შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ბუნდესლიგის ახალ სეზონში ჩემპიონობისთვის მისი ყოფილი კლუბები, „ბორუსია“ და „ბაიერნი“ იბრძოლებენ
შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი მიიჩნევს, რომ ბუნდესლიგის ახალ სეზონში ჩემპიონობისთვის მისი ყოფილი კლუბები, მოქმედი ჩემპიონი დორტმუნდის „ბორუსია“ და მიუნხენის „ბაიერნი“ იბრძოლებენ.

„მთავარი ფავორიტი მაინც „ბაიერნია“. პირველ რიგში იმიტომ, რომ რეკორდმაისტერმა ძალიან კარგი ტრანსფერები განახორციელა. ესეც რომ არ იუყოს, „ბაიერნი“ ისედაც ყოველთვის ფავორიტია ხოლმე და თანაც, ზედიზედ ორი წელი უტიტულოდ დარჩენა მიუნხენური კლუბისთვის კატასტროფის ტოლფასია, - უთხრა „გენერალმა“ „სქაი სპორტს“, - მანუელ ნოიერი დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

რაც შეეხება „მანჩესტერ სიტიდან“ ნაყიდ ჟერომ ბოატენგს, მის შესაძლებლობებში ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება, მაგრამ ამ უკანასკნელმა ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ „ბაიერნში“ არსებულ წნეხს თავს გაართმევს. არ გამოვრიცხავ, რომ ადაპტაციისთვის დრო დასჭირდეს.“

რაც შეეხება „დორტმუნდს“, ჰიტცფელდის აზრით, BVB-ს უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იურგენ კლოპის სამწყსო კარგად შეთამაშებული გუნდია და ახალ სეზონსაც მაქსიმალურად მომზადებული ხვდება.

„დორტმუნდელები ჯერ კიდევ ეიფორიაში არიან და დიდი შანსია, რომ ჩემპიონთა ლიგაში თამაშმა „ბორუსიას“ დამატებით ფრთები შეასხას. კლოპის ბიჭებს ეტყობათ, რომ წარმატებებით ჯერ არ დანაყრებულან. ამას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,“ - მიიჩნევს 62 წლის სპეციალისტი, რომელიც „დორტმუნდს“ 1991-დან 1997 წლამდე წვრთნიდა და ვესტფალიურ კლუბს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. მიუნხენის „ბაიერნს“ ჰიტცფელდი ჯერ 1998-დან 2004 წლამდე, მეორედ კი 2007/2008 წლების სეზონში ავარჯიშებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა