საქართველოს სკაუტთა სააგენტო არის პირველი საფეხბურთო სააგენტო საქართველოში, რომელიც ორი მიმართულებით მუშაობს. ესენია: ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების კარიერის ხელშეწყობა და გადარიცხვების, ტრანსფერისა და დაზღვევის მხარდაჭერა.

სააგენტოს დამფუძნებელი პოპულარული ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენი და ყოფილი ფეხბურთელი ბექა ხოფერიაა. სააგენტოს საქმიანობაზე უფრო დეტალურად თავად ბექა გვესაუბრება.

- ბექა, თქვენ საზოგადოება გიცნობთ, როგორც ბიზნესმენს სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში. ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის, „აპარტ დეველოპმენტის“ დამფუძნებელი ხართ, თუმცა ძალიან საინტერესოა თქვენი სპორტული საქმიანობაც. გვითხარით, როგორ გაჩნდა Georgian scouting agency-ს დაარსების იდეა და რა წვლილი მიგიძღვით ამაში?

- ჩვენს ქვეყანას ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ ხშირად ისინი, საკუთარი შესაძლებლობის მიუხედავად, დიდ გუნდებში მოხვედრას ვერ ახერხებენ. მეც ყოფილი ფეხბურთელი ვარ და განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებსაც დიდი მიზანი აქვთ დასახული. განსაკუთრებული სურვილი მაქვს, ხელი შევუწყო მათ ამ მიზნის განხორციელებაში. სწორედ ამ მიზნით და საერთო ხედვით მე და ჩემმა მეგობარმა გიორგი გელაშვილმა გადავწყვიტეთ Georgian scouting agency-ს შექმნა. მოგვიანებით კი ჩვენს გუნდს გიორგი მამარდაშვილის აგენტი და Free football-ის დამფუძნებელი ლევან სეთურიძე შემოუერთდა, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო. ჩვენი ერთობლივი გამოცდილებით, ფინანსებითა და კონტაქტებით, ვფიქრობთ, შევძლებთ ბევრ ახალგაზრდას გავუხსნათ გზა საზღვრებს გარეთ და მათ პოტენციალის სრულ გამოვლენაში დავეხმაროთ.

- როგორი უნდა იყოს ფეხბურთელი, რომლითაც Georgian scouting agency დაინტერესდება?

- ჩვენ ვეძებთ მოთამაშეებს, რომლებიც არიან ამბიციურები, ნიჭიერები, შრომისმოყვარეები, აქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სურთ განვითარება საზღვრებს იქით. ამისთვის კი აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მიზანი და ესმოდეთ, რომ დიდი ფეხბურთის თამაშს სჭირდება თავდაუზოგავი შრომა და დისციპლინა. ნიჭი შრომის გარეშე არაფერია და მსოფლიოში ამის არაერთი მაგალითი გვაქვს.

- როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი სამი თვისება, რომლებიც საჭიროა წარმატებული საფეხბურთო აგენტისთვის?

- ფეხბურთი საკმაოდ დიდი და კონკურენტუნარიანი ინდუსტრიაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება. საჭიროა მუდმივად ეცნობოდე სიახლეებს და შენც მასთან ერთად ვითარდებოდე, მით უმეტეს, როდესაც საფეხბურთო აგენტი გქვია. რთულია გამოვყო მხოლოდ 3 თვისება, მაგრამ ჩემი აზრით, კარგი აგენტისთვის აუცილებელია:

1. ნიჭის აღმოჩენის უნარი. მან უნდა შეძლოს დაინახოს პოტენციალი იქ, სადაც სხვები ვერ ხედავენ;

2. აუცილებლად უნდა იყოს კარგი დიპლომატი;

3. ისევე, როგორც ფეხბურთელისთვის, აგენტისთვისაც აუცილებელია იყოს დისციპლინირებული.

- როგორ ხდება კონტრაქტის გაფორმება ფეხბურთელებთან?

- ჩვენი გუნდის წევრები აქტიურად არიან ჩართულნი პოტენციალის მქონე ფეხბურთელების აღმოჩენაში. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ქვეყნის წამყვან გუნდებთან, ყველა თამაშსა თუ ვარჯიშს ვადევნებთ თვალს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველებმა აღმოვაჩინოთ და არ გამოგვრჩეს არცერთი დამწყები თუ არადამწყები ფეხბურთელი. ფეხბურთელით დაინტერესების შემთხვევაში ვუკავშირდებით მას ან მის აგენტს და შემდეგ უკვე ვიწყებთ მათთან მოლაპარაკებებს. თუ ორივე მხარეს სამომავლო ურთიერთობის მზაობა აქვს, ვათანხმებთ პირობებს და ვიწყებთ ფეხბურთელთან ერთად სამომავლო გეგმებზე მუშაობას. თუმცა ხშირად თავად ფეხბურთელებიც გვიკავშირდებიან, გვაცნობენ თავიანთ შესაძლებლობებს და გვთავაზობენ მათზე დაკვირვების დაწყებას.

- უკვე თუ გაქვთ მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან?

- დიახ, უკვე აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროპული და არამარტო ევროპული უმაღლესი ლიგების წარმომადგენლებთან. საქმიანი ვიზიტით ვიმყოფებოდით: ფინეთში, ესპანეთში, ყაზახეთსა და იტალიაში. ჰელსინკში ჩვენი წარმომადგენლობა შეხვდა საფეხბურთო კლუბის HJK ჰელსინკის მთავარ მწვრთნელ ტონი კოსკელას, FC KTP-ის სპორტულ დირექტორ ნიკო იკავალკოს და FC Honka-ს მთავარ სკაუტს, იკა მიეტინენს. უზბეკეთში ვიზიტის დროს შევხვდით საქართველოს ელჩ ზურაბ აბდუშელიშვილს და საფეხბურთო კლუბ FC Pakhtakor Tashkent-ის გენერალურ დირექტორ დიმიტრი ადისმანს. თუმცა ამით ჩვენი გეგმები არ სრულდება და ცხადია, ვაგრძელებთ საინტერესო პარტნიორების მოძიებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასევე, გვაქვს რამდენიმე საინტერესო სიახლე, რომლებსაც სულ ცოტა ხანში გაგიზიარებთ.

- დაბოლოს, რას ურჩევდით მოთამაშეს, რომელიც ეძებს აგენტს?

- პირველ რიგში, ფეხბურთელმა კარგად უნდა აარჩიოს სააგენტო, რომელთანაც გადაწყვეტს სამომავლო თანამშრომლობას; უნდა შეეცადოს, რაც შეიძლება ბევრი რეკომენდაცია მიიღოს და დარწმუნდეს მათ სანდოობაში, რადგან მსოფლიოში დღეს უამრავი არაკვალიფიციური საფეხბურთო სააგენტოა და რისკი იმის, რომ არასანდო გარემოში მოხვდეს, დიდია. სააგენტოს პოვნის შემდეგ აუცილებელია დეტალურად და საფუძვლიანად გაეცნოს თანამშრომლობის პირობებს, კარგად გაერკვეს თავის უფლებებში და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს კონტრაქტზე ხელი.

იხილეთ სააგენტოს ოფიციალური საიტი

Endy
ცუდს რატო ხედავთ ხალხნო მხოლოდ? : ) კარგშიც კი... (ეს კომენატრებზე კომენტარია) თქვენ კი უდიდესი წარმატებებიი!!! ყველაზე სანდო და მაგარი ბიჭები
გიო
წარმატებები თუ რამეს კარგს გააკეთებს მარა მართლა გაუგებარია უზბეკეთში კავშირის დამყარებით ევროპულ პერსპექტივას როგორ თავაზობს ახალგაზრდა ფეხბურთელებს
+(89
დედას ბუშტი გაიჩითა, ამ შარლატანის იმედი არ გგქონდეთ. ხათუნა ხოფერიას შვილია. ნარცისი, დედიკოს კავშირებით გაბლატავებული ბიჭუნაა. ამას რომ კითხო სამშენებლო ბიზნესი დაიწყო ნათესავებში ნასესხები ფულით და დამოუკიდებლად
რატი
უზბეკეთით და ფინეთით დაწყება არაა ცუდი)))
სიმართლე!!
წარმატებები!!! ქართველი აგენტები არ გაიკარო გვერდზე.ეს პატარა რჩევა.
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება