"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე არგენტინა 20:0 დაამარცხა, ტურნირზე სარეკორდო ანგარიშით გაიმარჯვა და თანაც, ტიერ1-ის გუნდი უქულოდ დატოვა.

შორეულ აფრიკაში, წვიმიან ამინდში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჩვენი მორაგბეები ამაყად სკანდირებდნენ - "საქართველო! საქართველო!"

ნამატჩევს კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ლადო კილასონიამ გააკეთა და ახალგაზრდულ ევროპირველობაზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების წარმატება აღნიშნა:

"პირველი ტაიმი ძალიან დაგეგმილად წავიდა, გეგმას ძალიან ახლოს გავყევით. ჩვენი ამოცანა იყო, თამაში მაქსიმალურად დაგვეკეტა და მეტოქის ნახევარზე ვყოფილიყავით. ვფიქრობ, მეორე ნახევარშიც მივყვებოდით გეგმას, უბრალოდ იყო მცირე მომენტები, როცა ოდნავ გადავუხვიეთ.

საბოლოო ჯამში, ჩვენ მიერ კარგად მართული თამაში გამოვიდა, რამაც ძალიან მაგარი შედეგი მოიტანა. ძალიან ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით, ჩვენი სტაფით, ვინც თავდაუზოგავად იმუშავა; ყველა იმისი, ვინც ამ გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა, რაგბის კავშირის და ვინც ჩართული იყო ჩვენ დასახმარებლად.

ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს. თქვენს მხარდაჭერას მაგრად ვგრძნობთ და ფეხბურთელებო, ბიჭებო, თქვენ გენაცვალეთ, გილოცავთ, ძალიან მაგრები ხართ".

sake
მგონი ყინული დაიძრა ქართულ გუნდურ სპორტშიც, თქვენ გენაცვალეთ ჯიშდალოცვილებო,უფალი გფარავდეთ ბიჭებო,გახსოვდეთ, ნებისმიერი გამარჯვება უდიდესი მნიშვნელობისაა დღეს დაჩაგრული ქართველი ერისთვის.
გეგი
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!
კუკურა
მიხარია ქართველები გუნდურ თამაშებში უკვე ასე რომ გაძლიერდნენ, გენაცვალეთ თქვენ ყველას, წარმატებები
ლაშას
აქ სხვა სისტემაა. ჯგუფური ტურნირის დამთავრების შემდეგ დგება, საერთო ცხრილი 12 გუნდის ყველა ჯგუფიდან. 1-4 ითამაშებს 1-4 ადგილისათვის 5-8 ადგილისათვის და 9-12 ითამაშებს 9-12 ადგილისათვის. თუ გვინდა რომ 1-4 მოხვედრა იტალიას ბონუს ქულით უნდა მოვიგოთ. ჩვეულებრივ მოგების შემთხვევაშიც გვაქვს ამის შანსი, მაგრამ მაშინ არგენტინა სამხრეთ აფრიკა ფრე უნდა დამთავრდეს და ასევე უელსმა უნდა წააგოს საფრაანგეთან ისე რომ 2 ბონოს ქულა არ აიღოს (4 ლელო). უელსის მოგების შემთხვევაში სამწუხაროდ 1-4 ვერ მოვხვდებით.
გიორგი
ჯგუფიდან გასვლა გულისხმობს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას. ამის ერთადერთი შანსი ისაა, რომ ბონუსით მოვუგოთ იტალიას, ხოლო არგენტინამ უბონუსოდ მოუგოს სამხრეთ აფრიკას, ან ფრე ითამაშონ. ყველა სხვა შემთხვევაში ვითამაშებთ 4-8 ადგილების ჯგუფში. მიუხედავად ამისა, ბიჭებმა ისტორია დაწერეს, გაგიმარჯოთ ქართველებო!
გიორგი
გილოცავთ ბიჭების უბრწყინვალეს თამაშს არგენტინასთან! მალე ეროვნულ ნაკრებს რაგბის გრანდებივით გრძელი სკამი ექნება, რაც სერიოზული წარმატების საწინდარია! ამ ტურნირზე საუკეთესო ოთხეულში გასვლა გაგვიჭირდება, რადგან ამისთვის ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ. საქმე ისაა რომ სხვაგვარად საუკეთესო მეორეადგილოსანი სავარაუდოდ B ჯგუფიდან გავა. აქ ირლანდიასა და ინგლისს სათითაოდ უკვე 8 ქულა დაუგროვდათ. ირლანდია ფიჯის ეთამაშება და ინგლისი კი ავსტრალიას. ფრეც რომ ითამაშოს ერთერთმა 10 ქულას დააგროვებს და ვერაფრით გადავასწრებთ. მსგავცადაა საქმე A ჯგუფში, სადაც პირველ ადგილზე მყოფ საფრანგეთს უკვე აქვს 10 ქულა. მეორე ადგილზე მყოფ უელსს უკვე 7 ქულა აქვს, ხოლო მესამეზე მყოფ ზელანდიას კი 5. უელსმა რომც წააგოს საფრანგეთთან, ზელანდია იაპონიას ეთამაშება და სავარაუდოდ მოუგებს. არა უშავს, მომავალი ჩვენია!
ქობულეთიდან
ძალიან სასიამოვნოა როცა სპორტსმენებს ასეთი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ. წარმატებები ყველა სახეობას.❤
ლაშა
ჯგუფიდან სად გავალთ, აქ პლეიოფები არაა, ყველა ადგილი თამაშდება. მატჩის კომენტატორების არ იყოს, იმას ლაპარაკობთ და წერთ რაც არ იცით და ხალხი შეგყავთ შეცდომაში. https://www.world.rugby/tournaments/u20/championship აქ ნახეთ საკუთარი თვალით
me
ბონუსით მოგების შემთხვევაში, ტანაც არა აუცილებლად ისე როგორ გავალთ აუცილებლად?
შეკითხვა
რანაირად გავალთ? აფრიკა არგენტინას ჩვენზე მეტი ქულა უგროვდება და მხოლოდ 1 ადგილი გადის და 3 გუნდს შორის საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომელიც ვერ ვიქნებით რადგან სხვებს უკვე აქვთ 8 ქულა მეორე ადგილზე.
ლაშა
ყველამ იცის თუ რა იყო რაგბის ერთ-ერთი განმავითარებელი ფაქტორი (და არა ერთადერთი), სტადიონები და ინფრასტრუქტურა, ამიტომ კალათბურთს და ფეხბურთს მსგავსი მხარდაჭერა სჭირდება მეცენატებისგან ან მდიდარი ბიზნესმენებისგან...
levan
ჯიგრები ხართ, ა კაცები, როგორ ძმაკაცური დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ, როგორ უყვართ და აფასებენ ერთმანეთს, ესენი სპორტსაც განავითარებენ და ქვეყანასაც ააშენებენ, ამთთან ერთად მომავლის არ მეშინია
ლაშა
სატურნირო მდგომარეობა: 1. არგენტინა - 5 ქულა; 2. იტალია - 5; 3. სამხრეთ აფრიკა - 5; 4. საქართველო - 4. ბოლო ტურის მატჩი იტალიის ნაკრებთან გვაქვს, რომლის მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან აუცილებლად გავალთ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ლადო გურს ქგგალე! შენი კუთხის ღირსეული წარმომადგენელი ხარ! ვულოცავ ბიჭებს! ველით ბრძოლას და გამარჯვებას იტალიელებთან! ბიჭებო,ფეხბურთელებო "აბა ულა" გავაკრათ ბეჭებზე ისრაელი!
G.LA
გრნაცვალეთ ჯიგარში ბიჭებო. ჰიმს რომ უსმენდი თქვენი შესრულებით გამბურძგნა. მადლობა თქვენ ლომებო. ვამაყობ თქვენით. წარმატებას გისურვებთ, თუმცა ეს 2 თამაში უკვე საკმაოდ წარმატებაა. გამარჯვებას გისურვებთ.
საქართველო
ლადო ჯიგარიხარ, ბიჭებო ჯიგრები ხართ, მეამაყებით იცოდეთ არააქვს მნიშვნელობა როგორ მორჩება ეს ტურნირი, პირველ ორ ტურში რაც თქვენ ქენით რთულია ამის დავიწყება ჯერ მარტო ჰიმნი როგორ იმღერეთ, სხვანაირად მოძრაობდა სისხლი. უმაგრესი ბიჭები ხართ. დედასვფიცავარ ჯგუფში ალალია ჩვენთვის პირველი ადგილი და გული მწყდება აფრიკასთან წაგების გამო მაგრამ არაუშავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია
20 წ. | მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან
"ჩვენ ვართ ტიერ1 - საქართველო ტიერ2-ის სარაგბო ქვეყანა არაა" - რა ითქვა ახალზელანდიელებთან ნამატჩევს
20 წ. | ლადო კილასონია – იგრძნობა სურვილი, გავხდეთ უკეთესები
20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა
20 წ. | ლადო კილასონია: ამაყი ვარ ამ გუნდს რომ ვწვრთნიდი
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
20 წ. | ლადო კილასონია – ფოკუსირება დეტალებზე