ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"დღეში 6-7 საათს ვვარჯიშობდით, მერე დამატებითაც ვრჩებოდი ხოლმე და ვარჯიშს ვაგრძელებდი" - ინტერვიუ ტატო გრიგალაშვილთან

"დღეში 6-7 საათს ვვარჯიშობდით, მერე დამატებითაც ვრჩებოდი ხოლმე და ვარჯიშს ვაგრძელებდი" - ინტერვიუ ტატო გრიგალაშვილთან

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა დიდი წარმატებით იასპარეზა დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე: ოთხი მედლით (2 ოქრო, თითო ვერცხლი და ბრინჯაო) ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დავიკავეთ, მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველად ვნახეთ ქართული ფინალი (90 კგ წონით კატეგორიაში, ბექაური-მაისურაძის შეხვედრა ლუკას გამარჯვებით დასრულდა), ისტორიული მედალი მოვიპოვეთ გუნდური შეჯიბრების შერეულ ასპარეზობაში, სადაც გოგონებმაც გვასახელეს, ტატო გრიგალაშვილი კი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონის წოდება! შარშანდელის მსგავსად, ფინალურ ორთაბრძოლაში გრიგალაშვილმა ამჯერადაც დამაჯერებლად აჯობა ბელგიელ მატიას კასეს, ფოტოზე კი ნათლად ჩანს, რატომ უწოდებენ "მფრინავ" ტატო გრიგალაშვილს Tato Airways-ს!

- ტატო, შარშან ტაშკენტში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ თქვით, ტაკანორი ნაგასეს ზურგზე ოლიმპიური ჩემპიონობის აღმნიშვნელ ოქროს არშიას ვხედავდი და მის წინააღმდეგ ორმაგი მოტივაციით ვიჭიდავეო. დოჰაში ნაგასე თქვენამდე არ მოუშვეს, თუმცა დანარჩენებს აჯობეთ თვალსაჩინო უპირატესობით!

- ძალიან მინდა, მეც მქონდეს ზურგზე ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს არშია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ! ტაშკენტის შემდეგ შემცირებულ ვადაში - შვიდ თვეში გაიმართა მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი. ამის გამო ტიტულით დიდხანს ვერ "დავტკბი" და... დოჰაში ბოლომდე დავიხარჯე - წოდება უნდა შემენარჩუნებინა, სიხარული გამეხანგრძლივებინა.

- პანდემიამ სპორტშიც ბევრი რამ შეცვალა... ტურნირების თარიღებისა თუ ვადების ცვლილება სპორტსმენზეც ხომ უარყოფითად მოქმედებს?

- ცხადია. სპორტსმენმა თუ ტურნირზე არ იჭიდავა, რისთვის ან როგორი მოტივაციით უნდა მოემზადოს?! ვარჯიშის შედეგი შეჯიბრებაში უნდა გადაიტანო, ტიტულები მოიგო, გულშემატკივარი გაახარო... ჩემს მაგალითზე ვიტყვი - რვა თვის განმავლობაში ტურნირზე არ გვიჭიდავია, ყოველდღე ყოველი ვარჯიშის დროს იმაზე ვფიქრობდით, როდის მოგვეცემოდა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება. როგორც კი ტურნირები განახლდა, 10-დღიან ინტერვალში ჯერ ახალგაზრდული, მერე კი უფროსებს შორის ევროპის ჩემპიონატი მოვიგე და მონატრებულ ტატამზე დაბრუნებასთან ერთად, ესეც უდიდესი სიხარული გახლდათ. ისე კი, რთულია, როცა დიდი ტურნირების გამართვის თარიღები, ჭიდაობის წესები იცვლება. ახალ წესებთან შეგუებას დრო სჭირდება.

- ბოლო წლების განმავლობაში ძიუდოს წესები არაერთხელ შეიცვალა. ჩვენი გულშემატკივრისგან ისიც კი მომისმენია, გვებრძვიან, რაშიც ქართველები ვართ ძლიერები, იმ მოძრაობებს კრძალავენო... თქვენ თუ ხართ კმაყოფილი იმ წესებით, რაც დღეს არის ძიუდოს ტურნირებზე?

- ძიუდო განვითარებისკენ მიდის. უმჯობესდება, უფრო სანახაობრივი ხდება. ეს წესები იმაზე უკეთესია, წინა ოლიმპიადაზე რომ იყო. ქართველი მოჭიდავეებისთვისაც კომფორტულია - გვაქვს უფლება, გადავლება, ჩავლება გავაკეთოთ, უფრო კონტაქტურად ვიჭიდაოთ... რაც შეეხება ტატამზე თავით შეხების წესის გამკაცრებას, მოქმედი წესებით, მსაჯებს მარტივად შეუძლიათ სპორტსმენი "გააფუჭონ", თუნდაც განსაკუთრებულად სახიფათო არაფერი ხდებოდეს, თავით ოდნავ შეხებაზეც კი ხსნიან ორთაბრძოლიდან. გასაგებია, რომ ეს უსაფრთხოებისთვის კეთდება, თუმცა მეტისმეტი არაფერი ვარგა და ამ წესს შევასწორებდი... ჩემი სტილიდან გამომდინარე, ხელს არ მიშლის, მაგრამ სპორტისთვის, სანახაობისთვის მაინც ზედმეტი მგონია.

- დოჰაში ყველა ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგეთ. დამატებითი დრო მხოლოდ მესამე წრეში დაგჭირდათ ავსტრიის სახელით მოჭიდავე ვაჰიდ ბორჩაშვილთან: ეს მეტოქის წარმომავლობის (ძმები - ვაჰიდ და შამილ ბორჩაშვილები პანკისელები არიან) ბრალია?

- ვაჰიდ ბორჩაშვილი 90 კილოგრამში ჭიდაობდა, ახლა ჩემს წონაშია, თბილისის გრანდ-სლემიც აქვს მოგებული. დოჰაში "ჩაკეტილი" ჭიდაობით ცდილობდა ჩემ დამარცხებას. რადგან გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი, აღარ გავრისკე, არ ავჩქარდი და მშვიდად, პრაგმატულად დაველოდე მოწინააღმდეგის შეცდომას - მომგებიანი გდება მერე შევასრულე.

- თვითონ მიადექით ჩემს მომდევნო კითხვას: ტექნიკურ არსენალსა და სანახაობრივ სტილზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, პრაგმატული ჭიდაობაც კარგად გამოგდით. 23 წლის ასაკში ამით ბევრი ვერ დაიკვეხნის...

- ჯერ იმას ვიტყვი, რომ რა სფეროშიც ხარ, ის საქმე უნდა გიყვარდეს! ძიუდო ძალიან მიყვარს, არც შრომა მეზარება, ძალიან დაგვეხმარა პროექტი "2020"... დღეში 6-7 საათს ისედაც ვვარჯიშობდით, მერე დამატებითაც ვრჩებოდი ხოლმე და ვარჯიშს ვაგრძელებდი, კიდევ უფრო მეტი რომ მესწავლა. გარკვეულწილად, ალბათ, გამომივიდა კიდეც და მიხარია, თუ ამას გულშემატკივარიც ამჩნევს, ოღონდ სასწავლი კიდევ ბევრი მაქვს და იმედია, უფრო მაღალ საფეხურზე ავალ.

- გამორჩეულად საყვარელი ილეთი თუ გაქვთ?

- ოლიმპიადაზე დამარცხების შემდეგ ბევრს ურჩევია, არ გინდა ბევრი ცდა, ჯობს, ერთი, მაგრამ მომგებიანი ილეთი გააკეთოო... რაც უფრო კონტაქტურად ჭიდაობ, მეტ ილეთს აკეთებ, კონტრშეტევაზე გამოჭერის შანსიც იზრდება, მაგრამ მე ასეთი ვარ, ასეთი სტილი მაქვს, შეტევა მიყვარს... ყოველთვის მჯეროდა, რომ ნებისმიერი ჩავლებიდან შემიძლია ილეთის გაკეთება. ამიტომაც ყველა ილეთი მიყვარს. რომელსაც კონკრეტულ მომენტში ვასრულებ, ის მომწონს.

- მატიას კასეზე კითხვის დასმას აღარც აქვს აზრი: ბოლო შეხვედრებია, ისე დამაჯერებლად ამარცხებთ, მგონი, უკვე წაგებული გამოდის ხოლმე ტატამზე...

- პირველ რიგში, დიდ პატივისცემას ვადასტურებ კასეს მიმართ - ძალიან კარგი ძიუდოისტი და ადამიანია. თუმცა, ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად მართლაც გატყდა... ექვსჯერ ვიჭიდავეთ და ანგარიშია 4:2 ჩემ სასარგებლოდ: პირველი და ზედიზედ ბოლო სამი გამარჯვება ჩემია, თანაც სულ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალებში. მზად ვარ, ასეც გაგრძელდეს! ზოგადად, განწყობა ძიუდოშიც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ კონდიციაშიც უნდა იყო ფიზიკურად, მოსაგებად თუ მენტალურად არა ხარ მზად, ვერ გაიმარჯვებ!

განაგრძეთ კითხვა

• ჟორა გაბრიჭიძე

არაა ზღუდე, რომლის დაძლევა დიდ მიზანდასახულ შრომას არ შეუძლია. თუ ტატო ოლიმპიადის შემდეგ დაუმარცხებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრს და მიზანდასახულად შრომობს. იგივე გააგრძელე და შენთვის ყველა შეჯიბრი დღესასწაული იქნება. აქვე მინდა დავამატო, რომ თითქოს მაჯებიდან კისრულის კონტრი ძნელი მოსაფიქრებელი იყოს, ჩემ დროს უკან ჩაჩეხვით იუკოზე ვაგდებდით და არც ისე ძნელად კეთდებოდა.

• გიორგი 50

ტატო, ჩვენო სიამაყევ, მართალი ხართ, თქვენი გამარჯვებების საიდუმლო თქვენსავე სიტვებშია: ,, დღეში 6-7 საათს ისედაც ვვარჯიშობდით, მერე დამატებითაც ვრჩებოდი ხოლმე და ვარჯიშს ვაგრძელებდი, კიდევ უფრო მეტი რომ მესწავლა....'' გთხოვთ, ზედმეტმა სიამაყემ და თავდაჯერებულობამ არ გძლიოოოთ.... თქვენ რინერის რეკორდის მოხსნის შანსი გააქვთ.... გფარავდეთ წმინდა გიორგი....

• ILIA

ტატო, გენაცვალე, საქართველოს შენი იმედი აქვს, იცოდე! 3 ოლიმპიური ოქრო გვინდა შენგან!

• G.LA

საქართველოს საამაყო შვილი ტატო გრიგალაშვილი, ვინც თავისი ოფლით და სისხლით სიხარული მოუტანა საქართველოს. შრომა და დიდი მონდომება უკვალოდ არასოდეს ჩაივლის. 6-7 საათი ვარჯიში დღეში ისეთი თავდადებაა რამაც ასეთ საფეხურზე აიყვანა ტატო. მადლობა, მჯერა კიდევ გაგვახარებს. გამარჯვება და წარმატება ტატო გრიგალაშვილის.

• ამაშია საქმე

ნიჭი პლუს დიდი გარჯა აი ფორმულა წარმატებისა.მადლობა 2020-ს მთავარ შემოქმედს გუჯეჯიანს რომ ასეთ ბიჭებს შრომა შეაყვარა.სხვა სპორტის სახეობებმაც მიბაძონ და წარმატებებიც იქნება.

• llcl

ღმერთმა დაგლოცოს და ჯანმრთელობა მოგცეს საქართველოს სიამაყევ!

• kako

81 ტატოს ბადალი არ კავს მსოპლიოსჰი. ნაგასე,მოლაი, კაასე,მეტიარა ცჰემი მტერი მოლაიმ რომელიმე ტურნირი მოგვიგოს.კაასეც ისე დაცჰაგრა ტატომ,რომ არ მგონია კაი ხანი აზზე მოვიდეს,ოო აი ნაგესე კი... ნაგასეს ცამალი კი აქ აქ ინახება,გუჯეჯას დაპტარსჰი,გუჯეჯა რის გუჯეჯაა.ხო კიდე ის კორეელი არ დაგვავიცკდეს,გვარი აარ მახსოვს.და მონგოლი.ეს უკვე მეორე ხარისხია.დიდება ქარტულ დზიუდოს ოჯახს.

ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა

შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა

ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა

"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]

"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა

ტატო გრიგალაშვილმა ვარშავის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი იქნება

დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა - თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]

[VIDEO] გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში არბუზოვთან დამარცხდა

ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს