პირველი წრე დაასრულეს მამაკაცმა ჩოგბურთელებმა, რომლებიც ამ კვირას სამ ტურნირში ეჯიბრებიან ერთმანეთს
პირველი წრე დაასრულეს მამაკაცმა ჩოგბურთელებმა, რომლებიც ამ კვირას სამ ტურნირში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

მნიშვნელოვანი დღე ჰქონდა ლატვიელ ერნესტ გულბისს, რომელმაც შეწყვიტა ხუთმატჩიანი წაგებათა სერია. ბალტიისპირელმა დაამარცხა ტურნირის მეხუთე ნომერი ქსავიე მალისე. გულბისმა პირველი მაისის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა.

გასული დღის მატჩებიდან ასევე აღსანიშნავია დანიელ კოსაკოვსკის მოგება. საქმე ისაა, რომ ამ ამერიკელისთვის ეს იყო სადებიუტო გამარჯვება ATP-ის ტურში. ამისთვის მას თანამემამულე ტიმ შმიჩეკთან ორსაათიანი ბრძოლა დასჭირდა. მოიგო კიდევ ერთმა ამერიკელმა - რაიან ჰარისონმა, თუმცა მას სამი საათი არ ნებდებოდა ლიტველი რიჩარდ ბერანკისი, თუმცა ბოლო მაინც მასპინძელმა იმძლავრა.

ჯერჯერობით ვერ იბრუნებს ძველ სპორტულ ფორმას ერთ დროს მრისხანე ჩილელი ფერნანდო გონსალესი. რუს იგორ კუნიცინთან მას რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ მეტოქემ ხუთივე ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა.

იგივე ითქმის ვეტერან გერმანელ ტომი ჰაასზე, რომელიც წელს თითქმის ორწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა პროფესიულ ტურს. ჰაასი მეშვიდე მატჩს ატარებდა სეზონში და მეექვე მარცხი იწვნია - მსოფლიოს 579-ე ნომერმა საათსა და ექვსი წუთში უშანსოდ წააგო ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან.

შვეიცარიის გშტაადში ყველაზე დამაჯერებელი თამაში აჩვენა მარსელ გრანოლერსმა. ესპანელმა ზუსტად ერთ საათში გატეხა სტეფან ბოლის წინააღმდეგობა. ამ უკანასკნელს კატასტროფული სტატისტიკა ჰქონდა მეორე მოწოდებაზე - 23 გათამაშებიდან მხოლოდ... ერთი მოიგო! ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ 28 წლის შვეიცარიელი არასოდეს შესულა მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო ასეულში.

ამ ტურნირის ყოფილმა ფინალისტმა ფელისიანო ლოპესმა 18 ეისის დახმარებით დაამარცხა მიხაელ ლამერი. თუმცა იმ დღეს ყველა ესპანელს არ გაუმართლა. მაგალითად, გილერმო გარსია-ლოპესმა სამ სეტში წააგო სანტიაგო ხირალდოსთან, რომელმაც შვიდიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

აღვნიშნავთ აგრეთვე იარკო ნიემინენის მოგებას ვიქტორ ჰანესკუზე და დანიელ ხიმენო-ტრავერის წარმატებას სტივ დარცისთან მატჩში.

ყველაზე დახუნძლული იყო მოვლენებით მორიგი სათამაშო დღე უმაგში - აქ სრულად გაიმართა პირველი წრის მატჩები.

ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა ხუან-კარლოს ფერერომ მაქსიმო გონსალესი მეტოქის ტრავმის ხარჯზე დაამარცხა - მესამე სეტში თანაბარი ანგარიშისას არგენტინელმა ბარძაყის დაზიანების გამო თქვა უარი ბრძოლის გაგრძელებაზე.

კიდევ ერთმა ესპანელმა, წელს ტრავმებით გაწამებულმა ტომი რობრედომ რუბენ რამირეს-იდალგოს სძლია. მატჩში, რომელიც 80 წუთი გაგრძელდა, რამირეს-იდალგოს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია.

ასევე აღსანიშნავია შარშანდელი ფინალისტის პოტიტო სტარაჩეს მოგება ტიემო დე ბაკერთან. ჰოლანდიელმა პირველი სეტი ტაი-ბრეიკით მოიგო, მაგრამ შემდეგ იტალიელს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

ყველაზე დაძაბული გამოვიდა კარლოს ბერლოკისა და ბლაჟ კავჩიჩის ბრძოლა, რომელიც სამი საათი და 41 წუთი გაგრძელდა და იქ იღბალი არგენტინელის მხარეს აღმოჩნდა. მან ყველა სათამაშო კომპონენტში უმცირესი უპირატესობით აჯობა კავჩიჩს.

ATP

Farmers Classic

ლოს ანჯელესი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 619 500 დოლარი

I წრე

ქსავიე მალისე (ბელ)-ერნესტ გულბისი (ლატ) 6:2, 3:6, 6:7; ტიმ შმიჩეკი (აშშ)-დანიელ კოსაკოვსკი (აშშ) 6:2, 1:6, 3:6; ფერნანდო გონსალესი (ჩილ)-იგორ კუნიცინი (რუს) 3:6, 4:6; რაიან ჰარისონი (აშშ)-რიკარდას ბერანკისი (ლიტ) 6:7, 7:5, 6:3; ჟილ მიულერი (ლუქ)-სტივ დარცისი (აშშ) 2:6, 6:3, 6:4; ალექს ბოგომოლოვი (აშშ)-გრეგ ჯონსი (ავსტრა) 4:6, 6:1, 6:1; ჯეიმს ბლეიკი (აშშ)-მიხაელ ბერერი (გერ) 6:2, 6:3; ალეხანდრო ფალა (კოლ)-ლაურინას გრიგელისი (ლიტ) 6:2, 6:4; გრიგორ დიმიტროვი (ბულ)-ტომი ჰაასი (აშშ) 6:3, 6:2.

Croatia Open

უმაგი (ხორვატია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

I წრე

სიმონე ვანიოცი (იტა)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:3, 3:6, 6:1; პოტიტო სტარაჩე (იტა)-ტიემო დე ბაკერი (ჰოლ) 6:7, 6:2, 6:1; ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ)-კარლოს ბერლოკი (არგ) 4:6, 7:6, 4:6; ხუან კარლოს ფერერო (ესპ)-მაქსიმო გონსალესი (არგ) 3:6, 6:3, 1:1 გონსალესის უარი; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-ოლივიე როხუსი (ბელ) 4:6, 4:6; რუი მაშადო (პორ)-ფაბიო ფონინი (იტა) 4:6, 3:6; ტომი რობრედო (ესპ)-რუბენ რამირეს-ოდალგო (ესპ) 6:3, 6:2; ჯანლუკა ნასო (იტა)-მატე დელიჩი (ხორ) 6:4, 6:2; მატე პავიჩი (ხორ)-ფილიპო ვოლანდრი (იტა) 4:6, 0:6.

Suisse Open

გშტაადი (შვეიცარია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

I წრე

სანტიაგო ხირალდო (კოლ)-გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ) 5:7, 6:2, 6:1; დანიელ ხიმენო-ტრავერო (ესპ)-სტივ დარცისი (ბელ) 6:4, 5:7, 7:5; იარკო ნიემინენი (ფინ)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 7:5, 6:2; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-სტეფან ბოლი (შვეიც) 6:1, 6:0; ჟულიან ბენეტო (საფ)-ლუკაშ დლუჰი (ჩეხ) 6:2, 6:7, 6:3; ფრედერიკო ჟილი (პორ)-ჟოაო სოუზა (ბრა) 4:6, 6:3, 6:4; მიხაელ ლამერი (შვეიც)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 4:6, 7:6, 3:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე