ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"უმცროსი ბორჯღალოსნები" | პირველ მატჩამდე 48 საათით ადრე

"უმცროსი ბორჯღალოსნები" | პირველ მატჩამდე 48 საათით ადრე

კოვიდპანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა მე-13 ჩემპიონატი 24 ივნისს, სამხრეთ აფრიკაში იწყება.

პირველ მატჩში არგენტინა იტალიას საქართველოს დროით 13 საათზე ერკინება; 15:30-ზე ინგლისი ირლანდიას შეხვდება; 16 საათზე საფრანგეთი - იაპონიას; 18:00-ზე უელსი-ახალი ზელანდიაა; ხოლო 18:30-ზე ავსტრალია ფიჯის დაუპირისპირდება.

პირველი სათამაშო დღის კულმინაცია 21 საათზე, სტელენბოშში, „დენი ქრეივენ სთედიუმზე“ იწყება, როდესაც მასპინძელი სამხრეთი აფრიკა საქართველოს ერკინება.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა უკვე შეარჩია ის 23 მორაგბე, რომლებიც თანატოლი „ქურციკების“ წინააღმდეგ წარდგებიან. განაცხადში 10 ლეგიონერია (7 სასტარტოში), 17 კი ისეთი მოთამაშეა, რომლებმაც ინგლისელ 20-წლამდელებთან თბილისში გამართულ 2-მატჩიან ისტორიულ სერიაში მიიღო მონაწილეობა.

შერკინების პირველ ხაზში შეხვედრას გიორგი მამაიაშვილი, ბასა ხონელიძე და ბადრი ციხისთავი იწყებენ. თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან ნიკა ბაბუნაშვილი, ლაშა ფხაკაძე და ირაკლი აფციაური.

მეორე ხაზში გურამ ღანიაშვილი გიორგი ნიკოლაძეს შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზში რატი ზაზაძეს, გუნდის კაპიტან ლაშა ციხისთავს და ნიკა ლომიძეს ვიხილავთ. შეცვლაზე შევლენ გიორგი გერგედავა და თორნიკე ღანიაშვილი.

ღერძზე თამაშს დავით ხუროშვილისა და პეტრე ხუციშვილის დუეტი იწყებს, ცენტრში გიორგი შველიძე და თორნიკე კახოიძე შეწყვილდებიან, ფულბელი ვაჟა მიქაძეა, ფრთებზე კი შალვა აფციაური და ლუკა ცირეკიძე დადგებიან. ხაზის მარქაფაში არიან ალექსანდრე ჯიღაური, გელა ხელაძე და ლუკა ხორბალაძე.

მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია მომავალ მატჩთან დაკავშირებით ამბობს:

„ყველამ კარგად იცის, რა დონის გუნდია სამხრეთი აფრიკა – ალბათ, ყველაზე ფიზიკური 20-წლამდელთა ნაკრებებს შორის, სწრაფი და აგრესიული დაცვით. ისინი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ატარებენ გახსნით თამაშს და განსაკუთრებით მონდომებულები იქნებიან. ჩვენთვის ეს არის გამოწვევა და შანსი, ერთი თავით მაღლა ავწიოთ თამაშის ხარისხი, დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ის დეტალები, რაზეც ყურადღება გვაქვს მისაქცევი“.

20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ 3-ჯერ უთამაშია: 2017 წელს მეტოქემ 38:14 იმარჯვა, 2018 წელს ჯერჯერობით ყველაზე მცირე სხვაობა დაფიქსირდა – 33:27, 2019 წელს კი სამხრეთ აფრიკამ 48:20 გაიმარჯვა.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

24 ივნისი. შაბათი. 21:00 (საქ. დრო)

სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“

სამხრეთი აფრიკა – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. შალვა აფციაური (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა ხორბალაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, ზურა ამონაშვილი, რატი შანიძე, გიორგი ბეგაძე

ფიზმომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი

მენეჯერი: ოთო იაშვილი

ჯი-პი-ესი: შავლეგ მახარაშვილი

სამედიცინო: პაპუნა კუპრაშვილი, რომან სახოკია, ირაკლი შაორშაძე

Rugby.ge

• სოსო

ცხადზე ცხადია,რომ აფრიკელები,როგორც მასპინძლები,განსაკუთრებულად მოემზადებოდნენ ამ ტურნირისათვის და პირველივე მატჩში,პირველივე წამებიდან შეეცდებიან მსოფლიოსათვის,თავის ზრახვების სერიოზულობის ჩვენებას.ასე რომ ყველაფრისათვის მზად უნდა ვიყოთ და წარუმატებელი დასაწყისის შემთხვევაშიც კი,წომასწორობა არ დავკარგოთ.თუ სიმშვიდე შევინარჩუნეთ და წალეკვის საშუალება არ მივეცით,თანდათან,ჩვენც აუცილებლად გამოგვიჩნდება შანსები.კარგ თამაშს და საკუთარი რწმენის შენარჩუნებას გისურვებთ ბიჭებო!დასაკარგი არაფერი გვაქვს,ღირსების გარდა!თქვენ კი,ინგლისელებთან გამარჯვებით,უკვე დაამტკიცეთ,რომ ღირსების დაცვა,ძალიან კარგად გამოგდით.ვაჟკაცები ხართ!წარმატებები!

• ჯუჯი

ფეხბურთს ემთხვევა მგონი თამაში.

• გენო

რაგბი ტვ და მსოფლიო რაგბის იუთუბ არხი.

• დაწერეთ

ვინმე აჩვენებს????

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან

20 წ. | თასი უკვე თბილისშია!

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია

20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან

20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან

20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს