ფიფამ "კოკა-კოლასთან" ერთად ეროვნული ნაკრებების ივლისის თვის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
ფიფამ "კოკა-კოლასთან" ერთად ეროვნული ნაკრებების ივლისის თვის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც "ევრო 2012"-ის შესარჩევ ციკლში ხორვატებთან 3 ივნისის მატჩის შემდეგ არც ოფიციალური და არც ამხანაგური თამაში არ ჩაუტარებია, წინა თვის რეიტინგთან შედარებით ერთი საფეხურით უკან დაიწია და ახლა 57-ე პოზიციას იკავებს.

ფიფას რეიტინგის პირველ სამეულში ცვლილებები არ მომხდარა. სიის სათავეში კვლავაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული გუნდია. მეორე და მესამე ადგილებს კი ჰოლანდია და გერმანია იკავებენ.

რეიტინგში ცვლილებები დიდწილად ახლახან დასრულებულმა კოპა ამერიკის გათამაშებამ შეიტანა. ურუგვაის ნაკრები, რომელმაც ამერიკის თასის მოგება შეძლო, ერთბაშად 13 საფეხურით წინ წაიწია და ახლა მეხუთე ადგილზეა. ამ ტურნირზე წარმატებული გამოსვლით თავ-თავიანთი პოზიციები ჩილეს (27-ე წინა, 11-ე ახალი), პერუს (49-ე წინა, 25-ე ახალი), პარაგვაის (32-ე წინა, 26-ე ახალი), კოლუმბიისა (54-ე წინა, 35-ე ახალი) და ვენესუელას (69-ე წინა, მე-40-ე ახალი) ეროვნულმა გუნდებმა გაიუმჯობესეს.

ფიფას მომდევნო რეიტინგი 24 აგვისტოს გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგის მიხედვით მოხდება ბრაზილიაში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩივი ციკლის კენჭისყრაც. საქართველოს ნაკრები ევროპულ გუნდებს შორის 30 პოზიციაზეა და მუნდიალის კენჭისყრისას მეოთხე კალათში მოხვდება.

ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგი. 27.07.2011.

1. ესპანეთი

2. ჰოლანდია

3. გერმანია

4. ბრაზილია

5. ურუგვაი

6. ინგლისი

7. პორტუგალია

8. იტალია

9. ხორვატია

10. არგენტინა

13. საბერძნეთი

32. ისრაელი

83. ლატვია

173. მალტა

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა