საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს "დინამო არენაზე" პორტუგალიასთან მატჩით გახსნის. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ტურნირისთვის საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი).

გაფართოებული სიის სამი წევრი - გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი) და შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ევროპის ჩემპიონატამდე გუნდთან ერთად მოემზადება და საჭიროების შემთხვევაში მზად იქნებიან, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარონ.

გაფართოებულ სიაში მყოფმა ფეხბურთელებმა - გიორგი მიქაუტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ, შემადგენლობაში არყოფნის მიზეზებზე საკუთარი სოციალური მედიის არხებით ისაუბრეს.

ხვიჩა კვარაცხელია ("ფეისბუქის" პოსტი): "დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

გიორგი მიქაუტაძე ("ინსტაგრამის" პოსტი): "ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს და გულშემატკივარს. მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ მინდა იცოდეს გულშემტკივარმა, რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლოებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში რთული იქნება.

წარმატება საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ."

U21 | მატჩების განრიგი

21 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | 20:00

24 ივნისი | საქართველო V ბელგია | 20:00

27 ივნისი | საქართველო V ნიდერლანდები | 20:00

უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს "ბათუმი არენა" უმასპინძლებს.

nakrebi.ge

გაგა
კომენტარებს რომ გადახედო საბავშვო ბაღია!!ამხელა კაცები ბრაზდებიან იმაზე რომ მათი შვილების ახირებაა კვარაცხელია და ამდენ ბავშვს დაწყვიტა გული,თურმე ყველა ბავშვთან არ მიდის სათითაოდ ფოტოს გადასაღებათ,რა გჭირთ რა ხამობაა??!!ჯერ კაკასა და შევჩენკოს დონესაც კი არ მიუღწევია,საერთოდ შემდეგი სეზონი როგორი ექნება არავინ არ იცის და დააცადეთ!!!შეეშვით მშობლები თქვენი გათამამებული შვილებით,პოლიტიკოსები,ბიზნესმენები,სელებრითები,ინფლუენსერები,სპორტსმენები,კროკოაირვაისები.ოქროს ბურთს რომ მოიგებს მერე იტრიპაჩეთ,ხშირად გაიხსენეთ ედენ აზარის ისტორია!!!!!!!
გიორგი
ისეთი ხალხი ბრაზდება კვარაცხელიაზე, ვინც მხოლოდ მის გამო მიდიოდა სტადიონზე!!!ეს რა საქციელია??მე პირადათ მოვკიდებ ჩემ შვილს ხელს წავიღებთ საქართველოს დროშას და ბოლომდე ვუგულშემატკივრებთ საქრთველოს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს!!!დარწმუნებული ვარ რომ ამ ნაკრებიდანაც გამოიჩენენ თავს ბიჭები,ისევე როგორც წინა ჩემპიონატიდან ჩაკვეტაძემ!!კვარა კი დაასვენეთ ყველამ, ის ჯერ მესი არ არის და მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა მაღალ დონეზე!!!
გიორგი
ისეთი ხალხი ბრაზდება კვარაცხელიაზე, ვინც მხოლოდ მის გამო მიდიოდა სტადიონზე!!!ეს რა საქციელია??მე პირადათ მოვკიდებ ჩემ შვილს ხელს წავიღებთ საქართველოს დროშას და ბოლომდე ვუგულშემატკივრებთ საქრთველოს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს!!!დარწმუნებული ვარ რომ ამ ნაკრებიდანაც გამოიჩენენ თავს ბიჭები,ისევე როგორც წინა ჩემპიონატიდან ჩაკვეტაძემ!!კვარა კი დაასვენეთ ყველამ, ის ჯერ მესი არ არის და მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა მაღალ დონეზე!!!

აი რაზე უნდა ელაპარაკო ადამიანს, ვინც კომენტარებში წერს, ნაკრებს როცა დაჭირდა სულ რაღაც მოიმიზეზა კვარამოო. ხალხო სულ დაკარგეთ ნამუსი? ფეისბუქი გადაჭრელებულია მსგავსი კომენტარებით. ასეთი უმადურები როგორ ხართ? შარშან ამ დროს ერთა ლიგაზე ყველა თამაში რომ მოიგო ასე მალე დაგავიწყდათ? მაკედონიასთან ის სასწაული გოლი ასე მალე დაგავიწყდათ? სხვა თამაშებზე და ესპანეთთან, შვედეთთან გოლებზე აღარ ვსაუბრობ, ეგ უკვე ისედაც დავიწყებული გაქვთ. ჩემამდე არ მოდის რატომ ჰყავს მაინცდამაინც ხვიჩას ამდენი მოძულე საქართველოში. რატომ მაინცდამაინც ხვიჩას? მის გამოჩენამდე ბრწყინავდა ნაკრები და მან რამეში ხელი შეგვიშალა? როცა ნაკრებს დაჭირდა სპეციალურად თავი აარიდა და არ ჩამოვიდა? რაიმე არასწორი და არაპატრიოტული გააკეთა? რა გჭირთ რატომ ხართ ასეთი ბოროტები და ბოროტებასთან ერთად მოკლე მეხსიერებიანები? მე არ ვარ იმ დონეზე პატრიოტი, რომ ჩემმა ქვეყანამ მიწასთან გამასწოროს და მაინც ამათთვის თამაში მომინდეს. ხელფასს ნაკრებიდან არ იღებს, პლიუს ლანძღვა-გინება, აქეთ ვიღაცასთან ფოტო ვერ გადაიღოო და კიდე დამატებული ლანძღვა, აქეთ u21 ში ვერ თამაშობსო და აუყროლეს კედელი. თქვენ ეგ ადამიანი მართლა უთავმოყვარეო რობოტი ხო არ გგონიათ? ერთი მიზეზიც არ არსებობს, კეთილი ნების გარდა, რომ ასეთი გულშემატკივრისთვის დაიხარჯო. რატომ ვერ გრძნობთ თქვენს წილ პასუხისმგებლობას?
Gia
Ras lanzgavt kvaras da miqautaze, roca nakrebs mwvrtneli ara yavs. Svanazit verafers miagwev tundac 11kvara gvyavdes.ubnis chempioni kiaraa.milionebs mwvrtnelebs tyuilad kiar uxdian, tu rame shedegs dadebaze iyo fiqri profesionalze unda chaebarebiat nakrebi.
Skeleton
21 წლამდელთა გუნდმა უკვე ჩამოაყალიბა თავისი შემადგენლობა კარგა ხნით ადრე.რამდენი ვარჯიში და თამაში ჩაატარეს ერთად. ხვიჩა 18 წლის ასაკიდან უკვე ეროვნულშია და ასაკობრივთან შეხება არც ჰქონია. როგორ ფიქრობთ, ეროვნული თამაშებიდან დაბრუნებული უცებ თუ შეუერთდებიდა ახალგაზრდულს, შემადგებლობა უნდა შეცვლილიყო, გუნდი ხვიჩაზე აწყობილიყო, ვინც მის ადგილას თამაშობს სკამზე უნდა გადამჯდარიყო და სრულიად ახალ სქემაზე გადაწყობილიყო გუნდი? იქნებ ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ გუნდში არეულობის შეტანა არუნდოდა? გადაღლილობა რომც ეგრძნო და მაგიტომ ეთქვა უარი, ეგეც სრულიად გასაგებია, რადგან დატვირთული სეზონი ჰქონდა, მაგრამ ზემოთ რაც დავწერე ის უფრო დიდი მიზეზია ვიდრე მისი გადაღლილობა. ეს ჩემპიონატი ბევრ ტალანტს აღმოაჩენს ჩვენთან და დარწმუნებული იყავით მარტო ხვიჩას გამო ვინც უყურებთ ფეხბურთს და მარტო ხვიჩას გამო იყიდეთ ბილეთები, ეს არც პატრიოტიზმში წერია და სხვა ბიჭებსაც ამიტ მოტივაციას უკლავთ, ხვიჩას კი უდიდეს ზიანს აყენებთ არასწორად და შეუგნებლად წამოსროლილი კომენტარებით!
აკო
რამდენი ავადმყოფი აკომენტარებს, წარმოუდგენელია. ბილომდე ვერ ჩავიკითხე კომენტარები. მაგრად შემრცხვა.
ჭია
4-5 თამაშით მეტს ვერ გამართავენ "გადატვირთული" სეზონის გამო, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე...
Levani
ბიჭო ისედაც ხო იცით რამდენს წუწუნებენ გუნდები ნაკრებში ხალხის გაშვებაზე,ჩვენ ვუხდით ხელფასის და ჩვენიაო-ყოველთვის გამოუშვეს ახლაც განოუშვეს,თან ქორწილი აქვს მალე და კიდე ახალგაზრდულზე თამაში მეტისმეტია- მე ესე მაწყობს,ვიდრე ამ ზაფხულში გადაიტვირთოს ეგ ბიჭი და მერე დაეწყოს ამის გამო კრიზისი და ტრავმები. რამ დაღალაო რო ამბობთ გაიხსენეთ ჩაკვე ყველა ასაკობრივ ნაკრებში რო დაარბენინებდნენ ვერ გაუძლო ორგანიზმმა. ან სხვები გაიხსენეთ, ვინც ამ ბიჭების პატრიოტიზმზე რამეს ამბობთ თქვენ რა გაგიკეთებიათ თქვე დივნის ლომებო. ალბათ ვახო სანაია წერს სხვადასხვა ნიკებით. მიქაუტაძეს რაც შეეხება მაგას ახლა ისეთი პერიოდი აქვს ახლა წყდება მაგის ბედი-კიდე ერთი ვარსკვლავი გვეყოლება თუ ერთი საშუალო დონის თავდამსხმელი და შეეშვით მაგასაც. რაც კეთდება თქვენზე და ჩემზე უფრო კომპეტენტურმა ხალხმა გადაწყვიტა ისევ საერთო საქმის სასარგებლოდ. საერთო საქმე კიდე არ არის ახალგაზრდული ევროპა იმდენად რამდენადაც დიდი ნაკრები. ან ისე სამართლიანად რომელი ახალგაზრდა და ნორჩი დინამოელი ხვიჩაა,კაცი სერიაAს საუჯკეთესოა. ითამაშონ სხვებმა,არიან იქ კაი ბიჭები და აგერ ბურთი და აგერ მოედანი,იქნება კიდე ვინმემ გამოიჩინოს თავი, იგივე გაგუამ ან ძალიან ჟილკიანმა გულიაშვილმა.
ჰმ-ს
მე არ მირჩევნია ხოჭოლავა კვარას,მისნაირი პატრიოტი არავინ არ არის ნაკრებში!!!ამას ბევრჯერ დაგიმტკიცებთ,კვარა მთელ ნაკრებს ჯობია!!
გუჯას
ხოჭოლავამ რომ "დაიკიდა" ნაკრები, პირადულის გამო, მაშინაც ასეთი რეაქცია გქონდა??თუ ყველაფერი მიკერძუებულია ამ ქვეყანაში?!
ჰმ
ამათ ხოჭოლავა სჯობია იმან ამხანაგურ და შესარჩევ თამაშებზე თქვა უარი და ამათმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ურჩევნიათ სალერნიტანასთან და ლე ჰავრთან თამაში …მიზეზი თუ რატომ ეს არის საინტერესო ბაბუ ლაურენტისის ფულების გამო ხომ არა ?! მერე ნაპოლის რა ეშველება …?! თუ ეგრე გადაღლილი იყო რას გამოდიოდა ბოლო ტურებში ( არაფერი გაუთბია მაგრამ მაინც ) მითუმეტეს ჩემპიონობის შემდეგ …რაც უნდათ ის უქნიათ მაგრამ როგორც მაგათმა დაიკიდეს ნაკრები და ქართველი გულშემატკივრები ისე მკიდია აწი მეც მაგათი კლუბები და მათი საკლუბო კარიერაც …აწი მაგ ნაპოლიზე არ ვიშალო ნერვები !!! თქვენ აქეთ და ადიდეთ რაც შეიძლება მეტი …პირველი იყო და მაკედონიასთან უცნაური გაქრობა ახლა ევროპის ჩემპიონატზე დაღლილობა …რითი გაასამებს ეგ არის საინტერესო !!! მგონი გასამებას ბევრჯერ მოყვება ეგეთები …..მაგრამ მაინც მადლობა ვუთხრათ რომ საქართველოს ნაკრები აირჩია და არა აზერბაიჯანის მემკვიდრეობით… ჰეეე სად ხართ მისი “ ზემლიაკები” გეტყობათ როგორ გიყვართ თქვენ საქართველო …. თითქოს ყოველ წელიწადს ტარდებოდეს საქართველოში ევროპის ჩემპიონატი ან ნაკრებები გადიოდნენ ეგეთ ტურნირებზე …ამას ქვია ზუსტად “ დაა….ნ საზეიმო ტორტსო “ …..!!!!
გუჯა
მაგრა შემეზიზგა ხვიჩაც და გიორგიც მაგრად ტეხავს საქართველოს გაუმარჯოს დანარჩენ ყველა ელემენტს ვინც ერს პატივს არ სცემს მშვიდობით ერთით ნაკლები გულშემატკივარი მე იმიტო მიყვარდა ეს ბოჭები ქართველები რო ჰქვიათ თორე მაგრა მკიდია ყველა და თუ შენ ქათველად არ გამოდექი ესეთ მნიშვნელოვან მომენტში იყავი იტალიელი და ფრანგი
ლადო
ისე, დედით ქართველმა საზანოვმა როგორ გაჯობათ ყველას პატრიოტიზმში!!!
გიორგი
ტახზე წამოგორებული ხალხი ტალახს ესვრის ხვიჩასა და გიორგის, რატომ არ ხართ სუპერმენებიო. თქვე კაი ხალხო, ხვიჩამ 40-ზე მეტჯერ ითამაშა ამ სეზონში *(ნაპოლი+ნაკრები), ანუ საშუალოდ კვირაში ერთი თამაში! კვირაში გაირბინეთ საშუალო ტემპით ასე 10 კილომეტრი მაინც და მერე აკრიტიკეთ ფეხბურთელები რატომ დაიღალენო.
მდაა ს
ეს ბიჭები ხოჭოლავაში არ შეგეშალოს!!!!
მდააა
ე 90-ბის ფეხბურთელებს რომ აგინებდით საკლუბო კარიერას ( ანუ სადაც ხელფასს უხდიან)აძლევენ უპირატესობას ვიდრე ნაკრებსო ….30 წელი გავიდა შეიცვალა რამეე ..?! ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ყველას თავისი პრიორიტეტები …მე ვინ მეკითხება რომ ვინმე განვსაჯო !!! მაგრაამ ჩემსას იმას ვიტყვი რომ ნაპოლის …..და მეცი იქნება თუ ჩელსი იმის კიდევ ზემოდან …!!! და ღმერთმა ქნას ვცდებოდე მაგრამ ამათი უკვე არც დიდ ნაკრებში მჯერა …თუ არა და აგერ ბატონებო 17 და 20 ივნისი და გამოჩნდება !!!! აქ ყველაზე სამწუხარო ის არის რომ ეს “ დაკიდება” გადამდებიაა ( მაგიტომაც დარბოდა ქეცბაია მარტო ყველა თამაშში) ასე რომ ამათმა არა მარტო ახლა არიეს ორთავე ნაკრები …არამედ ეს გაგრძელდება წლები !!! დავბრუნდით 90-ბში ფული ბაბაია ფულიიიი …..!!!!
ლაშა
პირველად ტარდება მსგავსი დონის ტურნირი ფეხბურთში საქართველოში და ტიპები თურმე დაიღალნენ,ყველა იღლება ვინც შრომობს და თქვენ გიგასდებათ მაინც,ვერანაირ გამართლებას ვერ ვხედავ მათ საქციელში,ორივე რომ გვყოლოდა შანსი გვექნებოდა ღირსეულად გამოვსულიყავით
ლაშა
იხ: https://nakrebi.ge/ka/team/u21/game/7946-u21
T.t
კუტალაძე რა ლოგიკით მეგობარო? საქართველოს ჩემპიონატს უყურებ? კერესელიძე დგას დინამოში
გიორგი
ლადო ჩიხრაძე რატომ არაა სიაში?
ლაშა
გიორგი წიტაიშვილი 3' საბა ხვადაგიანი 51'
ლაშა
ძირითადი ლუკა კუტალაძე ივა გელაშვილი ალექსანდრე კალანდაძე საბა ხვადაგიანი საბა საზონოვი გიორგი მოისწრაფიშვილი გიორგი წიტაიშვილი ნიკა გაგნიძე ნოდარ ლომინაძე გიორგი გულიაშვილი გიორგი გაგუა
ლაშა
https://www.livescores.bz/?id=1934408&s=a
ლაშა
წიტაიშვილმა მე-3 წუთზე გაიტანა, 51-ე წუთზე საბა ხვადაგიანს გაატანინა. კაცი ფორმაშია და კლუბში არ ათამაშებენ!... სადმე ხედავთ ლოგიკას?!
მეზღვაური
ხვადაგიანის ნაცვლად ივა გელაშვილი.
zura222
არსად არაა @ მადლობა ჩვენს ფედერაციას და "ტელევიზიებს" @@

ჩვენი მასპინძლობით ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი არ გაიშვას!!!როგორც შარშან კალათბურთის!!!
Me
არავინ იცით სტრიმი თამაშის
ლაშა
ინგუში ვუნდერკინდის, ჰალიდ დოლტმურზიევის დამატება არ შეიძლებდა?!
Lasha
გაგუას გარდა ცენტრფორვარდი არაა სიაში, გულიაშვილი ფორვარდის უკან თამაშობს მეორე თავდამსხმელად. მგონი, ლადო ჩიხრაძე იმსახურებდა გუნდში ყოფნას.
ხასანა ძია
მიუხედავათ ჩემი პატივისცემისა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ზურასავით და გიორგივით უნდა იყო პატრიოტი,21 წლის ბიჭებს დაღლა არ უნდა ეტყობოდეს მითუმეტეს ჩემპიონატი რამდენი ხანია მორჩა,მოსამზადებლად თამაში ჯობია თუ ვარჯიში რა თქმა უნდა პირველი ნაკრებია პრიორიტეტული,მაგრამ..........გამგებმა გაიგოს.
დდდ
მერე პაკისტანურ სერიალებს რაღა უყონ?
ირაკლი
უბრალოდ სირცხვილია რა ლოგიკით დააყენე კუტალაძე როცა ძირითადში დინამოში კერესელიძე დგას
Მახვში
წარმატებები საქართველოს 21 წლამდე ნაკრებს, იმედია საზეიმო განწყობას ბოლომდე შეგვინარჩუნებენ... კვარას, მიქაუტაძეს და დანარჩენ ლომებს, ეროვნული გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში შეეტანოთ ამ ორი უმნიშვნელოვანესი თამაშით თაჳიანთი წვლილი!... ამ ნოტაზე ყველაფერი გასაგები იქნება, სხვანაირად სხვანაირადაც შეიძლებოდა...
გოგა
"დღევანდელ თამაშს აჩვენებს რომელიმე არხი?"- არხი კი არა, ტელეფონიდანაც არაა რეპორტაჟი. ბიჯო, ყველას კიდია ეს 21 წლამდელები და თქვენ რას იშლით ნერვებს?
L.J .
Gagixardeba????
სოსო
მიახწევენ რაგაცას და მერე აგარ აინტერესებთ ხალხის აზრი
Dato
ხალხო თამაშს არ აჩვენებენ დღევანდელს ?მიპასუხეთ თუ არის სადმე
გამბრინუსი
მამარდაშვილი გოჩოლეიშვილი საზონოვი ხვადაგიანი აზაროვი გაგნიძე ლუკა მამაგეიშვილი ხორხელი დავითაშვილი წიტაიშვილი გაგუა იდეალურია ჩემი აზრით
ანი
ეჰ,ჩაკვეს მაინც ჰქონოდა შესაბამისი ასაკი!!!
რეზო
მარტო შენ გიყვარს ალბატ?
L.J .
Mayurebeli tu marto kvaras pontshi apirebda misvlas gulshematkivrobas da ara saqartvelos nakrebistvis ar mjera,stadioni savse iqneba miuxedavad shemadgenlobisa
L.J .
Vetanxmebi!!!warmatebebi bichebo
ლაშა
ვერავინ გაიგებს სინამდვიეში რაშია საქმე! შესაძლოა ფეხბურთელების კლუბები ჩაერივნენ ანდა ნაკრების მთავარ მწვრთნელთა გადაწყვეტილება იყო, რათა ფეხბურთელებს მთლიანი კონცენტრაცია ერთადერთ ნაკრებზე გაეკეთებინათ. მე უფრო არ მგონია, ფეხბურთელების პირადი ინიციატივა ყოფილიყო U21-ში ართამაში...
Soso
კვარა და გიორგის მესმის და არავის აქვს უფლება გაამტყუნოს, მაგრამ პირველი იმიტომ უნდა ყოფილიყავი თუნდაც განაცხადში კვარათი რომ ფეხბურთი გაიგეს იმათაც მოიყვანდი სტადიონზე და ნაკრებს სავსე სტადიონზე მოუწევდა თამაშები, რამე რომ არ მოგეთხოვება არც გევალდებულება იმას რომ გააკეტებ ეგ არი მთავარი
ირაკლი
მადლობა ბიჭებო დღეს არავის არ უყვარს სამშობლო
სოსო
ასეც ვიცოდი,ასე იცის წინასწარმა ბაქი-ბუქმა!!შარშან კალათბურთთზეც ასე იყო, ჯგუფიდან გავდიოდით ნახევარ ფინალში უნდა გვეთამაშა ჩვენი "ლომებით" და საბოლოოდ ჯგუფში ბოლო ადგილი დავიკავეთ!!!ახლაც ასე იქნება
გულშემატკივარი
წარმატებები!!! უფალი გფარავდეთ❤️

მოემზადეთ ჯგუფში ბოლო ადგილისთვის!!!!!
ვანო სანაია
დღევანდელ თამაშს აჩვენებს რომელიმე არხი ?
Givi
Kvarasi da miqautadzis imedi mqonda kvelaze metad,magram ras vizamt...danarchenebi tavis tavs unda gadaaxtnen da daamtkicon...kvernadze dagupa geguchadzem amas ar jobda lominadzesavit wkaltuboshi kofiliko sitkvaze da etamasha?!...da kidev gamikvirda gizi mamageishvilis datovebam,dzalian kargad tamashobda am bolos...
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ევრო 2027 | 21-წლამდელთა შესარჩევი ციკლის წილისყრა ნიონში
U21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
მზადება ანტალიაში - ახალგაზრდული ფინეთს და სერბეთს დაუპირისპირდება
U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს