„ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და ტაქტიკურად მზად ვართ იმისათვის, რომ წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ვიბრძოლოთ. ეს ჩვენი საერთო მიზანია – როგორც მწვრთნელების, ასევე გოგონების“ – ამბობს საქართველოს 7-ქალას მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე.

7-ქალას ევროპის ჩემპიონატზე აქამდე არასდროს უთამაშია, ალაფაზე (მეორე დივიზიონი) კი საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილია. წელს რაგბი ევროპის ალაფა ორ ეტაპად გაიმართება – 16-18 ივნისს ზაგრებში (ხორვატია) და 7-8 ივლისს ბუდაპეტში (უნგრეთი).

პირველ, ზაგრების ეტაპზე, საქართველო "გ" ჯგუფში უნგრეთთან, ავსტრიასთან და ბულგარეთთან ითამაშებს. "ა" ჯგუფში თურქეთი, დანია, მოლდოვა და უკრაინა მოხვდნენ, ხოლო "ბ" ჯგუფში ნორვეგია, ფინეთი, ისრაელი და ლატვია გაერთიანდნენ.

16 ივნისს ჩვენი გოგონები ბულგარეთის და ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშებენ, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას კი 17 ივნისს, უნგრეთთან გამართავენ. ამავე დღეს გაიმართება თასის 1/4-ფინალური შეხვედრები, 18-ში კი ნახევარფინალების და ფინალების დრო დადგება.

„პროდუქტიული მოსამზადებელი ეტაპი გვქონდა. ძალიან წაგვადგა პარიზისა და ტურის ტურნირები. ვთვლი, რომ დეტალები, რაზეც სამუშაო გვქონდა, გამოვასწორეთ და მზად ვართ მიზნისთვის საბრძოლველად“.

„კარგია, რომ პირველი ორი თამაში კონფერენც დივიზიონიდან დაწინაურებულ ბულგარეთთან და ავსტრიასთან გვექნება – გავხურდებით და უნგრეთთან ჯგუფში პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ. ის უხერხული მეტოქეა, თუმცა მჯერა, გამარჯვება შეგვიძლია. რაც შეეხება ზოგადად მეტოქეებს, ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში კონკურენტები უკრაინა, თურქეთი და ნორვეგია იქნებიან. მიუხედავად ყველაფრისა, ზაგრებში პროგრამა-მინიმუმი ფინალში გასვლა იქნება“ – აღნიშნავს მალაღურაძე.

გოგონები ზაგრებში 14 ივნისს მიემგზავრებიან. განაცხადში მხოლოდ 13 მოთამაშე უნდა იყოს. ის გოგონები, რომლებიც ამ ეტაპზე შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ, ვარჯიშს აგრძელებენ, რათა მეორე ეტაპის წინ ფორმაში იყვნენ.

7-ქალას შემადგენლობა რაგბი ევროპის ალაფის პირველ ეტაპზე (ზაგრები):

თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), სალომე საღარაძე (თბილისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (თბილისი), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), ანა კაპანაძე (ოზურგეთი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანანო ხაბულიანი (ლოკომოტივი), ლიკა ბჟალავა (ლოკომოტივი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

Rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა