სტუდენტური ლიგის ფინალური სერია საინტერესოდ დაიწყო. მხურვალე ქომაგობა ფინალის არც ერთ მონაწილეს აკლდა, თუმცა მატჩი ისეთი დაძაბული არ გამოვიდა, როგორი მუხტიც ახლდა. თსსუ-სა და სტუ-ს დაპირისპირებას მრავალი სტუდენტი დაესწრო, რომლებიც მხურვალედ ქომაგობდნენ საკუთარ უნივერსიტეტებს, თუმცა შეხვედრა მედიკოსთა სოლიდური გამარჯვებით დასრულდა. სამედიცინო უნივერსიტეტმა 84:66 (სტატისტიკა) სძლია ტექნიკოსებს და სერიაში 1:0 დაწინაურდა. ჩემპიონი ის გახდება, რომელიც 2 მატჩს მოიგებს, ასე რომ, თსსუ-ს სეზონის საუკეთესო სტუდენტური გუნდის ტიტულის მოსაპოვებლად 1 გამარჯვება აკლია. სტუდენტური ლიგის ჩემპიონობასთან ერთად გამარჯვებული გუნდი სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგომ A ლიგის საგზურს მიიღებს და მომავალ სეზონში პროფესიულ ლიგაში იასპარეზებს.

შეხვედრა დაძაბულ ატმოსფეროში დაიწყო. მოედანზე მიმდინარე მოვლენების ადეკვატურად მაყურებელი ოვაციებს გამოხატავდა და ეს ყველაფერი კიდევ უფრო კარგი სანახავი იქნებოდა, თამაშს ინტრიგა ბოლომდე რომ შენარჩუნებოდა. მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ნახევარი გამოდგა. ლევან აფციაურისა და ლუკა ხარაბაძის შედეგიანობით სამედიცინომ პირველი პერიოდი 27:13 მოიგო, თუმცა მეორე ათწუთეულში სტუ-მ ხურდა დაუბრუნა, პერიოდი 23:16 მოიგო და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა.

სტუ-ს საფიქრალი მედიკოსთა დაბალანსებული შემადგენლობა იყო. თსსუ-ს დაუბრუნდა 20-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული ლუკა ხარაბაძე, რომელიც პლეი ოფის დროს ნაკრებთან ერთად უცხოურ შეკრებაზე იმყოფებოდა. ხარაბაძე ფარქვეშ ყოჩაღობდა, რომელსაც ირაკლი ჯებაშვილი საჯარიმოდან, ხოლო ლევან ფციაური პერიმეტრიდან აშველებდა ხელს. სწორედ ამ 3 კალათბურთელის შედეგიანობით გატეხა მესამე პერიოდში თსსუ-მ სტუ და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რითაც მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა მთავარ მწვრთნელ ლაშა ელბაქიძეს, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა.

გამარჯვებულებს აფციაურმა 26 ქულით და 9 პასით ულიდერა. 18 ქულა და 6 მოხსნა ჯებაშვილმა მოაგროვა. ხარაბაძის ანგარიშზე კი 17 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. სტუ-ში 20 ქულით მერაბ დევდარიანი გამოირჩა. 13 ქულა და 8 მოხსნა დავით დადუნაშვილის ანგარიშზეა.

ფინალური სერიის მეორე მატჩი 3 ივლისს, 21:00 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა