დღეს, 20 ივნისს (22:45), საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურში შოტლანდიას ესტუმრება. შოტლანდიელები 3 მატჩის შემდეგ, მოულოდნელად, უდანაკარგოდ არიან. სტივ კლარკის გუნდმა კვიპროსსა და ესპანეთთან გამარჯვებას ნორვეგიის ნაკრებთან მატჩის ბოლოს მოპოვებული სამი ქულაც დაამატა.

"ჰემპდენ პარკზე" სტუმრებს მუდმივად უჭირთ (შოტლანდიამ აქ ბოლო 5 მატჩი მოიგო და ერთი გოლი გაუშვა), მათ შორის, საქართველოს ნაკრებსაც. "ჯვაროსნებმა" სქოთებთან ორივე გასვლითი დაპირისპირება დათმო, თუმცა როგორი იყო თბილისური შეხვედრები? ერთხელ შოტლანდიელებს ევროპის ჩემპიონატის საგზური ჯიბიდან ამოვაცალეთ, როცა კლაუს ტოპმიოლერის "ბავშვებმა" - გიორგი მაკარიძემ, ლევან ყენიამ, ლევან მჭედლიძემ, ისინი უშანსოდ (2:0) დაამარცხეს. მოვიგეთ (1:0) 2015 წელსაც, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით.

ივნისის მატჩებამდე ვთქვით, რომ ვილი სანიოლის გუნდს სტუმრად მეორე ნომრად თამაში და კონტრშეტევებზე სისწრაფეების გამოყენება უადვილდება, თუმცა, როგორც კვიპროსის, ასევე შოტლანდიის ნაკრებები იმ კატეგორიის გუნდებს განეკუთვნებიან, ბურთის ფლობა მათი ძლიერი მხარე რომ არაა. ასე რომ, ამ მხრივ ფრანგ მთავარ მწვრთნელს ისევ დილემა აქვს. ვილიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თავისი გუნდის სწამს და ხაზი ამ თაობისთვის ისტორიული შედეგის მნიშვნელობას გაუსვა.

გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა რეალური იქნება, რადგან შოტლანდიელებთან სხვაობა ასეთ დროს 2 ქულა გახდება, ერთი მატჩით კი ნაკლები გვექნება ჩატარებული.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, გამარჯვების მიუხედავად, ცვლილებებს ველით. რა თქმა უნდა, გიორგი მამარდაშვილი კვლავ სასტარტოში იქნება. სანიოლი ისევ 3-მცველიან ტაქტიკას მიმართავს. კვიპროსის ნაკრებთან ჩატარებულ მატჩში კარგად გამოჩნდა, სტანდარტულების დროს მეორე სართულზე როგორ გაგვიჭირდა, ეს კი შოტლანდიელებს უკეთ გამოსდით. აქედან გამომდინარე, დაცვის ხაზში 2 ცვლილებას ცელით - ოთარ კაკაბაძის ადგილს საბა კვირკველია დაიკავებს. რაც შეეხება ლოჩოშვილის შემცვლელს, აქ მნიშვნელოვანია, მოსამზადებელ პერიოდში ირანში მოთამაშე გიორგი გველესიანმა თავი როგორ წარმოაჩინა. კიდევ ერთი ვარიანტი ტანმაღალი ლაშა დვალია.

თუ გასვლით მატჩებს გავიხსენებთ, სანიოლი მარჯვენა ფლანგს ხშირად უფრო დაცვაზე ორიენტირებულ ოთარ კაკაბაძეს აბარებდა. საბა ლობჟანიძე წინა დაპირისპირებაში მშვენივრად ჩაერთო, თუმცა კაკაბაძის თამაშს უფრო ველით. როცა ორი შეხვედრა ასეთი ინტენსივობით ტარდება, როტაცია ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა, სავარაუდოდ, ის ირაკლი აზაროვს არ შეეხება, რადგან კვიპროსში მშვენიერი იყო, გიორგი გოჩოლეიშვილი კი საპირისპირო ფრთაზე პასიურად გამოიყურებოდა. ამ შეხვედრის შემდეგ ეს ორივე მოთამაშე 21-წლამდელთა ნაკრებს უნდა შეუერთდეს.

რაც შეეხება ნახევარდაცვას, მიუხედავად კვიპროსელებთან ნიკა კვეკვესკირის ცუდი გარჯისა და ლუკა გაგნიძის მოედანზე აქტიურად შესვლისა, ცალსახად იმის თქმა, რომ გამოცდილი ნახევარმცველი შოტლანდიაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს, გაგვიჭირდება. სანიოლი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მზადყოფნას დიდ ყურადღებას მიაქცევს. ოთარ კიტეიშვილი პირველივე წუთებიდან უნდა ვიხილოთ. იქნებ გარკვეული დრო სანდრო ალთუნაშვილსაც მიეცეს, რომელიც ავსტრიულ "ვოლფსბერგერში" გადავიდა.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა თქვა, რომ გასულ მატჩში ჩვენი შემტევები დაცვას სათანადოდ არ ეხმარებოდნენ. გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილის ძირითად შემადგებლობაში ყოფნამ ეს საკითხი უფრო უნდა დააბალანსოს. ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე კვლავ პირველივე წუთებიდან შეუტევენ. ბუდუ ზივზივაძეს მხოლოდ ორფორვარდიან ტაქტიკაში ვიხილავთ.

სანიოლი მაქსიმალურად ცდილობს, თავის გამოჩენის საშუალება განაცხადში მყოფ ყველა მოთამაშეს (მეკარეების გარდა) მისცეს, რადგან შეხვედრებს შორის ინტერვალი ცოტაა, 5 შეცვლის უფლება კი საკმაოდ ბევრია. ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ არ გვიხსენებია - ტაბიძე, მამუჩაშვილი, შენგელია, ქვილითაია...

შეხვედრის მთავარი მსაჯი 44 წლის უნგრელი ისტვან ვადი იქნება, რომელმაც წითელი ბარათი უნგრეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ორივე მატჩში გამოიყენა.

KOSTAKURTA
დაწერეს უკვე. და თან მერამდენედ!
ვოოტ
ბრძოლის ჟინი და უნარი არასდროს აკლდათ, მაგრამ სკოტებს ასეთი დაბალანსებული გუნდი 1982 -შიც არ ჰყოლიათ... მე ვინ მკითხავს, მაგრამ ქულაზეც თანახმა ვარ... ყველაზე ცუდი ისაა, რომ გვაფასებენ და თითქოს გვიფრთხიან კიდეც...
დავიდუსი
ბევრი კომენტარი წავიკითხე, გეგონებათ საფრანგეთს ან ინგლისის ნაკრებს ვხდებით! არ ვიცი როგორ დამთავრდება ეს თამაში, მაგრამ ერთს ვიტყვი ჩვენ თუ ტაქტიკურად სწორად , დისციპლინა ნორმალური იქნება აუცილებლად დადებითი შედეგი გვექნება, რამდენადაც ზოგს არ უნდა დანახვა, ასეთი ახალგაზრდები კვარა , მიქაუტაძე, დავითაშვილი, კოტე, მამარდაშვილი, აზაროვი, კარგა ხანია არ გვყოლია! თუ უყურეთ ნორვეგია შოტლანდიის თამაშს, არ მითხრათ ახლა , თამაშით მოუგო ნორვეგიას! კვარა დღეს გოლს გაიტანს! წინ საქართველო!!;
შახრუდინი
სასაცილოა…ესეიგი ნაკრების კაპიტანი კაშია სკამზე?
Levani
საქართველო 1,5+ 5,5 საჩუქარია
გია
ყოველთვის სიამოვნებით ვკითხუკობ შენს კომენტაემრებს. ყოველთვის ზუსტ და რეალურ ანალიზს აკეთებ.
ალექს
ეს თავზე ნაცრის წაყრა და მითუმეტეს შავით თეთრზე თქმა ვინ გვასწავლა ერს?? ახლა რა გინდათ რომ საფრანგეთივით ყველა სახეობაში გრანდი ვიყოთ?? ამ სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანური რესურსით მწირი ქვეყნის სპორტული შედეგები ალბათ საოცნებოა ბევრისთვის. რაგბის ნაკრები და წყალბურთელები ამის ნათელი მაგალითია, კალათბურთში ბოლო ათწლეულია ყველასთვის ანგარიშგასაწევი ნაკრები გვყავს და როგორც იქნა ფეხბურთის გამოცოცხლება დაიწყო. ქვეყნის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო უკეთესი შედეგები იქნება უეჭველი და მეტი რა ვქნათ ახლა, კრიკეტის და ჰოკეის ნაკრები გინდათ?!
ლევან მაღლაკელიძე
მამარდა, კაკაბაძე, გველესიანი, დვალი, გოჩოლე. კიტე, გაგნიძე, ლობჟანიძე, დავითა, კვარა და ჟორჟი.
ბესო
თქვენი არ ვიცი და მე ამ გუნდთან უფრო მეიმედება გამარჯვების , ვიდრე კვიპროსთან მქონდა . მთავარია მოვიგოთ და როგორ და რანაირად ვითამაშებთ არ მაინტერსსებს . ,, ხვედელიძე !!! გოლი მინდა ! გოლი ! " )))
Mr.kostaia
ჰე ბიჭო დაიწყეთ აბა,დამაწყდა ნერვები :)))
Lasha
2.0 s cavagebt
დავით 67
რა თქმა უნდა უშანსოდ წააგებენ,თანაც დიდი ანგარიშით. როგორც ყოველთვის საქართველოში უმეტესობა რეალობას აცდენილია ყველაფერში და ზოგს კიპროსის "ვაი მოგების" ,შემდეგ ილუზიაც კი გაუჩნდა ჯგუფიდან გასვლის, ალბათ დაავიწყდათ რომ ჯგუფში ესპანეთიც არის და ნორვეგიაშიც სათამაშოა აქვს ნაკრებს. ნურავის ეგონება რომ მე არ ვქომაგობ ნაკრებს, მაგრამ ერთი კაცის, ჰა ჰა 2-ის იმედზე არაფერი გამოვა. საქართველოს ნაკრები გუნდი არაა. ზუსტ პასების ვერ აკეთებენ, ვერ დარბიან. შოტლანდის თამაშს უყურეთ? რა სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ. მეორე სართულზე ხომ ყველა ბრძოლას წავაგებთ. მინდა ასევე ავღნიშნო, რომ პოსტსაბჭოთა (არ მიყვარს ეს სიტყვა) ქვეყნებმა ჩვენზე უკეთესად ჩაატარეს წინა ტურის მატჩები. სომხებმა ხომ საერთოდ. ლატვიამაც მაგრად იბრძოლა კაცნაკლულმა თურქებთან, ასევე ლიტვამაც კაცნაკლულმა ფრეს მიაღწია.გუშინ ბელორუსმა და ყაზახებმაც მოიგეს. მოკლედ ყველა ბრძოლას არ აკლებს. ჩვენთან კიდევ ფეხბურთელებ გულშემატკივრიანად ხომ მოვიგეთო გაიძახიან. მოკლედ სპორტის (არამარტო) გუნდურ სახეობებში მაგრად გვიჭირს და ეს დღესაც დამტკიცდება. ისე ცალცალკე იცოცხლე ჭიდაობა გინდა თუ ძალოსნობა და ა.შ მაგრები ვართ
Levani
კვეკვე არა მალხაზ ასათიანი დააყენეთ. (ისე რომ დაუძახონ მე მგონია კი აჯობებს,თუ არ გახდა ბევრი ქართველი ვეტერანივით 30კილოთი მეტი)
მირო
ბიჭებო X2 ჯდება დღეს,ასეთი პირი უჩანს,კოეფიციენტს უწევენ ქვევით ჩვენსას,არ უნდა წავაგოთ.
კ.მარქსი ფ.ენგელსი
კვარა ჩაუბაბანებს.
ბუჯანგა
რა ისტორიას წერთ ასეთს როგორიც ჯერ არ დაგვიწერია..კლასით და ფეხბურთელების ტაქტიკურ ფიზიჯური მომზადებით აშკარად ჩამოვრჩებით მეტოქეს რომელიც სახლში ისევ მოუნდონებს თავისი სიძლიერის დამტკიცებას..მოტივაციაც ჩვენზე უფრო ძლიერი გააჩნიათ პასუხისმგებლობის გათვალისწინწბით.. მოფების არ ვიცი მაგრამ ქულის აღება ასეთ გუნდთან დიდი მიღწევა იქნება..ამასაც მაწსიმალური ყუეადღებით თამაში ჭირდება..დღეს სამი მცველიტ და ხუთი ჩამშლელი ნახევარმცველით თამაში აჯობებდა..რომ ცენტრიდან საიდანაც ვითარდება სკოტების შეტევები იქვე რომ ჩავშალოთ..ასე რომ რვა კაცს ტავდადებული ტამაში დაჭირდებათ რომ კვარას და ჟორჯიკას თამაშის საშუსლება მიეცეთ..
ქუთაისელი
რამდენი შემადგენლობა დაწერეს გულშემატკივრებმა, და ყველას მოსაწონი მაინც არცერთი არ არის. ასე, რომ, სანიოლ, ვინც გინდა დააყენე, მთავარია მოვიგოთ.
Mr.Kostaia
ვხედავ მაგრად ამხნევებ ბიჭებს სოსოია
Mr.Kostaia
მეც დავწერ ჩემებურ ვერსიას: მამარდაშვილი- კაკაბაძე-კაშია-გველესიანი-გოჩოლეიშვილი- -ლოჩოშვილი- გაგნიძე-კიტეიშვილი დავითაშვილი-მიქაუტაძე-კვარაცხელია ზამენები: კაკაბაძე-ლობჟანიძე; გოჩოლეიშვილი-აზაროვი; დავითაშვილი-შენგელია; მიქაუტაძე-ძიბძიბაძე; ერთ ზამენის უფლებას სანიოლს მივცემ,გამოიყენოს თავის შეხედულებისამებრ :) ლოჩოშვილი ჩვენს საჯარიმოში არ შეუშვათ :) ვფიქრობ საჯარიმოს გარეთ ჩამშლელად ხისტად იმუშავებს და უფრო პროდუქტიული იქნება. გველესიანს ვფიქრობ უნდა მიეცეს შანსი,ნაღდად ვარ დარწმუნებული თავს დადებს. ბუდუსაც არ ვეძახდით ნაკრებში,მაგრამ მოვიდა და ნაკრებისთვის ერთერთი საჭირო ფიგურა გახდა.იგივე სიტუაცია,მე ვფიქრობ.ძალიან მინდა რომ გაამართლოს,მისი სიმაღლიდან გამომდინარე,მაღალ ბურთებზე არ უნდა გაუჭირდეს. ჩვენი თავდასხმის მაგარი იმედი მაქვს,სულ ყველასი!!! თქვენ იცით ბიჭებო,მთელი მსოფლიოს ქართველები იმედის თვალით გიყურებთ,მიდით მიაწექით,შვილებო,მთავარია ჯიგრით ითამაშეთ,ყველა თქვენს გვერდით გვიგულეთ,წყალობა უფლისა ყოველ თქვენს ნაბიჯზე.წარმატებები,დიდება უფალს,გამარჯვება საქართველოს!
las
დარწმნებული ხარ რომ მარტო მწვრთნელი ირჩევს? :) ძალიან იმაიტი ხარ. მარტო ქურუდლი ჩარევებიც საკმარისი იყო რაც გამომზეურდა არცთუ ისე ცოტახნის წინ
tngh
მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე!!! წარმატება საქართველოს ნაკრებს!!!
ვარლამი,პოლონეთიდან
მამარდაშვილი_ გველესიანი_ კაშია_კვირკველია_ კაკაბაძე_ ლობჟანიძე_ კიტეიშვილი_ ალთუნაშვილი_ დავითაშვილი_ კვარაცხელია_ მიქაუტაძე
Iopi
3 თავდამსხმელი?
ლაშა
მოდი მარტო იქიდან გამომდინარე ვისაუბროთ, რომ სამმცველიანი ტაქტიკა თუ რატომ არ ამართლებს და ოთხმცველიან ტაქტიკაზე სანიოლმა თქვა, რომ გაამართლა, მაგრამ ვერ რისკავს. ხომ დავინახეთ კვიპროსთან დაცვის საცოდაობა? ხომ შეიძლებოდა გაგვსვლოდა არაერთი გოლი? ამას გვაპატიებს ძლიერი ნაკრები? აქედან გამომდინარე ვიძახი...
დათო
————-—-მამარდაშვილი—————-გოჩოლეიშ - კაშია-ლოჩოშვი - დვალი ———კვეკვესკირი, კიტეიშვილი———- ლობჟანიძე - მიკაუტაძე - კვარაცხელია ——————ზივზივაძე ———————— 4-2-3-1 და მხოლოდ ასე მოსაგებად, მარჯვნიდან არ ელოდება არავინ საფრთხეს, და დიდი შანსია გოჩოლეიშვილი - ლობჟანიძე უფრო მცვავედ ითამაშონ
ალექს
მთავარი შემადგენლობა კი არა ტაქტიკა და მწვრთნელის დავალება იქნება. მთავარი ამოცანა უნდა იყოს მაკგინის და მაკტომინეის მუდმივი პრესინგი, ცოტა უხეშობაც მათზე. ასევე მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ სტანდარტულებს. ფლანგები უნდა დავტვირთოთ რაც შეიძლება და ხვიჩა და საბა მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ პრესინგშიც. კი, ძალიან დამღლელი იქნება,მაგრამ სხვა ვარიანტი არ არის.
ნიკა
4-5-1 მეკარე - მამარდაშვილი დაცვა - კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, გოჩოლეიშვილი ნახევარდაცვა - დავითაშვილი, გაგნიძე, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია თავდასხმა - მიქაუტაძე კვარაცხელია რაღაც მომენტებში გადადი მეორე ტავდამსხმელის პოზიციაზე.
SOSO
მიუხედავათ იმისა რომ არ მაქვს დიდი წარმოდგენა ნაკრებზე,ასევე ბაქი-ბუქი ნაკრების და კვარას უძლეველობაზე გადაჭარბებული მგონია, დარწმუნებული ვარ დღეს არ წავაგებთ. მოგებას კი უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მომავალ წლებში.....მინიმუმ 10 წელიწადში გვეყოლება საშუალოზე მაღალი დონის გუნდი,რომელიც სტაბილურად ითამაშებს მსოფლიო საფეხბურთო ფორუმებზე წარმატებით. წინაააღმდეგ შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანს ფაქტიურად დავკარგავთ და მორიგ ჯერზე წავალთ იმ მოჯადოებულ წრეზე,რომელზეც აგერ უკვე 30 წელზე მეტია ვმოძრაობთ.
merabi-1960
შემადგენლობას და ტაქტიკას მწვრთნელი ირჩევს. ჩვენზე უკეთ იცნობს ფეხბურთელებს. მიკვირს ხოლმე, როცა გულშემატკივარი ითხოვს იმ ფეხბურთელს, რომლის თამაში არ უნახავს. ერთს ვისურვებდი, რაც შეიძლება ნაკლები გადაცემა მეკარეზე და ზოგადად უკან. რობერტსონი, მაქტომინეი,მაკგინი და სხვები ძალიან კარგად იყენებენ შეცდომებს.ჩვენც გვაქვს კოზირები. დიდი იმედი მაქვს კვარა და კომპანია დღეს გაგვახარებს. წარმატებები ბიჭებს...

სომხები და ყაზახები აღარ ხუმრობენ!!!!!ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ და სენსაცია მოვახდინოთ დღეს!!!!შოტლანდია დავამარცხოთ თავისსავე მოედანზე!!!!!!!
ვაჟა
უშანსოდ წააგებენ. ვიცი დისლაიქებს დააყრით ჩემს დაწერილს, მაგრამ ეგაა რეალობა. ფრე თუ გამოვტყუეთ დიდი სასწაული იქნება. სავარაუდოდ 2 ან 3 ნოლზე მოგვიგებენ
გ
3:0 იმათ სასარგებლოდ.
ვაჟა
მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კვეკვესკირი, ჯორდანო ბრუნო, კიტეიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, ხელაშვილი
ქუთაისელი
ჩვენ ყვითლების კუთხით როგორ გვაქვს საქმე? ვის ემუქრება თამაშის გამოტოვება?
გიორგი
იმას დავმართებთ, რაც ბულგარეთს გასვლაზე, გული მოგრძნობს
ლმ
4-5-1 მამარდა კაკაბაძე-კაშია-დვალი-აზაროვი ლობჟანიძე-კიტეიშვილი-კვეკვესკირი-კვარაცხელია დავითაშვილი მიქაუტაძე
las
-- მამარდაშვილი -- ლობჟანიძე - ლოჩოშვილი - გველესიანი - გოჩოლეიშვილი - გაგნიძე - კიტეიშვილი - დავითაშვილი - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია - მიქაუტაძე - ნუ დავწერე მარა არ მჯერა. კაშიას და აზაროვს რატომღაც გარანტირებული აქვთ ძირითადი :) არ არის სანიოლი რადიკალი და უკომრომისო ავტორიტეტი სამწუხაროდ. შოტლანდიას მხოლოდ ახალი სისხლით, ანერგიით და ახალგაზრდული ენთუზიაზმით თუ დავამარცხებთ
kicha
-------მამარდა------ კაკაბა---კაშო---კვირკველია--გოჩო -------გაგნიძე-კიტე------------ ----------ჩაკვე---------------- საბა----------------------კვარა ----------მიქაუტაძე----------- ვფიქრობ ეს ტაქტიკა იქნება გასაღები შოტლანდიელების კილტების დასახევად. რაც შეიძლება მეტი ტექნიკური ფეხბურთელი და ბურთის ხშრი კონტროლი. მეორე ტაიმში ზურიკო იქნება კოზირი რომელსაც ახალი მუხტის შემოტანა შეეძლება.
ლევან გვაზავა
რატომ წერთ დისლაიქებს იდეალური შემადგენლობა დაწერა უიდერალურესი ჩემის აზრით…ცენტრში 3 კაცი გვინდა ჩაჯვეტაძეს სლოვანშიც მაგრად უჭირავს ხოლმე ბურთი მაგ პოზიციაზე და ანაწილებს მაგარ პასებს…ასევე ლობჟანიძე გოჩოლასაც დაეხმარება და წინ ზურიკოს და გაგნიძე შუაში!ჩემის აზრით იდეალურია
კაპიტან გარდენბურგი
ლაშა, ერთი რამეა მანდ კიდევ, როცა მოწინააღმდეგემ იცის რომ შენ 3 5 1 1 თამაშობ და მერე უცებ იცვლება ფორმაცია, ამას შეაქვს მოულოდნელობის ეფექტი ზოგჯერ, ასე ორმ თავიდანვე დაწყებული 4 4 2 და მერე შეცვლილს შორის დიდი სხვაობაა. ეს არ დაგვავიწყდეს, ამიტომ სანიოლმა ეს უკეთ იცის, ასე მგონია. მთავარია კვარაცხელიას პირადი ეფექტურობა იკლებს როცა მეორე ფორვარდად ცენტრში გადადის ერთ ადგილას და მართალია მისი მცველების გაყვანით შესაძლოა მიქაუტაძემ მოუმატოს, მაგრამ კვარა ამ ეტაპზე მაინც ფლანგებზე , მოედის ყველა კუთხეში მოსიარულე უფრო სასარგებლო მგონია
სიმართლე
საქართველოს პირველი კარგი ტაიმი ეყოფა მოსაგებად, მეორე ტაიმამდე უნდა დაწინაურდეს. იგებს საქართველო და ჯგუფში რჩება ნორვეგიაც და შოტლანდიაც, სხვა ვარიანტში საქართველო ჩარჩება
კაპიტან გარდენბურგი
მე კარებში ლორიას დავაყენებდი! მითუმეტეს ასეთ მატჩში, სადაც გამოსვლებს და გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება! არ ვიცი ცხადია რა ფორმაშია, მაგრამ თუ ჩვეულათ კარგად გამოიყურება, მაშინ მგონი სჯობს. ასევე კაკაბაძეს ამჯერად დავასვენებდი, რადგან სწორედ კონტრშეტევებზე თამაში საბა ლობჟანიძის დიდი კოზირია. კვარაცხელიას და ლობჟანიძეს კი ფლანგებს ხშირად შევუცვლიდი, რომ იმათი დაცვა სულ დაძაბული იყოს. წარმატებები, ყოჩაღად. ტრიპაჩობას და ტრაბახს არ ვურჩევ ფეხბურთელებს, დიდი ალბათობაა როგორც მოგების, ასევე განადგურებისაც, ამიტომ მაქსიმალურად დიდი კონცენტრაციით და თუ გოლი გავიტანეთ პირველებმა ჩვენ, მაშინ ბოლომდე დაცვაში არ ჩაჯდეთ და ანგარიშის შენარჩუნებაზე არ იფიქროთ, ეგრე წავაგებთ. ხოლო თუ იმათმა გაგვიტანეს ჯერ და დაცვაში წავიდნენ, კვარას მივმართავ, სჯობს თავის თავზე დრიბლინგი აიღოს და არა გუნდური თამაში ამ შემთხვევაში, რადგან აქ ყველაფერს ერთი გარღვევაც კი გადაწყვეტს. აბა თქვენ იცით ბიჭებო, წინ
zura
მორჩით ბლატაობას, საბოლოო ანგარიში 3:0
Levani
ობიექტურად საქართველოა ფავორიტი,მე არა მგონია შოტლანდიელებს იმდენი ენერგია ჰქონდეთ შერჩენილი რო ჩვენზე მეტი და სწრაფად ირბინონ,რაშიც ბრიტანელებს ვერ ვეწეოდით. აი უკვე ფეხბურთის ცოდნაზე რადგან მიდგება იქ იმათ შანსი არ უნდა ჰქონდეთ-იგივე ხვიჩას,ზურიკოს,ჟორჟს,ბუდის,კოტეს არ ვიცი უფანტაზიო შოტლანდიელებმა რა უნდა დაუპირისპირონ. მაგათი კოზირი იქნებოდა სისწრაფეებზე თამაში მაგრამ არა მგონია ნორვეგიაში გასვლის მერე მაგის რესურსი ჰქონდეთ.
მოცლილი
გიორგი გველესიანი თუ იქნება დაცვაში,მაშინ მოიგებენ.
ნიკო
დღეს ვიგებთ...ანგარიშს არ აქვს მნიშვნელობა,მაგრამ 3-1 ჩვენს სასარგებლოდ და პირველს ჩვენ გავიტანთ....
შახრურინი
4-3-3 მამარდა გოჩოლეიშვილი კაშია კვერკველია აზაროვი ლობჟანიძე გაგნიძე კიტეიშვილი ხვიჩა ზურიკო ჟორჟი
სოსო
კარგი ანალიზია!თუმცა წინა თამაშებში,შოტლანდიელებმა,მატჩის ბოლოს მოუმატეს და სავარაუდოდ,სანიოლიც მატჩის ბოლოსაკებ თამაშის გასაძლიერებლად,რომელიმე ლიდერს(ებს)თადარიგში დაიტოვებს.თუ დაცვის ცენტრში,ჩვენებმა პანიკური განწყობები მოიშორეს და ორგანიზებულად ითამაშეს,ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ სასურველ მიზანს მივაღწევთ.ისიც არ დაგვავიწყდეს,რომ შოტლანდიელები,მათთვისაც მოულოდნელად,ლიდერები არიან და ამ მატჩში გამარჯვებით,პრაქტიკულად ჯგუფიდან გასვლას გაინღდებენ,დიდი წნეხის ქვეშ იქნებიან.ჩვენ თავზეც ხომ გვაქვს გამოცდილი,როგორ გვთრგუნავდა მოახლოებული წარმატება.ისინიც,ამას მიუჩვევლები არიან,გულშემატკივარიც მოუწოდებს წინ წამოვიდნენ და გადაგვიარონ.თავისუფლად შეიძლება გადაიწვან და ასეც რომ არ მოხდეს,ეს ჩვენთვის კონტრთამაშის საუკეთესო შესაძლებლობების მიღებას მოგვცემს.მთავარია ჩვენ ვივაჟკაცოთ და ყველაფერი საჩვენოდ გამოვა.ასე რომ წარმატებას და ფსიქოლოგიურ მდგრადობას ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს.
ლაშა
შანსი უნდა მიეცეს გველესიანს. სანიოლი ჯიუტად არ აყენებს 4 მცველს და წინ 2 თავდამსხმელს, რომელმაც ნორვეგიასთან მეორე ტაიმში გაამართლა (მიქაუტაძე-ზივზივაძე). სამმცველიანი ტაქტიკის დროს ნაკრები შიშით თამაშობს და შეტევებში თამამად ვერ ერთვება. მე ასე ვხედავ ყოველშემთხვევაში და ნორვაგიასთან მატჩი ამის დასტურია, როდესაც პირველი ტაიმისგან რადიკალურად განსხვავებული მეორე ტაიმი ვიხილეთ! არ ვიცი, ჩემი აზრით ძლიერ ნაკრებებთან უნდა გავმართოთ ამხანაგური შეხვედრები ოთხმცველიანი და ორთავდამსხმელიანი ტაქტიკით, რადგან ვხედავთ, რომ სამმცველიანი და ერთთავდამსხმელიანი ტაქტიკა ყოველგვარ აზრს მოკლებულია.
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია