„ბედნიერებაა, როდესაც ასეთი დიდი ამბის ნაწილი ხარ. ასეთი რამ იშვიათად ხდება. არაფერია იმაზე მაგარი, როდესაც ადამიანთა ჯგუფი ერთ მიზანს დაისახავს, დაიხარჯება და ეს მიზანი შესრულდება. ბედნიერი ვარ არა მხოლოდ ამ ისტორიული გამარჯვებით, არამედ ჩვენი ბიჭების გაბედული, თამამი თამაშით“ – განაცხადა უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ.

უმცროსი ბორჯღალოსნები 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან. მზადების ფარგლებში, საქართველოს ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ეწვია 27 მაისს, პირველ მატჩში, მეტოქემ შეძლო 9-ქულიანი ჩამორჩენის დასკვნით წუთებში აღმოფხვრა და 41:36 გამარჯვება.

მეორე შეხვედრა უფრო სანახაობრივი გამოდგა. სტუმრებმა პირველზე ხარისხიანი თამაში აჩვენეს, თუმცა ბევრად უკეთესი იყო ჩვენი გუნდი და რევანში შედგა – 40:38.

„პირველი თამაშის შემდეგ ძალიან ბევრ კომპონენტში უკეთ გამოვიყურებოდით. ღია თამაშში, დაცვისას, ბევრად უკეთ ვიშლებოდით და ავდიოდით, უკეთესი იყო დისციპლინა რაქებში თამაშისას და შეტევა. ვთვლი, რომ კონტრშეტევებისას ორივე მატჩში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. ამაყი ვარ ჩვენი ბიჭებით. ისინი ძალიან რთული გამოწვევის წინაშე მაგრად დადგნენ“ – აღნიშნა კილასონიამ.

ახლა უმცროსი ბორჯღალოსნები რამდენიმე დღე დაისვენებენ, 5 ივნისს შეკრებაზე შევლენ, 9 ივნისის შემდეგ კი სამხრეთ აფრიკაში წამსვლელთა ვინაობა გაირკვევა:

„არჩევანის გაკეთება რთული იქნება. ამ სამ თამაშში (ერთი საფრანგეთთან, ორი ინგლისთან), გუნდის შეთამაშებასთან ერთად ერთ-ერთი მიზანი მორაგბეებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღება იყო. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ის ბიჭებიც კი, ვინც სამხრეთ აფრიკაში ვერ წავლენ, ახლა ბევრად უფრო წინ არიან. გარდა ამისა, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მოკლე პერიოდში გვიწევს 5 შეხვედრის ჩატარება, რაც ტრავმის ალბათობას ზრდის და რეზერვში გამოცდილი, მაღალი დონის მორაგბეები გვეყოლება, რაც დიდი ფუფუნებაა".

Rugby.ge

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა