შვედეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ოფიციალურად დაარეგისტრირა სექსი სპორტის სახეობად.

"სპორტის სხვა სახეობების მსგავსად, ვარჯიში სექსშიც საჭიროა, რათა კარგი შედეგები გქონდეს.

ამიტომ, სავსებით ლოგიკურია, რომ ადამიანები ამ ასპექტშიც იწყებენ კონკურენციას", - განუცხადა Times of India-ს შვედეთის სექსის ფედერაციის პრეზიდენტმა დრაგან ბრატიჩმა.

სექსის პირველი ჩემპიონატი ხვალ, 8 ივნისს დაიწყება და ის შვედეთის ქალაქ გეტებორგში გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეები იასპარეზებენ 16 დისციპლინაში (ცდუნება, მასაჟი, გარეგნობა, კრეატიულობა პოზიციების შეცვლაში, "კამა-სუტრას" ცოდნა და ა.შ.). ექვსი კვირის განმავლობაში თითოეულ დისციპლინაში შეგიძლიათ მიიღოთ 5-დან 10 ქულამდე.

თითოეული შეჯიბრება გაგრძელდება 45 წუთიდან ერთ საათამდე, ხოლო კონკურსანტებს შეიძლება მოუწიოთ დღეში ექვს საათამდე შეჯიბრება.

მოსალოდნელია, რომ კონკურსში ოცი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან, გამარჯვებულებს კი ჟიური და აუდიტორია გამოავლენენ.

სექსის ევროპის ჩემპიონატის დადასტურებული მონაწილეები არიან: სელვა ლაპიედრა (ესპანეთი), ენ ჯოი (ფინეთი), Sexy Lexy (პორტუგალია), ლორენცო ვიოტა (საფრანგეთი), ნეკ სინერი (საბერძნეთი), მეთიუ მეიერი (უკრაინა), ბარბი სინსი (დიდი ბრიტანეთი), მისტერ რიდლი (სლოვენია), სვიტ მერი (ხორვატია) და მუგური (რუმინეთი).

ბრაზილიური წარმოშობის მოდელი სელვა ლაპიედრა ესპანეთს წარადგენს და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. ზრდასრულთა ფილმების მსახიობი წარმატებით აქვეყნებს ცენზურის გარეშე კონტენტს OnlyFans-ზე.

გიორგი
ვაა სპორტსმენი ვყოფილვარ :)))
კოშკა!!
ორი დღეა გამწარებული "ვარჯიშობ"!!!
დავიდუსი
საქართველოდან ჯაფარიძე გავუშვათ, შარვლის ჩახდომაში დიდი გამოცდილება აქვს! თან ორ სამ კოლეგასაც თუ წაიყვანს პარლამენტიდან, უეჭველი ჩემპიონები ვიქნებით!

პირდაპირი რეპორტაჟები რომელ არხზეა?
დათო
ტრანსლაცია რომელ არხზე იგეგმება? :)
დათო
მაგარი იდეაა))))))))
ჯაბა
წელს არა და მომავალ წელს ჩაატარებენ, გამოვლენ იქაური ბაიები და გირჩები და გააპროტესტებენ ადამიანთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. დროის ამბავია უბრალოდ, ეხლა ჯერ ნიადაგი მოსინჯეს
korben dallas
დიდი ტურნირების წინ ხომ მართავენ ხოლმე ფავორიტები ამხანაგურ მატჩებს არიფ მეტოქეებთან ? ჰოდა შემაჯიბრონ ამ ბრაზილიელ-ესპანელ მონსტრთან. კი წავაგებ, მაგრამ პირობას გაძლევთ რომ პრესტიჟის გოლს პირველივე წუთზე გავუტან )))
გოჩა
პირადი არაფერი, უბრალოდ, ტეხავს, როდესაც ადამიანები ეგრე დეგრადირდებიან რომ მსგავსი შეჯიბრის ჩატარება და მონაწილეობა თავში მოსდით, ხოლო ამას რომ სახელმწიფო ხელს უწყობს(თუნდაც, არ უშლის), უკვე კატასტროფაა.
ლუკა
ხომ ფაქტია, რომ არსებობდნენ უძველესი ცივილიზაციები, რომელთა არც სახელია შემორჩენილი, არც ისტორია, არც ენა, შემთხვევით თუ წააწყდებიან რამდენიმე ათასი წლის არტეფაქტებს, არც ის იციან, სად და რატომ გაქრა ეს ცივილიზაციები. მეორე მხრივ, არსებობს ინფორმაცია რელიგიური ტექსტებიდან, როგორ განადგურდნენ ცივილიზაციები გარყვნილების, მომაკვდინებელი იარაღის უკონტროლო გამოყენების და ადამიანების სიშლეგის გამო. უყურებ დღევანდელ მოვლენებს, და ხვდები, რომ სულ რამდენიმე წელი ან თვეა დარჩენილი მორიგ არმაგედონამდე. ისტორიას ციკლურობა ახასიათებს, განადგურდება კაცობრიობის უდიდესი ნაწილი, გაივლის რამდენიმე საუკუნე, დედამიწა გაიწმინდება და თავიდან დაიწყება მთელი ეს სიგიჟე
აკრძალეს
არ ჩატარდება, აკრძალეს
ლაშა
ხო მართლა, დამავიწყდა მეთქვა, წმინდა წერილი აუცილებლად ასრულდება და სწორედ ბაბილონის მსგავსადაა აგებული ევროპარლამენტის შენობა - დაუსრულებელი ბაბილონის გოდოლი, რომელიც პიტერ ბრუგელის ნახატის მსგავსია! (იხ. https://en.wikipedia.org/wiki/Pieter_Bruegel_the_Elder#/media/File:Brueghel-tower-of-babel.jpg) ასე რომ არც არაფერს ვიგონებ და არც ვინმეს აგენტი ვარ!
მიშა
საქართველოდან არ არის წარმომადგენელი? ჩამოვაყალიბოთ სექსსპორტის ფედერაცია. აი, პროგრესი და ცივილიზაცია. ევროპა მინდააა!
ჩელენჯერი
რა დროს არის მიშა ჩაკეტილი თორემ უპირობო ლიდერი იქნებოდა.
ლაშა
ესაა "შინ ევროპაში" მეტი კიარაფერი?! სწორედ დასავლეთია დიდი მეძავი ბაბილონი, რომელსაც დაღუპვა არ ასცდება გამოცხადების მიხედვით და მასზე იგლოვებენ პრო-დასავლელები! (იმედია გამოაქვეყნებთ!)
ვასილ უძლეველი
ოლიმპიურ სახეობად როდის ხდება?
დააT
გია სურამელაშვილი გავუშვათ, ბრმა კენჭისყრა რომ იყოს კაცტანაც არ შერცხვება და ასახელებს საქართველოს :D
თადე
ამათი დამყარებული მსოფლიო წესრიგი არ გაიშვა არსად. საქართველოდან კესარია აპირებს თურმე, ქვეყანა უნდა ასახელოს, შანსი მიეცა ჰაჰაჰაჰ.
zura222
ნატა ფერაძე გაუშვან ყველას დაანგრევს იქ !
დააT
პირდაპირი რეპორტაჟები სილკსპორტზე იქნება თუ სეტანტასპორტზე? :D
თამაზი
გააჩნია, ქალი უნდა გავუშვათ თუ კაცი :). თუ ქალი, 1000 მოედანზე გადამხტარი ცნობილი დიაცების მეტი რა გვყავს დათუ კაცი, კი გირჩიეს უკვე, საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოსა და უკრაინის მრავალგზის ჩემპიონი :)))

სექსი - ცოცხალი სამყაროს ბუნებრივი და აუცილებელი ფიზიოლოგიური უნარი, რომელიც დნმ-ში დევს და სიცოცხლის ჯანსაღი განვითარების ერთადერთი საფუძველია, ჯერ გადააგვარა ადამიანმა ჰომოსექსუალობის პროპაგანდით და ახლა უკვე სპორტად აქციეს. ადამიანი რაც გაჩნდა სპობს ყველაფერს ბუნებრივს და საკუთარ თავსაც მოსპობს საბოლოოდ.
ჯუჯი
რამდენიმე დღის წინ უცხო საიტზე წავიკითხე რომ აკრძალედ და აღარ გაიმართება. დააზუსტეთ.
გულშემატკივარი
მაგათ, როგორც საერტოდ ჩრდილოელებს , ტემპერამენტის ნაკლებობის და დაბალი ლიბიდოს მიზეზით პრობლემა აქვთ და ხომ უნდა დააინტერესონ თავისი ხალხი როგორმე, ხოდა ჩართეს სპორტული ინტერესი, ფულადი ჯილდოსაც დააწესებენ ალბათ... რა ქნან აბა?
მწვრთნელი
მიშა, რა თქმა უნდა!
ggg
მიშა
ტანუ
ჩვენგან ვინ გავუშვათ
G.LA
შეიძლება ამხანაგურ შეხვედრაში გაომოვიწვიო ეგ ბრაზილიელი ფავორიტი?
იოსიფ ვისარიონოვიჩ
დაგადოთ მიხომ :)
მინდია
შეშლილი,შეშლილი,შეშლილი სამყარო...
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა