თუ “ატალანტა” ჩაწყობილ თამაშებში ამხილეს, გუნდს სერია A-დან მოკვეთენ და მის ადგილს სწორედ გენუის “სამპდიორია” დაიკავებს
იტალიურ სპორტულ პრესაში მეტად საინტერესო ინფრორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც არის შანსი “სამპდორიამ” სერია A-ში “ატალანტას” ადგილი დაიკავოს.

საქმე იმაშია, რომ ფედერკალჩოს სადისციპლინო კომიტეტი სერია B-ს ჩაწყობილ თამაშებს იძიებს და რამდენიმე საეჭვო პაექრობა ბერგამოულ კლუბსაც უკავშირდება.

მოკლედ, თუ “ატალანტა” ჩაწყობილ თამაშებში ამხილეს, გუნდს სერია A-დან მოკვეთენ და მის ადგილს სწორედ გენუის “სამპდიორია” დაიკავებს. ამ ამბავმა “სამპას’ ქომაგთა ნაწილი გაახარა, ნაწილს კი ამგვარი ფორმით ელიტაში დაბრუნების სურვილი არ აქვს და ბრძოლა სწყუირია. თავისი მოსაზრება დააფიქსირა გენუური გუნდის პრეზიდენტმა რიკარდო გარონემ:

“სერია B-ში ჩაწყობილი თამაშების შესახებ არაფერი მსმენია და სიმართლე გითხრათ, არც მინდა რომ მოვისმინო. თუ სადისციპლინო კომიტეტი “ატალანტას” მოკვეთავს და ელიტაში აგვაღზევებს, ამის საწინააღმდეგო არაფერი მექნება და გუნდს სიამოვნებით დავარუნებ სერია A-ში. გამოგიტყდებით და ეს ამბავი ძალიანაც გამიხარდება, ფეხბურთი ხომ ცხოვრებაა და დამნაშავე უნდა დაისაჯოს – ამიტომ, მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში, ერთი მხრივ ელიტაში დავბრუნდებით და მეორე მხრივ, სამართალი იზეიმებს”.

“სამპდორიას” სერია A-ში შესაძლო დაბრუნების საკითხს თვით ფედერკალჩოს პრეზიდენტი ჯანკარლო აბეტე გამოეხმაურა: “ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ ითამაშებს სერია A-ში, მთავარია, რომ ელიტაში უძლიერესი 20 გუნდი სპორტული პრინციპით გამოვლინდეს და არა ჩაწყობილი თამაშების შედეგად. გამოძიება მიმდინარეობს და თუ ბერგამოელთა ბრალულობა დადასრტურდა, ეს გუნდი აუცილებლად მოიკვეთება უმაღლესი დივიზიონიდან. ჩვენ ვეღარ დავუშვებთ იმას, რომ ახალი კაკლჩოპოლი მოხდეეს, ამიტომ, დანაშაული ძირშივე უნდა აღმოიფხვრას”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა