ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

და ნაკვალევს წვიმა შლის - ანუ რას ვერჩით კვარაცხელიასა და სანიოლს?

და ნაკვალევს წვიმა შლის - ანუ რას ვერჩით კვარაცხელიასა და სანიოლს?

სპორტის გაურკვეველი სახეობა "ჰემპდენ პარკზე"

ევროპირველობის შესარჩევ ციკლში, გლაზგოში საქართველოს ნაკრების მარცხმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და როგორც ყოველთვის, დაიწყო ფეხბურთელების კრიტიკა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი წაგებაში დადანაშაულება მართებულად არ მიმაჩნია. ვიცი, ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ მე მათ აზრს პატივს ვცემ და მათაც უნდა შეძლონ სხვისი მოსაზრების მოსმენა და პატივისცემით მოკიდება. მით უმეტეს, უმრავლესობის აზრი ყოველთვის როდი წარმოადგენს სრულ ჭეშმარიტებას.

ის, რაც "ჰემპდენ პარკზე" მოხდა, საერთოდ არ იყო ფეხბურთი, სპორტის რაღაც აბსოლუტურად სხვა, გაურკვეველი სახეობა გახლდათ და მასზე სერიოზულად მსჯელობა არ შეიძლება. ქართული ფეხბურთი უფრო ტექნიკით გამოირჩევა და ასეთ გაზონზე ძალისმიერი ბრიტანელებისთვის თამაში გაცილებით ადვილია. ერთი შემთხვევა გამახსენდა - ისიც 20 ივნისს მოხდა, 1980 წელს. ძველ გულშემატკივრებს კარგად მოეხსენებათ, როგორი დამოკიდებულება არსებობდა მოსკოვის "სპარტაკის" მიმართ და თბილისში წაგება საერთოდ ტრაგედია იყო. და წავაგეთ 2:4. ისეთი წვიმა მოვიდა, ვერ გაატარა ნალექი დრენაჟმა, მოედანი დაიტბორა და ამან თამაშზე უდიდესი გავლენა მოახდინა. მაშინ ჩვენი გუნდიდან გოლები რამაზ შენგელიამ და დავით ყიფიანმა გაიტანეს, სტუმართაგან დუბლი ფიოდორ ჩერენკოვმა შეასრულა. მიუხედავად დიდი იმედგაცრუებისა, "დინამოს" მიმართ საყვედური არავის დასცდენია, რამეთუ ყველას ესმოდა, რა მოხდა და რამ გამოიწვია მარცხი. ფეხბურთში ყველაფერი ხდება და საჭირო კი არა, აუცილებელია ვიყოთ ობიექტურები.

დავუბრუნდეთ გლაზგოში გამართულ შეხვედრას, რომელიც საერთოდ არ უნდა ჩატარებულიყო. პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ ფეხბურთელებს ტრავმები არ მიეღოთ. მაინც დაიწყო თამაში და მსაჯმა მასპინძლების გატანილი გოლის შემდეგ გუნდები გასახდელში გაიხმო. "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მიანიშნა, რომ მატჩის განახლება უეფას გადაწყვეტილებით მოხდა. დარწმუნებული ვარ, საქართველო რომ დაწინაურებულიყო, შეხვედრა გადაიდებოდა და მეორე დღეს 0:0-დან დაიწყებოდა. ალბათ, დააკვირდით იმას, რომ მარცხენა ფლანგზე წყლისგან მოედანი, ფაქტობრივად, არ გაწმინდეს. მგონი, მიზეზს დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. ესაა მიზნის მისაღწევად უკადრებლის კადრება და კიდევ უარესი, ნამატჩევს ზოგიერთი შოტლანდიური გამოცემის ზღვარგადასული ბაქიბუქი.

უნდა დავითხოვოთ თუ არა მწვრთნელი?

ეს ჩვენი მარადიული მოთხოვნაა. ვინც უნდა იყოს, პირველივე წაგებისას ანალოგიური მოთხოვნა წარმოიქმნება. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელ რამაზ სვანაძეს, რბილად რომ ვთქვათ, დაუსრულებლად აკრიტიკებდნენ და პორტუგალიასთან 2:0 გამარჯვებისთანავე გმირი გახდა. არადა, თურმე, მშვენივრად მოუმზადებია გუნდი და პიროვნულადაც გაწონასწორებული ადამიანია, მშვიდი და მოაზროვნე. თუმცა, ღმერთმა არ ქნას და რომ წააგოს მისმა გუნდმა, ისევ ატყდება კრიტიკა და კაცს, რომელსაც გუშინ აქებდნენ, ისევ ლანძღვას დაუწყებენ. ასეთია ჩვენი გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი - ირყევიან ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ 2 დათმო. წინსვლა გამოჩნდა და ნაკლოვანებებიც. სანიოლის ადვოკატობას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ ის ფიზიკურად მოუმზადებელ ფეხბურთელებს რამდენიმე დღეში ვერ მოამზადებს, ისინი სათანადო ფორმაში მყოფები კლუბებიდან უნდა ჩამოვიდნენ. ეროვნულ გუნდში კი საკადრო საკითხი ძალიან პრობლემატურია - არის ახალგაზრდათა ძალიან კარგი ჯგუფი და ჯგუფი მოთამაშეთა, რომლებიც სანაკრებო დონეს ვერ აკმაყოფილებენ. ამ ორ ჯგუფს შორის უდიდესი სხვაობაა და როდესაც ფრანგ სპეციალისტს მოვუწოდებთ ამა თუ იმ მოთამაშის სხვა მოთამაშით შეცვლას, ჯერ ერთი, მის ფუნქციებსა და კომპეტენციაში ვიჭრებით და მეორე - მის განკარგულებაში ის კადრია, რომელიც არის და უკეთესს ვერ მოიყვანს. მიზეზი მარტივია - უკეთესი ელემენტარულად არ არსებობს, ჯერჯერობით. ეს ფაქტია, ჯიუტი და ერთი დაბალი კლასის მოთამაშის მეორეთი შეცვლით, არაფერი არ შეიცვლება (შესაკრებთა ჯგუფების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება). ჩვენ ფეხბურთელთა ნაწილის მიმართ გადაჭარბებული წარმოდგენა და მოლოდინი გვაქვს და გამიკვირდა, როდესაც სანიოლმა საზოგადოების ზეწოლას ვერ გაუძლო და ზოგიერთი ლარნაკაში ათამაშა. ათამაშა და დავინახეთ, ვის რა შეუძლია და ვის რა - არა.

რას ვერჩით კვარაცხელიას?

არც არაფერს. ეს უბრალოდ ერთგვარი პოლიტიკური შემადგენელია. მეტს აღარაფერს ვიტყვი, მხოლოდ იმას გავუსვამ ხაზს, რომ პოლიტიკამ, საუბედუროდ, სპორტშიც შემოაღწია. ერთ მაგალითს მოვიყვან: იწყება ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი "აინტრახტსა" და "ნაპოლის" შორის. ფეხბურთის მოყვარულმა ამაზე კარგი და საინტერესო რა უნდა ნახოს და ამ დროს იგზავნება და იგზავნება ჩვენს საიტზე ე.წ. აგენტების კანონპროექტის განმხილველი წერილები. დიახ, წერილები, რამეთუ მოცულობის მიხედვით მათ არ შეიძლება კომენტარი უწოდო. და საერთოდ, რა შუაშია აქ სპორტული საიტი - მისამართი გეშლებათ, ბატონებო, თან, ძალიან ხშირად.

კვარაცხელია - ეს მოვლენაა, რომელსაც 40 წელი ველოდით. ქართველმა სერია A-ში სადებიუტო სეზონში სასწაულები მოახდინა, მთელი საფეხბურთო სამყარო გააოცა და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი სიამოვნებაა მისი თამაშის ყურება. მავანი კი დაუსრულებლივ აქილიკებს, მის პირად ცხოვრებაში იჭრება და ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს. მინდა ვკითხო: დაგიშავათ ვინმეს რამე? "რუბინიდან" ბათუმის "დინამოში" გადავიდა, იქიდან "ნაპოლიში", გასულ სეზონში 47 მატჩი ჩაატარა, თითქმის ორი წელია არ დაუსვენია და ბუნებრივია, გადაიღალა, რაც აშკარად დაეტყო კიდეც. აღარ აქვს ის ენერგია, რათა თავი ისევ საუკეთესოდ წარმოაჩინოს და თანადგომისა და გამხნევების ნაცვლად ლანძღავენ. ეს არ არის უმრავლესობა, ეს არის სოციალურ ქსელებში "დასაქმებული" აქტიური უმცირესობა, თუმცა ცუდი უფრო ჩანს და ეს ადვილი დასანახია.

თორემ ჯანსაღი კრიტიკა მისაღები კი არა, აუცილებელია. მაგალითად, არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, შოტლანდიასთან ზედ საფინალო სასტვენის წინ გავიტანდით თუ არა გოლს, მაგრამ პენალტი არ უნდა შეესრულებინა. თერთმეტმეტრიანები არაა მისი ძლიერი მხარე და ეს "რუბინშიც", "ნაპოლიშიც" და ნაკრებშიც გამოჩნდა. დარტყმის წინ ზედმეტად ღელავს, რაც სახეზეც ეტყობა. ცივსისხლიანობა აკლია. "რუბინის" ყოფილმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ერთხელ თქვა: " ის ემოციური ფიგურაა. თუ თამაში წაუვიდოდა - ფრთებს გაშლიდა, თუ არ წაუვიდოდა - მაშინვე შეეძლო საკუთარ თავში ჩაკეტილიყო". ამ დროს გიორგი მიქაუტაძე პენალტებს "მეცში" უზადოდ ასრულებს, საერთოდ არ ნერვიულობს და არავითარ წნეხს არ განიცდის. კვარაცხელია ამასაც გადალახავს, თავის ემოციურობასაც აჯობებს და კიდევ უფრო გაძლიერდება, ხოლო ამისათვის სულის მოთქმა სჭირდება და არა გაუთავებელი შეურაცხყოფა. ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარი და რა თქმა უნდა, არც ხვიჩაა გამონაკლისი. ისე, არც კერპთაყვანისმცემლობაა მისაღები.

რას უნდა მოველოდოთ ნაკრებისგან?

ამ კონტინგენტით დიდი მიზნების მიღწევა ძნელია, საჭიროა ევრო 24-ის შესარჩევში შეძლებისდაგვარად ბოლომდე ბრძოლა და შემდეგ ტურნირზე ერთა ლიგიდან მოხვედრა. ამასობაში პირველ გუნდში აუცილებლად გამოჩნდებიან და დაწინაურდებიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც მიმდინარე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე შანსი მიეცათ. შედეგად, ნაკრებში ბალანსი დამყარდება, აღარ იქნება ფეხბურთელებს შორის კლასში კატასტროფული განსხვავება და უკვე სერიოზული ამოცანების გადაჭრა გახდება შესაძლებელი. ამისათვის ჩვენი პერსპექტიული ბიჭების ძლიერ კლუბებში გადასვლაა აუცილებელი და ეს პროცესი უკვე დაიწყო. ფანჯარა თუ არა, საამისოდ სარკმელი უკვე გახსნა ხვიჩამ. წაიკითხეთ უცხოური გამოცემების წერილები ქართველ ფეხბურთელებზე - თითქმის ყველა ერთნაირი ტექსტით იწყება - ის იმ ქვეყნის წარმომადგენელია, რომელსაც "კვარა" წარმოადგენს. ქართულ ფეხბურთს უკეთესი დროება დაუდგება, აუცილებლად დაუდგება და ეს დღე არაა შორს, მხოლოდ ცოტა მოთმინება გვმართებს და თანადგომაც.

მიმომხილველი

• ქართველი

არა კვარას არაფერს ვერჩი პირიქით მადლობა მას იმ სიამოვნებისათვის რაც მისი თამაშით გვიჩვენებს, მადლობა მას რომ ისევ გაივსო მოედნები ბავშვებით,მადლობა ასევე იმისათვის კიდე რომ იტალიაში მყოფ და ჩასულ ქართველებს ბევრად მეტ პატივისცემით ეპყრობიან (პირადად სამწუხაროდ ჯერ არ მომიწია მენახა ეს მშვენიერი ქვეყანა) მაგრამ როდესაც ვაგებთ მაშინ მისი ემოციის მქონე ადამიანს უნდა დაეთმო სხვისთვის პენალტის დარტყმა. რავარც კი ბურთს მოკიდა ხელი ვთხოვდი (გუნებაში

• ბმბ

ყიფიანის გოლი სპარტაკის კარში ნამდვილი შედევრია

• სოსო

დათო,62 წლის ვარ და მე მჯერა,რომ აუცილებლად მოვესწრები,შენ რა გჭირს?ფათერაკს ერიდე და ათი წელიც არ გავა,უკვე ეს თაობა გაიკვალავს გზას, ევროპის,მსოფლიოს,ან ორივე ჩემპიონატისაკენ.ეს ახლად აშენებული სტადიონები,საწვრთნელი ბაზები და საფეხბურთო აკადემიები,სწორედ იმიტომ არ შენდება,რომ უფრო კარგად მომზადებული ახალგაზრდები გამოუშვას?აგერ რამდენი ნიჭიერი ბიჭი წამოვიდა,მწვრთნელებიც დაიხვეწებიან და ყოველი მომდევნო გამოშვება,უფრო ძლიერი იქნება.რაგბის მაგალითი ჩვენს წინ არ არის?მილტონ ჰეიგი,2011 წელს მოიყვანეს,ქართული რაგბის თანამედროვე სტილზე გადაყვანის ამოცანით და დღეს უკვე სრულიად თანამედროვე რაგბს ვთამაშობთ.ფეხბურთში ეს ცვლილებები უკვე დაწყებულია და ამდენი ხანი არ დაგვჭირდება.უბრალოდ მოთმინებაა საჭირო და გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ!შეიცვლება თაობა და სულ სხვა მემტალიტეტის ბიჭები მოვლენ ნაკრებში.უკვე ახლავე ჩანს, ცვლილებები.

• სოსო

სულისკვეთებისათვის მოწონება გამოგიგზავნე,მაგრამ ეს ირლანდია,საიდან მოიტანე?მეორე მხრივ,აზრის ჩამოყალიბების დროს,მეც მომსვლია მსგავსი "იაღლიში" და შენ გამკრიტიკებლად არ გამოვდგები.შემდეგში უფრო ფრთხილად იყავი!

• ბუხუტი

ვინც ჩვენ ნაკრების ფეხბურთელებს აუგად მოიხსენიებს ზადნით იაროს რა .ვაი მაგათ ვინც სალანძხავია ისინი ლანძხონ. გაუმარჯოს საქართველოს და მის ნაკრებს კველანი მაგრები არიან ვირი სანიოლის რაღა მოგახსენოთ წავიდეს უნდა რა ჩვენი ნაკრებიდან

• უვიცი

მსოფლიოზე რო გავალთ ჩვენც ვუმღერებთ, აზრი უნდა გვქონდეს რო გავიაზროთ რისი ამბიცია გვაქვს. უამბიციოებმა შეგიძლიათ ახლაც იმღეროთ. ნეტა წარმოდგენა თუ გაქვთ რა ხდება ევროპაში როცა გუნდს ცუდი შედეგები აქვს. რა სიმღერა, ლეწავენ ყველაფერს.

• ბუხუტი

კვირას და ფეხბურთელებს ვინ რას ერჩის არავინ მალადეც მაგენს და სულ წინსვლა და გამარჯვება ქონდეთ აქ მოთამაშეები არაფერ შუაშია აი მწვთრთნელი კი გასაშვებია რომელიც გველესიანის და ლოჩაშვილს არ ათამაშებს რომლებიც თავიანთ გუნდებში საუკეთესო მცველად დასახელდა ესეგი რაღაც ხდება სანიოლის და მაგ ბიჭებს შორის ამიტომ ისეთი მწვრთლია მოსანახი ვინც ერკვევა ფეხბურთში და არა ნაცნობობით აყენებს გუნდს ეს არის მთავარი ბიჭებზე არავინ აცხადებს პრეტენზიას და ვინც ფეხბურთი ცოტათი მაინც ესმის ენა არ უნდა მოაბრუნონ ბიჭების აუგის სათქმელად ასეა მაგი

• davit

წასული უნდა ყოპილიყო კიპრიდან სანია

• ელგუჯა

აქ ზოგიერთმა ლივერპულთან მოგებასთან გაავლო პარალელი, თუ ასაკის გამო თამაში არ გინახავთ იუთუბზე დევს და კარგად დაუკვირდით, თუ სადმე ერთ მომენტს მაინც ნახავთ რომ წყალმა სადმე ბურთი გააჩერა ან ხელი შეუშალა თამაშს მაშინ გასაგებია. წვიმა ნამდვილად იყო მაგრამ არც წყალი დამდგარა და არც ატალახებულა მინდორი. ეს არგუმენტი არგუმრნტის გულისთვის გაქვთ მოტანილი და მიზეზი სულ სხვაა... ხალხო ძლივს ნორმალურთან მიახლოვებული გუნდი გვეღირსა და ცოტა ვაცადოთ, ნუ გადავაყოლებთ ერთ წაგებას. ვინც შოტლანდიელების "ვაჟკაცური საქციელით" მოიხიბლეთ და ლუდით გაბჟუებული მოხუცი მდედრების როკვა მოგეწონათ კი ბატონო, შეგიძლიათ უგულშემატკივროთ შოტლანდიის ნაკრებს. მე და ჩემნაირებს კი ვაჟკაცობაზე და სტუმარ-მასპინძლობაზე ცოტა განსხვავებული წარმოდგენა გვაქვს, რა ვქნათ ასეთებიც ვართ და უნდა აგვიტანოთ.

• dato

ანუ თუ იგებენ ჩვენი ნაკრებია თუ არადა ვაგინებთ? რავი კვარაცხელიაზე ვისაც ენა მოუბრუნდება, ან საქართველო არ უყვარს ან ნაბოზვარია. ამას იმიტომ ვიძახი რო რაც მაგან თავისი წარმატებით სამე გაგვიკეთა არ ვიცი ვინ შეძლებდა, მომავალ საფეხბურთო თაობას ხო მაგრად გამოადგება ეს წარმატება და ხალხის განწყობა ზოგადად როცა რაღაც კარგი დაინახეს 30 წელია სულ წაგებები უბედურებები და ღალატი ხდება ამ ქვეყანაში და ნათელი წერტილი. მარტო ის რად ღირს იტალიიდან რო გადმოსცემენ ლეგენდები ამაზე როგორ ლაპარაკობენ, მანამდე სულ ის მესმოდა რომ რომელიღაც პროვინციაში ქართველებმა ესა და ეს გაძარცვეს :D

• უვიცი

კვარას ფლანგი გადაყვა მეორე ტაიმშიც თუ წყალი მოასხეს?

• გიო

არ მახსოვს რომელი ჩემპიონატი იყო, მსოფლიო თუ ევროპა, ირლანდიის ნაკრები 4:0 აგებდა, თამაშის დამთავრებამდე 4 წუთი რჩებოდა და ირლანდიელი ქომაგები თავის გუნდს უმღეროდნენ, ამხნევებდნენ. გულის ამაჩუყებელი მომენტი იყო. ხალხო ნაკრები ჩვენი ჯიში და ჯილაგია, არ შეიძლება მისი გინება, არა კაცობაა! დავაფასოთ, გავაკრიტიკოთ, მაგრამ არ შეურაცხოთ ჩვენი ბიჭები !

• ბექა

ობიექტური და სამართლიანი წერილია, ყოჩაღ ავტორო!!!

• ლევან მაღლაკელიძე

ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, შე დალოცვილო, ეგ თუ ნახე, რომ კვარას ფლანგი არ გაწმინდეს, ვერ ამოიღე ხმა? თევზი თავიდან რომ ყროლდება, ახალია? აქ დაიწერა, რომ ორივე თამაში ჟინის გარეშე ითამაშესო და მარტალია, მაგრამ საიდან მოდის ეგ ჟინი? ვინ უნდა მისცეს ეგ გუნდს? რა თქმა უნდა სამწვრთნელო შტაბმა და ფედერაციამ. რატომ? როცა გუნდს მიზნად ერთა ლიგიდან გასვლას დაუსახავ და ისიც 50-50 ზე, და როცა შესარჩევიდან არანაირ შედეგს არ სთხოვ, არც მწვრთნელს და არც გუნდს, რა თვალებში ცეცხლზეა საუბარი და რა წარმატებაზე? ფედერაციას არც სჭირდება და არც სურვილი არააქვს მეტი წარმატების. მათთვის სავსებით საკმარისია ერთა ლიგის მოგება, მხოლოდ მომავალი წლიდან შეიძლება ეგეც გაუჭირდეთ. ბაყაყებს ჭაობში ყიყინი უყვარს, ხოლო თევზი თავიდან ყარს

• აბდულაი

ერთი შეცდომა დაუშვით რომ თამაში დავიწყეთ.დიდი შეცდომა დაუშვა თამაშის კომისარმა და მსაჯებმა.ეს იყო შეგნებული გაკეთებული და ამის გამო ნუ გავაკრიტიკებთ ფეხბურთელებს.

• Levani

Sanioli unda darches

• მიხეილი

ობიექტური ,სამართლიანი წერილი

• Guja Kakhadze

კარგი ანალიზია. 2 ადგილი მენიშნა: 1)ქართულ ფეხბურთს უკეთესი დროება დაუდგება, აუცილებლად დაუდგება და ეს დღე არაა შორს, მხოლოდ ცოტა მოთმინება გვმართებს და თანადგომაც. 2)სანიოლის ადვოკატობას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ ის ფიზიკურად მოუმზადებელ ფეხბურთელებს რამდენიმე დღეში ვერ მოამზადებს, ისინი სათანადო ფორმაში მყოფები კლუბებიდან უნდა ჩამოვიდნენ. ქართულ ფეხბურთს მართლაც საოცარი დროება უდგას და ამით უნდა გავიხაროთ. რაც შეეხება - ფიზიკურად მოუმზადებელ ფეხბურთელებს რამდენიმე დღეში ვერ მოამზადებს... ეს სანიოლის მოვალეობაში მართლაც არ შედის, მაგრამ ამის გაკეთება რომ შეგვიძლია ეს ბევრმა ქართველმა მწვრთნელმა იცის. მხოლოდ იმას ვერ ვხვდები ამ მეთოდიკას ნაკრებში რატომ არ იყენებენ? დღეს 21 წლამდელთა კიდევ ერთ წარმატებულ თამაშს ველოდები...

• las

მოკლედ ფეხბურთი მისახედია და ტალანტებს ხელშეწყობა უნდა. რას გავს ეროვნული ჩემპიონატი. კიდევ კარგ შედეგებს ვაღწევთ. ნაკრებში უნდა თამაშობდნენ პატრიოტები. მებრძოლები. რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ევროპულ კლუბებში. და ნაკრები დაკომპლექტდეს ახალი სახეებით. გაუშვით ყველა ვისაც მომატების პერსპქეტივა არ აქვს და ვემზადოთ ერთა ლიგის თამაშების მოსაგებად. მანამდე ახალ სახეებს, ახალგაზრდებს პრატქიკა. მე არ მჯერავს რომ კაშიებით, კვევკვესკირებით, კვერკველიებით, ლობჟანიძეებით და თუნდაც კობიაშვილის ფორმაციის ფედერაციით თუნდაც ყაზახეთს დავამარცხებთ. ეგ კინო უკვე ვნახეთ ერთხელ თბილისში გულშემატკივარ არ შეშვებულ და გაბღენძილ ჩინოვნიკებით წამოპრაცკარტებული ცარიელ დინამო არენაზე, კოვიდ ტესტებით დაბრაკული სპეციალურად წამყავნი მოთამაშეებით

• ოთარი

სანამ დინამო ლივერპულის თამაშს მაგალითად მოიყვანთ იქნებ ჯერ ინტერნეტში ახლა მაინც გენახათ თამაშის ვიდეო ჩანაწერი. კარგად დაათვალიერეთ და თუ სტადიონზე მაგდენ ტბორს დაინახავთ. მერე ილაპარაკეთ მასეთი ტონით. აი მეორე ნაწილში კი ასე გეტყოდით საქართველოს მაშინდელი ნაკრები (დინამო რომ ერქვა სახელად) კლასით ნამდვილად აღემატებოდა დღევანდელ ნაკრებს და ამიტომ მოახდინა საკმაოდ დიდი გავლენა ამინდმა დღევანდელ ნაკრებზე. თუმცა არა ვარ დარწმუნებული, რომ კარგ ამინდში 100%-ით უკეთეს შედეგს დავდებდით. უკეთ ვითამაშებდით, მაგრამ სწორედ გუნდის (და არა ცალკეული ფეხბურთელების) საერთო კლასიდან გამომდინარე უკეთეს შედეგზე გარანტიას არავის მივცემდი.

• ოთო

სხვათაშორის ლივერპულთან წვიმა მოედანს არ დატყობია და ტყუილად ნუ ადარებთ შოტლანდიასთან მატჩს

• გიორგი

ეს გულშემატკივრების დამუნათება და ჭკუის სწავლება ვინ როგორ უნდა განიცადოს საკუთარი ნაკრების წაგება რა მოვლენაა? შენ ისე წერ მეგობარო, ჩვენ რადგან ტექნიკური მოთამაშეები ვართ სულ მზიან ამინდში უნდა ვითამაშოთ, წვიმიანში სწორ და ტაქტიკურ თამაშს არ უნდა ველოდოთ. სანიოლს იმაზე ვაკრიტიკებთ რო კვიპროსთანაც ბედმა გაგვიღიმა თორემ იქაც წაგებული გვქონდა ფაქტიურად, ტაქტიკის არსებობაც კი არ შეიმჩნეოდა თამაშში, ბუნებრივად როგორც ლაგდებოდენ ფეხბურთელები გადაადგილებისას ეგ იყო სულ, მწვრთნელის ხელი სხვა რასში უნდა დაეტყოს ეროვნულ ნაკრებს? გაზრდით ეგ ვერავის გაზრდის, მაგის მოვალეობაა გამოიძახოს საუკეთესო, დაუხაზოს ტაქტიკა და შეასრულებინოს, ვინც არ ან ვერ ასრულებს აქვს სათადარიგო სკამი და დასვას. კვარაცხელიას კიდევ არავინ ლანძღავს, უბრალოდ მივეჩვიეთ რო კვარა ნამდვილ ფეხბურთს თამაშობს და როცა ბოლო მერამდენე თამაშია პენალტე აცილებს ან ვერ იტანა, როცა აღარც დრიბლინგი და აღარც ჩაწოდება აღარც მაქსიმალური მონდომება აღარ ჩანს მისგან ეგ გვწყინს და რბილი კრიტიკით მაქსიმუმ წყენის გამოხატვით შემოვიფარგლებით მის მიმართ. ნაკრებში საკადრო პრობლემებზე რო წერ, აქ სანიოლის ბრალი თუ არაა აბა ვისი ბრალია როცა ეროვნული ლიგიდან არავინ მოყავს? სადღაც პოლონეთის ჭე ლიგიდან მოყავს ფეხბურთელი და ადგილობრივს რატო არ აძლევს თავის გამოჩენის შანსს? ეგეც ისეთივე ქართველოფობია როგორიც წინა დანარჩენები და ეს მისი შეცდომაა. ეს მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის უპატივისმცემლობაა, მაგ ჟესტით აჩვენებს რო სლოვენიის და სლოვაკეთის და პოლონეთის და კიდევ ათასიჭე ლიგის ფონზეც კი მის თვალში უფრო ფსკერი ვართ, ეს რომელ მოქალაქეს მოეწონება და რომელი არ გააკრიტიკებს? რაღაცეები სწორად უნდა შეაფასოთ მეგობარო.

• dfsa

კიდე კაი კარგი ამინდი არ იყო

• davit

წვიმა მაგატვის არიყო

ცოცხალი ხარ?

• მათე

თბილისის დინამომ რომ ლივერპული დაამარცხა თავსხმა წვიმა იყო, ფეხბურთი კაცების თამაშია, იმ კაცების რომელსაც თვალში ნაპერწკლები უელავს და სისხლი უდუღს, სამწუხაროდ ჩვენი ფეხბურთელების თვალებში ნაპერწკალი ჩამქრალი იყო ორივე თამაშში,ქართულ ფეხბურთს ზუსტი დიაგნოზი ტერი ვენეიბლზმა დაუსვა როცა ევრო 96 შეაარჩევში ინგლისთან მოვხვდეთ,, საქართველოს ნაკრები ძლიერი ნაკრები არ არის, მაგრამ მათ შეუძლიათ ერთი მსოფლიო დონის გუნდის გამწარება და უნდა ვეცადოთ რომ ეს ერთი გუნდი ინგლისი არ აღმოჩნდესო,, დაახლოებით ასე შეაფასა და მას მერე 27 წელი გავიდა და ისევ იმ ნაკრებად ვრჩებით სამწუხაროდ ვისი თოფიც მხოლოდ ერთხელ ვარდება.

• Mr.kostaia

ბევრი მოწიეთ ჯიგრებო:) მართალი ხარ ბრატ, აქ ჩამოვლენ ირლანდიელები და დედას ვუტირებთ:) ისე ერთხელ მე და ჩემი ძმაკაცი ინგლისთან თამაშზე ვიყავით მგონი 96 წელი იყო,დილით კაი ხაში მივირთვით,მაგარი ჭაჭით და ისე გულისყურით "უყურა",ერთი წარბი არ შერხევია.თვალი რომ გააღო იკითხა, ისევ მოგვიგეს გერმანელებმაო:))) შოტლანდია იყო ჯიგარო,არ მოგატყუონ:) იმედია ამ კომენტარს ხუმრობად მიიღებ. წარმატებები ჯიგარო

• 2021

ეს არ იყო ფეხბურთი! ეს იყო უეფას ტყლაპობურთი!

• T.q

ვერაფერს იტყვი ყველას სათქმელი ვინც ჯანსაღად აღიქვამს ყველაფერს ას პროცენტიანი სიზუსტით ითქვა ამ სტატიით, სანიოლი არ უნდა წავიდეს ასეთი მეწვრთნელი საქართველოს ნაკრებს არასოდეს ყოლია შეიძლება დიდი ტაქტიკოსი არ არის მაგრამ ჭკვიანია და ძალიან ბევრს აჯობებს ევროპის მაშტაბით ის კი არა დიდი ტაქტიკოსებიც კი შეუძლია გამოიბას და ათრიოს მუშაობს სწორად რაც მთავარია და თამაშიდან თამაშზე დარბის რო ვინმე პერსპექტიული ახალგაზრდა აღმოაჩინოს მართლა უმადურობასაც ზღვარი აქვს. ირწევიან ვითარცა ლერწამნიო ბევრი აღმოაჩენს ამ სიტყვებით თავისთავს და იქნებ ეხლა მაინც შეაწუხოთ სინდისმა. აი კვარაცხელიაზე კიდე რაღა ვთქვა ასეთები ხშირად არ იბადენიან და ყველგან არ იბადებიან და ამას რო ვერ ხედავდე ადამიანი და ვერ აღიქვამდე შენ ქვეყანას მისი სახით ვინ შეეძინა არ ვიცი თავი მიწაში უნდა გქონდეს ჩარგული ადამიანს, დავითაშვილი მამარდაშვილი მიქაუტაძე გოჩოლეიშვილი აზაროვი სიგუა ასეთი ტალანტები ერთბაშად დაიბადნენ საქართველოში ეს უფლის წყალობაა და შეირგე ადამიანო გაიხარე და იამაყე ბოღმამ როგორ უნდა დაგახრჩოს შენივე ქვეყნისამ?! და რაც შეეხება ირლანდიასთან თამაშს ხუთი კაცი ვუყურებდით ერთად და ყველამ ერთხმად ვთქვით რომ გოლი გაიტანეს და მერე შეჩერდა თამაში არ გადაიდო იმიტომ რომ გაგვიტანეს გადაიდებოდა რომ გაგვეტანა კიი უეჭველი გადაიდებოდა ეს ყველამ იცის რომ ევროპაში არ ვეპიტნავებით ჩვენი წარმატებები ეს პოლიტიკაა და მეტი ინტეგრაცია მოხდება ჩვენი ევროპასთან რაც არ აწყობთ ბოს(ზ) ზოგზოგიერთ დასავლელ ევროპელებს მარცხენა ფრთაც ყველამ შევამჩნიეთ რომ ნამდვილად არ იყო გაწმენდილი და რათქმა უნდა ყველა მივხვდით რასაც ემსახურებოდა ეს და უკადრებელი კი არა ტყის ღორი რო არ იკადრებს ისეთი რამე იკადრეს "ევროპელებმა" რა სამართალიანობაზე და რა პატივისცემაზეა ლაპარაკი კი ხედავთ რაგბზეც რეებს შვებიან კარებს ვუმტვრევთ და სხვა გზა რომ არ აქვთ უკვე ღიად აღარც მალავენ ჩვენი მიღება რომ არ უნდათ ის კი არა ამის გამო ევროპის ჩემპიონატში წესები შემოტანეს დამატებით რომ ერთ წაგებაზეც 6 ერზე ლაპარაკის და შესვლის შანსი დავკარგოთ არაუშავს უფალი სამართლიანია. ჩამოვლენ აქ ირლანდიელები და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უნდა გავხიოთ შუაზე და ნახონ ვინ თამაშობს ფეხბურთს და ვინ ტალახბურთს ბიჭები ამ უნამუსობას მჯერა არ დაივიწყებენ და ამოტენიან გემრიელად რომ მოკეტონ ეგ ძაღლიშვილი პირები!!!!

• ₾ადო

1978 წელი კრუიფი არ მიყვება ჰოლანდიის ნაკრებს არგენტინაში. არგენტინა გადის ფინალში 1992 წელი დანიის ნაკრებში არ თამაშობს ლაუდრუპი. დანიის ნაკრები ხდება ევროპის ჩემპიონი. 2023 წელი გუნდის ლიდერმა კვარაცხელიამ, განაცხადა უარი საქართველოს ნაკრებში თამაშზე (მერე რა რომ ახალგაზრდულია. ისტორიული ფაქტი მოხდა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პირველად თამაშობს ფინალურ ტურნირზე). დიდი იმედი მაქვს იმისა რომსაქართელსო ნაკრები ფინალში ითამაშებს...

• უვიცი

ავტორმა ცადა თავისი მოსაზრება გამოეთქვა, ჩვენ მკითხველებს დაგვლაპარაკებოდა და პრინციპში ჩამოაყალიბა ძალიან კარგად და მოკლედ რასაც ფიქრობდა, სრულად გასაგებია მისი მოსაზრება და ყველა მეტნაკლებად აქტიურად განხილვად საკითხი მოკლედ და ამომწურავად მიმოიხილა. ამისთვის ყოჩაღ. 1. წვიმის ფაქტორზე ვეთანხმები პრინციპში სრულად, ზოგადად ჩვენი ქართული სოციუმი მეტად მგრძნობიარე ადამიანებისგან შედგება და გარემო ხელშემშლელ ფაქტორებზეც მეტად რეაგირებს ვიდრე ჩრდილოური ქვეყნების სოციუმის წევრები. ამაზე სხვათაშორის ერთერთმა იტალიურმა გამოცემამაც ისაუბრა როდესაც ხვიჩასა და შევჩენკოს შედარება მოიშველია ხვიჩას გაფუჭებული პენალტის შემდეგ, და პირდაპირ მიკიბ-მოკიბვის გარეშე თქვა რომ სამხრეთელი მგრძნობიარე და ადამიანური გრძნობებით ძლიერ დატვირთული პერსონა ისე ცივსისხლიანად ვერ შეასრულებს პენალტებს, როგორც ჩრდილოელი ნაკლებმგრძნობიარე და მექანიზებური პერსონა, ამ შემთხვევაში შევჩენკო. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა წვიმას, მაინც, მაინც და მაინც ყველაფერს ვერ დავაბრალებთ სხვა მიზეზებიც არის აშკარად და ამაზე თვალის დახუჭვით ვერაფერს მოვიგებთ. 2. მწვრთნელს რაც შეეხება სანიოლი არ უნდა ვაქციოთ განტევების ვაცად რათქმაუნდა, მაგრამ არც მანდ გვარგებს თავის მოტყუება, რომ სანიოლი ვერაფერ სიახლეს ვერ გვთავაზობს, ერთერთი რიგითი მწვრთნელია და ნებისმიერი ჩვენგანი შეძლებს, მსგავსად მოამზადოს ნაკრები. უნდა წავიდეს თუ არა? აუცილებლად. და ზოგად უნდა შევეშვათ მწვრთნელების მოყვანებს და მრავალწლიანი კონტრაქტების გაფორმებას, ნაკრები კლუბი არაა, თუ არ ჩანს წინსვლა რამდენიმე თამაშში, ლოდინით არაფერი შეიცვლება, უბრალოდ დროს დავკარგავთ. 3.კვარაცხელია ვერჩით თუ არა რამეს? მე პირადად მინდა, რომ კვარაცხელია და ზოგადად ყველა ადამიანი იყოს ვაჟკაცობის, გონიერების და თავმდაბლობის გამოხატულება. ჩვენ არ ვიწყებთ ფეხბურთს ნოლიდან და ხვიჩა არაა ათვლის წერტილი, რომელზეც უნდა აშენდეს ჩვენი მსოფმხედველობა. ჩვენ ვართ საფეხბურთო ერი, ჩვენ გვაქვს ჩვენი კულტურა და საფეხბურთო დიდი ისტორია, გვყოლია ევროპის ჩემპიონატის პირადად მომგები მესხი და მეტრეველი, გვყოლია ევროპის უპირველესი გუნდი ერთმანეთზე უკეთესი ფეხბურთელებით. ჩვენ გვინდა, რომ ხვიჩა გახდეს ამ ისტორიის და ამ კულტურის გამგრძელებელი ბიჭი, რომელიც არამხოლოდ ფეხბურთს ითამაშებს, თავის საქციელით და უბრალოებით გააგრძელებს იმ ბიჭების გზას. ჩვენ გვჭირდება არა ხვიჩა რომელიც ბულინგემს მიბაძავს და ახალგაზრდულში თამაშს იუკადრისებს (თუნდაც სათადარიგოებში ჯდომას) და იბიცაზე გაკოტრიალდება, არამედ გვჭირდება ხვიჩა, რომელიც სლავა მეტრეველის მსგავსად მიატოვებს მოსკოვს და თბილისში წამოვა, წაქცეულ მეტოქეს წამოაყენებს, პენალტის დასარტყმელად პირადი ეგოს დასაკმაყოფილებლად კი არ მივარდება, გუნდისთვის, ხალხისთვის თავის თავს დაიმდაბლებს და დაუთმობს მას ვისაც ეს საქმე პრაქტიკულად უკეთესად გამოსდის. 4. კონტიგენტის შერჩევის ნაწილს რაც შეეხება აქ მე ერთადერთი რაც დავინახე, ეს იყო ავტორის ბოღმა და ირონიული მინიშნება იმაზე, რომ ჩაკვეტაძემ ვერაფერი ქნა კვიპროსთან და ვაიგულშემატკივრებმა ენა ჩაიგდეთო, ამ ნაწილზე რა კომენტარი გავაკეთო არ ვიცი. ჩაკვეტაძეს რაც შეეძლო ითამაშა, თავი არ დაუზოგია, უცხო პოზიციებზეც ირბინა, წინაც ცადა უკანაც, მანძილი ნამდვილად ბევრი დაფარა, არის სტატისტიკა ხელმისაწვდომი. ჩაკვეტაძე ხვიჩას დონის არ არის და ეჭვი მაქვს ვერც გახდება, თუმცა შეუძლია უეჭველად იპოვოს თავისი პოზიცია მოედანზე და იყოს ძალიან სასარგებლო თავისთავისთვისაც და ნაკრებისთვისაც. ახლა ჩაკვეტაძეს, დავითაშვილს, კიტეიშვილს უფრო ჭირდება მხარში დგომა და შეძახილი ვიდრე უკვე შემდგარ ვარსკვლავებს. კრიტიკის და ქების დოზირებას და ადგილს ამ საიტზე ვერ ხვდებიან, და ეს რომ ქართველ ხალხს აღიზიანებს, ეს მათ იმაზე კი არ მიანიშნებს, რომ ცდებიან, არამედ ხალხს მოუწოდებდნ, რომ შეიცვალონ და საკუთარ მსოფმხედველობაზე უარი თქვან.

• bejo

ჩემი აზრით საერთოდ არ უნდა დაარტყას ... ))

• დათო

როცა ორი ხელის ათი თითიდან 4ს იყენებ მარტო ,მუშტს ვერ გააკეთებ.

• დათო

მზეში, უი ცხელოდა ძალიან,წვიმში უი ტბორი იყო დაა....მარტო ჩვენთვისაა ეს მიზეზები.როცა ისწავლით თამაშზე მეომრებივით გამოსვლას ,და არა ესე ლაჩრებივით (ყველას არ ეხება) მაშინ არავინ გეტყვით რომ არც იბრძოლეთ.

• დათო

მოდი იდი კჩორტუ რაა,შენ თუ ხარ რბილ თავიანი ხო ფიქრობ რბილად.

• დათო

ერთი კითხვა მაქვს 3:0 რომ ვიგებდეთ ან თუნდაც 1:0 იყოს და იყოს წვიმა ტბორი და ცუდ მსაჯი,ნაშინ რას იტყვით???

• Gogi

ეს წვიმის თემა უკვე მოსაბეზრებელია, შოტლანდილებს უფრო აწყობდათო…. დინამომ რომ თავის დროზე თავსხმა წვიმაში ლივერპულს მოუგო 3:0 ეგ ამბავი როგორ იყო? თუ მაშინ სხვა ქართველები და ბრიტანელები იყვნენ?

• klimenti

მოხარული ვარ, რომ ამ საიტზე კარგი საფეხბურთო ანალიზიც გამოჩნდა. "მიმომხილველი" იყავი თუ გინდა მეგობარო, მაგრამ როცა ასე კარგად ხსნი სიტუაციებს - სახელი და გვარიც გაგვაგებინე შენი. ბევრით არ შეგაწყენთ თავს. უბრალოდ, ჩემი სურვილი მინდა გაგანდოთ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. აღარ დაარტყა მეგობარო პენალტი (ნაკრებში მაინც, სადაც შენზე გაცილებით უკეთ პენალტის დამრტყმელი ხალხია და მათაც დაუტოვე სტატისტიკის გაუმჯობესების საშუალება), უფრო სწორედ, აღარ იფიქრო პენალტის დარტყმაზე საერთოდ და ნახე, რამოდენა ფსიქოლოგიური ტვირთი მოგეხსნას ბეჭებიდან. რატომ? რატომ და ეროვნული ნაკრები ნავსის გასატეხი საექსპერიმენტო ადგილი არაა. შენი ძალიან დიდი იმედი გვაქვს ქართული ფეხბურთის ქომაგებს და სხვებისგან დასამშვიდებლის ყურებას, გვირჩევნია გუნდის ლიდერს გიყუროთ.

• Las

ლივერპულს რომ მოუგო 3-0 დინამომ თავსხმა წვიმაში ის რატომ არ გაგახსენდა? :)

• დათო

რა თქვა ეხლა ამ ადამიანმა არასწორი, დისლაიქებს რომ უსვამთ.თუ კიდევ ბევრი გაქვთ ფეხბურთი ნათამაშები.

• დათო

ხალხი არ ხართ ,36 წლის ვარ ,აქედან 11 წელი ფეხბურთი მაქვს ნათამაშები,და რაც თავი მახსოვს სულ მიზეზებზე ვლაპარაკობთ.აი მსაჯია ცუდი,აი წვიმა,აი ცუდი ფეხბურთელები და კიდევ ათასი სისულელე!!!ამასობაში გავიდა 36 წელი და სადაც ვიყავით იქ ვართ.თუ გვინდა რომ ვიყოთ წარმატებულები TOP ნაკრებს უნდა შევადაროთ და არა მონგოლეთს და კიდევ ვიგაცებს.ამოვიდა ყელში და ამოდის უკვე რა.ნუთუ ისე უნდა დავიხოცოთ რომ მსოფლიოზე ევროზე ვერ გავიდეეთ.ეეე

• რატი

კომენტარებში კარგად ჩანს, რომ ზოგიერთს როგორც არ უნდა აუხსნა და დაუსაბუთო, რა ხისთავიანიც იყო, იმადვე დარჩება. დამპალ შინაგან სამყაროს ვერაფერი შეუცვლის. :)

• გადასარევი გიორგი

ეს იყო ქართული გუნდის დიდი სირცხვილი და რაც გინდათ ის ილაპარაკეთ. როცა ამდენი გულშემატკივარი წვიმაში დგას და არც ერთს არ დაუტოვებია მოედანი, მოხუცი ქალრბი მათ შორის, ამხელა მუტრუკები ითხოვენ მატჩის ამდენი ხნით გაჩერებას და მერე აგებენ ყოვლად უსირცხვილოდ. საქმე ხასიათშია და ატა ეშმაკობაში, თუნდაც შოტლანდიელებისთვის უფრო ხელსაყრელი ყიფილიყო ამ ამნიდში თამაში, რომ არ მოვქცეულიყავით ასე სამარცხვინოდ და კაცურად გაგვეგრძელევინა თამაში დარმწუნებული ვარ ბწვრად უკეთეში შედეგი იქნებოდა. აქ საქმე ამ მთხლე ხასიათშია, რონლისაც მრცხვენია, როცა გუნდის კაპიტანი რაღაცას ჟილკობს მსაჯთან. მიდი და ითამაშე შე დალოცვილო! შოტლანდიელევი ხომ თამაშობენ! ამიტომ ვართ საცოდავი ნაკრები და მეც მესმის, რომ კარგი თაობაა, მაგრამ ასე ვერაფერს გავხდებით. ხასიათი და თავდადება! დუხი არ ყოფნით და ეგაა პრობლემა, პიროვნებებშია პრობლემა და არა მწვრთენლ ტაქტიკებში და სტრატეგიებში, პიროვნებები გვყავს ჩლუნგები მაგ გუნდში და ამას აბა რა ეშველება. მხოლოს განათლება თუ შეცვლის რამეს. კვარას რაც შეეხება, არ იყი საჭირო ტრაბახი წინასწარ, მაგრამ რადგან უკვე თქვი გავიტანო - მაშინ უნდა გაეტანა! რომ ვერ გაიტანა მაგანაც და მიქაუტაძემაც და თამაშითაც მაგრად შევრცხვით ეს არის ფაქტი და დანარჩენი ყველაფერი არის ბლა ბლა ბლა , აწყნარეთ ერთმანეთი და იყავით

• კახელი პაპა

ჯერ წერა-კითხვა რომ ისწავლო, არ გინდა?

• O.K.

მარცხენა მხარე არ გაწმინდესო კვარაცხელია თამაშობდა და იმიტომო, წვიმა მოვიდა და იმან შეგვიშალა ხელიო, სასაცილო მიზეზები.. მარტო ჩვენ მხარეს წვიმდა და ჩვენ გვიშლიდა წვიმა ხელს? შოტლანდიელების მხარეს არა? თუ არ გაწმინდეს მარცხენა მხარე შოტლანდიელებს არ შეუშლიდა ხელს? თუნდაც მეორე ტაიმში გუნდები რომ შეიცვლებოდნენ?? თუ მინდორი შეაბრინეს მთლიანად.. მე არ ვამბობ რომ არ უნდა წაეგოთ, უბრალოდ რეალურად უნდა თქვა, ,,წავაგეთ ორივე ერთ პირობებში ვთამაშობდით მაგრამ სკოტებმა გვაჯობეს,, არაუშავს საქართველოში რომ ჩამოვლენ მაშინ მოცუგებთ, წაგებაც უნდა იცოდე და მოგებაც..

• w

თამაში ყველა გუნდმა შეიძლება წააგოს მაგრამ ბოლო წუთებზე და თამაშის დაწყებამდე გაიხსენეთ როგორი შემართებით იყვნენ შოტლანდიელები და როგორი მობუზულები ქართველები. თუ მარცხენა ფლანგი არ გაწმინდეს გადასულიყო ცენტრში ან მარჯვნივ ეგ არ ამართლებს.

• ttt

ბრაზილიამ სენეგალთან წააგო რამოდენიმე დღის უკან.. რა კვარა მოიგებდა თამაშს..?? თან ამ გუნდმა ჰოლანდის ნორვეგიას და ესპანეთს მოუგო... ტქვენ ხოარ გაჟრიალებთ.. რაა მერე წაგო და წაგო მოვა დრო მოიგებენ.. ცოტა აზრზე მოდი ეროო

• Mr.kostaia

LJ-ს. მთავარ მსაჯთან უნდა მისულიყო და აქტიურად გაეპროტესტებინა, არ მიეცა თამაშის გაგრძელების საშუალება.არ ვიცი გაამართლებდა თუ არა არ ვიცი,უნდა ეცადა მაინც. გერმანია,საფრანგეთი, არგენტინა ან ბრაზილია რომ ყოფილიყო,მათ ამას ვერ გაუბედავდნენ 100%-ით დარწმუნებული ვარ, ნუ ჩვენთან სამწუხაროდ გაუვიდათ

• QT

მერე ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკა ? რომ გამოჭიმავთ ხოლმე სანაის, რომან გოცირიძეს და მავანთა მოსაზრებებს გინდა ხვიჩაზე, გინდა ნაკრებზე და სხვა ჩვენს ფეხბურთელებზე თუ გუნდებზე. ნუ იზამთ და არც ხალხისგან იქნება მსგავსი შინაარსის კომენტარები. ჩემი აზრით აქ შემომსვლელთა 99%-ს არ აინტერესებს მაგ ხალხის შეხედულება ფეხბურთზე და ჩვენს ფეხბურთელებზე, მი უმეტეს უარყოფით კონტექსტში მოხსენიებული.

• სოსო

არ ვიცი,ვინ იმალება,მიმომხილველის სახელის უკან,მაგრამ ძალიან სწორი და საჭირო სტატია კი დაგვიწერა!გმადლობთ!

• ელგუჯა

სრულიად ვეთანხმები სტატიის ავტორს, აქცენტები სწორად არის დასმული, ნუ მივაყენებთ ჩვენს სპორცმენებს შეურაწყოფას და პოლიტიკის საღერღელ-აშლილ ადამიანებს გთხოვთ ცოტა თავი შეიკავოთ, უამრავი პოლიტიკური საიტი არსებობს იქ დაიოკეთ ემოციები, ბოლო-ბოლო ფეისბუკი არსებობს...

• anta

ასეთ გაგზონზეც შეგვეძლო ფრის თამაში არ გაუმართლათ მიქაუტაძეს და კვარაცხელიას

• მალხაზ ჯობავა

ვისაც არ გაქვთ ნანახი ეს ფილმი (და ნაკვალევს წვიმა წაშლის) უყურეთ, მაგარი ფილმია.

• ფეხბურთის ქომაგი

მე ვფიქრობ, კვარამ პენალი უნდა დაარტყას იმ დროს, როცა გუნდი იგებს. წნეხი ნაკლები აქვს.

• სოსო

ლევან,შენს პოსტზე,მერვე ლაიქი მე დავსვი და ორი დისლაიქია.ესე იგი,10-დან ორი მკითხველი,ან ბრმაა,ან კიდევ თვალს ძალით იბრმავებს და ფაქტების დანახვა არ უნდა.მიპასუხონ მაშინ,სტადიონების და სპორტული ბაზების დანგრევით,ფეხბურთი თუ სპორტი,სად განვითარდა?ან კიდევ სტადიონების და სპორტული ბაზების მშენებლობამ,სად გაანადგურა სპორტი?არადა სწორედ ამას გვიმტკიცებენ,მავანნი!ხვიჩას წინააღმდეგ კამპანია,შარშან,რომელმა საინფორმაციო საშუალებებმა წამოიწყეს შარშან,ეგეც გაიხსენონ და ვისი კუთვნილებაა ეს საინფორმაციო საშუალებები,ისიც გაიხსენონ.ავტორს მთლიანად ვეთანხმები სტატიის სულისკვეთებაში,რადგან დროა საჭირო,ნაკრების კიდევ უფრო მაღლა აფრენისათვის.უკვე მრავალი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოჩნდა და მათ რო სჭირდებათ ფრთების გასაშლელად.ჩვენი რაგბის ნაკრების ისტორიას გავიხსენებ.ჩვენმა რაგბის ფედერაციამ,ჯერ კიდევ რიჩი დიკსონს დაავალა,ქართული რაგბის თანამედროვე სტილზე გადაყვანა.მანაც იმუშავა,აშკარად წინ წასწია ჩვენი ნაკრები და ადგილი,მილტონ ჰეიგს დაუთმო.მათი ზედამხედველობის ქვეშ ემზადებოდნენ ჩვენი ასაკობრივი ნაკრებებიც და სწორედ ასაკობრივ ნაკრებებში იცვლებოდა მორაგბეების მომზადების მეთოდები,ისინი,ახალ,თანამედროვე სტილზე გადაჰყავდათ და მათი დიდ ნაკრებში თანდათანობით ჩართვის კვალდაკვალ,ჩვენი პირველი ნაკრებიც თანდათან ფერს და სტილს იცვლიდა.ბოლო ტესტებში კი,როგორც იქნა ჩვენი ნაკრებიც რაგბის ზოგად კანონზომიერებებში ჩაჯდა და მისი საუკეთესო მელელოვე,როგორც იქნა,უკანა ხაზელი გახდა.დღეს ჩვენი ნაკრები,უკვე სულ სხვა რაგბის თამაშობს,შეუდარებლად ძლიერია და ყოველ ადგილზე,კონკურენციაც ძალიანაა გაზრდილი.აქაც ებრძოდნენ,ქართულ რაგბს ღუპავენო,მაგრამ სწორმა მუშაობამ,შედეგი გამოიღო და მიუხედავად იმისა,რომ რაგბის მესვეურების ღვაწლს,მაინც აარაფრებენ,საქმე მაინც წინ მიდის.იქაც წლები დასჭირდა ასეთ რევოლუციურ ცვლილებებს და აქაც დროა საჭირო,ნაკრების ახალ სიმაღლეზე გასასვლელად.ეს ახალი აკადემიები,ახლა გახსნილი ახალი სტადიონები და სავარჯიშო ბაზები,აუცილებლად მოგვცემენ შედეგს,თუ რა თქმა უნდა დააცადეს და კვლავ ყველაფერი არ დაანგრიეს.

• L.J .

Kapitani rogor ayveboda?tamashi midioda xo ar daadebda tavs da gadavidoda moedans migma...msaji moikca cudad ar unda daewyo saertod....

• თომა

ყველაფერი კარგად იქნება მეგობრებო, ამ წყალბურთში წაგებული მატჩის გამო არ ღირს დეპრესიაში ჩავარდნა.

• გია

კვარაცხელიამ როგორ ითამაშა მაგაზე საუბარი არაა, ხდება ფეხბურთელს რომ არ წაუვა თამაში და ვერ დავძრახავთ, მაგრამ ახალგაზრდულში თამაშზე უარის თქმა ვფიქრობ რომ ძალიან ცუდი საქციელია, ერთი ტაიმი მაინც რომ ეთამაშათ მაგას და მიქაუტაძეს არაფერი მოხდებოდა ახალგაზრდულს კი ძალიან წაადგებოდა. თან მაშინ როდესაც სეზონი დამთავრებულია და კლუბში თამაში აღარ გიწევს. სანიოლი ცალკე თემაა, ამოწურა მაგ მწვრთნელმა შესაძლებლობა და სჯობია უკეთესი მწვრთნელი ვეძებოთ, მისი დაყენებული შემადგენლობები ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს, თან ცვლილებებსაც აგვიანებს ხშირად. მადლობა, მაგრამ დროა წავიდეს

• იმერელი

ხოდა სკოტები აქ დაკარგავენ გასვლის შანს ეს გვეხერხება და უნდა შევუსრულოთ კიდეც

• მოყვარული

რო არ დაიხჩვენ ბიჭები ეგეც კაია, რა მოგება და რა ვისი ბრალი...

• გოგა

გლაზგოში რაც მოხდა ყველამ ვიცით წვიმა და ა.შ, მაგრამ კვიპროსთანაც იგივე ფეხბურთი იყო, უბრალოდ კვიპროსთან გაგვიმართლა, რო ვერ გამოიყენეს კვიპროსელებმა თავისი შანსები, კვიპროსაც თავი დავანებოთ, ნორვეგიასთანაც იგივე იყო, ბურთი დაგვახიეს თავზე და ძან გაგვიმართლა, აქ მარტო ერთ კონკრეტულ თამაშზე არა საუბარი, არასწორად არჩევს სასტარტოს სანიოლი და ვინც რამის მაქნისია მერე გამოყავს, კვეკვესკირს ათამაშებ და დავითაშვილს სკამზე ტოვებ, მანდ რაღაც ვერა რიგზე, დავითაშვილი ბევრზე წინა თავისი კლასით,შოტლანდიასთან კი ისეთი სასტარტო გაიყვანა, რო 0:0 ზე უნდოდა თითქოს თამაში, აბა ბურთის ამომტანი მარცხნივ დვალი, რო არ იქნებოდა კი იცოდა ყველამ და ხვიჩა 80 წუთი ტყუილა არბენინა

• გ.შ.

ყოჩაღ, ძაან მაგარი სტატიაა, აი ესე რა, გენაცვალეთ დაუდგეთ ბიჭებს ყველა გვერძე, ეხლა ყალიბდებიან, გული არ გაუტეხოთ

• Mr.kostaia

ალბათ ერთადერთი რაშიც ვეთანხმები სტატიის ავტორს, რომ თამაში არ უნდა დაეწყოთ ან როცა სანიოლმა მიმართა დამხმარე არბიტრს, კაპიტანი უნდა აჰყოლოდა,მოეთხოვა შეწყვეტა და გამოეყვანა გუნდი მოედნიდან, ეს ხდებოდა დაახლოებით მე-3 წუთზე. სხვა შეცდომები: შემადგენლობა(მწვრთნელი), კუთხურების დროს არასწორი განლაგება საჯარიმოში(მეკარე),ფეხბურთელების მიერ ზერელედ(ნუ გეწყინებათ ბიჭებო)მიდგომა საქმისადმი, ცეცხლი არ იკითხებოდა მათ თვალებში. რას ვიზამთ, ურემი უკვე გადაბრუნდა და უნდა შევძლოთ გადარჩენის გზის დანახვა. შემადგენლობის სწორად შერჩევას ვურჩევ სანიოლს,ბიჭებს კიდევ, უკლებლივ ყველას, ბოლომდე დაიხარჯონ მოედანზე,ყველას მიტომ ვამბობ, რომ არ მინდა ვინმეს გული დავწყიტო,თორემ ყველა ვხედავთ,ვინ როგორ აკეთებს თავის მოვალეობას. არ განმეორდეს, რაც არველაძეების, ქინქლაძის, ცხადაძის, ნემსაძის დროინდელ ნაკრებს დაემართა...კლუბებში კარგ თამაშს, ნაკრებში უკეთესი მონდომება შევუსაბამოთ. წარმატებები ჩვენს ნაკრებს.

• რრრ

კარგით რა, სადამდე უნდა ვაპრავოთ მწვრთნელების შეცდომები და დაბალი კვალიფიკაცია იმით რომ თურმე რა ქნას ამ ფეხბურთელებითო. და ქეცბაიას რა ფეხბურთელები ყავს რომ ძლივს მოვუგეთ ისიც გამართლების ხარჯზე? ან სომხებს რა ასეთი ჩვენზე უკეთესი შემადგენლობა ყავთ, აშკარად უკეთეს ფეხბურთს რომ თამაშობენ? ისე წერთ თითქოს ვინმე სანიოლისაგან მსოფლიოს ფინალში გასვლას ითხოვდეს! რასაც ვითხოვთ- უჰალანდო ნორვეგიასთან ტოლსწორად თამაშს, კვიპროსთან თამაშით და არა გაართლების ხარჯზე მოგებას და შოტლანდიასთან სრული უსუსურობის არ დემონსტრირებას! რაც შეეხება კვარას, მორჩით რა პოლიტიკა რის პოლიტიკა- ნაცებიც მყავს გარშემო და ქოცებიც და მაგ ნიშნით ნამდვილად არაა ეგ ამბავი. სხვათა შორის ჩემს გარშემო ხვიჩას მიმართ სკპტიკურად ყველაზე მეტად ვინცაა განწყობილი სწორედაც რომ ქოცია. მიზეზი? თავიდან თქვა მაგას იტალიაში თამაში არ გამოუვაო და ახლა პირველ ჩვენებას აწვება.

• იმრე

"უჩემოდ ვინ იმღერეთა" ქართული არაა?

• Givi

Kvaras nu verchit xalxo!es aris gandzi romelsac unda gavufrtxildet!!!rac sheexeba saniols shecdomebs ushvebs xshirad gaumartla da ar waago,glazgoshi at gaumartla,unda gamoasworos bevri ram torem am taobis da niwis ase gaflangvis ufleba ar unda mivcet.

• Levani

ერთიც ვთქვათ-ეს შედეგი,ამდენი კარგი ახალგაზრდა საიდან მოვიდა..დაახლოებით 10-12 წლის წინ დაწყებული აკადემიების გახსნით,აგინებენ ფიფიას,მაგრამ რამდენი ბიჭი გაუზარდა ნაკრებს დინამოს აკადემიამ ამ 10-12 წელში,იქ სფფ-აკადემიები,საბურთალოს სკოლა და ეს ჯერ პირველი მოსავალია. ასეა გაგრძელება საჭირო.ჩვენ ვერ გავხდებით შეიხები "ჭაბურღილ ლიგა" რო გავხსნათ,ჩვენმა ბიჭებმა უნდა მიაღწიონ ყველაფერს საკუთარი ნიჭით. 22 წლის ბიჭს რო დინამოს ან ტორპედოს ფორმა გაცვია და საკვალიფიკაციოზე "ნეფთჩი" და "სტიაუა"გეთამაშება რა გინდა სხვა თუ ამბიცია გაქვს მოიგე,თუ დიდი ფეხბურთის თამაში გინდა. და ეს მომგები ბიჭებიც მალე გამოჩნდებიან,იგივე არველაძეები და ქინქის დონისაც და კიდე უკეთესებიც. როგორც ვთქვი ეს ჯერ პირველი მოსავალია.

• თენგო

კვარას არავინ ერჯის მას პასი უნდა მისცე რომელიც არაა ვილის გუნდის არა სწორად შედგენაში შენც ვერ გაგიგია აბა მიდი დაბლეკე

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?