სტუდენტურ ლიგაში მეორე წრის მატჩები დაიწყო. დღეს ოლიმპიურ სასახლეში 3 მატჩი გაიმართა, რომელთაგან ყველაზე დაძაბული და საინტერესო პირველი შეხვედრა გამოდგა. ტექნიკურ და სახელმწიფო უნივერსიტეტთა გუნდების მატჩი უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა.

მატჩი თსუ-ს უპირატესობით დაიწყო. გიორგი ჩხეიძის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა 7:0 ლიდერობა მოიპოვეს, თუმცა შორი სროლების ხარჯზე სტუ-მ გარდატეხა მოახდინა და პირველი პერიოდის მეორე ნახევარში მეტოქე ჩამოიტოვა. საწყისი ათწუთეული "ტექნიკოსთა" გამარჯვებით – 17:11 დასრულდა, რის შემდეგაც თსუ-ს ჯერი დადგა. მეორე პერიოდი სახელმწიფოუნივერსიტეტელებმა დიდებულად ჩაატარეს, მეტოქეს მხოლოდ 6 ქულა ჩააგდებინეს და თავად 14 მიითვალეს. დიდი შესვენებისთვის თსუ 25:23 დაწინაურდა.

მესამე პერიოდში თსუ-მ კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა, თუმცა ბოლო პერიოდში სტუ-მ დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ისეთი გაქცევა მოაწყო, მატჩის ბედი გადაწყვიტა. მე-4 პერიოდი ახალი დაწყებული იყო, თსუ-ელმა გურამ ბედოშვილმა 2-ქულიანით თავისი გუნდი 40:34 დააწინაურა. აქ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა 13:0 გაქცევა მოაწყო, რაც დავით დადუნაშვილის შედეგიანი შეტევით დაიწყო, შოთა ლეშკაშელის სამქულიანით გაგრძელდა და მიხეილ ჩადუნელმა რომ ჩააგდო, სტუ 42:40 დაწინაურდა.

"ტექნიკოსები" ამაზე არ გაჩერდნენ და უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდეს – ლევან ძინძიბაძისა და მერაბ დევდარიანის შედეგიანი სროლების შემდეგ. თსუ არ გატყდა და შალვა მეტონიძისა და ალექსანდრე გოგოლაშვილის შედეგიანობით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 49:50. ბოლო 4 წუთი ასე ქულა-ქულაში წარიმართა.

მატჩის ბოლო წუთი ახალი დაწყებული იყო, როცა გურამ ბედოშვილის სამქულიანით თსუ-მ ლიდერობა დაიბრუნა – 60:59, თუმცა გამოცდილი დავით დადუნაშვილის ეგრეთ წოდებული ენდვანით სტუ კვლავ გალიდერდა – 62:60. დასრულებამდე 30 წამით ადრე ბედოშვილმა სამქულიანი ააცილა და თსუ-ელები დაცვაში შოთა ლეშკაშელზე დაჯარიმდნენ. სტუ-ს უკანახაზელმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და თავისი გუნდი დასრულებამდე 10 წამით ადრე 4 ქულით დააწინაურა.

თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა თსუ-ელმა შალვა მეტონიძემ სწრაფი ორქულიანი ჩააგდო და სახელმწიფოუნივერსიტეტელებმა პრესინგს მიმართეს. საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე თსუ-მ ბურთის ფლობა მოიპოვა, თუმცა წუთშესვენება აღარ ჰქონდა, გვერდითა ხაზიდან შემოტანისას შეტევა რომ დაეგეგმა. თსუ-ს მოთამაშეებმა სროლა ვერ მოასწრეს და საბოლოოდ 62:64 დამარცხდნენ.

ამ მოგებით სტუ-მ დაუმარცხებელი გუნდის სტატუსი შეინარჩუნა და A ჯგუფში ერთპიროვნულად ლიდერობს. B ჯგუფში დაუმარცხებელია თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდიც, რომელმაც დამაჯერებლად – 85:66 სძლია "აგრარულ უნივერსიტეტს". სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა სპორტის უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც სეუ-ს (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი) 77:60 სძლია.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა