ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე A ჯგუფში შოტლანდიამ სამივე მატჩი მოიგო, 9 ქულით ლიდერია და 20 ივნისს საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ დევიდ მარშალმა Sky Sports-ს განუცხადა, რომ მათი ნაკრები შესანიშნავ ფორმაშია და ქართველების დამარცხების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე გავლენ:

"ტურნირის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ნორვეგია 8 ქულით ჩამოიტოვეს და ეს გუნდი გლაზგოში უნდა გვეწვიოს. საკვალიფიკაციო ტურნირის ფანტასტიკური დასაწყისია. სატურნირო ცხრილის ყურება სასიამოვნოა. ესპანეთს და ნორვეგიას სძლიეს. სამშაბათს საღამოს "ჰემპდენ პარკზე" ამაღლებული განწყობა იქნება, ვინაიდან შოტლანდია საქართველოსთან მოგებათა სერიის გაგრძელებას და სატურნირო მდგომარეობის განმტკიცებას იმედოვნებს.

გამარჯვება შოტლანდიას ევროპის პირველობაზე გასასვლელად ფანტასტიკურ მდგომარეობაში ჩააყენებს. ასეთ სიტუაციაში მყოფებმა მიზანს რომ ვერ მიაღწიონ, იმედგაცრუებული დარჩებიან. ახლა საქართველოსთან მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის".

margal
შოტლანდია-საქართველო 1-3.კვარას დუბლს ვიხილავთ დღეს.
მირო
თავიდანვე ხასიათი უნდა გამოვავლინოთ არ ვგულისხმობ ვინმეს მოჩეხვით,პირველი გასროლით ან რამე დამუშავებულის ჩვენებით რომ მაყურებელიც მოწყვლად გავხადოთ და არ იყვნენ აგრესიულნი თორე ხმაურით იხმაურებენ.1:2
გივი
ოცნებას კაცი არ მოუკლავს!
Del Piero
კი ზუსტად მასე იყო მარა საფრანგეთი კი არა იტალია გავიყვანეთ. საფრანგეთს პირველი ადგილი ჰქონდა განაღდებული.
პაპა
არამგონია ჩვენმა ბიჭებმა ესე ადვილად გაგასეირნოთ, იმაზე იფიქრე ერთი ქულა მაინც დაგრჩეთ, ჩვენებს კი ვთხოვდი, ერთი მაგრად კაცურად მიაწექით.
rasa
ეს მორიგი ჯერი არ მთავრდება. სულ მომავლის იმედი
რეზზ
ტრადიციულად იმედი უნდა გაგიცრუოთ ;)
დავით აღმაშენებელი
მოვიგებთ ამ თამაშს შოტლანდია არც ისე ძლიერია , ჩვენებმა კარგი მოთელვა გაიარეს კვიპროსთან.ახლა ჩვენი დროა დიდხანს ველოდიიით ეა ვეა რა ლამაზი დღეა
რა მაფიაა?
მთლად ჯგუფში ჩატოვებაზე ლაპარაკი მეტისმეტი იქნება, მარა მორიგ ჯერზე შევუქმნით პრობლემებს შოტლანდიელებს შესარჩევში... ტყუილად არიან ასე თავდაჯერებულები )))
Vasili
არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია რომ ამ თამაშს არ წავაგებთ!!
ლაშა
რატომღაც მგონია, რომ ზედიზედ მეოთხე მატჩის მოგებას სკოტები ვერ შეძლებენ!
ქობულეთიდან
სხვათა შორის, შოტლანდიას თბილისში 2 ჯერ მოვუგეთ, 2:0 და 1:0, 2007 წლის შემოდგომაზე უმოტივაციოდ ვიყავით და ზემოტივირებული შოტლანდია, რომელიც მოგების შემთხვევაში ევრო 2008-საგზურს ინაღდებდა, ოცნებები დავუსამარეთ.მახსოვს ახალგაზრდა მაკარიძე იდგა კარში, გოლები კი მჭედლიძემ და სირაძემ გაიტანეს. ჩვენი მოგებით საფრანგეთის საქმე გავაკეთეთ და ისინი გავიყვანეთ ფინალურ ეტაპზე.
G.LA
ჩაგეთვალა.
ლაშა
ესენიც მთიელი, დუნკან მაკლაუდები არ იყვნენ რა...
dfsa
ესეტი მოგების დედაც ვაი ტქვენს პატრონს
გივი
დღეს ესპანეთმა თუ მოიგო ერთა ლიგა ანუ ჩვენ ლიგაში მესამე ადგილოსანი გადის ევროპაზე?
ave
ეს თამაში ფრედ დამთავრდება.
რაბუ
მხოლოდ მოგება იქნება სასურველი შედეგი. ღმერთმა ნუ ჰქნას 12 ქულაზე გაიქცნენ სქოთები. ესპანეთს ვერ გავუწევთ კონკურენციას. მოგება ჯგუფსაც დააბალანსებს და ჩვენ შანსებსაც ბევრად ზრდის
G.LA
ერთხელ ჩვენ უკვე არ გაუშვით სქოთები ჯგუფიდან, როდესაც თბილისში მოვუგეთ. ვნახოთ ახლა რა გამოვა.
სოსო
ზედიზედ 4 გამარჯვება,გრანდებისთვისაც კი,საკმაოდ მძიმე ამოცანაა!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ევრო 2024 უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - მასპინძლებმა შოტლანდია გაანადგურეს [VIDEO]
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ