ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების განაცხადში არ იქნება და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ამაზე განცხადება თავად ფეხბურთელმა გაავრცელა:

მოგვიანებით, იმავე შინაარსის მიმართვა გიორგი მიქაუტაძესაც ჰქონდა. ჩვენ ამ თემაზე წერილი რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ და ახლის თქმა გაგვიჭირდება. ვხედავთ, ბევრი გულშემატკივარი გულდაწყვეტილია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ "კვარას" განვლილი სეზონი, უახლოესი გეგმები, ის, რომ კლუბებს ყოველთვის უჭირთ, მოთამაშეები ახალგაზრდულ ფორუმებზე გაუშვან, რადგან ივლისიდან ისინი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებენ...

კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ამ პერიოდს მიეძღვნა...

მოახლოვდა კვიპროსსა და შოტლანდიაში გასამართი მატჩები. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში სანაკრებო პაუზას უფრო იმედიანად ვხვდებით, ვიდრე მანამდე იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სახით, ტოპ-ფეხბურთელი გვყავს, რომელიც ევროპის ერთ-ერთ მთავარ ლიგაში საუკეთესოდ აღიარეს. შეცვლილია მოწინააღმდეგეების დამოკიდებულებაც. ყველაფერ ამას მეორე უკიდურესობაც აქვს, გაზრდილი ამბიციები გულისწყვეტას უფრო მარტივად იწვევს.

ყველას სურს, ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრების რიგებშიც გაიტანოს ისეთი გოლი, როგორითაც "ატალანტას" კარი აიღო; გააკეთოს ისეთი პასი, როგორითაც ოსიმენს "რომასთან" გაატანინა, მაგრამ ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება, ფეხბურთი გუნდური თამაშია და ამავდროულად, სხვა უამრავი კომპონენტი არსებობს, ვიდრე შედეგიანი მოქმედებაა.

წარმოვიდგინოთ, რა სეზონი განვლო ხვიჩამ, რომელიც უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ზოგადად იწყება. "ნაპოლიმ" მაქსიმალურად გამოიყენა ის დრო, როცა გუნდს თამაში მისდიოდა, ბოლომდე დაიხარჯა, ქულების მაქსიმუმი მოიპოვა, საჩემპიონო დუელში კომფორტულად დაწინაურდა და ბოლო თვეებში გუნდს გადაღლილობა აშკარად დაეტყო. ნუ ვიტყვით, რომ "22 წლის ბიჭი რამ უნდა დაღალოს" (რაც გვსმენია ხოლმე). რა თქმა უნდა, არსებობს აღდგენითი პროცედურები, თუმცა დილით და სამუშაო დღის ბოლოს ერთნაირად ვერ იქნები, არათუ დატვირთული სეზონის დასაწყისში და მიწურულს. ზოგჯერ იქნებ ხვიჩასგან იმაზე მეტს ვითხოვთ, ვიდრე ადამიანურ შესაძლებლობებსაც კი აღემატება.

არ გვინდა, ის იფიქროთ, რომ "კვარას" თამაშს წინასწარ ვუწევთ ადვოკატირებას, ის მას არ სჭირდება. უგოლო სერიის "ჯვაროსნების" ფორმით დასრულებასაც ველით, თუმცა გვინდა, მოვლენებს ობიექტური შეფასება მივცეთ. ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება ხვიჩას მიმართ მოლოდინი, როცა ის 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შეუერთდება, რადგან ჩავთვლით, რომ ეს უფრო "დაბალი ლიგაა", ვიდრე კვარაცხელიას შეეფერება. აბა, წარმოვიდგინოთ - ეროვნულ გუნდში ატარებ ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს, შემდეგ დასვენების გარეშე გადაერთვები ტურნირზე, სადაც შენ წინააღმდეგ განსაკუთრებული მოტივირებით ითამაშებენ, თანაც საკმაოდ მაღალი დონის მეტოქეები და ამ დროს "დუბლების ვალდებულება" გქონდეს - რთული მიზანია, თუმცა "კვარადონა" რომ ბოლომდე დაიხარჯება და მიზნისთვის ყველაფერს გადადებს, ვიცით.

ბევრს იქნებ გაუკვირდა, ნორვეგიასთან (1:1) დაპირისპირების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება რომ დავუწერეთ, რადგან მას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და იქნებ ჩათვალეს კიდეც, რომ მისი ავტორიტეტი მოქმედებდა. არადა, ხვიჩა გამორჩეული იყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რა დავწერეთ მაშინ:

"კვარა", წინა სანაკრებო მატჩებთან შედარებით, ძალიან გაზრდილია. ხვიჩა გუნდური მოთამაშეა, რომელიც ცდილობს, ნაკრებს დაცვით ფაზაში დაეხმაროს, თანაგუნდელები გაამხნევოს, ართმევაზე ითამაშოს. კვარაცხელია რამდენიმე მეურვის წინააღმდეგ თამაშს შეჩვეულია. ამის მიუხედავად, თავის გათავისუფლებასა და დარტყმასაც ახერხებდა და რამდენჯერმე კარგი პასიც გააკეთა. ნორვეგიელებს კონტრშეტევის სიკვდილივით ეშინოდათ, რადგან მათ კართან ახლოს ყოველთვის ხვიჩა ეგულებოდათ. ამის გამო მასიურ იერიშებზე უარს ამბობდნენ. "ნაპოლის" გარემარბს ცენტრშიც ხშირად ვხედავდით."

კვიპროსსა და შოტლანდიაში კვარაცხელიას მისია კიდევ უფრო დიდი იქნება. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მაქსიმალურად ცდილობს, ხვიჩას სისწრაფეები გამოიყენოს და სტუმრად ჩატარებულ მატჩებს უფრო კონტრშეტევებზე აგებს. ნეაპოლელთა ვარსკვლავის მიმართ ამხელა ყურადღების პირობებში, მისთვის სივრცეების გამოძებნა რთული იქნება. ამისთვის გუნდურად უფრო სწრაფად მოქმედება, მეტი ართმევა და ჩაჭრაა საჭირო.

"კვარას" საქართველოს ნაკრებში შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს და შორს არაა ის დრო, როცა მის შედეგებთან მიღწევა ყველასთვის ძალიან რთული იქნება. ამავდროულად, ხვიჩას მოქმედებები უფრო მეტია, ვიდრე გოლი, საგოლე პასი ან მოპოვებული პენალტი. პირველ რიგში, ის გუნდზე დადებით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს, ჭეშმარიტი რწმენა და ჭეშმარიტი შეგრძნება ერთად მუშაობენ!..

ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი, 1953 წლიდან.
ჩვენი წამოყენებული პრეტენზია, არ არის გამამართლებელი არგუმენტი. ძირითადად ვთვლი მის გადაღლას. ხუმრობა ხომ არ არის, პირველად ითამაშო, ასეთი ფეხბურთის რანგის ქვეყანაში და მიაღწიო უმაღლეს მწვერვალს. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. ის დღეს გამოფიტულია. გადაღლილია. ასეთი დატვირთვა მანამდე არ ჰქონდა. ისიც ხომ ადამიანია. ნუ დავყრით ფარ/ხმალს. ნორვეგიაშიც შეიძლება მოგება. ყოჩაღ ბიჭებს! დაველოდოთ მოვლენებს, წინ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი გუნდის გასაძლიერებლად. მწამს რომ ბიჭები გაგვახარებენ.

შურთ და ამიტომ ამბობენ. რა მანქანაა, რომ კვარას ვერ ეყიდა.
ქართველო
რაგაც ეპიზოდში გეთანხმები. ადამიანს იმედი არუნდა მოუკლა ამას იმ აზრით გეუბნები ვისაც წინსვლა უნდა თავის ქვეყნის!როცა ამ კონკრეტულ სპორტში გაქვს იმის საშვალება რომ ისეთ პირველობაზე გამოხვიდე სადაც შენს ქვეყანას ჯერ მონაწილეობა არ მიუღია!თუ მაგდენს ვერ ხვდები ჯობია კომენტარისგან თავი შეიკავო!(ჩვენი პრობლემა გადამეტებული ყურადღებაა. ეს რო მიხვდე სად გეთანხმები)
ქართველი
ექვთიმე რა ღირდა?! ქართველო?!
me
მერე ფოდენი და ბელინგემი თამაშობენ ეგეთ დაბალი დონის ტურნირებზე? აქ ტოპვარსკვლავებზეა საუბარი და არა მომავალ ვარსკვლავებზე, ასე რომ სწორი გადაწყვეტილებაა

და კიდევ, ყველაზე საშიშები ის ვითომ კეთილი დოდო და ციცო დეიდები არიან, სასიქადულო "ვაშკაცს" და უფლის რჩეულს რომ უძახდნენ ხვიჩას, ყველაზე დაუნდობლები, ბოროტები და მაწყევარები არიან ,ყველაზე მარტივი მათი მართვა არის, ერთი პატარა ვიდეო მიუგდო იმ არაკაცმა და შვილისტოლა ბიჭს წყევლა კრულვას უგზავნიან, თავში აგივარდაო. აი ზუსტად ის დეიდები, კარგ ოჯახში აღზრდილ, სასიქადულოს რომ უწერდნენ კომენტარებში. ყველა ფენა ასეთი მოწამლული და სამარცხვინო როგორაა, ადამიანი ყველა ასაკში, სქესში თუ ეკონომიურ მდგომარეობაში, ასე როგორ უნდა დაეცე! ხვიჩა დატოვე ეს ქვეყანა გთხოვ! აქ არ გაგახარებენ. ფიზიკურად თუ ვერა მორალურად მაინც გაგანადგურებენ. იქნებ გაძლოთ ერთი თვეც სანამ აქაა და წავა მალე ნაპოლის შეკრებებზე. იქნებ მანამდე მაინც შეიკავოთ ეს ბოღმა. სიძულვილით და ზიზღით სავსე საქართველო ააშენა წლებია ამ ხალხმა და ერთი მერცხალი ვერაფერს უშველია ამ აყროლებულ ადგილს. იმ მერცხალს ან მოკლავენ და ან თავისნაირ აყროლებულს გახდიან. ასე იყო სულ!!!
toti
და ხვიჩას გადაწყვეტილება რომ იყოს რა პრობლემაა? ან სხვას რატომ უნდა ეიძულებინა? რაიმე არსწორი ქმედება ჩაიდინა? აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო
papai
კაცი 85 მილიონი ევრო ღირს და იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, რომელი ერთი ტოპვარსკვლავი ითამაშებდე ეგეთ რანგით დაბალ ტურნირზე, რომელზეც მაყურებელიც არ დადის... ასე რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო კვარამ
კოლა
ვკითხულობ კომენტარებს და უფრო მიმყარდება აზრი, რომ ჩვენს ხალხს არაფერი ეშველება. ისე ადვილად კრავენ ხელს იმას, ვისაც მანამდე ლამის აღმერთებდნენ, წამს არ აყოვნებენ. ცოტა იმაზეც დაფიქრდით, რომ ეს ხვიჩას და გიორგის ინდივიდუალური გადაწყვეტილება სულაც არაა. ანდაც, აზრი არ აქვს. ფიქრი რომ შეგეძლოთ, ამდენ სისულელეს არ დაწერდით. ახალი მანქანა ასე უცებ როგორ იყიდაო. ამას რომ კაცი იტყვის, მისთვის და მისი მსგავსებისთვის რა აზრი აქვს რაიმეს ახსნას.
w
რატომ გგონიათ რომ სხვა ქვეყნის ფეხბურთელები მსგავს სიტუაციაში არ არიან? პრემიერლიგის ფეხბურთელებმა რა ქნან მაშინ, იქ თამაშების რაოდენობაც მეტია და ტემპიც ბევრად მაღალი. ვთქვათ და მოხდა სასწაული და გავედით ევროპაზე ან მსოფლიოზე რა წინასწარ ერთი სეზონი უნდა დაისვენონ?
Mgm
გადაღლილია კვარა და მგონია ეროვნულშიც გაუჭირდება, მიქაუტაძეს ნაკლები თამაში და სტრესი ქონდა, მისგან უფრო გამიკვირდა.
ციციკორე
სპორტალი გლიჯამს :) ორი იდენტური პოსტი-ერთს 5/11 აქვს ლაიქ/დისლაიქი, მეორეს, პირიქით 28/11-ზე. მასე გააგრძელეთ მანიპულირება :)
mvx
Segestrya -ს ,, მაგრამ რადგან გამოგიძახეს, რადგან არ იფიქრეს შენზე, ჩვენზე, საერთო საქმეზე, მომავალ ურთიერთობებზე ალბათ უპრიანი იქნებოდა ნაკრების შემადგენლობაში ყოფილიყავი ხვიჩა, თუნდაც 15 წუთი გეთამაშა...ნაკრების კვართი უდიდესი პასუხისმგებლობაა, რაც ყველაზე მეტად შენ იცი...მართლა ბავშვები ელოდებოდნენ მას შემდეგ რაც გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა...ისე დარწმუნებული ვარ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნათამაშევი კვარაცხელია დაღლილობის გამო ნაკრებს არ გამოაკლდებოდა" - ამაზე გეთანხმები, დანარჩენი საპოლემიკოა.
irakli81
ახალგაზრდულის ფუნქცია არის ეროვნულისთვის აღმოაჩინოს ტალანტები. კვარა და მიქაუტაძე ეროვნულის წევრები არიან და ახალგაზრდულში თავის წარმოჩენის შანსი სხვა ფეხბურთელებს უნდა მიეცეს, უბრალოდ თავიდანვე ყველაფერი ნათელი უნდა ყოფილიყო, ჯერ შემადგენლობაში შეიყვანეს მერე გადაიფიქრეს, მოკლედ არაკომპეტენტურობის ზეიმია
ბექა
ცუდი გადაწყვეტილებაა ნამდვილად, გადაღლაზე საუბარი მითუმეტეს 22წლის ასაკში საერთოდ უაზრობაა , აბა რაღას თამაშობენ შესარჩევს თუ გავედით ისიც ზაფხულზე იქნება და რა აზრი აქ გადაღლილი ხო არ ითამაშებს,
მათე-ს
ნაცსექტა, ქოცსექტა...რა სექტები აგიტყდა
გიუშა
ჰო რა)ნაპოლის რომ ეთხოვა 30 მატჩს ითამაშებდა,ნაკრებში ატკივდება ყველას ფეხები.ქეცბას სიტყვები მახსენდება ამისულაშვილს რომ უთხრა 26 წლის კაცი რამ დაგღალაო
Segestrya
პირველ ყოვლისა ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კვარაცხელია 21-ში არ უნდა გამოეძახათ, არ იყო მიზანშეწონილი, ვიღაც ხუმრობით წერდა საკალათბურთო ნაკრების განაცხადშიც შევიყვანოთ მსოფლიოზე სამქულიანებს კარგად ისვრისო...რატომ არ უნდა გამოაძახათ კვარაცხელია და მიქაუტაძე? 1. ჩატარებული სეზონი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გადაღლა 2. არსებული კონტრაქტის პირობები, სადაც მკაცრად იქნება გაწერილი ყველაფერი, რაც სავარაუდოდ არის კიდეც მიზეზი თავშეკავების და 3. არსებობს ადამიანური მიჯნა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, როდესაც პირად ცხოვრებას ეხება, მაშინ რაციონალური მოქმედება ჭირს. სწორედ ამიტომ ფედერაციას უნდა გაეთვალისწინებინა, საფუძვლიანი ანალიზის შემდგომ ბატონ სვანაძეს არ უნდა გამოეძახა ხვიჩა. ეს ფსიქოლოგიური წნეხი მასზეც მოქმედებს სანაკრებო მატჩების წინ. პლუს ის საშინელი ჭორიკანა კომენტარები პირად ცხოვრებაზე, რომლებიც ჩვენი გულშემატკივრების ერთმანეთთან დასაპირისპირებლად და ნეგატიური ფონის შესაქმნელად იწერება.... მაგრამ რადგან გამოგიძახეს, რადგან არ იფიქრეს შენზე, ჩვენზე, საერთო საქმეზე, მომავალ ურთიერთობებზე ალბათ უპრიანი იქნებოდა ნაკრების შემადგენლობაში ყოფილიყავი ხვიჩა, თუნდაც 15 წუთი გეთამაშა...ნაკრების კვართი უდიდესი პასუხისმგებლობაა, რაც ყველაზე მეტად შენ იცი...მართლა ბავშვები ელოდებოდნენ მას შემდეგ რაც გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა...ისე დარწმუნებული ვარ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნათამაშევი კვარაცხელია დაღლილობის გამო ნაკრებს არ გამოაკლდებოდა...მიზეზების ძებნის დროს სანაკრებო თამაშებამდე ტალახის სროლა მგონი არაა მართებული..
უვიცი
საფრანგეთში და გერმანიაში ფეხბურთი სახელმწიფო ბიუჯეტით არ ფინანსდება და ანგარიშვალდებულებაც ნაკლები აქვთ ფეხბურთელებს.
მათე
რა უცებ ვიცით ადამიანის ტალახით ამოსვრა, ან ასაკს გაუწიეთ ანგარიში ან მის ქცევას ან იმ სიხარულს რაც მან მოვანიჭა, ადამიანის ფიზიკური რესურსი ამოუწურავი არარის, მეორეც ერთი რა დააშავეს იმ ბიჭებმა 21 წლამდელებს ვგულისხმობ ვინც აქამდე მოიყვანეს ნაკრები და ასე თუ ისე შეთემაშებულები არიან,რატომ უნდა ამოაგდოს კვარამ მოთამაშე რომელიც დიდი ხანია ახალგაზრდულშია, სახლის გამო? წარმოიდგინეთ ითამაშა კვიპროსთან, ითამაშა შოტლანდიასთან და მერე ახალგაზრდულში ეგეთი კვარა ვის გვჭირდება ამოწურული და დაღლილი, ეგ ბიჭი არც თავის თავს და არც გულშემატკივარს არ აკადრებს სუსტ თამაშს, ასე რომ ეს ნაც სექტა დაწყნარდით ეგ ბიჭი კიდე ბევრჯერ გაგვახარებს და მოშურნეებს გულს გაუხეთქავს. წარმატებები ორივე ნაკრებს.
ზვიადი
სად მოასწრო ბმვ-ს ყიდვა, იმედია 2023 წლის მოდელია

ამ წუთშიც გადის u21 ის თამაში. მერე რა რომ ამხანაგურია, კაციშვილი არ ახსენებს, არც უშვებენ და აინტერესებთ. ეგაა გულშეატკივრობა? კვარა რომ იქნებოდა მარტო მაშინ დაგაინტერესებდათ თუ როგორაა საქმე? ეს ერთი ბიჭი შუაზეც რომ გაიხეს თქვენი მოსაწონი მაინც არ იქნება, რომ ეთამაშა და ტრავმა მიეღო, მერე დაწერდით ახალგაზრდულში რა უნდოდა ჭკუა არ ჰქონდაო? ამიტომ როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ,ყოველთვის ისე უნდა მოიქცეს, რადგან არავის არ ანაღვლებს მისი ბედი, პირიქით, ცუდად თუ წაუვა საქმე, უფრო ბედნიერები იქნებიან, რადგან ეს ქვეყანა უბედურებზე და განადგურებულებზე გიჟდება.

ვიღაც არაკაცმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, ავტობუსიდან ჩამოსული ხვიჩა თურმე როგორ ვერ გაჩერდა ბავშვებთან და გვერდი აუარა. როცა მილიონი ვიდეო არსებობს, სადაც ბავშვებთან ფოტოებს იღებს და სადაც ამდენ ავტოგრაფს არიგებს, თუ არ გძულს ადამიანი და ჩასაფრებული არ ხარ ამას არ გაუკეთებ. ასე ჩუმად არ დაუწყებ გადაღებას და მერე გავრცელებას, შენი ინტერპრეტაციით, რომ რაც შეიძლება მეტი უარყოფითი კომენტარი დაიწეროს და რაც შეიძლება მეტმა გალანძღოს ადამიანი, ვინც ასე თუ ისე ქვეყანაში დადებითი ემოციის მომტანად ითვლება. თან დაუწერია, დიდხანს ვიფიქრე დამედო თუ არაო. ანუ იმდენად კარგი ტიპი ვარ, რომ კვარას ცუდი ტიპობის გამომჟღავნება არ მინდოდა მაგრამ მაინც ვამჟღავნებო. კვარამ თვითონ თქვა, რომ ნერვიულობს იმაზე, როცა ყველასთან ვერ ახერხებს გაჩერებას, ფოტოს გადაღებას და ამას თავადაც განიცდის. ნეაპოლში უამრავი შემთხვევა იქნება მსგავსი, სადაც ბევრთან გაჩერდება მაგრამ ასევე ბევრთან ვერ გაჩერდება. არც მსმენია ნეაპოლელებისგან საყვედურები, რადგან აქაურებთან შედარებით შეგნებული ხალხია. ესენი კი როგორ არიან მიჩერებული, იქნებ რამე შეეშალოს კვარას. ასეთი პატარა და თან უღირსი როგორ უნდა იყო. როგორ მინდა ეგ ბიჭი დავიცვა ამ სიბინძურისგან.
დათო
რა განვლილი სეზონი? ყველა დიდი საფეხბურთო ფორუმი მსოფლიო ჩამპიონატი და ევროპის ჩემპიონატი სეზონის მერე ტარდება, ზუსტად ამ დროს, რომელ ფეხბურთელს უთქვია მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე არ წავალ დაღლილი ვარო? აბსურდია ეგ დაეზარა და არ წავიდა ეგ არი სიმართლე
Skeleton
საქართველოში როცა ჩამოდის ხვიჩა, ყოველთვის ვცდილობ ნიუსები არ შემხვდეს და არ ვიკითხო, ყველაფერს ვაჰაიდებ, რადგან მუდმივად უაზრო კრიტიკით არის გაჯერებული. დღეში ათას ბავშვთან იღებს ფოტოს და მაინც მოახერხეს ბედოვლათებმა ისეთი კადრის გადაღება, სადაც ბავშვებთან ვერ გაჩერდა, წავიდა კომენტარებში ლანძღვა-გინება. გადატვირთული თამაშების მერე U21 ში ვეღარ ვითამაშებო და წავიდა ეგრევე ლანძღვა-გინება... ყველაფერი დეტალებში ვიცი, რაც მის მიმართ ხდებოდა გამოჩენის დღიდან. კოვიდი რომ დაუდასტურდა, იმ დღიდან რომ დაიწყეს მისი ლანძღვა აღარ გაჩერებულან. ხან ტრავმის მოგონებას აბრალებდნენ, ხან კოვიდის, ხან რუსეთის აგენტობას, ხან არაპატრიოტობად და ათას სიბინძურეს. ხვიჩას გარდა სხვა ფეხბურთელებიც თამაშობენ მაგ ნაკრებში ბილეთები მარტო ხვიჩას გამო გქონდათ ნაყიდი და თქვენ იძახით, რომ საქართველოს ნაკრები გიყვართ? და კიდე სხვას ადანაშაულებთ არაპატრიოტიზმში?? ხვიჩას გარდა რამდენი ფეხბურთელი გადმოდის იმ ავტობუსიდა და იმათაც რომ სთხოვოთ ავტოგრაფები და ცოტა სხვაც შეამჩნიოთ არგინდათ? როგორ შეიძლება ასე ერთი ადამიანის ამოჩემება და ყველაფერი საზიზღრობის მასზე ნთხევა? არ იმსახურებს ეს ქვეყანა მისი დონის სპორტსმენებს და სავარაუდოდ არც გვეყოლება რადგან, ამ ყველაფერს პატარა ბავშვები უყურებენ. ხედავენ, როგორ თელავთ ფეხით და აგინებთ მათ კუმირს, იმას, ვინც ყველაზე მეტი გააკეთა, და აღარავის, აღარავის მოუნდება ამ ქვეყნისთვის შრომა, აღარავის ექნება მოტივაცია ასეთი გულშემატკივრის ხელში. ამიტომაც წავა ჩვენი ახალგაზრდობა და იქ განვითარდება, სადაც ამის საშუალება ექნება და სადაც ნიჭიერების გამო არ მოკლავენ! მახსოვს, გერმანიის ან ესპანეთის ნაკრები რომ ჩამოდიოდა, ხალხი იმათი ფორმებით მიდიოდა სტადიონზე და ჩვენი ბიჭები დამცირებული იყვნენ იმათ შემხედვარე. მერე წაგების გამო აგინებდნენ, თავიანთ გულშემატკივრულ პასუხისნგებლობას კი ვერ გრძნობდნენ! ახლა ეგ შეიცვალა რადგან ხვიჩა გამოჩნდა მაგრამ ხვიჩას გამოჩენა დიდხანს არ გაგრძელდება, იმიტომ რომ თუ ვინმე გამოჩნდა, ვინც ამ ქვეყანას ოდნავ ზევით ასწევს, ყველას ანადგურებთ. ამის მაგალითები უამრავია ამ ქვეყნის ისტორიაში...
არა რუსეთს
რამ დაღალა მარტის მერე არაფერი გაუკეტებია. და ახალგაზრულს კი დაეხმარებოდა სულ 2 ტამასი მოუწებდა. ისრ იძახიან ვითომ მსოფლიოზეც იყვნენ და ლიგაც კი მოიგეს.
ქომაგი
არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ არიან ეროვნული ნაკრებების ვარსკვლავები არც გერმანიაში, არც ინგლისში, არც ფრანგებში და ა.შ.
შაკო
მაგარი მზე ხარ და გაჩერდი. აზრზე არ ხარ არაფრის
დათი
არა მგონია მისი ინიციატივა იყოს: აგენტი და კლუბი ჩაერეოდა. მიანიშნებდნენ, რომ თუ გადაღლისაგან ან სხვა დამატებითი ფაქტორის გამო (ემოციური;ფიზიკური; მეტოქის უხეშობა) ტრავმას მიიღებდა და გამოაკლდებოდა ნაპოლის პირველ წინასაზენო შეკრებებს- საფრთხე შეექმნებოდა მისი კონტრაქტის გადახედვა/კორექტირებას. ასე ვფიქრობ. თუ ასე არაა, მაშინ ვერ გავამართლებ შემდეგი ფაქტორების გამო: -ევროპის ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, თან თბილისში და შანსია, რომ წარმატებას მივაღწიოთ და გავახაროთ მთელი ქვეყანა; -ასაკით მეტი ახალგაზრდული ჩემპიონატი არ მოუწევს და ეროვნულში ევროპის ან მსოფლიოს ფინალურ ეტაპზე თამაში, შეიძლება ისე დაამთავროს კარიერა - არც მოუწიოს; -ჩვენი ერისათვის მისი წარმატება ნაკრებში და მისი მეშვეობით გუნდის წარმატება, ჩვენი ქვეყნისა და მისი გულშემატკივრებისათვის უფრო ფასეული და მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი სკუდეტო; -ნაპოლიში, რომ არ თამაშობდეს ახლა და ისევ ბათუმში იყოს, და იყოს სკაუტების დაკვირვების არეალში და წყდებოდეს მისი ტრანსფერის ბედი - მაშინაც უარს იტყოდა?
ოტტო
ფიზიკურად გადაღლის გარდა არსებობს ემოციური გადაღლა. წარმოიდგინე რომ სამსახურში მუშაობ და 1.5 წელია არ დაგისვენია. გამოფიტული ხარ და არაფერი აღარ გინდა ამ დროს. მექანიკურად ასრულებ შენ საქმეს და არ ხარ პროდუქტიული. მინიმუმ 2 კვირა მაინც უნდა დასვენება. გარემოს შეცვლა. ასე რომ შეეშვით მის კრიტიკას და ყოვლისმცოდნეებად ნუ მოგაქვთ თავი.

ფუ რა გულისამრევად ჭორაობს ტიპი.

ორღობის ჭორიკანა კაცზე უარესი არაფერი არ არის. აი ვიღაცის მრუშობაზე, ტანსაცმელზე და მანერებზე რომ საუბრობ და სხვის საცვალში ხელებს აფათურებ, ამაზე დიდი სიმდაბლე არაფერია ეგ იცოდე. ღმერთი ყველაზე მეტად იმათ სჯის, ვინც სხვას განიკითხავს. ვინ გეკითხებათ ახალგაზრდების პირად ცხოვრებაზე რომ საუბრობთ? ოჯახში არ გასწავლეს, რომ სხვისი პირადის გაქექვაზე უარესი ცოდვა არარსებობს? არც მამაომ გითხრა სხვისუ განკითხვა ცოდვააო? მამაოსგან მარტო შენ რაც გინდოდა ის ისწავლე? სხვის საცვალში რა ხდება იმას უნდა სდიოო??? თავად წმინდანი ხარ, სხვისი ცოდვები ითვალეო? თავს ნუ ირცხვენთ ასეთი კომენტარებით. ხვიჩას თამაში თუ არ მოგწონთ, რათქმაუნდა შეგიძლიათ არგუმენტირებულად განიხილოთ და მოგისმენთ მცოდნე ხალხი. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი ორღობის დონე ხართ!
პატრიოტი ქართველი
ხვიჩა ვიცე ეს გირჩია შენ ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშოო იმას ქვეყანა არ ყვარებია ბავშვები მოითმენლად ელოდნენ შენ თამაშს კოკაკოლაზე რომ გამოსახეს ბევრი კოკა-კოლას მაგის გამო ყიდულობდა გული მწყდება შენგან მაგის მოსმენა რომ გვიწევს მართალია ქორწილისთვის ემზადები მაგრამ ასე არ უნდა მოექცე შენს ქვეყანას მჯერა მიქუტაძე ითამაშებს და დანახება ყველას რომ შესაძლებელია ქვეყნისთვის თავის დადება როცა შენ ქვეყანაშია ევროპის ჩემპიონატი ტარდება დიდება საქართველოს,
Charley
როგორც ჩანს სანიოლმა არ დათმო და ფედერაციის ბოსობას კატეგორიულად მოუჭრა კვარა მე მჭირდებაო ამ ორი მატჩებისთვისო. და ხვიჩა ტერმინატორი კი არაა მის ფიზიკურ შესაძლებლობებს და მოთხოვნებსაც საზღვარი აქვს არა უშავს წარმატებები კვარას და ორივე ნაკრებებს.
უვიცი ს
მართლა უვიცი რომ არ იყო ასეთ რამეს არ დაწერდი. მაშინაც კი, როცა ხვიჩას გოლი არ გაუტანია, უდიდეს სამუშაოს წევდა გუნდისგვის. ამას შეფასებები და შედეგები ადასტურებს.თქვენ ალბათ მარტო ტაბლოზე უყურებდიღ ფეხბურთს, ან საცოდავად სიგარეტის ფული გქონდათ დადებული მის გოლებზე. რომ არ გაუტანია და ვერ მოგაგებინათ, მაგის გამო ლანძღვაზე გადახვედით. რა უნდა ელაპარაკო ამ დონის ხალხს. ხო მარა ემ ვი პი არ ეკუთვნოდაო თქვენნაირებმა ლამის პეტიცია შექმნან და იტალიაში გააგზავნონ. იიი შეუერთდი ალ დაგაგვიანდეს ჩქალაა

ორღობის ჭორიკანა კაცზე უარესი არაფერი არ არის. აი ვიღაცის მრუშობაზე, ტანსაცმელზე და მანერებზე რომ საუბრობ და სხვის საცვალში ხელებს აფათურებ, ამაზე დიდი სიმდაბლე არაფერია ეგ იცოდე. ღმერთი ყველაზე მეტად იმათ სჯის, ვინც სხვას განიკითხავს. ვინ გეკითხებათ ახალგაზრდების პირად ცხოვრებაზე რომ საუბრობთ? ოჯახში არ გასწავლეს, რომ სხვისი პირადის გაქექვაზე უარესი ცოდვა არარსებობს? მამაოს რომ ახსენებ, არც მამაომ გითხრა ეგ? თუ მამაოსგან მარტო შენ რაც გინდოდა ის ისწავლე? სხვის საცვალში რა ხდება იმას უნდა სდიოო??? თავად წმინდანი ხარ, სხვისი ცოდვები ითვალეო? თავს ნუ ირცხვენთ ასეთი კომენტარებით. ხვიჩას თამაში თუ არ მოგწონთ, რათქმაუნდა შეგიძლიათ არგუმენტირებულად განიხილოთ და მოგისმენთ მცოდნე ხალხი. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი ორღობის დონე ხართ!
დიმა
არც მიქაუტაძე და არც დავითაშვილი ახალგაზრდულში არ ითამაშებენ, აგერ ნახავთ.
სწორი გადაწყვეტილება
სწორი გადაწყვეტილებაა,ამაზე ვწერდი ცოტა ხნის წინ და ალბათ წაიკითხა ხვიჩამ) არც მამარდა და სხვები უნდა იყვნენ,რადგან სხვა ბიჭებმა ითამაშონს და თუ კარგი თამაშები ექნებათ,კარგი კლუბი და კარგი მომზადება გამოგვადგება მომავალში. რაც მთავარია,ეროვნულ გუნდში ითამაშებს და მერე დასვენება ეკუთვნის,თან ქორწილი აქვს დაგეგმილი და ეკუთვნის შვებულება. კომენტარები კი სასწაულია,ისე სთხოვენ პატრიოტიზმს,თითქოს თვითონ პატრიოტიზმის ეტალონები არიან. ხალხი ამ ქვეყანაში,გირჩის მოწმობას იღებდა და სარწმუნოებას იცვლიდა,რათა არ წასულიყვნენ ჯარში და ხვიჩას სთხოვენ არაფრის მომცემ ტურნირზე ითამაშოს. თავს ასე იმართლებდნენ,კარგი მომზადება არ არის ჯარში და ამიტომ არ მივდივართო,ხოდა უ21 ევროპა არაფერი ტურნირი არ არის,ფიფთი ფიფთი რა,თქვენც სუ და ჩვენც სუ. პ.ს. ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს,რომ გიორგი გულიაშვილს ხშირად ვნახავ,იმედი მაქვს კარგი ტურნირი ექნება. თქვენი არ ვიცი,მარა მე კი წავედი ბილეთის საყიდლად. აქამდე არ ვიყიდე,რადგან არ მომწონს ადამიანების დაჩაგვრა და ხვიჩამ თვითონ თქვა უარი,რაც კარგია და კარგი ბიჭი ხარ ძმაო შენ,წარმატებები ბიჭებს
შაკო
ძაან არასწორი ნაბიჯია და საერთოდ არასერიოზული დამოკიდებულებაა, როდესაც ეხლა არკვევენ ვინ ითამაშებს და ვინ არა.
giorgi 12
გოჩოლა,აზარა,მიქაუტაძე,დავითაშვილი მაინც კაი გუნდი გვეყოლება
Semi
ეხლა გგონია მაგარი რამე დაწერე? მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრე, ეგრე გააგრძელე
Semi
ისეთი გონორით წერთ კომენტარებში ხვიჩაზე უნდა ითამაშოს ყველგან და თავი შეაკლასო, თითქოს თქვენი დამსახურებაა რამე მის წარმატებაში, ან რა უფლებით ითხოვთ, ან ვინ ხართ რა ვალი აქ თქვენი ვიმმეს ასეთი, რომ ასე ბრიყვულად ითხოვთ რამეს. ხვიჩას ადგილზე თქვენისთანა უმაქნისების გამო ნაკრებში არ ვითამაშებდი. ასე გადატვირყული გრაფიკის გამო რომ სერიოზული ტრამვა მიიღოს თქვენ აუნაზღაურებთ მკურნალობას? თუ ვალდებულია ვინმე კარიერა თქვენ პაკაზუხობას შეწიროს? რა ოცდაერთწლამდელები ხალხო თავი ხომ არ მიგირტყავთ რამეზე?
Semi
ისეთი გონორით წერთ კომენტარებში ხვიჩაზე უნდა ითამაშოს ყველგან და თავი შეაკლასო, თითქოს თქვენი დამსახურებაა რამე მის წარმატებაში, ან რა უფლებით ითხოვთ, ან ვინ ხართ რა ვალი აქ თქვენი ვიმმეს ასეთი, რომ ასე ბრიყვულად ითხოვთ რამეს. ხვიჩას ადგილზე თქვენისთანა უმაქნისების გამო ნაკრებში არ ვითამაშებდი. ასე გადატვირყული გრაფიკის გამო რომ სერიოზული ტრამვა მიიღოს თქვენ აუნაზღაურებთ მკურნალობას? თუ ვალდებულია ვინმე კარიერა თქვენ პაკაზუხობას შეწიროს? რა ოცდაერთწლამდელები ხალხო თავი ხომ არ მიგირტყავთ რამეზე?
ჯუმბერი
ახლა თუ არ მოვთხოვეთ და თუ არ ითამაშა რასაც ელის ხალხი აბა როდის უნდა ითამაშოს 5 წლის მერე? ახლა უნდა დაამტკიცოს ზუსტად რომ ძლიერია თუ არადა დარჩება ნაპოლის ორბიტაზე კაი ხანს.
უვიცი
15 დისლაიქი რატომ აქვს ამ კომენტარს? რამე სხვაგვარად იყო?
უვიცი
რა გადაღლაზე ვლაპარაკობთ წარმოდგენა არ მაქვს, 2 თვეა თითქმის არ უთამაშია ადამიანს
ილია
მოკლედ ისეთი წერილია,გადაუღლელი რომც იყოს ხვიჩა აუცილებლად გადაღლა მოუნდება.
ასეა ეს
ფეხბურთისგან რომ არ არის გადაღლილი ფაქტია,ორი თვეა კვირაში ერთი თამაში ქონდა.
ანესთეზეოლოგი
რას ჰქვია მეტს ვთხოვთ? განა რამდენს უნდა ითხოვდეს ერი თავისი შვილისგან? წელიწადში 4-5 თამაშს თამაშობს ნაკრები და ყველამ თავი უნდა დადოს. რატომ გვიხარია კვარას, ჟორჟის, ზურიკოს, მამარდას ან სხვების წარმატეტბი? იმიტომ, რომ როდესაც საჭიროა ქვყანას და ეროვნულ ნაკრებს გამოადგნენ, თორემ მაგათი ინდივიდუალური მიღწევები ჩვენ რა? ეგ ხალხი არც ჩემი და არც ბევრის არც ოხაჯის წევრები არიან, არც ნათესავები და არც მეგობრები.
O.K.
გადაღლილია თუ არა მარტო კვარაცხელია ვერაფერს იზამს და ის რომ ის ნაკრებშია და მინიმუმ 2 ფეხბურთელს დააბამს მის ირგვლივ ესეც საქმეა.. წარმატებები ნაკრების ყველა წევრს და მთლიანად საქართველოს..
პასუხის პასუხი
დროშის შეურაცყოფა 15 საუკუნის წინათაც და ახლაც ქვეყნის შეურაცყოფას რომ უდრის ეტყობა არ უსწავლებიათ არც შენთვის და არც იმ უზრდელი გოგოსთვის.ხოლო თავისუფალი სიყვარული მართმადიდებლობაში რომ მრუშობაა ნებისმიერი მამაო გეტყვით.ჩენი მიზანი ის არის რომ კაშკაშა ვარსკვლავი როგორებიც იშვიათად ჩნდებიან არ გადავაყოლოთ ვიღაცას და გავიხაროთ ლამაზი ფეხბურთით.
G.LA
ჩვენ ნაკრებში გვინდა ხვიჩა იყოს ლიდერი და ის დონე რომელიც გაუძღვება წინ. არ მგონია რაღაც განსაკუთრებულს ვითხოვთ, გასაგებია რომ სეზონი დამთავრდა მაგრამ ნაკრებში თამაშობენ ყველანი ასევე სხვა გუნდებში. ახლა ხალგაზდულიც ემატება და ეს რა თქმა უნდა სხვა გამოწვევა ხვიჩასთვისაც და ჩვენთვისაც. ახლაგაზდულმა თუ იყოჩაღა ევროპაზეც შეიძლება თავის გამოჩენა და ოლიმპიდაზეც შეიძლება მოხვედრა, რაც გუნდურ თამაშებში ჯერ არ გვღირსებია. ასე რომ ყველანი თავს ზემოთ უნდა ახტნენ და შეუძლებელი შეძლონ. ვფიქრობ ჩვენ ბიჭებს შეუძლიათ ჩვენი გახარება და ამას შეძლებენ.
ჩემი აზრით-ს
შეყვარებული. აი თქვენ და თქვენისთანებს რაც ქვიათ იმის დაწერას ცენზურა არ მომცემს. თქვენი აზროვნება ვერცერთ ჩარჩოში ვერ ჯდება. 15 საუკუნის წინაც კი თქვენზე უკეთ აზროვნებდენ. თქვენ და თქვენისთანები ხართ ამ ქვეყნის ტორმუზი.
sosia
მარტის შემდეგ დაკატაობდა მოედანზე ნაპოლი და რამ დაღალა ?
svano magarski
ჯერ-იძახიტ-ზეადამიანიაო-შემდეგ-მისგან-ადამიანის-შესაძლებლობაზე-მეტს-იტხოვტო-შენ-შიგ-ხო-არა-გაქვს-ამხანაგო!!!
civi
ეჰ ეგ რომ 10 წლის წინ გეთქვა კიდე ხო.ქეცბა გვანახებს ბრძოლოის ჟინი რა არი
dato
გავაუქმოთ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ...რამ დაღალა 19 აპრილის მერე არც საგოლე პასი აქვს და არც გოლი პირიქით ეხლა უნდა გამოიჩინოს თავი ,ზოგიერთები რეალს რომ უკავშირებთ იქ ესეთები არ ჭრის .
ჩემი აზრით
კი არ გადაიღალა პირად ცხოვრებას ბევრ დროს უთმობს განსაკუთრებით რაც ის გოგო მოსვენებას არ აძლევს და წარამარა იტალიაში აკითხავს.ზუსტად იმ პერიოდს ემთხვევა ხვიჩას შედარებით სუსტი თამაში.რა ქვია ქალს რომელიც მთელი ქვეყნის თვალწინ ეხვევა და კოცნის ბიჭს რომელთანაც ჯვარი არა აქვს დაწერილი თან საქართველოს ხუთ ჯვრიანი დროშა უკანალზე შემოუხვევია.
რატი
ზოგიერთს კომენტარზე ეტყობა, რომ შეგნება ნული აქვს და დივანზე მოკოტრიალეს და ბირჟის გამამაგრებელს ვერ წარმოუდგენია, თუ რა არის გადაღლილობა.
ლაშა
არა, მასხრად არ ვიგდებ, მაგრამ თუ რაიმეს პრეტენზია გვაქვს წინამოთელვით მატჩად გამოდგება, მაგრამ იმას კი არ ვგულისხმობ, მოედანზე გასეირნება საკმარისი იქნება... სპორტული ტერმინით რომ ვთქვათ, კვიპროსთან ფეხი უნდა გავშალოთ (გავიწელოთ), მოვითელოთ და მონღოლეთთან და ნორვეგიასთან რომ მეორე ტაიმი ვითამაშეთ, ისეთი სტილით უნდა გავაგრძელოთ ანუ მეორე ტაიმის მატჩის მსგავსი შეხვედრა უნდა ჩავატაროთ. არავითარი პირველი ტაიმის მაგვარი ბურთაობა. და კიდევ ერთი, რომ სანიოლმა მემგონი იპოვა ოპტიმალური ტაქტიკა, ვგულისხმობ 4 მცველი და 2 თავდამსხმელი და მეორე, რა შემადგენლობაც კვიპროსთან იქნება, იგივე შემადგენლობა უნდა იყოს შოტლანდიასთან და არა ისე, როგორც ნორვეგიასთან, 8 მოთამაშე რომ შეიცვალა. ეს ყველაფერი ვფიქრობ შენიშნეს...
ნოდო
შენთან დიდი პატივისცემის მიუხედავად კლაქსვიკი -დინამო გაიხსენე და მერე ანორთოსისი რაღაც არ მგონია ისეთ მდგომარეიბაში ვიყოთ კვიპროსული ფეხბურტი მსხრად აიგდოს ქართველმა
ნოდო
რა სიტყვაა ვითხოვთ? ყოველთვის გადაღლილი იქნება სანაკრებო პაუზის დროს მაშინ ყოველთვის დავაბრალოთ გადაღლილობას და აქედანვე არ გვქონდეს იმედი არც მისი არც მიქაუტაძის არც მამარდასი და ყველა ვინც თავის კლუბში ძირითდში თამაშობს თუმცა ჩემპიონი 1 თვეზე მეტი ხნის წინ გახდა და დარჩენილ ტურებში ლოგიკურად თავი არ უნდა მოეკლა როცა წუნ გელოდება ასეთი სანაკრებო მატჩები განსხვავებით იმ კლუბებისგან ვისაც ბოლო ტურშიც ომი ქონდათ და 3 ფინალში მონაწილე კლუბზე აღარაფერს ვამბობ მაგათგან განსხვავებით 1 თვით მეტი გამოუვიდა დასვენება
Buxrika
რა დაღლა ხო არ აფრენთ, ვითხოვთ ჩამოვიდეს და ნაკრებისთვის წელიწადში ხუთჯერ ან ექვსჯერ ითამაშოს, ან რამ დაღალა გუნდი თვენახევრის უკან გახდა ჩემპიონი და იმის მერე მთელი ნაპოლი დასეირნობდა.
გოგი
მას, რომ კითხოდ გადაღლილია თუ არა, არა?
beqa
15 ქულააა საჭირო ჯგუფიდან გასასვლელად.
ლაშა
უეფა-ს ვებგვერდმა გიორგი ჩაკვეტაძეს VIDEO მიუძღვნა (იხ: http://lelo.ge/article/%E1%83%A3%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%90-%E1%83%A1-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1-video-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%90-42345)
ლაშა
მარადიშვილი ნამდვილად გვჭირდება, თუმცა რატომღაც სათადარიგოებს მიეჩვია (ამასწინათ შეცვლაზე ითამაშა) და მის პოზოციაზე მყოფი კიტეიშვილი შეირჩა, თუმცა რატომ არ იქნა გამოძახებული გაუგებარია (!) გაეცნობოდა მაიც გარემოს. დავიჯერო მისი საპასპორტო პრობლემა ვერ გადაიჭრა?! უფრო მგონია მარადიშვილის არგამოძახება მისი არასათანადო ფორმაში ყოფნას უნდა მიეწეროს.
ლაშა
ქეცბაიას უდიდესი პატივისცემის მიუხედავად სად კვიპროსი და სად ჩვენ?! თუმცა არ უნდა მოვეშვათ და კარგია, რომ სკოტებზე შედარებით სუსტ მეტოქეს ვხვდებით, რომელიც ასე ვთქვათ მოთელვად უფრო გამოდგება შოტლანდიასთან შეხვედრამდე!
მიზანი არის მთავარი
ქვეყანას აზროვნება და გაქანება რო გვიჭირს ეს უტყუარი ფაქტია,თუმცა იმედი მაინც არსებობს,იქნებ მომავალში შეიცვალოს რამე. ფლეისთეიშენი თამაში გონიათ რეალობაში ფეხბურთის თამაში. არიქა ვარსკვლავები გამოგვიჩდნენ,აგერ ხვიჩა დაფრინავს და წარმატების შანსი გვაქვსო,თუმცა ეგრე არ ხდება. ფეხბურთი არის გუნდური თამაში,იგებს სწორი ტაქტიკა და დაბალანსებული შემადგენლობა. კაცი რო ორ ოფიციალურ თამაშს ჩაატარებს ეროვნულში და 3 დღეში ისევ თამაში მოუწევს,რა უნდა გააკეთოს? ან დასვენება არ უნდა ან შეთამაშება? ასე ლაპარაკს აზრი არ აქვს,ჯობია მაგალითებით ვისაუბროთ.პსჟ ყავდა მესი,მბაპე და ნეიმარი,ცენტრში ევროპის ჩემპიონი ვერატი და ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე დონარუმა,თუმცა ლიგა ვერ მოიგო.ბავარიამ მოუგო და გაგდო,თან გოლიც ვერ გაუტანა. უფრო შორს წავიდეთ,გალაქტიკო ყავდა რეალს,თუმცა 1/8 ფინალს ვერც ცდებოდნენ 8 წელი. მავანი იტყვის,რომ მამარდა გვყავს კარშიო,მერე რა? ალისონი ედგა რომას კარში,თუმცა ლივერპულმა 10 გოლი გაუტანა ორ თამაშში.სამაგიეროდ,ლივერპულში გადავიდა და ეპლი მოიგო,ყველაზე მეტი მშრალი კარი ქონდა. ტიტულებს ვარსკვალური სახელები კი არა,დაბალანსებული გუნდები იგებენ. ხვიჩა გარანტირებულად ხალხს მიიყვანს სტადიონზე,თუმცა შედეგს ვერ დაგიდებს. როგორც ყოველთვის,მოლოდინები დიდი გვაქვს ხოლმე დასაწყისში,თუმცა მერე იმედგაცრუებაში გადადის ხოლმე,რადგან არასწორი მოლიდინებია და უმიზნოდ კეთდება ყველაფერი. რა არის მიზანი უ21 ნაკრების? კარგი ახალგაზრდები გამოიძახონ და მოამზადონ ეროვნული ნაკრებისთვის. ოლიპიადაზე გასვლა არის მიზანი? 17 წლამედელებს ქონდათ წარმატება,თუმცა რითი გაგრძელდა? ხვიჩა,დავითაშვილი,მამარდა,მიქაუტაძე ნანახია უკვე და აღარ საჭიროებს ზედმეტ გამოფენას,ისინი არიან ნაკრების იმედი და მომავალი. ახლა,უნდა ეცადო რო სხვებს გაუწიო პოპულარიზაცია და ათამაშო,თუ თავს გამოიჩენენ და კარგი ტურნირი ექნებათ,ნორმალურ კლუბებში გადავლენ და კვალიფიკაციას აიმაღლებენ. ასე იკვრება ბირთი და რეზერვი,რაც წარმატებამდე მიგვიყვანს. ხო გახსოვთ,ხვიჩა გვეყოლება და მაკედონიას გავარღვევთო,ხოდა რა მოხდა? გაარღვიეთ? გამოგვაკლდა ხვიჩა და ჩავქიმეთ. ადრე დავწერე მსგავსი კომენტარი და დამცინეს,სიმართლე დასაცინი გახდა და არის ამ ქვეყანაში. იმის გამო რო ვიღაცამ თავისი ეგო დაიკმაყოფილოს,ხვიჩას თამაში ნახოს ან ბავშვს ანახოს,მომავალს ვსპობთ და სხვებს ვჩაგრავთ,რამეთუ ახალგაზრდული ნაკრებები არის ეროვნულის მოსამზადებელი ეტაპები. ოლიმპიადაზე ნეიმარსაც უთამაშია და სხვებსაც,თუმცა იქ ტურნირის მოგებაზე ქონდათ გათვლა,ბრაზილია და მიტომ.მარტო ფეხბურთში კი არა,ყველაფერში ასე ხდება,ერთი წუთის სიამოვნებისთვის ანგრევენ ყველაფერს. არის ასეთი ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილი,რომელიც ეროვნული ლიგის გამორჩეული შემტევი იყო და ახლა ბოსნიაში თამაშობს,ხოდა რატომ უნდა დაიჩაგროს მიქაუტაძის ან დავითაშვილის გამო? ეროვნულში მათ გამო არ იძახებენ და არც ახალგაზრდულში უნდა მიეცეს შანსი? წესად მოგვდგავს ერს ადამიანების დაცაგრვის წახალისება,რა ასე არ არის? ხვიჩა არ იჩაგრებოდა საქართველოში? ვიღაც პლაჟდან წამოყვანილი ბრაზილიელიები და ჯუნგლებიდან წამოყვანილი აფრიკელები დარბდნენ დინამოს სასტარტოში,ხვიჩა გაანათხოვრეს. რო არა რუსეთი და რუბინი,მისი ნიჭი დაიკარგებოდა და ეხლა კარგია ხო ვარსკვლავი რო გვყავს და ქართველია,სერიას ა წლის მოთამაშე და ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა რო გახდა? შანსი თუ არ მიეცა ადამიანს,საიდან დაგიმტკიცებს რამეს,დაიგინოს? არა ახალგაზრდა ბიჭების დაცაგვრას ეგოს დასაკმაყოფილებლად და არა უმიზნოდ რაიმეს კეთებას.
ირაკლი
რა ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტი(?) ითამაშონ ის რისი თავიც აქვთ - ჯგუფში რომელია ის გუნდი, რომლის დამარცხებისთვისაც "ადამიანური შესაძლებლობები" საკმარისი არ არის? შოტლანდია, ნორვეგია, თუ კვიპროსი?
Gia
Kide kai kvara19wlis araa tore 19wlamdelebshic unda etamasha.kvernadze atamashes ra sheudzlia ro kai gundshi moxvdes.kvaras gadawva gindat? Roboti kiara. Nutu mis adgilze aravin modis perspeqtiuli.svanadzes tertmeti kvaras done ro yavdes verafers izavs,magis umwvrtnelo ar gaishva.
las
და რატომ გვჭირდება თავის გუნდშიც ვერ ხვდება ძირითადში? :)
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ის ვინც ლაპარაკობს რო სიტი ძაან ბევრს ხარჯავს მერე რა ? ვინ ხარჯავს დხეს ნაკლებს ? რეალი ფულის ტომარა არ იყო რამოსი და ალონსო რო იყიდა ლივერპულიდან. მაშინ ყველაზე დიდი ფული ტომარა რეალი იყო. მაგრამ ბარსელონასგან მაინც იხებდა გარანტირებულ 5-0-ს . საქმე ფულში არაა. ფული აგერ პსჯ კიდე აქ და იმაზე მეტი აქ ჩაყრილი ვიდრე სიტის მაგრამ ლიგას ვერასდროს მოიგებენ იმიტომ რომ წვრთნელი არაა ნორმალური. და კაცი რო საშუალო დონის გაპიარებულ ფეხბურთელს 150 მილიონს აძლევ იმიტომ რომ კონტრაკტი გაუგრძელო მანდ გასაგებია რო მაგ გუნდს არანაირი მომავალი არ აქ. სიტის წარმატების საიდუმლო არის წვრთნელი. აკანჯი ბორუსიაში კაპიკად არ ვარგოდა და გვარდიოლასთან რა მაგრა ათამაშდა. საქმეც ამაშია რო გვარდიოლას დალაგებული გუნდი ყავს და დისციპლინა მაგარ დონეზე. თორე ფულს მანჩესტერ იუნაიტედი ორმაგად ბევრს ხარჯავს ვიდრე სიტი. აი შედარება ვისაც უნდა. 85 ხოლანდი/ და 100 მილიონი ანტონიში. ახლა შეადარეთ ორივეს თამაში და მოკვდებით სიცილით. მანჩესტერ სიტიში ვისაც მოყავს ფეხბურთელები ისიც მაგარია და არანაკლები წვილი აქ შეტანილი წარმატებაში. ასე რომ ვინც ლაპარაკობს მარტო ფულით მოიგესო მასე რეალზე შეიძლება თქვა რო ლიგები მსაჯებით მოიგო რაც ვერავის ენაც ვერ შემოუტრიალდება რო თქვას რო მასე არაა. მარტო ბავარიას რა უქნეს მსაჯებმა ლიგის ნახევარფინალში. პენალდუს 2 მეტრიან თამაშგარეებს რო თვლიდნენ უკვე დამატებულ დროში. ასე რომ რეალის ქომაგი სანამ რამეს სიტიზე იტყვის ენა კარგად უნდა გამოიბანოს საპნით
1.2.3.4.5.6.
დაღლილი იქნება თუ სწრაფ აღდგენას არ ისწავლის და ისეთი მწვრთნელი უპოვეთ, ვინც მასაც და მთელ ნაკრებს ასწავლის სწრაფ აღდგენას!
ვანჩოპე
კვარაზე ბევრი დაიწეეა და ის ჩვენი აწმყო და მომავალია. მარადიშვილი ვერ დავითანხმეთ? არადა როგორ გვჭირდება
გიორგი
ამ კომენტარს საფეხბურთო ფაქტებთან საერთო არაფერი აქვს, თორემ ჭკუაქთმყოფელი კაცი ასეთ სისულელეს როგორ დაწერდა. შავი პიარია კვარას წინააღმდეგ, სხვა არაფერი. ახალი ამბავი არაა, ზოგ ქართველს პირადი შური ამოძრავებს, ზოგს ქართველების წარმატება ვერ აუტანია. ასეა ეს.
სოსო
განსაკუთრებულ შედეგად რას ჩაუთვლი?ხვნაში პირობა სჯობია,მკაში პირობას.სჯობია თავიდანვე თქვა,მერე რომ ნატოსა და ევროკავშირივით,ახალახალი მოთხოვნები არ დაამატო!თუ მისმა თამაშმა ნაკრებში და მაკედონიასთან უთამაშებლობამ,ვერაფერში დაგარწმუნა,ძალიან გაჭირდება შენი რამეში დარწმუნება!-რომ დაინახო,უნდა ხედავდე! ჩემი აზრით,ხვიჩამ უკვე დადო,განსაკუთრებული შედეგი!-მან ნაკრებში და ხალხში,იმედი გააჩინა!აქ ჩაკვეტაძეზეც დაწერა ერთმა,ადგილი უნდა მოეძებნოსო ნაკრებში...ცუდი აზრით არ უთქვამს,მაგრამ არასწორად გამოუვიდა.ჩაკვეს ადგილის მოძებნა არ სჭირდება!მთავარია ფორმა,რწმენა დაიბრუნოს და სულ ცოტა,თითქმის ხვიჩას კალიბრის მეორე ფეხბურთელი გვეყოლება ნაკრებში,რომელიც თვითონ დაიბრუნებს კუთვნილ ადგილს,ნაკრებში!მამარდასთან ერთად,ეს ბიჭები,ლოკომოტივად გადაექცევიან ნაკრებს, უკვე ძალუმად ნაკრების კარზე მოკაკუნე ახალგაზრდობას,კიდევ უფრო მაღალ ზღუდეებს შეუტევენ და გადალახავენ.დღეს,ნაკრებში ერთადერთი,გურამ კაშიაა,ვისი ღირსეული შემცვლელიც,ჯერჯერობით არ ჩანს.ის ჯერ კიდევ ითამაშებს,მაგრამ უკვე გვიანდება მისი შემცვლელის ნაკრებში დაწინაურება.ის ხომ უნიკალურია თავისი ინტელექტით,ლიდერის თვისებებით და კლასთან შეხამებული გამოცდილებით.თვითონ ისიც,წლები მიდიოდა,ასეთად გახდომამდე და მისი შემცვლელი,ერთ და ორ წელიწადში,ასეთად ვერ იქცევა.არ მინახია როგრ თამაშობს გველესიანი,თუმცა მისი გამოსვლები ირანში,იმედს მაძლევს,რომ შესაძლოა მას ჰქონდეს საჭირო თვისებები,გურამ კაშიას შესახიდებლად.მას ასაკიც აქვს,გამოცდილებაც და ვფიქრობ კლასიც,ხოლო თუ ნაკრებში კარგად წარმოაჩინა თავი,ევროპაშიც შესძლებს ფეხის მოკიდებას.მის მიერ ირანში გატანილ გოლებს რომ ვუყურებ,როგორღაც ძალიან მეიმედება ამ ბიჭის და ისე ძალიან სურდა,ნაკრებში თამაში,რომ მინდორზე თავს მოიკლავს,ნაკრების გულისათვის.
მწვრთნელი
თუ დაიღალა დაისვენოს! უფლებას ვაძლევ :), თუ არა და ითამაშოს, არავინ უშლის! სანიოლი შეხედავს სიტუაციას და ისე ათამაშებს მე მგონი ხვიჩას! არ არის გამორიცხული შეცვლაზე შემოუშვას კვიპროსთან, თუ საჭიროებამ მოითხოვა და შოტლანდიასთან ძირითადში დააყენოს!
ასეა ეს
საინტერესოა ქორწილს როდისღა აპირებს არადა მეგრელებს ენაცვალოთ რაჭველები,ქორწილებში რა ლაზათიანი სუფრა იციან.სწორედ ამიტომ ვაკომენტარებ ორი თამაში ნაკრებში,ქორწილი და კიდევ ახალგაზრდულს რომ ითხოვთ მეტისმეტი არ მოუვიდეს.

სრული დილეტანტი ხარ ფეხბურთში. შენი ლოგიკა იმას გავს ბებიაჩემს "ის" რო ქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდაო. და სიტის რო ყავს ამას ამბობს ის ადამიანი ასეთ ძლიერ გუნდში უნდა გადავიდეს კვარა რომ ლუზერ ნაპოლში 3 მცველებს უყენებენ და ბიჭი იკარგებაო. სპალეტიმ 10 მილიონიანი ტრანსფერებით გახადა თუ 10 კაპიკებით ეს რა შუაშია საერთოდ დდ.
hahaha
სიტის და ნაპოლის შედარება როგორ შეიძლება,ეტყობა დიდი ხანი არ არის რაც ფეხბურთს უყურებ.სიტი თითქმის ათი წელია ყოველ წელს ასობით მილიონს ხარჯავას ფეხბურთელების საყიდლად და ჩემპიონთა ლიგა ვერ მოუგია.სპალეტიმ 10 მილიონად ღირებული ფეხბურთელებისგან ისეთი გუნდი გააკეთა 16 ქულიანი უპირატესობით მოიგო ჩემპიონობა და ცოტა უკეთესი სათადარიგოები რომ ყოლოდა ახლა ჩ.ლ-ს ფინალშიც იქნებოდა.ხოლო როდესაც გუნდების ტაქტიკაზე წერთ კომედი შოუ მგონია.
L.J .
Kvaram shedegi ukve dado nakrebshi...shen tu exla msoplios naxevarpinalshi ginda gaiyvanos es sxvaa...marto kvaram ra unda qnas?gundurad yvelaperi shesadzlebelia

ეს იგივეა ჰალანდზე რომ დაწეროს ვინმემ, ნორვეგიის ნაკრებთან ერთად თუ ვერ მოიგებს რაიმეს არაფერი ფეხბურთელი არააო. ძალიან არასწორია რასაც წერთ, მითუმეტეს იცით, რომ საქართველოს ნაკრებში ხვიჩას დონის ფეხბურთელი არ გვყავს და მინიმუმ უნდა გესმოდეთ ფეხბურთი ამას რომ ხვდებოდეთ. ერთ კაცს რატომ აკისრებ ამას როცა ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს? ჩასაფრებულს ჰგავს თქვენი კომენტარი. მოკლედ მსოფლიომ აღიარა მაგრამ ქართველები ცოცხალი თავით არ იჯერებთ მის დიდ ფეხბურთელობას, აბა ნაკრებში მოიგოს თუ მაგარიაო. კარგით რა მართლა. მარტო ათრევს ნაკრებს და ერთა ლიგაზე რეებიც ქნა კი ნახეთ. მაკედონიასთან, ბულგარეთთან. ასევე შესარჩევზე შვედეთთან, ესპანეთთან, საბერძნეთთან. როგორც ჩანს დიდად არ გაინტერესებთ ეგ. თქვენნაირები მესიზეც იძახდნენ ნაკრებს სანამ არ მოიგებს დიდი ფეხბურთელი არ დადგებაო. სასაცილოა ცოტა :))
საქარᲗველოს Შვილი
ჩამოთვლილი მიზეზებიდან , რომელი არ არის ობიექტური ? რაც შეეხებას კვარას დამსახურებას ნაკრების წინაშე ერთა ლიგაზე ვისი დამსახურებაა? წინა ერთა ლიგის ფინალში , რომ წავაგეთ მაკედონიასთან ვინ დაგვაკლდა ? ფაქტია რომ ურთულესი სეზონი ქონდა ბიჭს ამიტომ აბსოლიტურად ბუნებრივია , რომ გადაღლილი იყოს. კვარა გულანთებული ბიჭია ის არა მარტო მაკრებს არამედ ქართულ ფეხბურთს მოუტანს წარმატებას. ის მთელი თაობების მაგალითია. ბიჭმა საქრთველო საფეხბურთო რუკაზე დააბრუნა და კარიერაც უნდა გაიკეთოს და ყველაფერი სიკეთე უფლის წყალობით .
SOSO
მოდი ჯერ კვარამ რაიმე განსაკუთრებული შედეგი დადოს ნაკრებში და მერე ვაქოთ და ვადიდოთ ყველა ბრუნვაში, თორემ ჩემთვის პირადათ, მისი ნაპოლში გაჩემპიონება,გატანილი 12 გოლი და სიმბოლური- საუკვეთესო ფეხბურთელობა მე-2 მე-3 ხარისხოვანია ამ შედეგით მან საკუთარი კარიერა მოიწყო და თავი დაიმკვიდრა დიდ ფეხბურთში,ახლა ჯერი მასზეა რომ ნაკრებს გამოადგეს და შედეგი დაიდოს...აქ გადაღლილობა, მოტივაცია, დაქორწილება თუ რამდენი მცველი ეთამაშება მიზეზად ვერ გამოდგება,არც წინასწარ მისი მაღალ დონეზე ვერ თამაშის გაპრავება გამოვა, რაც ამ სტატიაში იკითხება.....ისე გუშინ იგივე ავტორი 21 წლიანების შემადგენლობის განხილვისას ბათუმის დინამოელ კვერნაძეს ლამის უალტერნატივოდ მიიჩნევდა,რომელის თამაშსაც თითქოსდა მთელი იტალია ელოდა, ხოდა ეს ბიჭი როგორც გავრცელდა 21-წლიანების ნაკრებიდან გაუშვიათ....ეს მხოლოდ ჩემი აზრია, რომელიც შეიძლება არავის აინტერესებს,მაგრამ.....მაინც..
beqa
ჩემი აზით კვიპროსთან სასტარტო არუნდა იყოს.სიტუაციიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს მწვრთნელმა არმგონია კვიპროსი ისეთი გუნდი ხვიჩას გარეშეც გაგვიჭირდეს, რეალურად საფრთხეს ვუქმნით ტრავმის! თუ ნამდვილად U21 აპირებს შემდეგ თამაშს!!
Charley
მარტივი მაგალითზე შიძლება პარალერი გავავლოთ აგერ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ორივე მატჩში ჰალანდმა რეალს ერთიც ვერ გაუტანა მაგრამ მისმა გამოთავისუფლებულმა სივრცეებმა (მუდამ ორი მცველი აჯდა ფეხზე) რეალი გაარღვია. რატომ ?ნაპოლისგან განსხვავებით სიტის ყავს ზეკვალიფიციური მოთამაშეები და რასაც ნაპოლი "პატიობს" მეტოქეებს როცა კვარას ორი კაცი იყვანს და სივრცეებს სხვები მაინც ვერ იყენებენ სიტი პირიქით ანგრევს ყველა მეტოქეებს ამ უპირატესობით. ამიტომ უნდა გადავიდეს კვარა გრანდში სადაც მას ასე სამი კაცით და გალიებით ვერავინ გაურისკავს აყვანას იმიტომ რომ თუ კვარაზე გადართავ ორ პერსონალურ მცველს, გრანდს სხვა ვარსკვლავებიც ყავს და ისინი აუცილებლად დაგსჯიან ამიტომ ხვიჩაზე ეს "კატენაჩო" არ გამოდგება ასეთი რეგალიის მქონე კლუბებში. იგივეა ნაკრებშიც კი ჩვენ არ გვყავს ბევრი ვარსკვლავი მაგრამ როცა ხვიჩას ნაკრებშიც დაუწყეს პერსონალური მეურვეობა უკვე ბოლო მატჩებია აქ მწვრთნელმა შეტევის ფრთაზე და ფორვარდათ უფრო სწრაფი შემტევები უნდა დააყენონ რომ როცა კვარაზე კონცენტრირდება მეტოქე მცველთა ჭარბი რაოდენობა ამ დროს ამ სწრაფმა შეტევებმა უნდა წამოიწყონ ამ სივრცეებში იერიშები და შეტევა გოლით ან მინიმუმ ხიფათით დაასრულონ.
las
მარტო კვარაცხელია იმედზე ვერ იქნაბა ნაკრები. შუახაზი განსაკუთრებულად უნდა გაძლიერდეს. მაინც ვფიქრობ რომ ჩაკვეტაძეს უნდა მოეძებნოს ადგილი ნაკრებში. ყველაზე კრეატიულია
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ