მოგეხსენებათ, გუშინ, 2 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და 21 წლამდელთა შემადგენლობა დასახელდა. ორივე გუნდშია გამოძახებული ხვიჩა კვარაცხელია, რაზედაც ნეაპოლელები ანერვიულდნენ.

"როდის უნდა დაისვენოს ხვიჩამ? ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ და 21 წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული. ამის შემდეგ იქნება ქორწილიც. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრები 17 და 20 ივნისს გაიმართება, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი კი 21 ივნისს დაიწყება. ნეაპოლში ვარაუდობენ, რომ კვარაცხელია ასაკობრივ ნაკრებში არ დაიტვირთება, რადგან დიმაროში დასაბრუნებლად ფიზიკურად ძალების აღდგენას ვერ მოასწრებს, ამიტომაც იზრდება იმის შანსი, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდს მეორე წინასასეზონო ბანაკში კასტელ დი სანგროში შეუერთდეს.

იტალიური La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, ნეაპოლელებს იმედი აქვთ, რომ აწ უკვე სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი კვიპროსისა და შოტლანდიის მატჩების შემდეგ დაისვენებს, რადგან მოასწროს ქორწილის ცერემონიალი და ენერგიის აღდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდს არა 14 ივლისს არამედ აგვისტომდე დაემშვიდობება" - წერს გამოცემა.

მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით

გოგა
ვკითხულობ კომენტარებს და მიკვირს.ასე დაჟინებით რატომ მოითხოვთ და ავალდებულებთ იმას რაც თქვენ გინდათ.ის ადამიანია ჯერ და მერე ფეხბურთელი.მასაც უნდა დასვენება და ცხოვრება.კი იძახით რა დროს ცოლიაო და ჯერ ითანაშოსო.ხო ეხლა ხვიჩა ზის და იმაზე ფიქრობს ჯერ ადრეა ცოლის მოყვანა ხალხი რას იფიქრებსო
ჰოო
თავიდან დავაკომენტარე ჩემი კომენტარი. მაგრამ იმას აღარ წაიკითხავთ, ამიტომ ვიმეორებ. აქ კამათი წავიდა, უნდა ითამაშოს თუ არა ნაკრებში. ეს სისულელეა. პასუხია, უნდა ითამაშოს. მაგრამ ტრენერებმა, მენეჯმენტმა უნდა იფიქრონ იმ რისკების შემცირებაზე რაც ახლავს ამ თამაშებს. მაგალითად ე.წ. ააღდგენითი ვარჯიშები და არა სიქის გაძრომამდე ვარჯიში. უფრო მეტი აქცენტი ტაქტიკურ ვარჯიშებზე. ექიმების ჩართულობა, თუ საჭიროა, კეთილი ინებონ და მოიწვიონ უცხოელი ცნობილი ექიმები კონსულტანტად. ათასი აღმდგენი ბიოლოგიურად სუფთა საშუალებაა. ვიტამინები. მოკლედ ვიფიქროთ რისკების განეიტრალებაზე, იმიტომ რომ რისკები არსებობს ყველასთვის. მამარდა, მიქაუტაძე, დავითაშვილი ....
ჰოო
რამდენი დისლაიქია. თქვე კარგო ხალხო, მე დავამატე კიდევ ერთი რისკი. მე ხომ არ მითქვამს ნაპოლის გადაყვეს-თქო, ან არ ითამაშოს ნაკრებში-თქო. ეს ყველაფერი არის რისკები, რაც კვარას ( და საქართველოს) შეიძლება ცუდად შემოუტრიალდეს. მაგრამ რისკებს ჭირდება განეიტრალება. კვარას ტრენერებმა, მენეჯმენტმა, ფედერაციამ უნდა აწონ დაწონოს და მოიფიქროს როგორ შეამციროს ამ რისკების გავლენა კვარაზე. ეს შეიძლება იყოს სხვა სტილის ვარჯიშები, ან დასვენებისთვის საჭირო პირობები (რავი, ათასნაირი მეთოდია). იგივე ეხება სხვა ფეხბურთელებსაც.
Haaland
შეხედეთ ახალგაზრდულის შედეგებს ბოლო პერიოდში. ასეთი შანსი როდის გვექნება ღმერთმა იცის. ევროპაზე კიარა მეორე ელიტრაუნდში ვეღარ გადადიან და ეს იტორიიის დაწერის შანსია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. იტალიელებისთვის ადვილი სათქმელია, დიდი ქვეყანა უზარმაზარი შესაძლებლობებით საფეხბურთო თვალსაზრისით და ისედაც... ხვიჩას არაფერი აქვს დასამტკიცებელი და პირველი შეკრება უფრო იმათთვისაა, ვისაც დასამტკიცებელი აქვს რამე. გაიჭირვონ ბიჭებმა ცოტა და თვითონაც სამუდამოდ დარჩემად ძალიან მაგარი მიღწევა და კიდე უფრო დაინტერესდებიან საქართველოთი როგორც საფეხბურთო ქვეყნით. უამრავი სიკეთის მოტანა შეუძლია ამ ევროპის ჩემპიონატს მათთვის და ქვეყნისთვის
თამაზი
ჰო! ნაპოლიმ ფული უხადოს და ამან ფეხებზე დაიკიდოს არა?
ვოვას
არა მგონია მაქამდე გაქაჩოს, ეხლავე მოუკლო "ფიზიკაში" ჰა, ჰა მინიმუმ 31-მდე, მეტს ვერა!
უვიცი
დასვენება ყველას ჭირდება, მითუმეტეს უცხოეთში,ახალ გარემოში მოხვედრილ ადამიანს, რომელმაც უდიდესი წნეხი გადაიტანა მთელი სეზონი, მაგრამ 22 წლის ყმაწვილი კაცს დასასვენებლად ერთი კვირაც და მშობლიურ თბილისში ყოფნაც ეყოფა გადასარევად. მეტი რა დასვენება უნდა, მითუმეტეს თითქმის თვეა აღარაფერი უთამაშია, ქვეყნის თასზე ეგ არ თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგაზე, ჩემპიონატშიც დასეირნობენ რა ხანია. აბა მანსიტის და ინტერის ფეხბურთელებმა რა თქვან სამივე ტურნირზე ბოლო მატჩამდე ბრძოლები და თავპირის მტვრევა ჰქონდათ.
ლშა
აბა სხვა ვინ ? ერთი დაგვისახელე
las
ხო მიდით გამოიძახეთ. ნორვეგია ჰალანდს იძახებს. პორტუგალია ლეაოს და საფრანგეთი მბაპეს ვაი, ვაი. :)
gionat
ნამდვილად რთული არჩევნის წინაშე დგანან ნაკრების ხელმძღვანელები, ერთის მხრივ ევროპაზე შეგვიძლია რამე ხელშესახებს მივაღწიოთ, მეორეს მხრეივ ყველას გვახსოვს ყენია-მჭედლიძის სიტუაცია როდესაც ყველგან ათამაშებდნენ ამა ახალგაზდა ბიჭებს, საბოლოოდ რაც მოუვიდათ კი ვიცით.
არტ
ჯერ ნაკრებები, ახალგაზრდულიც და მთავარიც, და მერე ნაპოლი. არანაირი პრობლემა არაა ნაპოლიში რომ ვარჯიში გვიან დაიწყოს. მსოფლიო , ევროპის და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატების შემდეგ როგორც წესი იქ მონაწილე ვარსკვლავები გვიან ბრუნდებიან თავიანთ კლუბებში. და არ მახსოვს, ვინმეს რამის პრობლემა ქონოდეს ამის გამო. სხვა საკითხია ის, სად ითამაშოს ახალგაზრდულში თუ მთავარში. აქ დაფიქრებაა საჭირო. ზედიზედ, ძალიან მცირე ინტერვალებით თამაში ძალიან სახიფათოა, ამიტომ ორივე ნაკრების მწვრთნელებმა და თვითონაც ეს უნდა გაითვალისწინოს და ოპტიმალურად უნდა განაწილდეს ისე რომ თამაშებს შორის აღდგენისათვის საჭირო დრო ქონდეს.
გია
რას ჰქვია მერე რა, ევროპის ჩემპიონატზე უნდა გამოვიდეს აუცილებლად, პირველ რიგში ის საქართველოს ნაკრების წევრია და უნდა ემსახუროს საქართველოს. მერე არის ნაპოლი.
vova
ხვიჩა დაისვენებს რომ გახდება 35 წლის მანამდე არა
გიორგი
ვინმე გაძალებს რამეს წადი საქმე ნახე რა
დავით 67
დაასვენეთ ეს ბიჭი. ძირითად ნაკრებშიც რომ იბრწყინოს. რკინა ხომ არაა ბოლოსდაბოლოს? ახალგაზრდულში ახალგაზრდებმა გამოიჩინონ თავი. ეს არ არის ისეთი ტურნირი რომ სიქა გამოვაცალოთ ხვიჩას. მერე რა რომ ევროპის ჩემპიონატია.

და ვინ გაძალებთ რომ წაიკითხოთ ხვიჩაზე ინფორმაცია? თქვენამდე ჯერ არ მოუღწევია ცივილიზაციას და არ იცით, რომ ყველა არასასურველ პოსტს დამალვის ან დაბლოკვის ფუნქცია აქვს? შეწუხდნენ ხვიჩას ხსენებით თურმე :დ
zura222
ნაპოლის დედაააც ! ხვიჩა ჯერ ქართველია და საქართველოს ნაკრებებში უნდა ითამაშოს და მერეა ნეაპოლელი მადრიდელი მანჩესტერელი და სხვა !
ჯაბა
არის სხვა საიტებიც იქ სულ ქართველ ვარსკვლავებზე წერენ ნანუკა ლელა წურწუმია მისი ბარიგა ქმარი მამულიჩა იქ კიდევ შორენაა შენ იქ ჩაუჯექი
გიორგი
გადაიწვება ეს ბიჭი
დათა თუთაშხია
ნაპოლი დიდი ხანია, რაც ჩემპიონი გახდა. თავისუფლად შეეძლოთ ხვიჩა ამ პერიოდში დაესვენებინათ. მაგრამ არა, ნეაპოლელებს ყოველთვის სხვისი ნაკრებების ხარჯზე დასვენება ადარდებთ. იგივე პრობლემა თვით დიეგოსაც კი ქონდა, მაშინაც მუდმივად წუწუნებდნენ, როდესაც მარადონა ნაკრებში მიდიოდა. რაც შეეხება ახალგაზრდულის და ეროვნულის პრიორიტეტებს - რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ სიტუაციაში მანდ ორი აზრიც არ იქნებოდა, თუ რა უნდა აირჩიო. მაგრამ ამ უნიკალური შანსის ხელიდან გაშვება დანაშაულია, როდესაც უძლიერესი შემადგენლობა იყრის ახალგაზრდულში თავს და ჩემპიონატიც საქართველოში ტარდება. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თურმე შესარჩევიდან გვინდა პირდაპირ გასვლა, როდესაც თითქმის 30 წლის განმავლობაში პლეი-ოფშიც კი ვერ გავსულვართ შესარჩევის ჯგუფიდან. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, თუნდაც ახალგაზრდულ გუნდებს შორის, როგორ შეიძლება ვინმესთვის ნაკლებად მამოტივირებადი იყოს?
ვაა? ს
მართალი ხარ. ხვიჩას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ უკვე ნამეტანია.
beqa
ყველგან ექნება მოტივაცია პროფესიონალს
დათო
რას ფილოსოფობთ იმ საკითხზე, რაც არ იცით?! სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახალგაზრდული ჩემპიონატის 3 საუკეთესო ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს. პატარა საქმეა?! პ.ს. წამყვანი ლიგის ფეხბურთელები ეროვნულ ჩემიპონატებს, თასის თამაშებს, ჩემპიონთა ლიგის და ეროვნული ნაკრებების თამაშებს თამაშობენ და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს არის პროფესიონალიზმი! დარწმუნებული ვარ ხვიჩაც არ დაზოგავს თავს და სამშობლოს გვერდით დაუდგება ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებშიც!
ვაა?
ჩვენ, როდისღა უნდა დაგვასვენოთ, ხვიჩათი? ხომ არ შეიძლება ყოველდღე ხვიჩა, ხვიჩა, კარგით რა?
გოგა
ყველას ძალიაბ გვინდა ხვიჩამ ითამაშოს ორივე ნაკრევში, მაგრამ ეს გამორიცხულია, კალათბურთი ხო არა არა? აი მამარდას შეუძლია კარში ჩადგეს ორივეგან, კვარას 21 წლამდელებში მოტივაციაც არ ექნება
ლაშა
მხოლოდ ნაპოლის საკუთრებას არ წარმოადგენს უნდა მეთქვა... მას ასევე ჰყავს ნაკრების ხელმძღვანელობა და სფფ, როგორც უფროსები და მათი ინტერესების გათვალისწინებაც უწევს, ეს კარგი გაგებით, ანუ ხვიჩა წარმოადგენს პირველ რიგში საქართველოს.
L.J .
Imistvis ki ar itamashebs vinmes rame daumkicos,aramed gamarjvebashi daexmaros
llcl
ეროვნულის წევრს ნაკრებში რა უნდა, თუნდაც 17 წლის იყოს და მით უმეტეს ლიდერს, მაშინ გაარკვიონ პრიორიტეტები და დავიკიდოთ ეროვნული ნაკრები, ყველამ ვისაც ასაკით ეკუთვნის ითამაშოს ახალგაზრდულში, ეგრე ორივეგან ითამაშოს და შეკრება გაიაროს, არ ხდება. შინ ევროპისკენ რომ გაჰკივიან და დროშის ტარი რომ აქვთ მყარად, რომელ ქვეყანაში უთამაშია ეროვნული ნაკრების ძირითადი ბირთვის წევრს ახალგაზრდულში, თუნდაც მსოფლიო ყოფილიყოს. ახალგაზრდულიდან იბრძვიან რომ მოხვდნენ ეროვნულში და მივცეთ ამ ბიჭებს თავის გამოჩენის საშუალება რომ დაამტკიცონ თავისი კლასი, თორემ სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელმა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რა უნდა დაამტკიცოს
ALONZO
ჯერ საქმე,ძამიკო,დასვენება 35 წლის მერე.
სოსო
ხვიჩა რობოტი არაა!!მიეცით დასვენების უფლება!!!!
რა მაფიაა?
კვარა თუ ეროვნულშიც და ახალგაზრდულშიც ითამაშებს, ყველასნაირ მდგომარეობაში არ იქნება, ოკუს ქორწილი, რომელსაც ვერ და არც არაფერი უნდა მოუხერხოს ფეხბურთის გამო, ასე რომ მთლად ყველასნაირ მდგომარეობაში არაა, მარა დარწმუნებული ვარ ოპტიმალურ ვარიანტს მონახავენ, ისე რო დაისვენებს კიდეც და ყველგან სასარგებლოც იქნება

მიეცით ამ ბიჭს პირადი ცხოვრების უფლება!!ის არც ნაკრების და არც კლუბის საკუთრებააა!!სხვა ქართველ ფეხბურთელებს თუ აქვთ ცოლის მოყვანის,გართობის,დასვენების უფლება,კვარას აქვს!!!!!!
ჟორა გაბრიჭიძე
ვარჯიშზე და მატჩის თამაშის დროს ფიზიკური დატვირთვა თითქმის ერთნაირია, ამიტომ ვარჯიშის დროის შეკვეცა შეიძლება. ასევე ნეაპოლელებს ნუ ავიწყდებათ, რომ ევროპის ყველა ფეხბურთელი ერთსა და იგივე მდგომარეობაშია.
las
დაანებეთ თავი. კაცი ეროვნულის წევრია, წევრი კი არა ლიდერი. რა 21 წლამდე ნაკრები. ბარემ 15 წლამდელებში გამოიძახეთ. ასეთ თამაშებზე ჩამოდიან სკაუტები, რომ არმოაჩინონ ახალი პერსპექტიული მოთამაშეები. ხვიჩას რა უნდა მანდ მაგის ადგილას არ ვითამაშებდი
ემიგრანტი
კვარა არ იღლება ის ფეხბურთზეა შეყვარებული პირველი მისთვის სამშობლოა ასე რომ ნაკრების ნერე 21 წლამდეპებთა ევროპის ჩემპიონატსაც ითამაშებს
MARGALONA
აბა ვის საკუთრებას წარმოდგენს? მთავარია ნაკრებშიც და კლუბის...
Vasili
ჩვენ ხვიჩა ნაპოლში იმიტო გვიხარია რომ საქართველოს ნაკრებს გამოადგეს თორე ბებუაჩემი ნეაპოლიდან კი არ იყო! ჯერ ნაკრებებია და მერე ნაპოლი და სხვქ დანარჩენი!
L.J .
Getanxmebi nakrebi mtavaria,magram janmrtelobasac mixedva unda,bichi weliwadnaxevaria sheusveneblad tamashobs rac dzalian mashinebs..
win
zustad romnapolis motamashea mazgach! torem mtavari kia chventvis nakrebi
ლაშა
მთავარია ნაკრები და არა კლუბი. და კიდევ, ნაპოლის საკუთრებას არ წარმოადგენს ხვიჩა...
ქართველი
აიეხლა წყნარად იჯდნენ ეგ ნეაპოლელები, ნაპოლი მეორეხარისხოვანია, ჯერ ნაკრებიი. 14 ივლისს როარ შეუერთდეს არაფერი დაშავდება დაისვენოს 25 ივლისამდე
ირაკლი
მეც ძალიამ მეცოდება კვარა არ გადაიწვეს,მიეცით დასვენების და პირადი ცხოვრების უფლება!!!!!!
მწრთვნელი
თქვენ ჯერ გაარკვიეთ ვინ გაწრთვნის გუნდს და რომელი მოთამაშეები დატოვებენ! ხვიჩაზე მერე ინერვიულეთ! ნაკრებში მოუვლიან და მიხედავენ ნუ ნერვიულობთ!
ჰოო
დავამატებ, ვარჯიშის გვიან დაწყება ნიშნავს-ფორმიდან ამოვარდნას.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან