საქართველოს ჩემპიონი 16-წლამდელთა შორის ან "რუსთავი" იქნება, ან "ჰიუნდაი". ამ გუნდებმა დღეს ნახევარფინალური სერიის საპასუხო მატჩები სასურველი სხვაობით მოიგეს და ფინალში გავიდნენ. ორივე მათგანს პირველი მატჩები წაგებული ჰქონდა. რუსთაველებმა ქუთაისში 2 ქულით წააგეს, ხოლო "ჰიუნდაის" ზაზას აკადემიის გუნდთან სულაც 13-ქულიანი (105:118) ჩამორჩენა ჰქონდა გასაბათილებელი.

ოთარ ხმელიძის გაწვრთნილმა რუსთაველებმა ყველაფერი იოლად მოაგვარეს. ქვემო ქართლში ნასტუმრებ "ქუთაისს" 29 ქულის სხვაობით – 111:82 (სტატისტიკა) სძლიეს და 2 შეხვედრის ჯამში მეტოქეს 27 ქულით აჯობეს. რუსთაველთა გუნდში ორმა მოთამაშემ ყურადსაღები სტატისტიკა დააფიქსირა. დათა ვაშაკიძემ თავი 43 ქულას მოუყარა, ხოლო ლუკა ტაბაღუამ ჯეკპოტი დასვა – 12 ქულა, 12 მოხსნა, 12 პასი. 20 ქულით გამოირჩა მათე რეხვიაშვილი, ხოლო გიორგი გოგოლაძემ თავი 17 ქულასა და 10 მოხსნას მოუყარა. "ქუთაისში" 25 ქულით ნიკოლოზ მაჩიტიძე გამოირჩა, გერა ჭეიშვილის ანგარიშზე 22 ქულა დაგროვდა.

მეორე ნახევარფინალურ სერიაში "ჰიუნდაი" რთული ამოცანის წინაშე იდგა. 13 ქულა ჰქონდა წაგებული და თუკი 14-ით არ იმარჯვებდა, ფინალში ზაზას აკადემია გავიდოდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა პირველი პერიოდი 10 ქულით მოიგეს, რის შემდეგაც ტემპი არ დააგდეს და 13-ქულიან ზღვარს მალევე გადააბიჯეს. ზაზას აკადემიის გუნდი ცდილობდა, თუმცა დეფიციტი ვერ გააბათილა. გიორგი ჭირაქაძის წინამძღოლობით, "ჰიუნდაი" უპრობლემოდ მივიდა 20-ქულიან გამარჯვებამდე – 91:71, რამაც ფინალის საგზური მოუტანა.

გამარჯვებულებს ჭირაქაძემ ულიდერა, რომელმაც 30 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ანგარიშზე 17 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. 14 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა ნიკოლოზ კობაიძემ დააგროვა. ზაზას აკადემიაში 12-12 ქულა სამმა კალათბურთელმა მიითვალა – ლუკა ღარიბაშვილმა, დავით მირზიაშვილმა და შიო შიოშვილმა.

ფინალური სერიის მატჩები 2 ივლისს რუსთავში, ხოლო 4-ში თბილისში გაიმართება. მე-3 ადგილისთვის მატჩი 4 ივლისს, თბილისში ჩატარდება.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა