ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი სტუმრად 2:1 დაამარცხა.

Geo Team-ი ლარნაკაში ჩავიდა და საინტერესო ბლოგიც შემოგვთავაზა.

ხვიჩა კვარაცხელია:

"პირველი გამარჯვება ჯგუფში ძალიან სასიხარულოა, მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ ზურიკოს დამსახურებით, შოტლანდიაში გასამარჯვებლად მივდივართ, იმედი გვაქვს, რომ მათთან თამაშიც წარმატებული იქნება და როგორც დღეს იქაც გამარჯვებით დავამთავრებთ. მთავარი გამარჯვებაა, გულშემატკივრებს 3 ქულა ვაჩუქეთ, შეიძლება ხარისხი არ იყო ისეთი კარგი როგორიც გვინდოდა, მაგრამ მთავარია მოვიგეთ. ვეცდებით შოტლანდიასთან ხარისხი გამოვასწოროთ. რთული სეზონი მქონდა, ბევრი თამაში მომიწია, შოტლანდიასთან გავა გოლი (ჟურნალისტმა ჰკითხა უიღბლობაზე, რადგან "კვარას" ფაქტობრივად გოლის გატანის კუთხით არ უმართლებს)".

ზურიკო დავითაშვილი:

"ნაკრებში გოლი ყოველთვის საოცარია, როგორი გოლიც არ უნდა იყოს გადამწყვეტი თუ რიგითი მაინც სასწაული გრძნობაა, ასე ვერ გადმოვცემ ამას. ყველა ფეხბურთელმა უნდა გამოსცადოს სამშობლოს მაისურით გოლის გატანა და გულშემატკივრების გახარება".

გიორგი გოჩოლეიშვილი:

"მინდა ქომაგებს მადლობა გადავუხადო, იმდენი ქართველი იყო ჩამოსული სახლში ვთამაშობდით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას".

გიორგი მიქაუტაძე:

"ვიცოდით, რომ ძნელი თამაში გველოდა, დღეს მოგება გვინდოდა და 3 ქალით სახლში წასვლა. შოტლანდიაში მივდივართ, რომ კარგი რეზულტატი გვქონდეს. რაც შეეხება მეცს, ვნახოთ რა იქნება".

საბა ლობჟანიძე:

"პირველ რიგში მინდა გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო, ისეთი ატმოსფერო იყო, თითქოს სახლში ვთამაშობდით. თამაშის ხარისხი ისეთი კარგი არ იყო, როგორიც გვინდოდა, თუმცა რაც მთავარია 3 ქულა ავიღეთ. საერთოდ ისეთ ტურნირზე გასვლა თუ გინდა, როგორიცაა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი ასეთი შეხვედრები უნდა მოიგო, ამისთვის უნდა გაგიმართლოს, ბევრჯერ არ გაგვიმართლა ახლა გაგვიმართლა და 3 ქულა ავიღეთ".

მეზღვაური
კვარამ პირველ რიგში წიტაიშვილს დაუთმო ადგილი ახალგაზრდულში მე ასე ვფიქრობ.რას ვგულისხმობ : რეალურად გიოც და ხვიჩაც არიან მარცხენა ვინგერები,ეროვნულში ამის გამო ხან მარცხენა მცველად,ხან მარცხენა ნახევარმცველად აყენებდა სანიოლი გიოს.პირველ რიგში კვარას მეგობარია გიო,თუ ხვიჩა ახალგაზრდულზეც ითამაშებდა,მაშინ გიო სკამზე იჯდებოდა,ან მისთვის ნაკლებად იდეალურ პოზიციაზე დააყენებდნენ.იმ ცუდი სეზონის შემდეგ რაც წიტას ჰქონდა,ჩემი აზრით ხვიჩამ შანსი მისცა ულიდეროს გუნდს და სკაუტებს დაანახოს მისი დონე.ეს ევროპა შანსია გიომ დააღწიოს თავი კიევის დინამოს და გაუთავებელ იჯარებს.მიქაუტაძის შემთვევაში ალბათ გიოს ტრავმის მიღების ეშინია,რადგან ამან შეიძლება მისი ტრანსფერი ჩაშალოს ძლიერ კლუბში და ვერ გარისკავს.ფორვარდად გაგუა გვყავს,ვინც სავარაუდოდ ძირითადში იქნება და ალავესს უნდა დაუმტკიცოს,რომ იმსახურებს იჯარიდან დაბრუნებას და ლალიგაში 10-15 წუთით მაინც თამაშს თითო მატჩში.

"მდაა" და მათნაირები მაშინ გაიხარებდნენ კვარას მაისურზე მფორთხავის სურათი რომ ეხატოს

ხოო თავის თავზე აიღო და მისკენ მიემართა ეს ლანძღვა-გინება, ჩემგან იცოდეთო. რავიცი ზოგმა ისიც ვერ გაიგო 21 წლამდელების ნაკრებს რომ ეხებოდა და ეგონათ ეროვნულში თამაშზე თუ თქვა უარი. ისეთი კომენტარები წავიკითხე, გამიკვირდა ამ ხალხმა წაკითხულიდან აზრის გამოტანა როდის უნდა ისწავლოსთქო. ამხელა გზა აქვს გასავლელი ამ ბიჭს და გადის ჯერ ჯერობით თავისი შრომით და ნიჭით უშეცდომოთ, ამ გზაზე ყველა მყეფარეს და მლანძღველს ყურადღება თუ მიაქცია, ვერ მივა თავის მიზნამდე. ჩემი აზრით აქვს მას უკვე ის იმუნიტეტი გამომუშავებული და არ შეუშვებს თავში ამათ ბანძ კომენტარებს

Romanis dawera rogorc etyoba bevrad advilia vidre sportshi warmatebis migweva. 2 dge gadabmulad tu girbenia an givarjishia sainteresoa. Jer erti sisulelea rom kvaracxeliam am bavshvta pirvelobaze itamashos. Kvara didi fexburtelia ukve da dasamtkicebelic araferi aqvs. arian bichebi romlebsac win didi gza aqvt momavlisken. Mat schirdebat swored es turniri rom sheigrdznon didi fexburtis suli. Kvarastan ertad tu mis gareshe evropis momgebi mainc ar iyo chveni gundi amitomac sworad moiqcnen xvichac da miqautadzec rom visac chirdeba imat dautmes adgilebi axalgazrdul nakrebshi. Visac sporttan shexeba ar qonia is ver gaigebs tu ra sixaruli da bednierebaa im 2 bichistvis es 2 adgili romelzec uari ganacxades xvicham da giorgim.
დათო
თქვენ კვარაცხელიაზე წერთ, რომ "ჯერ არაფერი ეგეთი ხელმოსაკიდი არ გაგიკეთებია საქართველოსთვის" ჩემი აზრით რაც კვერაცხელიამ გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის და არა მარტო ფეხბურთისთვის, არცერთ სხვა ქართველ ფეხბურთელს არ გაუკეთებია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. კერძოდ: -კვარაცხელიამ გააცნო მთელ მსოფილიოს საქართველო, როგორც საფეხბურთო ქვეყანა. -კვარაცხელიამ გაუღო კარი სხვა ფეხბურთელებს დიდი ხუთეულის ჩემპიონატებში -კვარაცხელიამ ითამაშა უდიდესი როლი ნაკრების ბოლო დროინდელ (ასე თუ ისე ხელშესახებ) წარმატებებში. -კვარაცხელიამ დააბრუნა ფეხბურთის სიყვარული საქართველოში და მაგალითი მისცა უამრავ პატარას, რომ დაუღალავი შრომითა და ნიჭით მსოფლიოს დაპყრობა შეიძლება. -და რაც ყველაზე მთავარია, დღეს არ არსებობს მსოფლიოში ფეხბურთის გულშემატკივარი (და ასეთები მილიარდებია) რომ არ იცოდეს საქართველოს შესახებ. თქვენ თუ დამისახელებთ სხვა პიროვნებას, მათ შორის არაფეხბურთელს, ვინც ამდენი რამ შეძლო ქვეყნისთვის, თან ასეთ მცირე ასაკში, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ.
მდაას
შენ ხარ ქართველი ვაი გულშემატკივარი, კვარაცხელია არის დიდი ფეხბურთელი და ძალიან კარგი ადამიანი, ის ქვეყნისთვის იმდენს აკეთებს და მომავალშიც იმდენს გააკეთებს რასაც შენაირი დაბოღმილი ადამიანი ფიქრშიც რომ არ დაუშვებს რა შესაძლებლობაც არ უნდა გქონდეს, ასეევე მაშფოთებს რომ ზოგიერთები ლაიკს გიწერენ და შენაირად ფიქრობენ, ნეტავ ხვიჩასნაირი ქართველი ადამიანი იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 80 პროცენტი ბედნიერი ცხოვრება გვექნებოდა ქართველებს, მაგრამ სამწუხაროდ ბოღმიანი და შურიანი ხალხი საკმაოდ ბევრია.
გიო
დავიჯერებდი შენს გულწრფელობას, მაგრამ "ავადმყოფობა რომ უცნაურად ჩანს", ასე მოფიქრალი ადამიანის ობიექტურობა არ მჯერა. უკეთეს შემთხვევაში, გულწრფელი ეგოისტი ხარ.
odala
ადამიანმა აზრი გამოთქვა, რა შუაშია დაბოღმილი და ლანძღვა?? უბრალოდ, ეს 21-წლამდელთა ჩემპი ცოტა გადაჭარბებულად ესმის ამ გრძელი კომენტარის ავტორს. მნიშვნელოვანი უფრო მაინც ევროპის შესარჩევია ეროვნული ნაკრების და მე პირადად არ მოვთხოვდი იქაც ეთამაშა და მერე 21-წლამდელებშიც. ამდენი თამაში, თან ასეთი მნიშვნელობის და ასე მოკლე პერიოდში უბრალოდ ძალიან ზედმეტია და ტრავმის შანსსაც ზრდის. მე ის გამიკვირდა თავად რომ თქვა უარი მონაწილეობაზე. როგორც წესი სპორტსმენები თავად იწევენ ხოლმე თამაშზე, განსაკუთრებით ახალგაზრდები, და მწვრთნელები და გარემოცვა ურჩევს ხოლმე დასვენებას.
თბილისელი
რა განცხადებაც გაავრცელეს კვარას სახელით, უნდა ოფიციალურად გაეკეთებინა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას: ასე და ასე, ხვიჩა გადაიღალა, პრიორიტეტულად მიგვაჩნია, რომ მან ითამაშოს ეროვნულ ნაკრებში და ა.შ. მაგრამ ჩვენი სპორტული ჩინოვნიკების ამბავი რომ ვიცი, ჩვენზე არ გადმოვიდეს გულშემატკივრების რისხვაო და "ალაპარაკეს" კვარა. კვარა არის 100-ჯერ ოქროს ბიჭი. გარდა იმისა რომ შეფასება მიიღო 9,0 (whoscored.com), ითამაშა თავდაჯერებულად, დახვეწილად, შესანიშაცი პასებითა და დრიბლინგით!
ირაკლი
დააცადეთ რა ამ კვარას, მოიყვანოს ცოლი ივლისში. როგორ არავის არ უნდა ამ კაცის ხელიდან გაშვება:) სხვაზე ლაპარაკი ადვილია. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ქვეყნისთვის რა გაუკეთებია.
დავით 67
გაუგებარია ამხელა პოსტი ხვიჩას ლანძღვას რომ მიუძღვენი. რა გინდა ამ ბიჭისგან რას მოითხოვ? გოლებს? ესეთი ჩავარდნა ყველას აქვს, თუ შეიძლება ამას ჩავარდნა ვუწოდოთ. აგერ იტალიაში ლეაოსაც არ ქონდა გატანილი გოლი 17 იანვრიდან 11 აპრილამდე, მაგრამ არავის მოსვლია აზრად არც პორტუგალიაში და არც მილანში მისი ლანძღვა. უბრალოდ ამ უაზრო კრიტიკისგან და ბოღმისგან უნდა განთავისუფლდე და ყველაფერი გამოგისწორდება, პირად ცხოვრებაშიც. რაც შეეხება ნაკრებს არაა საშუალო დონის ნაკრები და ეს არაა ხვიჩას ბრალი. მარტო მხოლოდ მარადონას შეეძლო მოგება მოეტანა გუნდისთვის. ხვიჩა მარადონა არაა,მაგრამ უძლიერესი ფეხბურთელია და არც ნაკრებში ზოგავს თავს. ის აუცილებლად მოუმატებს და მერე ალბათ დადუმდები
ქორ-პარიკმახერი
მესმის თქვენი პატივცემულო! განსაკუთრებით ის ავადსახსენებელი კოვიდი მახსენდება მწარედ. არ მომეწონა არც მე უარი ახალგაზრდულში თამაშზე, მაგრამ ვერ განვსჯი, არ ვიცი სხვის გულში რა ხდება და სულში რა იხარშება და მაგიტომ. შესაბამისად იმედია ხვიჩამ და ჟორჟმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და იმედი მაქვს ეს გადაწყვეტილება ახალგაზრდული ნაკრებისათვისაც სასიკეთო გამოდგება. თქვენ იცით ბიჭებო! წარმატებები ევროპის ჩემპიონატზე! და წარმატებები ბიჭებს ყველა ნაკრებში, ვისაც გული საქართველოსთვის უძგერს ყველა სიტუაციაში და ისე იხარჯება ქვეყნისათვის როგორც თუნდაც თქვენ ახსენეთ ქეცბაია იხარჯებოდა, ჩემთვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დამოკიდებული საქართველოს ისტორიაში კლასითაც და ჯიგრითაც.(სხვების ტიტულები არ მაინტერესებს, ქეცბაიას მხოლოდ კანკავა შეიძლება შეედაროს, უბრალოდ ჯაბას როგორც ფეხბურთელს ის კლასი და დონე ვერ ქონდა რაც ქეცბას).
nk
კარგია შენი გადასაწყვეტი, რომ არაფერი არაა და საერთოდ ნუღა უყურებ ნურც ნაპოლის თამაშებს და ნურც ნაკრებისას, შემთხვევით კიდევ ვინმემ არ გაწყენინოს. კვარას არასდროს არაფერი არ დაუკლია ნაკრებისთვის და შენ თუ ვერ აანალიზებ რატო არ/ვერ ითამაშებდა უ21-ზე ეგ შენი პრობლემაა. მეც ძალიან მინდოდა ეთამაშათ, რადგან კვარა და მიქას დახმარებით ერთ-ერთი ფავორიტები ვიქნებოდით ამ ჩემპიონატზე, მაგრამ მეორე ფაქტორიცაა სადაც განსაკუთრებით კვარაზე იქნებოდა 10მაგი ყურადღება, თავისი მოჩეხვებით და გატრამვის საშიშროებით. არი მეორე ფაქტორიც, მაგ ადამიანს აქვს საკუთარი ცხოვრება და არავის *რაკის საქმე არაა, ცოლს როდის მოიყვანს. ამას მიამატე თითქმის ორი წელი გადაბმული თამაში, სტრესი და ასე შემდეგ. მაღიზიანებენ შენნაირი პროფესორები, რომლებიც კვარასგან თავგანწირვას ითხოვენ და ამ დროს მგონია შენ საქმეში ერთი რიგითი პიროვნება ხარ, რომელსაც 10ჯერ მეტი მუშაობით ალბათ ცოტა მეტის მიღწევა შეუძლია, მარა სხვისი გაკიცხვა ყოველთის უფრო მარტივია (სხვა სხვის ომში ...)
ჟორა ხვედელიძე
მართლაცდა, მდააა.... რა ბოღმა გაქვს ასეთი, რას ერჩი ამ ჩვენ ოქროს ბიჭს? კვარაცხელია ყველაფერს სწორად აკეთებს. გასკდი გულზე შე ბოღმის ბუკეტო.გამომომივიდა ფეხბურთის ექსპერტი ეს უსამშობლო კაცი. ფუი.....
მდაა
რაც გინდათ ის იფიქრეთ რაც გინდათ ის იძახეთ , მაგრამ ეს გარემოება პირველ რიგში არის თქვენი ბრალი ….ვინმეს გახსოვთ არველაძის ჩემპიონობა და ბომბარდირობა ამა თუ იმ არც თუ ისე სუსტ ჩემპიონატებში ..?! ან კალაძის ჩემპიონობა სერია A -ში ან ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მოგება ( ყველას ახსოვს 2 ავტოგოლი) …?! სამაგიეროდ და სამწუხაროდ ყველას გვახსოვს რომ ნაკრებმა ვერცერთი ტურნირი ვერ ითამაშა…!!!! ასე რომ მე როგორც ქართველს პირველ რიგში მაინტერესებს საქართველოს ნაკრებების წარმატებები ასევე ქართული კლუბების …ხოლო რაც შეეხება ნაპოლის ჩემპიონობა თუ მეცის აღზევება ლიგა1-ში ეს არის სასიამოვნო ფაქტი იმ გადმოსახედიდან რომ იქ თამაშობს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და ეს მისი საკლუბო წარმატება ნაკრებს დაეხმარება ფსიქოლოგიურად … და თუ კი ეს ნაკრებს ავნებს როგორც ეს განაცხადა კვადაღლილიამ და მიქაუტაძემ ( ჯორჯის კიდევ შეიძლება გაუგო ჯერ ერთი არ გაზრდილა საქართველოში და ისე ვერ გრძნობს თუ რა არის ფეხბურთი ქართველებისთვის და მეორე ისიც რომ მნიშვნელოვან ტრანსფერის მოლოდინშია მოლაპარაკებები მიდის რასაც მიაქვს დრო და ენერგია ამის გარდა რისკი ტრამვისა რომელიც ჩაშლის ყოველივე ტრანსფერს ) ხოლო რაც შეეხება პირველს შე ოჯახაშენებულო თუ ეგრე გრძნობდი თავს რომ “გადაიღალე” რატომ არ სთხოვე ნაპოლის რომ გაჩემპიონების შემდეგ დაეზოგე ცოტათი მაინც თამაშობდი თითქმის 90 წუთს მესმის გინდოდა სტატისტიკის გაუმჯობესობა რაც არ გამოგივიდა და ბოლოს გამოგივიდა ის რომ ვისაც უყვარს ქართული ფეხბურთი ყოლივე წამს და არა როცა მოდაშია თავი შეაძულე !!!!! საქმე გვაქვს ჯერჯერობით ისტორიულ მოვლენასთან საქართველოში ტარდება ევროპის ჩემპიონატი სადაც ჩვენი გუნდი მოხვდა ამ ფაქტით და არა იმით რომ თქვენ ან თქვენმა წინამორბედებმა ივაჟკაცეს !!! მთელი ქვეყანა არის ლოდინის რეჟიმში რომ ჩამოვლენ ბიჭები ( უკვე ჩემდა სამწუხაროდ პირბელ რიგში კვარა ჩამოვაო ყველას არ აქვს იმის საშუალება რომ ნეაპოლში იაროს ) იბრძოლებენ ( თქვენ ერთი რამ ვერ შეიგნეთ ამ 30 წლის განმავლობაში რომ თქვენი თამაში არ არის საკმარისი შედეგის მისაღწევად შედევი რომ დადოთ უნდა იბრძოლოოოთ ) და ეგებ რამე სასწაულს გამოვკრათ ხელი ჯგუფიდან გასვლაც სასწაული იქნება და ოლიმპიადა თუ კი მითუმეტეს …შენ ამ განცხადებით მორალურად გატეხე ახალგაზრდული ნაკრები ეგ ერთი და მეორე ის რომ დააბრუნე ისევ ძველი ქართული სენი “ საჩკაობა” …ო ერთი მოგცლიათ რა ნაკრების თამაშია ფულს არავინ იხდის ვაი თუ ტრამვა მერე კლუბში ამერევა სიტუაცია და დავკარგავ პრემიალურებს ამ შენ მიდგომას შეხედავენ სხვებიც და ვიცი რომ ეს გადამდებია ერთეულებს არ ჭირდა საქართველოს ნაკრებში ეგ ავადმყოფობა ესენი იყვნენ ქეცბაია კანკავა და რაღაც დოზით კალაძე ( იმ ოჯახურ ტრაგედიის შემდეგ არავინ ელოდა რომ ნაკრებში ჩამოვიდოდა …ჩამოვიდა და ითამაშა კიდეც ) და ყველაზე უცნაური კი იყო ოქრიაშვილი მას შეეძლო კლუბებში “ესაჩკავა” მაგრამ ნაკრებში ის იხარჯებოდა 150% -ით ძაან მინდა ამ სიის გაფართოვება ( ვინც იმსახურებს და გამომრჩა ყველასთან ბოდიში) მაგრამ ამათ გარდა ვერავინ გავიხსენე ესენი არიან ასათიანი , კობი, ნავალოვსკი, იაშკა , გოგუა, სალუქვაძე , კვერკველია …ჩემი სუბიექტური აზრით ვისაც ყველა თამაშში ეტყობოდათ მონდომება და არ ნებდებოდნენ ბოლომდის გასაგებია რომ ყველას ამათ შეიძლება ოსტატობა არ ყოფნიდათ მაგრამ იბრძოდნენ ბოლომდის !!! აი შენ კი ვისაც ოსტატობა გყოფნის ხალხმა ზეცაში აგიყვანა ( რამდენად დამსახურებულად ეს საკითხავია ჯერ კიდევ ) ნეოპოლელების მესმის ამდენი წლის შემდეგ ჩემპიონობა მოუტანე აი ქართველების კი მიკვირს ჯერ არაფერი ეგეთი ხელმოსაკიდი არ გაგიკეთებია საქართველოსთვის არადა შანსი გქონდა ორჯერ პირველად კარგით ბატონო ავადმყოფობა რაც დღემდის უცნაურად ჩანს ხოლო მეორე შანსის არ გამოსაყენებად კი შენ თვითონვე ყველაფერი გააკეთე !!! როგორც შენ სამეზობლოში იმერეთში იტყვიან ხოლმე “ძალად “არ ითამაშე ეგ ევროპის ჩემპიონატიო …ეგ “ ძალად” კი რომ ვთარგმნოდ იმერულიდან ნიშნავს “ დაკიდებას “ არა მხოლოდ ნაკრებების და ქვეყნის პრესტიჟის არამედ სათითაოდ ყველა ნაღდ ქართველი გულშემატკივრის ამათში მე არ ვთვლი “ იმ თბილისურ ბომონდს” ვისთვისაც მოდაშია ნეაპოლური უიკენდები … მე ვამბობ იმ ხალხზე ვისაც უყვარს ქართული ფეხბურთი ყოველივე წამს ….!!!! და ძან გამიკვირდება აწი ეგეთი მხარდაჭერა გქონდეს აწი საკლუბო კარიერაში …სხვისი არ ვიცი მე ჩემსას ვიტყვი შენგან დაკიდებულს დღეიდან მკიდია ეგ შენი ნაპოლი …ეგ კი არა ჩემი გადასწყვეტი რომ იყოს გაგიშვებდი პირველი ნაკრებიდანაც თუ იქ ხარ დაღლილი მაშინ აქ რაღა გინდა …წადი დაისევენე რომ დაისვენებ ძააან დიდი ბოდიში მოიხადე და აი მერე ვნახოთ თქო !!!! ვიცი რომ ამას არ იზამს ფედერაცია ( შედეგები კვიპროსთან და შოტლანდიასთანო ჯანდაბას ეგ ორი თამაში სამაგიეროდ შენი საქციელი გადამდები არ გახდებოდა …თან შენი ბოლო თამაშებიდან მოლოდინი არც თუ ისე მაღალია ) რაც ძაან დიდი შეცდომა იქნება სამომავლოდ !!! ბიჭებთან კი მაქვს ერთი თხოვნა რომ ისე ითამაშონ ევროპის ჩემპიონატზე ( არა და ვიცი რომ შეუძლიათ ამ გაპიარებულ კვადაღლილიაზე არა ნაკლებად ნიჭიერი ბიჭები არიან იმ ნაკრებში ) რომ გვათქმევინონ კიდევ კარგი რომ უარი მისით თქვა თორემ აქ ზამენაზეც არ მოუწევდა თამაშიო !!!! აბა ჰე ბიჭებო თქვენ იცით ღმერთი თქვენსკენ !!!!
ირაკლი
მიქაუტაძეს 3 ქალით კი არა 3 ქულით უნდოდა წასვლა სახლში, თუმცა პირველი ვერსიაც არაა ცუდი.
odala
მოიცა, საშინელი რატომ იყო თამაშის ხარისხი? ან ვინ არის ეს წამყვანი, ფეხბურთელი მაინც არის? ასე უაზროდ დაახეთქო, რომ საშინელი იყო თამაში, არასწორია. ნორმალურად აგორავეს ბურთი. უბრალოდ, უაზრო შეცდომები იყო, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ჩვენი ნაკრების თამაშებს - ბავშვური ჯარიმები, რამდენიმე უაზრო კუთხური, პენალტი არაფრიდან და ა.შ. მაგრამ ვუტევდით და ინიციატივა ჩვენი იყო. ამ დროს შეცდომებიც ბუნებრივია.
Charley
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ასეთი ტექნიკის და ინტელექტის პატრონს როგორც კვარაა რბილად რომ ვთქვათ საფინიშო დარტყმა საკმაოდ გასაუმჯობესებელი აქვს, ყველას მაგარი დარტყმები ქონდათ ვინც ადრე ასეთ კატეგორიაში გადიოდნენ ბაჯოს, ბერკამპს, ზიდანს, ტოტის, ეფენბერგს, ყიფიანს და ას.შ. აგერ რუდი გარსიას ერთი დადებითი რაც ააქვს მის გუნდებში ვინგერები ყოველთვის წინა პლანზე იყვნენ და მის ხელში გარემარბებს სოლიდურად გაქონდათ გოლები. იმედია კვარას "დარტყმის" გასაუმჯობესებლად პირადად დაინტერესდება და კონკრეტული ტრენინგებით თუ რჩევებით ხვიჩას ამ კომპონენტს გაუუმჯობესებს ეს ხომ მის პირდაპირ ინტერესებშიც შედის.
G.LA
მადლობა ვიდეოსთვის, კარგი ვიდეოა და იმედია კიდევ დადებთ. ამ ვიდეოთი თითქოს უფრო ახლო კონტაქტი გვაქვს ჩვენ ბიჭებთან.
ვატა
ბერიძეს რას ვერჩით? იცის მაგ ბიჭმა თამაში და თან სისწრაფეზეა, სადაც წავიდა ყველაგან ითამაშა. კი, არ არის დიდი ნიჭის პატრონი მაგრამ თავის შრომით ხოდზეა. მინიმუმ სკამზე ყოფნა და ბოლო ათი წუთი ეკუთვნის. ბეშიქთაშს რო ორი გოლი გაუტანა, მარტო მაგიტომ უნდა დაუძახო სულ თუ არაფერი.
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა