14-წლამდელთა B ლიგის გამარჯვებული გახდა ზაზა ფაჩულიას აკადემიის მე-2 გუნდი. ამ ასაკში პირველი გუნდი A ლიგაშია და სწორედ ამიტომ, B ლიგის ჩემპიონმა უმაღლესში ასვლა ვერ მოახერხა. შეგახსენებთ, რომ დებულება A ლიგაში ერთი სკოლის 2 გუნდის ყოფნას კრძალავს. შესაბამისად, A ლიგაში ფინალში "ზაზა 2"-თან დამარცხებული "თელავი" გადავიდა. ნიკა ჩაველაშვილის გაწვრთნილმა კახურმა გუნდმა A ლიგის საგზური რიგითობის პრინციპით მიიღო, როგორც "ზაზა 2"-ის შემდეგ საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი.

"ზაზა 2"-მა თელაველებს მეორე თამაშიც მოუგო. ფინალურ სერიაში გამარჯვებული 2 მატჩის ჯამში ვლინდება, თუმცა ბურთების შეფარდების დათვლა საჭირო არ გახდა. ზაზას აკადემიელებმა ორივე შეხვედრა მოიგეს და B ლიგის გამარჯვებულისთვის დაწესებულ თასს, მედლებსა და სიგელს დაეპატრონნენ.

გამარჯვებული და ვერცხლისპრიზიორი გუნდები სუპერლიგის დირექტორის მოადგილემ, ვანო ლაცაბიძემ, შესაბამისი პრიზებით დააჯილდოვა. თელაველებს ვერცხლის მედლები გადაეცათ, ზაზას აკადემიელებს კი - ოქროს მედლები და B ლიგის ჩემპიონის თასი.

14-წლამდელთა B ლიგაში მესამე ადგილი ზაზას აკადემიის მე-3 გუნდმა დაიკავა, რომელმაც ბრინჯაოსთვის მატჩში "მეგა" დაამარცხა.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა