ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მთელი ღამე არაყს ვსვამდითო...

მთელი ღამე არაყს ვსვამდითო...

40 წლის მეკარემ დევიდ ჯეიმსმა გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების გამოსვლას ისტორიაში უარესი უწოდა და რაკიღა ფაბიო კაპელომ...

დევიდ ჯეიმსმა გუდას პირი მოხსნა

40 წლის მეკარემ დევიდ ჯეიმსმა გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების გამოსვლას ისტორიაში უარესი უწოდა და რაკიღა ფაბიო კაპელომ უნგრეთთან ამხანაგურ შეხვედრაში აღარ გამოიძახა, სამხრეთ აფრიკული შთაბეჭდილებების გაზიარებაც გადაწყვიტა. ოდესღაც თვით "ლივერპულის", კარის მცველმა, რომელსაც ნაკრებში 53 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ბევრი საინტერესო რამ მოყვა. სხვათა შორის, ჯეიმსი დარწმუნებულია, რომ მერვედფინალში, მსაჯს გერმანელთა კარში ფრენკ ლემპარდის აშკარა გოლი რომ ჩაეთვალა, ინგლისი გერმანიას მოუგებდა. ჯეიმსმა თქვა:

"იმ შეხვედრის შესვენებისას ჩვენს გასახდელში ყველა ყვიროდა, ყველა გაბრაზებული იყო. პირადად მე, როგორც მოედნის გადაღმა მდგომ მეკარეს ნამდვილად არ დამინახავს გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი, მაგრამ ბიჭებს რომ შევხედე და დაველაპარაკე, მივხვდი რაც მოხდა. დღესაც არ მჯერა ასეთი აშკარა გოლი რომ არ ჩაგვითვალეს. წარმოგიდგენიათ, რა დღეშე ჩაცვივდებოდნენ ლემპარდი და უეინ რუნი, რომლებიც იმ კართან ახლოს იდგნენ და ყველაფერს კარგად ხედავდნენ? მწვრთნელი ყველა ღონეს ხმარობდა, რომ დავეწყნარებინეთ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ის გვეუბნებოდა: უბრალოდ შეეგუეთ იმ აზრს, რომ ანგარიში ისევ 2:1-ია. წარმოიდგინეთ, რომ ის გოლი მართლა არ გასულა - მაგრამ აზრი აღარაფერს ჰქონდა. გასახდელში მეტისმეტად დიდი ემოცია იყო დაგროვილი. თან ყველა ერთსა და იმავეს იძახდა:

ვერ ვიჯერებ ასეთი აშკარა გოლი რომ არ ჩათვალეს! ის კი არა, ფეხბურთელებს დევიდ ბექჰემი და სათადარიგოთა სკამზე მჯდომების აჰყვნენ: ბურთი ხაზს რამდენიმე მილით გადაცდა, ეს როგორ ვერ დაინახეს... მართლაც ყველაფერში იღბალია საჭირო. ეს მომენტი ზედ შესვენების წინ რომ არ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა, რადგან გამოვიდა, რომ შესვენებისას ვერავინ ვერაფერზე ფიქრობდა ამ არჩათვლილი გოლის გარდა. შესვენების შემდეგ კი მოედანზე დაბრუნებულებმა "მივაწვეთ, ბიჭებოს" ყვირილით ხმები ჩაიხლიჩეს, უარესი მიიღეს - გადაიწვნენ. სამწუხარდოდ, ზუსტად ისე ვთამაშობდით, როგორც გერმანიას აძლევდა ხელს და დავისაჯეთ კიდეც... თამაში რომ დამთავრდა და მოედნიდან გავდიოდი, ისეთი გაბრაზებული და დაზაფრული ვიყავი, რომ ხმა ვერავის გავეცი. მერე მითხრეს, ტრიბუნიდან ფანები "ბუუს" იძახდნენო.

არც კი გამიგია. თუ სწორედ მახსოვს მსაჯებს ხელი ჩამოვართვი და გასახდელში შევედი, სადაც ბიჭები ჩუმად ისხდნენ. ბუზის გაფრენის ხმაც ისმოდა. მწვრთნელიც არავის ეჩხუბებოდა. ანკი, რატომ უნდა ეჩხუბა? რა უნდა ეთქვა? ერთადერთი რაც კაპელომ გვითხრა ეს იყო: ესეც ასე, გავვარდით... ჩვენ ყველანი ვგრძნობდით, რომ თაღლითურად გაგვძარცვეს".

ამის შემდეგ, ინგლისის ნაკრები ბლუმფონტეინიდან რუსტენბურგის საწვრთნელ ცენტრში ჩარტერული რეისით დაბრუნდა და... ცეცხლს ნავთი დაემატა: ინგლისში გამოქვეყნდა ფოტოსურათები, რომლებზეც ტრაპზე ჩამოსვლისას ეშლი კოული იცინის აარონ ლენონი კი სიგარეტს ეწევა. თუმცა, ჯეიმსი გვარწმუნებს, რომ სიცილისა დაროსტარების გუნებაზე ინგლისელ ფეხბურთელთაგან არავინ იყო.

"სიგარა კი მოწიეს ბიჭებმა, მაგრამ მერწმუნეთ, ზეიმის გუნებაზე არავინ იყო. საერთოდ, ხალხი სიგარას რომ ეწევა, ეს ხომ მოგება-წაგებასთან არაფერ შუაში არ არის. საქმე ის იყო, რომ ჩვენ მეორე დილამდე არ მოვემგზავრებოდით და ღამის განმავლობაში საკუთარი ემოციისთვის რამე უნდა მოგვეხერხებინა. მოკლედ, დავლიეთ... ანდა, რატომაც არ უნდა დაგველია? უკვე გავარდნილები ვიყავით. გათენებამდე ვსვამდით არაყს და ფეხბურთზე ვლაპარაკობდით. ეს ყველაფერი ავი სულების განდევნას ჰგავდა".

შემდეგ, ჯეიმსმა შინ დაბრუნებაზე ილაპარაკა. თავჩაქინდრულ ინგლისელ ფეხბურთელებს თავიანთ ქალაქებში ჯერ კიდევ დახვდათ სახლებსა და მანქანებზე გამოფენილი დროშები.

"როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ხარ, ჩათვალე, რომ საპნის ბუშტში ცხოვრობ - არაფერი გიცავს და ყველა ყველაფერს ხედავს. ხოლო, როდესაც შინ ბრუნდები და წმინდა გიორგის დროშები სახლებზე ჯერ კიდევ გამოკიდებული გხვდება, გრძნობ რა იმედითა და რისი მოლოდინით შემოგყურებდა ხალხი. ამ დროს იმასაც კარგად ხედავ, როგორ გააწბილე ისინი. ჩვენ ვიცოდით რომ მთელი ერი შემოგვყურებდა და მთელი ერი მიიჩნევდა, რომ ჩვენ მას ვუღალატეთ".

ჯეიმსის აზრით, ინგლისის ნაკრების წარუმეტებლობა შედარებით სუსტად მიჩნეული ჩ ჯგუფის მონაწილე გუნდების ტაქტიკამ და საქმისადმი, საერთოდ ფეხბურთისადმი დამოკიდებულებამაც განაპირობა. გოლკიპერი ამბობს:

"პრობლემა ის იყო, რომ გუნდები, რომლებიც ჩვენ გვეთამაშებოდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსაგებად კი არ იყვნენ ჩამოსულები, არამედ ცდილობდნენ არ წაეგოთ. მათ ჩვენ დეტალურად ვყავდით შესწავლილი და სულ სხვანაირად გვეთამაშებოდნენ. აღარანაირი აზრი აღარ ჰქონდა იმას, თუ რა ვიცოდით ჩვენ მათ შესახებ, რადგან მათი ფეხბურთი იმ დღეებში აბსოლუტურად განსხვავებული გახლდათ. აიღეთ თუ გნებავთ, ალჟირელთა ყველა თამაში მსოფლიოს ჩემპიონატამდე და თუ გნებავთ მათი პირველი შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატზე სლოვენების წინააღმდეგ. ამ შეხვედრებში ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვხედავდით, რაც ინგლისისა და ალჟირის შეხვედრაში სადღაც გაქრა. ერთადერთი, რასაც ჩვენთან ეს გუნდი აკეთებდა თავის დაცვა იყო, მეტი არაფერი. დავანებოთ ინგლისს თავი, ესპანეთი გავიხსენოთ: მსოფლიოს ჩემპიონს ასე ცოტა გოლი არასდროს გაუტანია".

ზემოთ რუსტენბურგის საწვრთნელი ცენტრი ვახსენეთ. აქ ინგლისის ნაკრებს საუცხოო პირობები ჰქონდა შექმნილი. მოედნები და სპორტული ინფრასტრუქტურა ხომ იდეალური იყო და ამისგან დამოუკიდებლად მარტო სასტუმროც ერთ რამედ ღირდა - ნომრები ღამეში 1000 ფუნტიანი ჰქონდა.

"მაგრამ, რად გინდა, ბაზას არ გავშორებივართ. გერმანელები და იაპონელები სასტუმროებში ცხოვრობდნენ და სავარჯიშო მოედანზე რომ მისულიყვნენ ქალაქში გადიოდნენ, ჩვენ კი სამსახურში ვიყავით გამოკეტილი. მე ბოლოს მარტო ბოდიალზე გადავედი. ბაზას წრეებს ვუვლიდი, რამენაირად დრო რომ გამეყვანა, მაგრამ იქ არაფერი იყო სანახავი: ბალახი და ღობე..."

და ბოლოს ინგლისელთა უსაყვერლეს ფეხბურთელისა და იმედგაცრუების უეინ რუნის შესახებ: "მგონი მისი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ზედმეტად ეშურებოდა წარმატებას. ეს ბიჭი საერთოდ ფეხბურთით არსებობს, ფეხბურთს ჭამს, სვამს და სუნთქავს. ჰოდა, ვფიქრობ, მეტისმეტი მოუვიდა. ყურადღების ზედმეტად დაძაბვაც არ შეიძლება. გერმანიასთან თამაშის წინა დღეებში შეპყრობილი იყო. მხოლოდ ამას ამბობდა: გერმანიას უნდა მოვუგო, გერმანიას უნდა მოვუგო... გარწმუნებთ, ბოლო ვარჯიშებზე შემაძრწუნებლად კარგ ფორმაში ჩანდა. მეკარის თვალით ვუყურებდი და მეშინოდა. როცა მოუნდებოდა მაღალ კუთხეში გაიტანდა, როცა მოუნდებოდა დაბალში. ხან ჩაახვევდა, ხან ჯიქურ დაარტყამდა... მაგრამ აი, გავედით გერმანელებთან სათამაშოდ და ჩვენი შეტევა, სამწუხაროდ უსახური გამოდგა".

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია