ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბრწყინვალე გამარჯვება - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" არგენტინა დაჯაბნა [VIDEO]

ბრწყინვალე გამარჯვება - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" არგენტინა დაჯაბნა [VIDEO]

პირველად ისტორიაში! ტიერ 1-ის გუნდი 0-ზე დავამარცხეთ

„უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში, წვიმიან ამინდში არგენტინა 20:0 დაამარცხა, რომელმაც პირველ ტურში იტალიას 43:15 სძლია.

პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა და 14:0 მოიგო - ლელოები ხორბალაძემ და ხონელიძემ გაიტანეს. შესვენების შემდეგ „უმცროსი ბორჯღალოსნები“ ხუციშვილის ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოთი 20:0 გაიჭრა წინ და მშვიდად მიიყვანა საქმე ლოგიკურ გამარჯვებამდე. აღსანიშნავია, რომ კილასონიას შეგირდებმა მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში, განსაკუთრებით, ფიზიკურ ორთაბრძოლებში დაჯაბნეს.

ჩვენი ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში სამხრეთი აფრიკა იტალიასთან 26:34 დამარცხდა. C ჯგუფში ოთხივე გუნდს თითო მოგება და წაგება აქვს, საქართველო კი ბოლო ადგილზეა, რადგან ჯერ ბონუს-ქულა არ მოუპოვებია.

შემდეგ მატჩს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 4 ივლისს იტალიასთან გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“

არგენტინა – საქართველო 0:20

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. დავით მჭედლიძე (ტულონი), 19. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 20. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).

• გუჯა

მსაჯი მომეწონა სიმპატიური იყო კარგი დგომა ქონდა შერკინების დროს

• tngh

ესეთ უსუსურ არგენტინას ვერც წარმოვიდგენდი!!!

• ლაშა

მხოლოდ ქალებს? კი, ლაშა მქვია...

• რეზო

მიუხედავად იმისა რომ მშვენიერი ქალბატონი იყო მსაჯი, ბევრი შეცდომა დაუშვა, ბონუსით მოვიგებდით უეჭველი

• მინდია

მძლავრი ქართული რაგბის უძლეველობისა იყოს.არის,არის,არის ამის ყველა წინაპირობა!!!

• შეტევა

მადლობა ბიჭებს! პ.ს. ბოლო მომენტი არგენტინას რომ ქონოდა ალბათ გადაამოწმებდნენ.

• mamuka09ze

ყოჩაღ, რაგბისტებო!!! ქართულ სპორტში ძალიან დადებითი ძვრებია, იმედია სხვა სფეროებშიც იქნება ცვლილებები და საქართველო ამოვა ამ წუმპიდან. წინ, საქართველო!!!

• რონი

ეგ იმას ნიშნავს რომ აუცილებელი არაა კარგი მოედნის ქონა ცუდ მინდვრებზეც იზრდებიან მსოფლიოს სარაგბო ვარსკვლავები

• ლაშა-ს

საინტერესო ადამიანი ხართ. პოზიტივშიც კი შეგიძლიათ ნეგატიური შინაარსის ჩაქსოვა. ზოგადად, ქალებს ახასიათებთ ამგვარი აზროვნება. ნამდვილად ლაშა გქვიათ?

• კახაბერი

ყველა ქეყანას არ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი . რაც ქართულ რაგბს გააჩნია (მატერიალური ბაზა) , მხოლოდ იანიშვილის დამსახურებაა და არა სხვისი . სამხრეთ აფრიკა კი არა , ავსტრალია - ბრიტანელები წაიდნენ პირდაღებული , როცა ქართული რაგბის ინფრასტრუქტურა ნახეს , თან არა მარტო თბილისში არამედ რეგიონებშიც.

• simartle

ყოჩაღ მთელი გუნდი და სამწვრთნელო შტაბი. კარგია რომ სწორი დასკვნები გამოინტანეს წინა წლის ამა თუ იმ მიზეზების გამო ჩაგდებული 8 ერის ჩემპიონატიდან რომელიც მსოფლიოს გაუქმების გამო ჩატარდა. სწორად შეარჩიეს მოთამაშეები და ბევრი სამუშო გასწიეს. ეს ბიჭებიც თავს არ იშურებენ ქვეყნის სასახელოდ და მხოლოდ გასახარია რომ ასეთი კარგი თავდადებული თაობა მოდის. საუკეთესო სურვილებით გამარჯვებით წინსვლა. ასევე ყველა რაგბის მოყვარულს და მესვეურს. ვულოცავ ჩალანჯ ქაფზე ქართული გუნდის დაშვებას. მალე ყველ კარები შეგვენგრიოს...

• იბერია

ცოტა საფეხბურთო ციებ-ცხელებამ შეგვიპყრო ეს დღეებია ნაგრამ ყოჩაღ ლომებო. ეს უდიდესი გამრჯვებაა ქართული რაგბისათვის. იდეაში, ელიტური სარაგბო ოჯახის კარის მტვრევა სწორედ უმცროსმა ბორჯალოსნება დაიწყეს წლებია უკვე ბიჭები ანგრევენ ბობოლებს და ხან რომელი რომელი ტურნირიდან გარბის თვითონაც ვეღარ გებულოვენ. ეს მსოფლიო აქედან ვერ გაგვექცევიან და აბა თქვენ იცით ლომებო ჩამოიღეთ იტალიის კარიც.თქვენ არ შედრკეთ მაგათ ჩცენთან რომ უკანკაკელებთ მუხლები გასაგები მიზეზევის გამო ეგ თქვენც იცით. ხოდა, თქვენ იცით. საოცარი ბიჭები ხართ. მადლობა

• სოსო

ჩვენი ნაკრების თამაშზე უკვე ვთქვი,ახლა კი,იმ მოედნებზეც მინდა ვთქვა,სადაც მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება.მეგონა,ქვეყანა მსოფლიოს ჩემპიონია,დიდებული სტადიონები,დიდებული მინდვრის საფარით ექნებათ მეთქი,მაგრამ მოლოდინები გამიცრუეს.ასე განადგურებულ გაზონზე ასეთი ტურნირის გამართვა,სულ ცოტა,ტურნირის უპატივცემულობას მაინც ნიშნავს.ჩვენ შევძელით ტურნირის კარგ მოედნებზე ჩატარება და სამხრეთ აფრიკას ისეთი რა გაუჭირდა,ჭაობში რომ ათამაშებს,მსოფლიოს საუკეთესო ასაკობრივ ნაკრებებს?

• საბურთალო

თვენს გამზრდელ-აღმზრდელებს ვენაცვალე, მადლობააააა..............

• ქუთათური

გილოცავთ... წარმატებები... კიდევ უფრო მეტი წარმატება და ეს თაობა უკვე ტ1 უნდა იყოს...

• Anti-Tifozi

მართალია. იტალიასთან ფინალის ტოლფასი თამაში იქნება, და აუცილებელია სრული კონცენტრაცია.

• სოსო

ძალიან მაგრად ვითამაშეთ და მოვიგეთ!ამისი დიდი იმედიც მქინდა,მაგრამ მიგებაც არის და მოგებაც.არგენტინა ნულზე დაამარცხო,არავითარ ჩარჩოში აღარ ჯდება!ამას, ალბათ ვეღარავინ შესძლებს,ამ საუკუნეში.გილოცავთ ბიჭებო,მართლაც ძალიან მაგრები ხართ და მიუხედავად ამისა,ორი ტურის შემდეგ,ჯგუფში ბოლო ადგილზე აღმოვჩნდით,პრემიალური ქულის უქონლობის გამო.არა და აფრიკელებთან,ჯერ ხომ მოსაგები თამაში წავაგეთ,მერე,ისეთი მომენტეის დაკარგვით,მეოთხე ლელო და პრემიალური ქულა ვერ ავიღეთ და ამის დამატებით,7 ქულიანი ზონიდანაც ამოვვარდით და ვერც მცირე სხვაობით წაგების გამო ავიღეთ ქულა!მე ვერ მომინელებია და თვითონ ბიჭებსაც ალბათ კოშმარები ესიზმრებათ,ასეთ მარცხის შემდეგ.ახლა,სხვა გზა არ არის,იტალიასაც უნდა მოვუგოთ,თანაც პრემიით.

• გიორგი

თქვენი ჭირიმე, თქვენი. გილოცავთ ამ გამარჯვებას, რომელიც აუცილებლად დიდი გამარჯვებების დასაწყისი იქნება. თქვენ ხართ გუნდი, ან იმის თქმა მინდა რომ, გუნდურად თამაშობთ, შეკრულები ხართ. იგრძნობა მწვრთნელების მუშაობა. და რა თქმა უნდა, თქვენ ხართ ამ ყველაფრის შემოქმედნი. და ბოლოს, უკვე რამიდენიმე დღეა სიხარულის ცრემლები არ გვშორდება ქართველებს. დიდი მადლობა ამისთვის, გულებში გენაცვალეთ!!!!

• ლაშა

ყველაზე სრაფად საქართველოში განვითარდა რაგბი, შემდეგ მოდის კალათბურთი, რომელიც რეგულარულად ასპარეზობს ევროპის ჩემპიონატზე და წელს პირველად გავიდა მსოფლიოზე. შემდეგი დინამიკური პროგრესიით ფეხბურთი მოდის!

• ლაშა

ჩვენი დამმარცხებელი სამხ. აფრიკა იტალიასთან დამარცხდა?! საინტერესოა. ე. ი. ჯგუფიდან გავლის შანსი გვაქვს მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებს შორის! ისე მსოფლიო თასი, U20 და ევროპული თამაშები (სადაც ვერაფერი გავაწყვეთ დავიკავეთ რა მე-7 ადგილი გარკვეული მიზზების გამო), ერთ წელიწადს გამართვა რამდენადა სამართლიანია საკითხავი აი ეს არის...

• დიმა

ყოჩაღ ბიჭებო!საუკეთესო გუნდია. შეკრული და მოტივირებული. დერეფანში რამდენიმე შეცდომას, თუ არ ჩავთვლით, უშეცდომოდ ითამაშეს.ახლა მობილიზდით, რათა იტალიასაც გადავუაროთ.ქება კილასონიას, ასეთი გუნდისთვის.

• ATP 16

ისეთი თაობა მოდის რაგბში , ნამდვილად გვაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას და იმის მოლოდინს , რომ კიდევ უფრო მაღალი დონის გუნდებთან შეგვიძლია ვიომოთ და შეიძლება ერთ დღესაც დადგეს დრო , როდესაც ტურნირის მოგების კანდიდატებში ვიქნებით მსოფლიოზე .

• saqartvelo

გადავთვალე გადმოვთვალე, ვედზებ გამოსავალს ხელი რო გამოვკრათ.

• Lobotka

გენაცვალეთ გულში ლომებოოოოო!!! პირწმინდათ დავჯაბნეთ!!!

• Vasili

გადაურბინეს!

• rable

მადლობა გუნდის ყველა წევრს, მაგარი თამაში აჩვენეს -პირველიდან ბოლო წუთამდე ფიზიკაში დავჩაგრეთ არგენტინა. იტალიასთან ურთულესი თამაში იქნება და დღევანდელზე ბევრად ძნელი, არგენტინასთან მათი მარცხით თავი არ უნდ მოვიტყუოთ. ბოლო რამდენიმე დერეფანი ვერ ავაგდეთ და უნებლიე შეცდომებიც არაერთი იყო, ხდება მაგრამ იტალიასთან ბურთის გაფრთხილება გადაწყვეტს თამაშის ბედს.. ფიზიკურად ესეთი გამძლე და შეკრული გუნდი არ გვყოლია, პირველ ნაკრებზე მეტად გუნდურები არიან. ყოჩაღ და გამარჯვება საქართველოს

• ელიასი

ასეთი კარგი, შეკრული, გამართული, მიზანსწრაფული, დისციპლინირებული გუნდი არასდროს არ გვყოლია სპორტის არცერთ გუნდურ სახეობაში. რაგბის ხალხი ყოველთვის ძალიან წინ იყო ჩვენში და ახლაც ასეა. რაც მათ მრავალი წლის მანძილზე რუსები სრისეს და ამოავსეს, მარტო ეს ამტკიცებს ამას ყველაფერს. თვალი არ ეცეს!!!

• Mr.kostaia

ყოჩაღ ბიჭებო, თქვენ გენაცვალეთ,რომ გაახარეთ ქვეყანა.მადლობა ამ სიხარულისთვის...მოკლედ, გადაურბინ-გადმოურბინეს ბიჭებმა, ჯიგრები ხართ. წარმატებები

• პაპა

ვუყურე თამაშს და ჩვენმა ბიჩებმა ყველა მომენტში დაჯაბნეს, გენაცვალეთ გამარჯვებაში, აქეთ ფეხბურთი იქით რაგბი, დიდი სიხარულის დღეები გვიდგას საქართველოს.

• ის

ჯგუფში ისეთი არეულობაა, შეიძლება პირველ ადგილს გამოვკრათ ხელი

• ალეკო

დიდი მადლობა იმ სიხარულისთვის რაც საქართველოს მოანიჭედ!!!

• Lelo

ბიჭებო თქვენ გენაცვალეეეთ!!!!!!! დიდი კაცები ხართ!!!!!! მადლობა!!!!!!!!!!!!!!! თქვენს გვერდით ვართ!!!!!!!!!

18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან

18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად

18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო

20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან

20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა

20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან