მას შემდეგ, რაც "მილანმა" აუდის თასზე მიუნხენის "ბაიერნთან" წააგო, იტალიის ჩემპიონის მიმართ კრიტიკამ იმატა
მას შემდეგ, რაც "მილანმა" აუდის თასზე მიუნხენის "ბაიერნთან" წააგო, იტალიის ჩემპიონის მიმართ კრიტიკამ იმატა. ერთი, რომ მილანური გრანდის მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე არ აქტიურობენ და მეორე, გუნდი აშკარად ცუდ ფორმაშია. ალესანდრო ნესტამ პრესისთვის კომენტარი გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა და მხოლოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში წავაგეთ. აშკარად გამოჩნდა, რომ "ბაიერნი" ჩვენზე უკეთეს ფოირმაშია. გერმანელები ბევრ კომპონენტში გვჯობდნენ, განსაკუთრებით კი სისწრაფეში. ეს არც მიკვირს, რადგან მიუნხენელებმა მოსამზადებელი ეტაპი ჩვენზე გაცილებით ადრე დაიწყეს და უკეთეს ფორმაში არიან. ნებისმიერ შემთხვევაში. ბევრი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ იტალიის სუპერთასის პაექრობას მომზადებულნი შევხვდეთ და სეზონში პირველი ტროფეი მოვიპოვოთ".

ამასობაში, საბოლოოდ გადაწყდა, რომ მატიო ფლამინი 6 აგვისტოს პეკინში დაგეგმილ პაექრობას გამოტოვებს და ტრავმის მოსაშუშებლად კიდევ მინიმუმ 10 დღე დასჭირდება. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრი ფლამინის სასტარტო შემადგენლობაში დაყენებას აპირებდა და შესაბამისად, მისი შემცვლელის შერჩევა მოუწევს. თუ ავტორიტეტულ გამოცემას ვენდობით, ალეგრი 4-3-2-1 ტაქტიკას აირჩევს და ნახევარდაცვაში კევინ პრინც ბოატენგთან და ჯენარო გატუზოსთან ერთად, ურბი ემანუელსონს გაამწესებს. ალეგრიმ უკვე განაცხადა, რომ ახალი სეზონიდან ჰოლანდიელის მიმართ ნდობა ერთი-ორად გაიზარდება და შესაბამისად, მეტ სათამაშო დროს მიიღებს – ეს ამბავი თავად ურბის ძალიან ახარებს.

"სერია A-სთან ადაპტირება იოლი პოცესი არაა და არ მიკვირს, რომ გასულ სეზონში საუკეთესო კუთხით ვერ წარმოვჩინდი. თუმცა, რეთულმა პერიოდმა უკვე ჩაიარა და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი, რათა გულშემატრკივრებს საუკეთესო ემანუელსონი ვაჩვენო. ვიცი, რომ ალეგრი მენდობა და სათამაშო დროს მომცემს, შესაბამისად, ისღა დამრჩენია, რომ ვარჯიშებზე ბოლომდე დავიხარჯო და მწვრთნელის იმედები გავამართლო. რომელ პოზიციაზე მირჩევნია თამაში? – სიმართლე გითხრათ, ყველაზე უკეთ თავს გარემარბის პოზიციაზე ვგრძნობ, მაგრამ როგორც ვიცი, ალეგრი ნახევარდაცვაში მიპირებს გამწესებას. ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან კარგად ვიცი, რომ გადამწყვეტი სიტყვა მთავარ მწვრთნელს ეთქმის. ვნახოთ, მომავალ სეზონს ოპტიმისტურად ველოდები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა