა შორის პირველი ადგილის ერთ-ერთი კანდიდატია
პალეოხორას (საბერძნეთი) მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის მე-7 ტურში სოფიკო გურამიშვილს ძლიერ მეტოქე ჰყავდა - ალექსანდრ ხარიტონოვი (2539), რომელიც რეიტინგში ჩვენებურზე 210 პუნქტით მაღლა დგას. ამის მიუხედავად, სოფიკომ შავი ფიგურებით ყაიმს მიაღწია და 5 ქულა მოაგროვა.

იგი ქალთა შორის პირველი ადგილის ერთ-ერთი კანდიდატია. მას კონკურენციას უწევენ ბულგარელები - ელიზა რაევა და ივა ვიდენოვა, რომლებმაც 7 ტურის შემდეგ ასევე 5-5 ქულას მოუყარეს თავი.

წარმატებას მიაღწია ბესარიონ ხეცურიანმა. ქართველმა საერთაშორისო ოსტატმა ბერძენ დიდოსტატ სპირიდონ სკემბრისს მოუგო. რაც შეეხებათ ლიდერებს, დაზავდნენ ხრისტოს ბანიკასი (საბერძნეთი) და იური კრივორუჩკო (უკრაინა), მუსტაფა ილმაზი (თურქეთი)-დმიტრი სვეტუშკინი (მოლდოვა), ჯაიარამ აშვინი (ინდოეთი)-ანდრეი რიჩაგოვი (რუსეთი), პეტერ პროჰაზკა (უნგრეთი)-ტიგრან სიმონიანი (სომხეთი).

იყოჩაღეს ალბერტო დავიდმა (ლუქსემბური), ნიკიტა მაიოროვმა (ბელარუსი) და ალექსანდრ იპატოვმა (ესპანეთი), რომლებმაც იაროსლავ ზინჩენკოს (უკრაინა), ალექსანდრ ზუბარევისა (უკრაინა) და მისა პაპის (სერბეთი) ძლევით მონაგარს თითო ქულა შესძინეს.

7 ტურის შემდეგ 5-მა დიდოსტატმა (კრივორუჩკო, მაიოროვი, იპატოვი, დავიდი და ბანიკასი) 6-6 ქულა მოაგროვა. 12 მონაწილეს, მათ შორის - ხეცურიანს, 5,5-5,5 ქულა აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kopala
სოფო მე-12-ეა რეიტინგში კი 31 პუნქტით წაიწია
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა