საკლუბო სეზონი დასრულდა და სანაკრებო ბატალიებზე გადავერთეთ, თუმცა "ნაპოლის" ამბები მუდამ გვაინტერესებს, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში ზაფხულში ბევრ ცვლილებას ელიან. შეჩვეულები ვართ, რომ არაერთი ჭორ-მართალი ვრცელდება, თუმცა ინფორმაციებს მაინც გაწვდით. საბოლოოდ რომელი გაამართლებს, რთული სათქმელია.

ლუჩანო სპალეტის შემცვლელზე რომ ვისაუბროთ, უკვე ძალიან ბევრი კანდიდატი დასახელდა. ბოლოს ყველაზე მეტს პაულო სოუზაზე წერენ. 52 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი "სალერნიტანას" მშვენივრად მოერგო და გავარდნისთვის განწირული გუნდი ანგარიშგასაწევი გახადა. იტალიურ მედიაში იწერება, რომ მწვრთნელი დე ლაურენტისს უკვე ესაუბრა. თავის მხრივ, სოუზას აგენტის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც განაცხადა, რომ თუკი პაულო წასვლას გადაწყვეტს, ამის შესახებ პირველ რიგში სალერნოელთა ხელმძღვანელობას დაელაპარაკება, სხვადასხვა გუნდის დაინტერესება კი დაადასტურა.

ყველა შესაძლო მწვრთნელზე დეტალური საუბარი შორს წაგვიყვანს. მოკლედ გეტყვით, რომ ის მანამდე ბრაზილიურ "ფლამენგოში", პოლონეთის ნაკრებში, "ბორდოში", "ფიორენტინაში", "ბაზელში", "ლესტერსა" და სხვა კლუბებში მოღვაწეობდა, პორტუგალიის ეროვნულ გუნდში კი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. "სალერნიტანა" 3-4-2-1 ტაქტიკით ასპარეზობდა, გრანდებთან მათი მთავარი მიზანი არწაგება იყო, რასაც მშვნივრად ახერხებდა - ფრე "მილანთან", "ინტერთან", "რომასთან" და "ნაპოლისთან", რომელმა მატჩმაც წინასწარ დაწყებული საჩემპიონო ზეიმი ჩაშალა.

რაც შეეხება სატრანსფერო ამბებს. კიმ მინ ჯე და "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლომდე გადაწყვეტილი არაა, რასაც ხელს "ნიუკასლი" უშლის. ისინი მზად არიან, სამხრეთკორეელში უფრო მეტი გადაიხადონ. ვიქტორ ოსიმენი ახლა სანაკრებო მატჩებზეა და მის შესაძლო წასვლაზე საუბრები შემცირდა. წამსვლელების სიას შეუერთდა ირვინ ლოსანო, რომლის გადაბირება "ასტონ ვილას" სურს. უნაი ემერი მიიჩნევს, რომ მექსიკელი გუნდს სერიოზულად გააძლიერებს. ირვინის სატრანსფერო ფასი 28 მილიონი ევროა და კლუბის ინტერესებშიცაა, ახლა გაასხვისოს, ვიდრე ხელშეკრულების ამოწურვასთან ახლოს.

გერმანიაში, ოღონდ მეორე ბუნდესლიგაში, დიეგო დემეს დაბრუნებას ვარაუდობენ. "ჰერტას" საყრდენის გადაბირება სურს, რომელსაც სტანისლავ ლობოტკას შესანიშნავი სეზონის პირობებში დრო საერთოდ არ ეძლეოდა. რანგით მეორე ლიგაში გადასვლა უცნაურად შეიძლება ჩანდეს, თუმცა დიეგოს ჯერ სხვა მსურველები არ ჰყავს. 28 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 4 მილიონი ევროა.

დაველოდოთ ზაფხულის მიმდინარეობას, არაერთი წამსვლელ-მომსვლელი უნდა ვნახოთ!..

რათქმაუნდა რამდენიმე წელში ვიგულისხმე და იქნებ უფრო ადრეც

ხვიჩა ნაპოლიში რომ გადავიდა, მაშინვე გააკეთა ვიღაცამ ის ფოტოშოპი, ვითომ ხვიჩა სკუდეტოს რომ წევდა. დაათრევდნენ მთელი წელი, ბევრი იცინოდა მაგ ფოტოზე მაგრამ ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც ეს ფოტო გამართლდა. ახლა ოქროს ბურთიანი ფოტოშოპი გააკეთა კიდე ვიღაცამ და იმას დაათრევენ. ვინ იცის, ვინ იცის :)) ❤️
გია პაპა
ახალი ინფორმაციით პაოლო სოუზას მოყვანა ნაპოლიში ჩაიშალა, ამ მომენტისთვის იტალიურ საიტებს თუ დავუჯერებთ ფრანგი გალტიეა პოულზე, არადა მაგრად არ მევასება ეგ ტიპი და არ მინდა მაგის მოყვანა ნაპოლიში.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა