ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე გრანდ სლემის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, საიდანაც 2-მა, გურამ თუშიშვილმა და საბა ინანეშვილმა (+100 კგ ორივე) ფინალურ ბლოკამდე მიაღწიეს. თუმცა ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში ორივე მათგანი დამარცხდა. გურამ თუშიშვილმა რუს ვალერი ედნოვიცკისთან დამატებით დროში წააგო, ინანეიშვილი კი ყაზახი გალიმზან კრიკბაისთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ - 90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილმა მოიპოვა, 25 წლის ძიუდოისტმა ფინალში ფრანგი მაქსიმ-გაელ ნგამპოუ დაამარცხა.

ინანეიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი მიყოლებით დაამარცხა მაგომედომარ მაგომედომაროვი (გაერთინებული საამიროები) და კასპერ სზუროვსკი (პოლონეთი), ნახევარფინალში კი ტაჯიკ ტამირ რახიმოვთან იპონით დამარცხდა.

გურამ თუშიშვილიც ნახევარფინალში რუს ტამირლან ბაშაევთან სუფთა გდებით დამარცხდა, საუკეთესო ოთხეულში გასვლამდე კი გურამმა გზად ტაჯიკი შაკარმამედ მირმამადოვი და ყაზახი გალიმზან კრიკბაი დაამარცხა.

რაც შეეხება სხვა წონით კატეგორიებს, როგორც იცით, ბექა ღვინიაშვილი - 100 კილოგრამში დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა წარმატებით ვერა, რადგან პირველივე წრეში რუს ნიაზ ბილალოვთან გაფრთხილებებით წააგო.

ამავე წონით კატეგორიაში გიორგი ბერიაშვილმა სამხრეთ კორეელი იუნგ კიმის დამარცხების შემდეგ იტალიელ ჯენარო პირელასთან შიდოებით დამარცხდა.

რაც შეეხება -90 კილოგრამს, ვლადიმერ ახალკაცმა პირველსავე წრეში ბელგიელ სამი ჩოუჩისთან წააგო, ხოლო ბაქარ ერაშვილმა მეორე წრეში (პირველ რაუნდში ყაზახი აიან ბაიგაზის მოუგო) - ბრაზილიელ რაფაელ მასედოსთან.

საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთის გრანდ-სლემზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა

ადამიანი
სამველჯან,აიმართ,ამოთა
ადამიანი
სტანაში არ გაუმართლა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს,სამაგიეროდ ტრისტან მოსახლიშვილი გახდა ჩემპიონი ესპანეთის სახელით. მისგან ინტერვიუ აიღეს ,ცხადია ესპანურად პასუხობდა,მაგრამ პირველივე პასუხის ბოლოს ესპანურიდან ქართულზე გადავიდა და ,,საქართველო,მიყვარხარ გულში" ქართულად თქვა. იქნებ გაგეშუქებინათ,ა ბატონო ლინკი და სადღაც 25-წამიდან https://www.youtube.com/watch?v=u2itbiU8STo
Samvel Avoyan
იაპონიის შემდეგ ძლიერი ძიუდოისტები რუსები არიან. იგილნიკოვი, ადამიანი, ბაშაევი, ტასოევი... ქართველებს ჯობს საფრანგეთი, ბრაზილია, ჰოლანდია, სამხრეთ კორეა, მონღოლეთი...
1
თუშიშვილი თავის ილეთზე წამოეგო!
რეზო
თუშიშვილი, ლიპარტელიანი, ღვინიაშვილი -
სოსო
სილქ უნივერსალზე გადიოდა!
motivatori
თუ გუჯეჯიანმა ეგრე თქვა, რა თქვა უნდა ბრიყვულად დაუტრაბახია,მაგრამ ერთი რამ ვერ გამიგია,რატომ გიხარია საქართველოს შვილს რუსების მიერ ჩვენი დამარცხება?
alexandre
გვანახეს. სილკ უნივერსალზე. ჯობდა არ ეჩვენებინათ.
ნაპოლეონი
უნივერსალზე იყო როგორ არა
xuta
აკი გუჯეჯიანმა, ყველა რუსს ლავაშივით გავაკრავთო. გაგვაკრეს ბლინებივით?!
ლალი
რატომ არ ანახეთ ეს ტურნირი ტელევიზიით,რადგან წარუმატებელი გამოდგა?ათასგვარი სისულელეების ჩვენებით ხომ ხალხს თავი მოაბეზრეთ?...
Nick
წარუმატლებლობა ხანდახან საჭიროა ეიფორიაში არ ჩავარდნენ. ახლა ევროპის გუნდურითვის მოემზადონ როგორც საჭიროა. საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გაყავთ(ალბათ ოპტიმალური რაც შეიძლებოდა) და სხვა ნაკრებებიც არც ისე ძლიერად გამოიყრებიან ერთი შეხედვით. ასე რომ კვარცხლბეკზე ველოდები
მიშა
ლუზერების ქვეყანა ვხდებით ნელ-ნელა
გფფ
უკვე მეორე რუსიც.
არა რუსეთს
გაეშვათ გურეშიძე დაკრავდა იმ რუს ერთ ადგილას. მიეცით სანსი ახალგაზრდებს.
გიორგი 50
ქებამ გაწყინააათ? გუნდი მსოფლიოში როცა ბრინჯაოს იღებს, უფრო მეტად ღირსეული გამოსვლა მართებს... დასკვნები ფედერაციავ...
ტტტ
აუ სირცხვილია რა უკვე თუში, ეს რუსი რასაც გიშვრება.
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის