70 წელს მიღწეული, საერთაშორისო კატეგორიის ვეტერანი მსაჯი კვლავაც ენერგიულად ემსახურება ქართულ ფეხბურთს
თავის დროზე მას არა მხოლოდ საბჭოთა კავშირისა და ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს საფეხბურთო სამყარო იცნობდა

უმსაჯია ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი მატჩები, ევროთასების შეხვედრები, 99-ჯერ გასულა მოედანზე სსრ კავშირის (1979-1988 წ.წ.) ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თამაშების, ერთხელაც ხალხთა სპარტაკიადის ფინალის (1983) გასაძღოლად, ექვსჯერ დასახელდა სსრ კავშირის მსაჯთა საუკეთესო ათეულში; 1990 წელს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 9 მატჩს მსაჯობდა - ასეთია საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის მევლუდ მიმინოშვილის ღვაწლი ფეხბურთში.

უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც ჩამოშორდა აქტიურ საფეხბურთო ცხოვრებას, მაგრამ დღეს უკვე 70 წელს მიღწეული ვეტერანი, 1990-იანი წლიდან მოყოლებული, კვლავ ენერგიულად ემსახურება ქართულ ფეხბურთს, ემსახურება ისე, როგორც შეუძლია და რისი ძალაც შესწევს. თუ ჯანმრთელობა ხელს არ შეუშლის, ადამიანს ყოველთვის და ნებისმიერ ასაკში შეუძლია აკეთოს სასარგებლო საქმე და სწორედ ამის სანიმუშო მაგალითს იძლევა ბატონი მევლუდი.

მის ავტორიტეტს ყოველთვის სცემდნენ პატივს და როცა ჯერ ავჭალაში, სადაც ცხოვრობს და მერე აბაშის რაიონის მშობლიურ სოფელ სუჯუნაში, საფეხბურთო სტადიონის მოწყობა გადაწყვიტა, ყველა ამოუდგა მხარში. აბაშის რაიონის გამგებლის გურამ გუნავას ინიციატივით კი ამ რაიონის ცენტრალურ სტადიონს მევლუდ მიმინოშვილის სახელი მიენიჭა.

ვეტერანი ხშირად სტუმრობს ავჭალაში და სუჯუნაში ფეხბურთში მომეცადინე ბავშვებს. მასაც სწამს, რომ ბავშვთა ფეხბურთია დიდი ფეხბურთის საფუძველთა საფუძველი და კმაყოფილებას გამოხატავს ამ მიმართულებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელებისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის გამო.

"საქართველოში ფეხბურთის განვითარებაზე ყველამ უნდა იზრუნოს და ამაში ქართული ფეხბურთის ვეტერანებმაც უნდა შეიტანონ თავიანთი წვლილი. თაობათა მემკვიდრეობითობა არ უნდა გაწყდეს", - ამბობს ბატონი მევლუდი.

თენგიზ თომაშვილი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა