საქართველოს 7-ქალა ხვალ რაგბი ევროპის ალაფის პირველ, ზაგრების ეტაპს იწყებს.

გოგონები ხორვატიაში 14 ივნისს გაემგზავრნენ. ისინი წელს ქართული რაგბისთვის ისტორიული შედეგის მიღწევას და ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ეცდებიან, ამისათვის კი ორი ეტაპის ჯამში პირველი-მეორე ადგილი უნდა დაიკავონ.

საქართველო "გ" ჯგუფში უნგრეთის, ავსტრიისა და ბულგარეთის წინააღმდეგ ითამაშებს. "ა" ჯგუფში თურქეთი, დანია, მოლდოვა და უკრაინა, ხოლო "ბ" ჯგუფში ნორვეგია, ფინეთი, ისრაელი და ლატვია მოხვდნენ.

16 ივნისს ჩვენი გოგონები პირველ თამაშს საქართველოს დროით 13:50 საათზე ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავენ, 20:50-ზე კი ავსტრიას ერკინებიან. ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა 17 ივნისს, 13:50 საათზე უნგრეთთან გველის, რის შემდეგაც 1/4-ფინალური წყვილები შედგება და 8 საუკეთესო თასისთვის გააგრძელებს ბრძოლას, ქვედა ოთხი გუნდი კი მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებს. ნახევარფინალები და ფინალები 18 ივნისს შედგება.

მეორე ეტაპი 7-8 ივლისს ბუდაპეშტში გაიმართება.

7-ქალას შემადგენლობა რაგბი ევროპის ალაფის პირველ ეტაპზე (ზაგრები):

თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), სალომე საღარაძე (თბილისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (თბილისი), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), ანა კაპანაძე (ოზურგეთი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანანო ხაბულიანი (ლოკომოტივი), ლიკა ბჟალავა (ლოკომოტივი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

მწვრთნელი: გიორგი შკინინი

Rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად