საქართველოსა და კვიპროსის (2:1) შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შემთხვევით მასპინძელთა ავტობუსში ავიდა, რა დროსაც თემურ ქეცბაიამ ხუმრობით თქვა:

"დაკეტეთ კარები, ჩაკეტეთ ეგ მანდ, არ გამოუშვათ".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ლარნაკაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ 4 ქულით ჯგუფში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, ხვალ, 20 ივნისს კი, ლიდერ შოტლანდიას (9 ქულა) შეხვდება.

გეგი
კი ბატონო სრულიად გეთანხმებით.ვენაცვალე ამ კაცს.
გეგი
ქეცბა კიდევ გეეენაცვალეეეე!!!
ვახო
ქეცბა კაცი ხარ! ფეხბურთელობის დროს ხომ ნაკრების ჭეშმარიტი ლიდერი იყავი, მე არ მახსოვს თამაში რომ შენ ბოლომდე არ დახარჯულიყავი, მთელ ჯიგარს დებდი. მწვრთნელობის დროს ხომ ჩვენ ბიჭებს ასაქმებ და პატრონობ.შეიძლება სადმე რამე ისე არ გამოგივიდა, მაგრამ ვერავინ გაბედავს თქვას თემური საქმეს ზერელედ მოეკიდა და შიგ სული არ ჩადოო. ყველას და ყველაფერს რა ჩამოთვლის, რაც შენ ქართული ფეხბურთისთვის გაგიკეთებია და დღესაც აკეთებ და მინდა იცოდე: ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს გვიყვარხარ და ყოველთვის გვეყვარები. დარწმუნებული ვარ რომ ყველა ჭეშმარიტი ქომაგი დამეთანხმება!
სოსოს
მოზარდში სიმაღლეში ზრდა-განვითარება ორგანიზმში რძის მჟავის რაოდენობაზეა დამოკიდებული პირდაპირპროპორციულად. საქმე იმაშია, რომ სსრკ-ს სპორტთან მიმართებით ბევრი რამ, მაგალითად სამედიცონო დისპანსერები და კონტროლი საკმაოდ განვითარებული ჰქონდა. გდრ-ს, შემდეგ ჩინეთს და სსრკ-ს ჰქონდა ისეთი პრინციპი აღზრდის, როგორიცაა ბავშვისადმი კომპლექსური მიდგომა. მოკლედ რომ ვთქვა გერმანიაში, ჯერ კიდევ ნაცისტურ ეპოქაში, კოჭებში ატყობდნენ ბავშვს თუ რა მიმართულებით უნდა განევითარებინა ბავშვს თავისი ნიჭი... ვიცით რომ ჩვილს თუ ჩავსვამთ აუზში, ის გაცურავს, რადგან მას დედის მუცლიდან თანდაყოლილი ინსტიქტი გააჩნია. თუ ბავშვის ცურვაზე მიყვანას გვიან, 6-7 წლის ასაკში გადავწყვეტთ, მას მცირედით წყლის შიში აქვს და გაცილებით გვიან სწავლობს ცურვას. ცურვა ძვლებს ამკვრივებს და რაქიტის ჩამოყალიბებას გამორიცხავს. ცურვა საფუძველია ყველა სპორტის სახეობაში წარმატების მისაღწევად და თუ ცურვა არ იცი, ვერანაირად ვერ იქნები წარმატებული სპორტსმენი! ცურვა ძვალ-ხრტილოვან სისტემას ამაგრებს მისი ზრდის ჩათვლით და მუხლის სისუსტე, ტერფის არეში ტკაცუნი თუ მენისკის ნიშნების ჩამოყალიბება გამორიცხულია. სწორედ ამიტომ იტალიელები, ბავშვის აღზრდა-ჩამოყალიბების კუთხით წყალსა და თხილამურებზე დგომას აუცილებელ კრიტერიუმად თვლიან. ბავშვის ცურვაზე (რაც უფრო ადრე, მით უკეთესი) და შემდეგ ტანვარჯიშზე სიარული, რომელიც თავის მხრივ, უკვე მოძრაობის ამპლიტუდას გაუზრდის მოქნილობის ხარჯზე აუცილებელია. ცურვასა და ტანვარჯიშზე უნდა ვატაროთ დაახლოებით ორ-ორი წელი. ძვალ-ხრტილოვანი სისტემის და მოძრაობის ამპლიტუდის (შპაგატი და ა.შ.) გაზრდით ბავშვს, როდესაც ის უკვე დაახლოებით 8-10 წლის ასაკშია, რწმენა გაუჩნდება თავისი თავისა, რადგან ის უკვე ძლიერი იქნება ფიზიკურად და დანარჩენი ზარმაცი ბავშვებისაგან განსხვავებით მაღალი! სპორტში ასევე არსებობს ზოგადი პრინციპი, რაც გულისხმობს სხვადასხვა სპორტის სახეობებში აქტივობას თავისუფალ დროს (კალათბურთი, ჩოგბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი) და სპეციალური, როდესაც მხოლოდ შენს არჩეულ სპორტის სახეობით კავდები, ვგულისხმობ სეზონურად. მე იმას არ ვგულისხმობ ერთდროულად რამდენიმე სპორტის სახეობაზე იარო, ეს არაფრისმომცემია. ვგულისხმობ იმას, რომ როცა ნორჩ ფეხბურთელს სეზონები აქვს, ის ფეხბურთითაა დაკავებული, მაგრამ როდესაც აქტიური დასვენების პერიოდით სარგებლობს შეუძლია დაკავდეს კალათბურთით და სხვ. სპორტის სახეობებით. ასეთივე მეთოდი გამოიყენება ფიზკულტურის ინსტიტუტში. ვთქვათ მძლეოსანი, სხვა საგნებთან ერთად (ბიოლოგია, ბიოქიმია, ანატომია და სხვ.) აბარებს კალათბურთის, ხელბურთის, ფრენბურთის, ფეხბურთის ელემენტარულ დისციოლინებს.
გიო9
კვარა კვიპროს ში ხომ არ გადადიხარ სათამაშოდ?) ეს საკვალიფიკაცია მაინც დაგვასრულებინე წარმატებით შენ რომ იცი ხოლმე ისე))
სოსო
რამდენიმე თვის წინ,რაღაცა სტატისტიკურ მონაცემებს გადავაწყდი და იქ ეწერა,19 წლის ხორვატი ბიჭის საშუალო სიმაღლე,183,3 სანტიმეტრიაო!არადა სულ ვფიქრობდი,ნაკრებისათვის ასეთ ოქლაქებს,სად პოულობენ მეთქი.რა იწვევს ადამიანის სიმაღლეში ზრდას?ცხოვრების კარგი პირობები და სწორედ აქ მივედით,ლაშას პოსტთან.ხშირად წამიკითხავს,ყოფილი იუგოსლავიის ყველა,თუნდაც პატარა ქალაქში,სტანდარტული ზომის აუზი და სპორტული დარბაზიაო,სტადიონებზე უკვე აღარ არის საუბარი.ყველა ახალგაზრდა,სპორტითაა დაკავებული და იმის გამო,რომ ევროპის ცენტრშია,აქ მომზადებული სპორტსმენები,მთელ ევროპას არიან მოდებულნი,თანაც წარმატებულები!სპორტი,იქ წარმატებული ბიზნესია და ქვეყნისათვის დიდი შემოსავალაი მოაქვს.იუგოსლავიამაც გამოიარა საშინელი სამოქალაქო ომი,უდიდესი მსხვერპლით და დაპირისპირებით,ნგრევით და ქვეყნის ნაწილებად დაშლით,მაგრამ, ეს ტრადიციები,არც ერთ შემადგენელ ნაწილს არ დაუკარგავს და შეინარჩუნეს სპორტული მიმართულება.დღეს მთელი საქართველოს ახალგაზრდობა,უცხოეთისაკენ იყურება და პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში,აქედან გარბის.თუ აქაც შეიქმნება მსგავსი ინფრასტრუქტურა,მაშინ ქართველი ახალგაზრდა,სპორტით დაკავდება,ჯანმრთელი გაიზრდება, იგრძნობს პერსპექტივას და უკვე ცხოვრებისთვის მომზადებული გავა ქვეყნიდან.მერე კი,რაკი მან უკვე იგრძნო,რომ ის ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია,ის კვლავ დაუბრუნდება სამშობლოს და თავის ქვეყნისათვის იღვაწებს.მაშინ აღარც გადაშენების საფრთხე შეგვექმნება,რადგან გარანტირებული მომავლის პირობებში,აღარც ოჯახების შექმნას და რამდენიმე შვილის გაჩენას მოერიდებიან,როგორც დღეს არის.
ლაშა
ბევრი კვარასნაირია საჭირო საქართველოს ნაკრებში საჭირო... რამდენი წელია თანამედროვე სტადიონი გვქონდა მხოლოდ 2: დინამო არენა და ლოკომოტივი, შემდეგ დაემატა ბათუმის სტადიონი, რამაც ადგილობრივ საფეხბურთო ბუმს ბიძგი მისცა. ახლა რამაზ შენგელია და სხვა სტადიონები განახლდა. ეს კარგია, მაგრამ არასაკმარისი! იცით, როდესაც მოდრიჩს ჰკითხეს თუ როგორ აღწევს ხორვატიის ნაკრები ამგვარ წარმატებებსო, მან უპასუხა, ჩამოდით ხორვატიაში და თქვან თვითონ იხილავთო... ლუკამ იგულისხმა ხორვატიაში ბრწყინვალედ მოწყობილი ინფრასტრუქტურა, ბაზები, ბავშვთა აკადემიები არამარტო უმაღლესი ლიგის კლუბებს, არამედ ყველა კლუბს, ოღონდ შედარებით მცირებიუჯეტიან და მაგალითად მეორე ლიგის კლუბს შედარებით მცირემასშტაბიანი აკადემია გააჩნდა! როგორც ფორმულა 1 ვერ განვითარდება კარგი ტრასის გარეშე, ისე ფეხბურთი ვერ განვითარდება კარგი მოედნების გარეშე. ეს მარტივია და აგერ 30 წელია ამას ვერ მივხვდით! რათქმაუნდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ აშენებული და განახლებული სტადიონები კიდევ უფრო განავითარებს ფეხბურთს, მაგრამ კიდევ უფრო მეტია საჭირო. უბრალოდ ერთი რამაა გასაკეთებელი საწყის ეტაპზე, კარგი სტადიონი და მის ირგვლივ თუარა, მის მახლობლად ბაზები (საფეხბურთო მოედნები), ინფრასტრუქტურა და მცირე თუ დიდი აკადემიები (კლუბის ბიუჯეტიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე). პ. ს. ერთი ჩემი კურსელი მძლეოსნობაში, რომელიც თარჯმორბენალი იყო, გახლდათ ჩილეში შეჯიბრზე. სადაც 110 მ/თარჯრბენში შეჯიბრი ჩატარდა, მის გარშემოო იმდენი საფეხბურთო სტადიონი იყოო თვალს ვერ ვუწვდენდი თუ სად მთავრდებოდაო ისინი, როგორც ზღვის მეორე ნაპირს. ჩილე, რომელიც არცთუისე ძლიერი, თუმცა მსოფლიო რეიტინგში 40-ეულში მყოფი ქვეყანაა! ასეთივე მსგავსი მდგომარეობაა შოტლანდიაში, თუმცა ჩვენ მათთვის მოგვიგია არაერთხელ და წარმოიდგინეთ მათთან მიახლოებული რომ ვიყოთ განვითარებით! ამიტომ ნუ ველით მსოფლიო ჩემპინატზე გასვლას და შემდეგ იქ წარმატებას ზემოთმოყვანილი რეკომენდაციის გათვალისწინების გარეშე. თავს ნუ ვიტყუებთ და ნურც ნურავის მოვატყუებთ. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ნიჭი კი გვაქვს, მაგრამ ის განვითარების გარეშე ფუჭია! ამიტომ კიდევ 30 წელი რომ გავიდეს და იგივე ინფრასტრუქტურა გვქონდეს, რაც დღეს გაგვაჩნია, არაფერი შეიცვლება, დამიჯერეთ.
ირაკლი
ქეცბა, მაგარი კაცი ხარ!
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
100 საუკეთესოში მე-14 ადგილზე - ხვიჩა The Guardian-ის რჩეულებს შორის მოხვდა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...