საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის უკვე 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

საწვრთნელ პროცესს დღეიდან გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ. გიორგი მიქაუტაძე ეროვნულ გუნდში მატჩებისთვის მზადებას 11 ივნისიდან დაიწყებს.

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "საკმაოდ დიდი დრო გვაქვს ამ ორი მნიშვნელოვანი თამაშისთვის მოსამზადებლად. ფეხბურთელებმა, რომლებმაც ადრე დავასრულებთ საკლუბო სეზონი, შედარებით ადრე დავიწყეთ სანაკრებო მატჩებისთვის მზადება. დაახლოებით ერთი კვირა დაგვრჩა მოსამზადებლად, კარგი პირობები გვაქვს და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

საკმაოდ რთული ჯგუფი გვაქვს. პირველ მატჩში ერთი ქულა ავიღეთ და ვგეგმავთ, რომ გავზარდოთ ჩვენი მონაგარი. რთული გასვლითი მატჩები გველის, თუმცა იმედი მაქვს, რომ შეკრების დასრულების შემდეგ, კმაყოფილები ვიქნებით".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

მატჩების განრიგი

17 ივნისი | კვიპროსი - საქართველო | 22:45

20 ივნისი | შოტლანდია - საქართველო | 22:45

მატჩების რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

Nakrebi.ge

ზურა
მე ყაზაიშვილი მინდა სასტარტოში
ჯიჯი
მამარდა-გოჩო-კაშო-ლოჩო-აზარა--კიტე-კვეკვე-კვარა-ჩაკვა-ზურიკო-ჟორჟი. ეს სასტარტო მაგრათ გაასწორებს
Me
წყვილში ვოლკოვი და ქვილითა მინდა დამანგრეველი წყვილი
კახა
არაფერი პირადული პირიქით როგორც პიროვნებას პატივს ვცემ და მიმაჩნია რომ კაშია კარგი ქართველია ოღონდ ფეხბურთს რაც შეეხება არ არის ნაკრების დონის წარმოიდგინეთ ვიტესის მერე ლოგიკურად ძლიერ ჩენპიონატში უნდა მოხვედრილიყო მაგრამ ვერა რა საშულო დონის მცველია და მრჩება შთაბეჭდილება რომ ხშირად იბნევა და დაცვაც რეორგანიზაციას იწვევს შეცვლაზე კი ბატონო ოღონდ არა ძირითადში.
Levani
ჩემი აზრით არ უნდა დაელოდონ მიქაუტაძეს და ივარჯიშონ ეს ორი დღე ჯობია. ისე ხუმრობა იქეთ იყოს და ქვილითაია რად უნდათ? პენალტები რობგააქვს კვიპროსში?
ქუთაისელი
ვინც ქვილითაიას თამაში ახსოვს სტუმრად შვედეთთან, მარტო ერთ მომენტში სჩანს მისი დონის ნაკლენობა - კონტრშეტევაზე წამოსულ კვარას ზონა გადაუკეტა, იმის მაგივრად რომ ან მარჯვნივ, ან მარცხნივ გახსნილიყო, წინ დაუდგა.. ამის მერე კიდე რომ ნაკრებში გამოიძახებენ, სირცხვილია!!!
სანდრო
არა რასიზმს..
გრუზინი
ჩვენი კოსტია სად არი??კოსტია მარადოვი??
beqa
ქვილითაიას ნაცვლად ჯოვინო მოგესინჯათ, სწრაფად მოძრავი ფეხბურთელია კვარასთანაც კარგად კომბინირებდა
ლაშა
ვოლკოვის ნაცვლად ქვილითაია!...
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ