ავსტრიის ნაკრების მწვრთნელმა პაულ შარნერმა უნიჭიერეს ფორვარდად შერაცხული არნაუტოვიჩი ლოთობის გამო გამოლანძღა
იმ დროს, როცა ბრემენის „ვერდერის“ ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, მარკო არნაუტოვიჩი აზრზე მოვიდა და მომავალ სეზონში ისე მოიქცევა, როგორც ნამდვილ პროფესიონალს შეეფერებაო, ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პაულ შარნერი ფიქრობს, რომ ერთ დროს უნიჭიერეს ფორვარდად შერაცხული ფეხბურთელის გამოსწორება არ იქნება.

„მარკოს შესახებ ახალი და კარგი რა უნდა ვთქვა? ეგ მარტო სასმელზე ფიქრობს. ფეხბურთელი ყოველდღე შტროს სვამდეს, სადმე გაგიათ? პირადად მე მისი გამოსწორების იმედი აღარ მაქვს, რადგან არცისე პატარა ბიჭია, რომ ვინმემ აზრი შეაცვლევინოს.

დარწმუნებული ვარ, ძალიან უნდა, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყოს, მაგრამ საამისოდ არაფერს აკეთებს და ყოველდღე ლოთობით კი დიდი ფეხბურთელი ვერ გამოხვალ. არადა, არნაუტოვიჩი მართლაც ძალიან ნიჭიერია. თავში რომ არ უქროდეს, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში მასზე უკეთესი თავდამსხმელი არ იარსებებდა“, - განუცხადა შარნერმა გაზეთ „კრონეს“.

არადა, „ვერდერის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას შააფმა რამდენიმე დღის წინ არნაუტოვიჩი შეაქო და თქვა, პროგრესი აშკარად ეტყობა, მარკო გამოსწორების გზას დაადგაო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა