ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალში უკრაინამ საფრანგეთი 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ფრანგები ლამაზი კომბინაციის შედეგად შერკიმ დააწინაურა, რის შემდეგაც მუდრიკის მოპოვებული პენალტით სუდაკოვმა ანგარიში გაათანაბრა. უპირატესობას საფრანგეთი ფლობდა. ბარკოლამ კარგი შანსი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, კონტრშეტევისას გამოიყენა სუდაკოვმა, რომელმაც მუდრიკის პასით დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში უკრაინამ მეტოქეს სივრცეები გადაუკეტა. ბარკოლა მაინც დაუსხლტა მეურვეს, მაგრამ მეკარე ტრუბინმა არ გაატანინა. ბოლოს საფრანგეთი შტურმზე გადავიდა. ვაის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. კონტრიერიშისას ჯერ ნაზარენკომ ვერ უწია მიზანს, ცოტა ხანში კი ბონდარენკომ გაიტანა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

ასე რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე გასვლის შანსი დაკარგა.

კლუჟი. "კლუჟი არენა"

საფრანგეთი - უკრაინა 1:3

გოლები: 1:0 შერკი (19), 1:1 სუდაკოვი (32, პენ), 1:2 სუდაკოვი (44), 1:3 ბონდარენკო (86)

არტ
რა აკლიათ ჩვენს ფეხბურთელებს და ნაკრებებს შედეგის დასადებად? 1. უბურთოდ თამაში როგორც დაცვით, ასევე განსაკუთრებით შეტევით ფაზაში. მთელი თამაშის მანძილზე ფეხბურთელი მხოლოდ წუთები არის ბურთით დანარჩენი დრო თანამედროვე ფეხბურთელი უბურთოდ მოძრაობს მოედანზე - იხსნება თვითონ , სივრცეს უთავისუფლებს პარტნიორებს , ან პირიქით, უკვეთავს სივრცეს მოწინააღმდეგეს. ჩვენებმა არ იციან სწორად მოძრაობა უბურთოდ. 2. ფიზმომზადება. 3. უწყვეტი კონცენტრაცია (ამ მხრივ უნდა ითქვას ახალგაზრდულად საქმე შედარებით უკეთ ქონდა) ამ ხარვეზებს ემატები ისიც რომ ეროვნულ ნაკრებს არასდროს ყოლია თუნდაც საშუალო ევროპული კვალიფიკაციის მწვრთნელი. ყოველ შემთხვევაში ბოლო ათწლეული- ცხადაძე, ვაისი, სანიოლი საშუალო ევროპულ დონე არც ერთი არ იყო. ამიტომ სწორი გუნდური მოძრაობაც არ არის. როცა თვითონ ფეხბურთელებმა არ იციან როგორ ომოძრაონ, ამას გუნდის ტაქტიკა და დამუშავებული კომბინაციები უნდა აკომპენსირებდეს, ამას კი აშესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელი ჭირდება.
სიმართლე
რეალობას თუ თვალებში ჩავხედავთ, არანაირად არ ჰქონდა აზრი უკრაინასთან დამატებით თამაშს, რადგან ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდია და მუდრიკთან ერთად მითუმეტეს მოგვიგებდა. თანაც, რუმინეთში ის დასვენებული იქნებოდა, ხოლო ჩვენს ნაკრებს გულშემატკივარი ვეღარ დაეხმარებოდა (კვარა-მიქაუტაძეზე აღარაფერს ვიტყვი)
ბესოს
ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებელი. ისრაელში საშუალო დასწრებაა 7.324 ათასი, ჰაიფას "მაკაბის" მატჩებზე 24.751 ათასი, თელ-ავივის "მაკაბის" მატჩებზე 17.919 ათასი და თელ-ავივის "ჰაპოელის" მატჩებზე 11.173 ათასი. თბილისი დინამოს მატჩებზე საშუალო დასწრება ათასს არ აღემატება. ფედერაციამ ძალით გატაროთ სტადიონზე ?
სოსო
ისრაელმა,შესარჩევი ჯგუფიდან,სწორედაც რომ დაიმსახურა,ევროპის ჩემპიონატზე თამაში,ჩვენ კი,ამ ტურნირზე,შესარჩევი ჯგუფიდან,ადრე რომ ვერასოდეს ვხვდებოდით,მასპინძლის სტატუსით მოვხვდით და როგორ უნდა ვყოფილიყავით ფავორიტები?ფავორიტები,სწორედაც რომ ისინი იყვნენ და ჩვენ,მასპინძლობის გამო გვქონდა ფავორიტობის ამბიცია!მეოთხედფინალში გავაღწიეთ და იქაც,მხოლოდ პენალტებში დავმარცხდით!ამისათვის,მხოლოდ მადლობა და დაფასება,ბიჭებს.ეს გამოცდილება,აუცილებლად გამოგვადგება,მომდევნო თაობების უკეთესად მომზადებაში,ახალი ბაზები კი,მათ უკეთესად გაზრდაში.
სოსო
ამ ბიჭებმა, სამი მომქანცველი მატჩის შემდეგ,120 წუთი ითამაშეს და ბოლომდე უტევდნენ.4-5 წლის წინ,ჩვენი პირველი ნაკრებიც კი,უკვე 60 წუთის შემდეგ,სულს ღაფავდა და ძლივს დაძუნძულებდა.სხვაობას ვერ ხედავ?მაღალი კლასის გუნდებთან,პრესინგით ბევრი არაფერი გამოგივა,რადგან პასებით ადვილად დააღწევენ თავს და სახიფათოდაც შემოგიტევენ.ეგეც არ იყოს,ტოტალურ პრესინგს ვერ თამაშობდნენ,მართლაც არ ჰყოფნიდათ ფიზიკა,მაგრამ ფრაგმენტები მაინც ჰქონდათ და შედეგიც მოჰქონდა.ესე იგი იციან,მაგრამ ძალებს უფრთხილდებიან!საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელმა,საიდან უნდა შესძლოს და ევროპაში,ყოველ მესამე-მეოთხე დღეს თამაშს მიჩვეულ ოპონენტებს,ტოლსწორად კი არა,უპირატესად ეთამაშოს პრესინგი?აგერ ბელგიაც და პორტუგალიაც,სწორედ პრესინგით ცდილობდა,ჩვენ მოხრჩობას,მაგრამ ერთი უსახელოდ დამარცხდა,მეორემ კი,მეორე ტაიმში,ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.ეს ბიჭები და ამათ გარდა კიდევ სხვებიც,ევროპას რომ მოედნენ და ზოგი ესპანეთშია,ზოგი საფრანგეთში,იტალიაში და ბავარიაშიც კი,ეს არის ბავშვთა ფეხბურთის არასწორი განვითარება?ადრე,ბარსელონაშიც კი ვარჯიშობდნენ,შალკეშიც და იმ დროისათვის ვარსკვლავებადაც მოიაზრებოდნენ,მაგრამ ჩვენი მაშინდელი ბავშვთა ფეხბურთის ტალანტები,დღეს სად არიან?სწორედაც ბავშვთა ფეხბურთის მიერ,მათი არასწორი განვითარების გამო,დღეს ყველა მათგანი,უკვალოდაა გამქრალი და ტრავმებს მკურნალობს,მაშინდელი არასწორი აღზრდის გამო ქრონიკულად რომ სტანჯავთ დღემდე და კარიერაც დაუნგრიათ!დღეს ჩვემი აკადემიები,გაცილებით უფრო ხარისხიან პროდუქციას უშვებს,ამ ბიჭების სახით და სხვათა შორის,საკმაოდ კვალიფიციური უცხოელი მწვრთნელებიც ხელმძღვანელობენ ამ ყველაფერს.ეს ფედერაცია,ჯერ 8 წელიც არაა,რაც საფეხბურთო მეურნეობას მართავს და სწორედ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებსათვის მუშაობა გაიხადეს პრიორიტეტად.ამიტომ აშენდა და შენდება,ამდენი საფეხბურთო აკადემია და სავარჯიშო ბაზა,სადაც ბავშვებს,პროფესიონალებად ზრდიან,რაც ასე აკლდა,ჩვენს უნიჭიერეს წინა თაობებს.სწორედ ეს პროფესიონალიზმია,რომელიც კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ჩვენს ფეხბურთს,მაგრამ საამისოდ,დრო არის საჭირო.რაგბის ფედერაციამ,ეს უფრო ადრე დაიწყო და შედეგებიც უკვე სახეზეა,მათი პროდუქცია,დღეს უკვე პირველ ნაკრებში,წამყვან პოზიციებზე გადადის და მომდევნო თაობები,კიდევ უფრო უკეთესები მოდიან.სამიოდე წლის წინ,ჩვენი რეიტინგი,100-ეულს მიღმა იყო,დღეს უკვე 75 პოზიციაზე ვართ და ეს სწორედ ახალგაზრდა ტალანტების წინ წამოწევის ხარჯზე ხდება.ამ ბიჭებიდანაც უკვე რადენიმეა პირველი ნაკრების წევრი,თანაც ისეთი,მათი დიდი იმედი რომ გვაქვს და ნაკრები წინ უნდა წასწიონ.ამ ნაკრებიდანაც,კიდევ რამდენიმე დაემატება უახლოეს მომავალში,ჩვენს პირველ ნაკრებს და კიდევ უფრო წინაც წავიწევთ.კაშიას შემცვლელის არ არსებობაზე გული გვისკდებოდა და აგერ,როგორ თამაშობდნენ,ჩვენი ცენტრალური მცველები!ცოტა გამოცდილების დაგროვება და გურამის ჩანაცვლებასაც შესძლებენ.კანკავას ვერც ესენი შესცვლიან სრულფასოვნად,მაგრამ დღევანდელ საყრდენებზე უფრო ნიჭიერებად კი მოჩანან,ამ ნაკრების საყრდენები.მიქაუტაძეც,ლოჩოშვილი და კვარაც ხომ ასაკით,ამ თაობას ეკუთვნიან და გამოდის,არც ისე ცუდი ბავშვები გაუზრდია ამ ფედერაციას,ასე არ არის?ჟორჟიკას და საზონოვს თავი გავანებოთ,აქ არ გაზრდილან,მაგრამ სხვები ხომ ქართული საფეხბურთო სკოლების მომზადებულები არიან?ამ ნაკრებს,ერთი კარგი გამთამაშებელი ფანტაზისტა აკლდა,მხოლოდ.ისე,ამ ბიჭებიდან,უმეტესობა,რომან ფიფიას აკადემიის გაზრდილია,მთელი სხვისი ენის ამყოლი საქართველო,ყველა ბრუნვაში რომ აბრუნებს და წადი მაგედანო,სკანდირებს!უნდა წავიდეს?კიდევ კარგი,ბრბოს არ უსმენს და არ მიდის!ორი წლის წინ,ბევრი გაჰკიოდა,გადახანითო სტადიონები!გუშინწინ,ეს გადასახნავი სტადიონი,თითქმის გადაჭედილი იყო,გულშემატკივრებით!ამას რომ მიაღწიეს,ეგ არაფერია?სტადიონებს,სავარჯიშო ბაზებს,სპორტის უნივერსიტეტს ანგრევდნენ,ჰყიდდნენ და ფეხბურთიც უკან წავიდა.დღეს აშენებენ,ასწავლიან და ფეხბურთიც წინ მოდის.ვისაც დანახვა უნდა,ის ხედავს კიდეც და ვისაც არ სურს,უყუროს იმან ფორმულას და ტვ მთავარს,იხეთქოს ნერვები და იკვებოს სიძულვილით.ვისაც არ სურს,რიყეზე ქვასაც ვერ პოულობს.
ირაკლი
რა ფედერაციის დასჯაზეა საუბარი, ჯაბა იოსელიანი პანთეონშია დაკრძალული. სიტყვა ღალატი და პასუხიმგებლობის აღება ცარიელი ბგერები გახდა დიდი ხანია.
აბაა
სხვა დარდო არ მოგცა უფალმა.
zura222-ს
შენ ყველგან ნაცები როგორ გელანდება???პარანოია გაქვს!!
Martali
გუშინწინ გამოჩეკილი გულშემატკივრებისთვის ოლიმპიადა ქვეყნებისთვის ყველაზე პრესტიჟულია ყველა სახეობაში და მასზე ნათამაშები აქვთ მესის რონალდინიოს ხავის გვარდიოლას პირლოს………………… და ასეთი შანსი ოლიმპიადაზე მოხვედრის ისტორიაში აღარ გვექნება რადგან თუ მსოფლიოზე 15 და ევროპაზე 24 გუნდი ევროპიდან გადის 3 გუნდი მხოლოდ. და თუ მუდრიკმა არ ითაკილა ჩვენ რა ამპარტავნება გვჭირს? ჩელსისთან შედარებით ნაპოლი სოფლის გუნდია ევროპაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს ან ფედერაციას ან “პოდსებია” აგენტი რომ ყავს იმათ უნდა აეხსნათ და კვარამ არ მინდა გული გაიტეხოს ამ შეცდომის გამო და ყველაზე მეტად ის ნანობს მგონია
გუსანი
შედეგი რეალური დადგა, ნაკრებმა გასაკვირად თეორიული მაქსიმუმი აჩვენა, გულდასაწყვეტი ისრაელთან წაგებაა, ძლიერებთან გაგვიმართლდა და იმიტომ... ხვიჩას და გიორგის ვერ გავსჯით ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტები არსებობს, მოიყვან ერთს და იქვე საპირისპიროც არის, შესამჩნევია პროგრესი მაგრამ საკმარისია საშუალო ევროპული დონისთვის? უკრაინასთნ თამაშზე რომ აწყობდნენ გეგმებს, მაინტერესებს ისევ გამართლებაზე დებდნენ ფსონებს? ორი თავით ძლიერია ჩვენზე, იმ ამხანაგურის ფრით ნუ განსჯით, მთავარი ნაკლი ისევ ფიზიკა მგონია, აქედან ებმევა დანარჩენი სისუსტეები, სათამაშო დისციპლინა, დაზღვევა , სივრცეების სწორედ ათვისება , სათამაშო ინტელექტიც სამწუხაროდ დაბალი გვაქვს, მაგ ესპანეთს მაღალი აქვს, ფრანგებს დაბალი, იმიტომაც წააგეს, მარტო ფიზიკაც არ შველის მაღალი შედეგის მისაღწევად, გასაკვირად გამორჩეულად დაბალანსირებულ ფეხბურთს აჩვენებს ინგლისი....ერთი სიტყვით დინამიკა არის, ტემპის აჩქარება გვჭირდება მათათან დასაწევად....
დიმა
ძაან იცი შენ ეხლა, აგებს თუ იგებს, არა ძმაკაც? დიდება საქართველოს!
მამუკას
ხოჭოლავამ კლუბის გულისთვის ტრავმა მოიმიზეზა და ნაკრებზე უარი თქვა,ოთხი თამაში ჩაატარა მას მერე კლუბში!!!ბასილაშვილმა დევისის თასზე უარი თქვა და ნაკრებს არ დაეხმარა,ის თამაშები წავაგეთ და ქვედა ლიგაში დავრჩით!!!!ამ ფაქტებს რატომ არ იხსენებთ??!!ობიექტურობა კარგი თვისებაა!!!
სოსო
ბრავო უკრაინა!მაგრად ითამაშეს და დაიმსახურეს,ნახევარფინალში თამაში,ჩვენ კი,შესარჩევი ტურნირიდან ამ ტურნირზე გასვლას ვერ ვახერხებდით და მეოთხედ ფინალში გასვლა რომ შევძელით,მწვრთნელების და ფეხბურთელების დიდი მუშაობის და თავდადების დამსახურებაა.რა თქმა უნდა გულშემატკივრებიც დავეხმარეთ,მაგრამ რეალობას თვალებში შევხედოთ,თითქმის არავის სჯეროდა,იმ ჯგუფიდან ჩვენი გასვლა და წესით,ასეც უნდა ყოფილიყო.თუმცა შევძელით და გავედით.არც მეოთხედფინალი წაგვიგია და თამაშში,უპირატესობაც ჩვენ გვქონდა,თუმცა საშემსრულებლო ოსტატობა აღარ გვეყო.ევროპულ რეიტინგში,დაახლოებით 45 ადგილზე მყოფი გუნდისათვის 8 საუკეთესო გუნდში გაღწევა,შესანიშნავი შედეგია და მიღწეული,კი არ უნდა გავუარაფროთ,არამედ დავუფასოთ.ამ ტურნირისათვის აშენებული სავარჯიშო ბაზები და სტადიონები,ჩვენს ინფრასქტრუქტურას კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ჩვენი ახალგაზრდების კიდევ უფრო მაღალ დონეზე გამოზრდას შევძლებთ.რაც ცხადია,ჩვენი პირველი ნაკრების პროგრესზეც მოახდენს სასიკეთო გავლენას.სტადიონების დანგრევით,ფეხბურთი ვერ განვითარდება!
ბადრი
რავა სულ სხვის იმედზე უნდა ვიყოთ.
ჟორა
ოლიმპიადაზე გასვლის შანსი იმიტომ დავკარგეთ, რომ ფედერაციაში ვიღაც-ვიღაცებს თავის ნაცვლად კისერზე გოგრა ადევთ.
SOSO
წყალ წაღებულისა და ხავსის არ იყოს გასაგებია,მაგრამ კომენტატორები რომ სამარცხვინოდ საქვეყნოდ თავიდანვე წაგებას უსურვებ უკრაინას საფრანგეთან მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ უკანა კარიდაან მოვხვდეთ ოლიმპიადაზე, რამდენად მორალურია ანდა სპორტული-სპორტში ძლიერმა უნდა გაიმარჯვოს, ხოლო უკრაინის დღემანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე სწორედ მათ სჭირდებოდათ ეს გამარჯვება....ვფიქრობ ცოტა კორექტულადაც შეიძლებოდა.....
ბმბ
სამწუხაროდ არანაირი
გიორგი
ეჰ, და შენ კი ვერ ისვენებ პლაჟებზე.

სამწუხაროდ, სიმართლე მწარეა და არავის უყვარს. ეხლა რომ ვიტყვით გაგვიმართლაო, შეიძლება ათასი ვერსია მოიგონონ - კვარაცხელია და მიქაუტაძე არ იყვნენო, მამარდაშვილს პენალტი რომ აეღო, გავიგოდითო, მაგრამ ასევე ათასი საწინააღმდეგო ვერსიაა - პორტუგალიისთვის კაცი რომ არ გაეგდოთ, ბელგიასთან თავისუფლად შეიძლებოდა მესამეც გაგვეშვა, ჰოლანდიასთან ყველა დამეთანხმება, 90 პროცენტი ისინი გვჯობდნენ და თავისულად შეიძლებოდა ერთ გოლი კიდევ გაეტანათ. ამიტომ მგონია, რომ ლოგიკურად მორჩა - ამ გუნდმა მაქსიმუმი შეასრულა და ეგ არის რეალობა
ოცნების ქალაქიდან
და უკრაუნასთან ჩვენ რა შანსი გვექნებოდა ნეტა?????
იბერია
კითხვა - ისე იბრალოდ სამსჯელოთ კვარას რომ ასეთი სეზონი არ გამოსვლოდა როგორიც გამოვიდა ვთქვათ, როგორც პროგნოზირებდნენ ნაპოლი გასულიყო 5-7 ადგილზე, ვთქვათ, კვარა ვერ გამხდარიყო ნაპოლის ძირითადის შემადგენლობის წევრი და პერიოდულად გამოჩენილიყო მოედანზე ელმასის ნაცვლად - როგორც პროგნოზირებდნენ, თქვენი აზრით, ითანაშებდა ამ ტურნირს? - ისე ვიმსჯელოთ უბრალოდ. კი კარგი ტრამპლიანია ნაკრები, ზატო მერე გადის წლები და გაბრაზებული საქართველოს ნაკრების მწვრთნელებისგან გვესვის რომ ზოგს ფრენა ეზარება, ზოგს მნიშვნელოვანი თამაში აქვს კლუბში და ნაკრებისთვის არ სცხელა, ზოგს ტრავმაა აქვს ოთხშაბათს ნაკრების თამაშის დროს იმავე შაბათს დროგის ცხენივით დარბის კლუბში, ზოგს თვითმფრინავში ეკონომ კლასით მგზავრობა აწუხებს - ფეხებს ვერ შლის კარგად და ესე რა. მერე უყურებ ხორვატებს და ცოტა ბრაზდები არა?
912-ს
მოკლედ, ჩემი მტერი იყოს შენი და 912-ის თანამშრომლების იმედად. :)))
გიორგი
კომენტარების კითხვა ბევრ რამეზე მეტყველებს. არიან ჭეშმარიტი გულშემატკივრები, რომლებიც ხვდებიან, რომ ჩვენ ნაკრებს ძალიან გაუმართლა ოთხივე თამაშში. გამოჩნდნენ ნიჭიერი ბიჭები, მაგრამ ამათ თუ ფიზიკას არ მოუმატეს, არაფერი გამოუვათ. ფედერაციამ კი ხეირიანი მწვრთნელები უნდა მოიძიოს. კონენტარებში სჩანს დაბოღმილთა არმიაც, ვინც ცდილობს საქართველის ყველა საფეხბურთო პრობლემის გადაწყვეტა კვარას აჰკიდოს. ამით კვარას ამცირებენ, რომ საკუთარი ხელმოცარულება გაამართლონ. ამათ სჯობს საკუთარ ცხოვრებას მიხედონ და საკუთარი ოჯახისთვის სასარგებლო საქმეების კეთებაც დაიწყონ. ქვეყანას კი კვრასნაირი ადამიანები მიხედავენ.
ბადრი
ერთმა ქალმა, იოკო ონომ თავის დროზე ბითლზები დაშალა. გამგები მიხვდება რისი თქმა მინდა.
და
ხვიჩა და მიქაუტაძე გვჭირდებოდა. რა დაიღალა ასეთი რომ ვერ მოახერხეს ჩამოსვლა ან თავიდანვე უარის თქმა რა უბედურებაა - მაგრამ არ ჯეროდათ ნაკრების..ყოფილიყვნენ განაცხადში და ბოლო მატჩებში შემოსულიყვნენ 20-25 წუთით როგორც უკრაინამ გააკეთა
ბესო
2 წლის განმავლობაში უდიდესი ორი შანსი გავუშვით ხელიდან და ამის გამო ფედერაცია საერთოდ არ დასისაჯა.. ნორმალურ ქვეყანაში ესეთი წარუმატებლობის შემდეგ ვინმე მაინც აგებდა პასუხს! მარტო კომენტარებში ბაქიბუქი არ კმარა, გადით და გააპროტესტეთ ფედერაციასთან ეს შედეგები! ბავშვთა ფეხბურთი არ ვითარდება სწორი მიმართულებით ვერ ხედავთ!? ახალმა თაობამაც არ იცის პრესინგი, სირბილი და სწრაფი აზროვნება, არა და ესაა თანამდეროვე ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი!! როგორ ვითარდება ჩვენი ფეხბურთი საერთოდ იცის ორი სამი კაცის გარდა ვინმემ?!!
გიორგი
შენ რა შესწირე შენს ქვეყანას? სხვას,შენზე გაცილებით მეტის გამღებს რას სთხოვ!
გიორგი
უკვე გაირკვა, ფეხბურთელები არ გვყავს. გვყავს მონდომებული ახალგაზრდები, რომლბმაც უნდა ისწავლონ პრესინგისა და შეტის თამაში.
გიორგი
სრული სიმართლეა!
გიორგი
1000% ამდენ დაბოღმილს როგორ უძლებს საქართველო.
გიორგი
სჯობს, საკუთარი შვილიშვილების კითხვებზე იფიქრო.
ელიასი
არ ვიცი კვარამ თავად გადაწყვიტა U21-ზე არ გასვლა, თუ ვინმემ სხვამ გადააწყვეტინა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, ძალიანაც სწორი იყო. კვარასთან მიმართებაში სხვა რამე მადარდებს - ბოლო თვეების მკვეთრი რეგრესი მის თამაშში. გადაღლა აქ ნამდვილად არაფერ შუაშია. ვაითუ ქინქლაძის გზას დაადგა არსაითკენ. ვფიქრობ კარგი პირადი მწვრთნელი სჭირდება. ჟორჟს მგონია ეს პრობლემა არ აქვს და მომავალშიც უმატებს. მივსტირი ჩაკვეს.
გიორგი
შეეშვით კვარას ტახტზე მგორავებო!
გიორგი
მარტო კვარამ გინდათ რომ ყველა ომში იბრძოლოს? დანარჩენმა ნაკრებმა იმის ნაცვლად რომ ფიზიკური მომზადებისთვის ოფლი ღვაროს, ტახტებზე უნდა იგორაოს, ხომ?
გიორგი
ბოღმა ოხერია.
დიმა
რუსეთთან ომს არ აგებენ და ფრანგებთან ფეხბურთს! ბრავო! მართლაც რომ დიდება!
დავიᲗ 67-ს
დიდი კაცი ხარ! გაიხარე!
ადამიანი
ოღონდ უკრაინა იყოს კარგად და ჩვენ თუნდაც აღარც ვყოფილვართ,ესე არ არის ,,ჭეშმარიტ ცივილურ " ,,დემოკრატიულ" საზოგადოებაში?
რატი
ვინმემ იცით? დამეხმარეთ, ვერ გავერკვიე - მუდრიკი მოდრიჩის შვილია თუ შვილთაშვილი?
1.2.3.4.5.6.
უკრაინელები თუ დაფრინავენ და გამართულ ფეხბურთსაც თამაშობენ იმიტომ დადეს შედეგი და ჩვენ ფეხბურთელებს როცა მასე სირბილი შეეძლებათ და ჩვენი მწვრთნელებიც თანამედროვე ფეხბურთის თამაშს ასწავლიან მაშინ ფინალიც იქნება, ჩემპიონობაც და ოლიმპიადაც. მადლობა ჩვენ ბიჭებს თავდადების ხარჯზე ასეთი შედეგის დადებისათვის!
ვერა ხარ!
როგორც ვატყობ შენი საქმე კომბლების თლა და ცხვარში სიარულია. არც ფეხბურთი გესმის და არც პოლიტიკა. უკრაინას გუშინ 100 მილიონიანმა მუდრიკმა მოაგებია.!!!!!
მახა
შენ გენაცვალე კომბლე, შენ კომბლე კიარა აწი დავით აღმაშენებლით წერე. სრული სიმართლეა რასაც წერ.
თაზო
მაგ სოფლის გუნდმა სერია ა მოიგო
ილია
ეგრე ხელაღებით ნუ გავთელათ ერთმანეთს.ალბათ არსებობს ფიზიკური მომზადების პროგრამა,ზოგი სპორტსმენი მის გარეშე ფსიქოლოგიურადაც არ არის მზად.მარტო დივანზე წამოწოლილი სიყვარულით ფონს ვერ გავალთ.და თუნდაც ვინმემ შეცდომა დაუშვა ნაკლებ პატრიოტობას ნუ დავაბრალებთ.
ქორ-პარიკმახერი
ჯგუფის ყველა თამაშში მეორე ნომრად და დაღუნული შტანგების იმედად რომ ხარ , გადამწყვეტ თამაშში ფავორიტი რომ ხარ , უტევ მარა კარის ჩარჩოში ბურთს ვერ ახვედრებ, პენლებისთვის რომ საერთოდ მზად არ ხარ, რატომ უნდა გქონდეს ოლიმპიადაზე პრეტენზია? ეროვნული ნაკრების დონეზე რუმინეთს და ფეიკ-მაკედონიას დაემატა ახალგაზრდული ისრაელი. შრომა და დამსახურება უნდა დიდ ტურნირებზე მოხვედრას და არა ... ან საერთოდ რისთვის ან ვისთვის ვწერ
gzp
ააა ბიჭო ხალხი !
იმერელი
მუდრიკის გამოჩენით უკრაინის სანსები გაიზარდა და შედეგიც დაიდო.
ამირან
როდამდის გინდათ ღმერტის იმედით იაროთ თქვენ თუ არ განძრევა ხელ ფეხს ღმერტს რას ეხვეწებით 120 წუთი ისე გავიდა რომ კარში არ დაურტყიათ ბურთი ისრაელმა კი სულ რამდენიმე შეტევა გაკეთა და კარის ძელამდის მივიდნენ ან ნახევარ დაცვა სადარის ან დაცვა თითქოს ეშინოდათ ქართველ ფეხბურთელებს ებრაელი ფეხბურთელებთან მჭიდროთ თამაშის ან მეკარე ორიმეტრა კაცი ერტი პენალი ვერ გამოიცნო გაორებული ბურთი გაუშვა მეოთხე რომ არ განძრეულიყო ფეხებში მივიდოდა ან რა დარტყმა იყო ეგ გრძნობა მქონდა რომ პენალტებამდის არ უნდა მიგვიყვანა თამაში მარა როცა 5 მეტრიდან აცელ 7 მეტრიან კარს ისრაელის ჟურნალისტმა მადლობა ქართულათ გადაუხადა ისე გახარებული იყო იქნებ აქ სულ სხვარამეშია პრობლემა მაღლიდან იყო ნაბრზანები რომ არ უნდა მოეგოთ უბრალოთ ეგორებინათ ბურთი
რონი
უკვე მარაზმში გადავიდა კვარას კრიტიკა მაგრამ მესმის წინასასეზონო შეკრების გამოტოვება არუნდოდა..არც ოლიმპიადა უნდა ეხლა მაგას და არაფერი. მარტო ნაპოლი... იქაც ვეღარ იყო ისეთი როგორც გვახსოვს...უბრალოდ ჩემთვის წარმოუდგენელია შენს სამეგობროს ჭირდებოდე ქვეყანას ხალხს და დაღლა მოიმიზეზო..ომი რო იყოს იტყვის თამაშები მაქვს ცოლი ახალი მოყვანილი მაქვს რამინდა ომშიო ))) ანწუხელიძე შინდისის გმირი ბიჭები და სხვა მათნაირი ხალხი უნდა გავაღმერთოთ ოჯახები მათაც ყავდათ ისინიც დაღლილები იყვნენ ისინიც უიმედოდ იყვნენ უტიცხვ მტერთან მაგრამ ერთი ნაბიჯით უკან არ დაუხევიათ და მტერს შეაკვდნენ. აი ეს არის ქართველობა. შენგელიამ ცეესკაში გადასვლით გვაწყეინა მაგრამ სამაგიეროდ ნაკრებში წამოსვლაზე უპრობლემოდ გამოშვება ჩააწერინა კონტრაქტში..ეხლაც მსოფლიოზე ხან კლუბში თამაშობდა ხან ნაკრებში 3დღეში 2 თამაში ფრენები... ეგ არაა დაღლა? დაკარგე კვარა ხალხის დიდი სიყვარული ჩვენთვის შენს 10 მოგებულ ლიგას და სკუდეტოს ნაკრების მესამე ადგილი ან ევროზე გასვლა გვირჩევნია. იმიტო გვიხარია შენი კარგი თამაში რო მერე ნაკრებს გამოადგე... შენ თუ ასე გააგრძელე არც პირველ ნაკრებში იქნები გამოსაძახებელი. უნდა გამოხვიდე და ხალხს ბოდიში მოუხადო და ეს პატარა ასაკით და გამოუცდელობით უნდა ახსნა თავს მოვიტყუებთ და დაგიჯერებთ..
zura222_ს
ნაცებმა ჩააწყვენ
912
საფრანგეთი ისედაც მასპინძელია და მემგონი ისევ არი შანსი
ციციკორე
აქ ზოგიერთები რომ ვწერდით, რა იქნებოდა კვარაცხელიას, ამხელა ტრიბუნიდან, ერთი სიტყვა მაინც შეეწია თავისი ქვეყნისთვისთქო, არა კაცო, ეგ ბავშვია და პოლიტიკაში რატომ რევთო?! არც რუსეთუმეობას აბრალებდა ვინმე. უბრალოდ, როცა ამხელა ტრიბუნა გაქვს, პოზიციის დაფიქსირებას რა უდგას წინ?!
დავით 67
ვინც იძახით უკრაინასთან შანსი არ გვქონდაო იმათ ვეკითხები, პორტუგალიასთან გვქონდა შანსი და უკრაინასთან არა? ვეღარ გაიგო ამ ხალხმა რომ ფეხბურთში ძლიერი გუნდი არ იგებს ყოველთვის. ასევე საფრანგეთი რომ წააგებდა დღეს ვინმე ელოდით? ვულოცავ უკრაინას გამარჯვებას ამ გმირ ფეხბურთელებს და ასევე მათ გმირ უკრაინელ ხალხს. ყველას ვისაც მათი გამარჯვება გაუხარდა.
ქ. გ.
ძვირფასო გუშინ გამოჩეკილო გულშემატკივრებო! ოლიმპიური თამაშები არის მთავარი მოვლენა ისეთი არაპოპულარული სპორტის სახეობებისთვის, როგორიცაა წყალში ბანაობა, ველოსიპედზე კატაობა და 20 კილომეტრიან გზაზე ფეხით გულაობა.
პაატა
გავა დრო… კვარას და მიქაუტაძეს თავიანთი შვილიშვილები დაუსვავენ კითხავს: თქვენ სად იყავით 20 საუკინის მანძილზე პირველად ქართველები და ებრაელები ერთმანეთს რომ “შეერკინენონო”…
ქუთაისი
კი, მუდრიკი გადაღლილი იყო ნამდვილად სკამის ხეხვით.
ქუთაისი
აზრზე არ ხართ და მაინც წერთ ხვიჩაზე. მანდ კვარას გადაღლილობა კი არ არის ძირითადი. არამედ ის, რომ დასვენებისათვის საერთოდ აღარ რჩებოდა დრო ეს ევროპა რომ ეთამაშა. ნაპოლი შეკრებას იწყებს 15 ივლისს. ადამიანია, რობოტი ხო არა. თან არც შარშან არ დაუსვენია ისე გადავიდა ნაპოლიში. ვიღაც ისრაელის 20 წლიანების საქციელს რომ ადარებთ, ნამუსი არ გაქვთ?!.სად კვარაცხელია და სად ისრაელის გამოუჩეკავი თინეიჯერები... აზრზე ხართ საერთოდ?!... კვარაზე ვინც ცუდად იტყვის, ის არ არის ქართული ფეხბურთის და ზოგადად არც ფეხბურთის გულშემატკივარი... ნებისმიერი ფეხბურთის ჭეშმარტი ფანატი დამეთანხმება.
კ ო მ ბ ლ ე
ერთხელ მაინც კარისკენ რომ დაგვერტყა, და ფორტუნა ჩვენკენ ზურგით არ გვედგა, და ამდენი პენალტი არ გაგვეშვა, თავდამსხმელი ჯაჭვიდან რომ აგვეშვა, თქვა; რას შვრებით? კარში პირველად ურტყავთ? ან რას ერჩით იღბალს, სად არ დაგვიდგა? შვიდჯერ შტანგა? აბა მისგან, მეტი სხვა რაღა გინდათ? ჰე მამულო! გრძნობა შენი მოვლისა! მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია... სანამ ხვიჩა კომოს ტბაზე ჩავიდა, სვანაძემ თქვა; ზურიკო გვყავს, აბა სხვა რაღად გვინდა.. აბა მარდად, აბა მარდად! მაგ პატარა ბიჭს ჩამოეკიდეთ ახლა, ევროპა ხვიჩამ უნდა მოიგოს, მსოფლიოზე ხვიჩამ უნდა გაგვიყვანოს, სკუდეტო უეჭველი ტოო! მერე რა რომ იტალიის ჩემპიონი ხდება, იყოს, რას გვიშლის. ჩემპიონთა ლიგა? აბა სხვა ვინ, ხვიჩამ თუ არა. აფხაზეთის დაბრუნება? ცხინვალიც? აბა რაა. კოვიდია დასსამარცხებელი? კახეთი დასეტყვა? სადაა ხვიჩა? ტრანსპორტი გაძვირდა? ხვიჩა დაგვიდექი გვერდში! საცხა ასფალტია დასაგები? რაო? სამი კვირაა წვიმა არ მოსულა? ანაკლიაზე რა ვქნათ ხვიჩა, ვის მხარეს დავდგეთ? პუტინი განდილაა! აგვყევი ხვიჩა! კი მაგრამ ამ ქვეყანაში სხვა არავინ გვყავს? დანარჩენები რა მოხელე ნაჩალნიკები ხართ? ყველაფერს ამ კაცის ზურგზე რომ ტეხავთ, ყველაფერს ამ კაცის ზურგზე რომ ტვირთავთ, ხომ არ გავიწყდებათ, რომ შარშან ბათუმის დინამოში თამაშობდა და მხოლოდ პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა, ჯერ სხვა არაფერი. დღეს კი, რას ითხოვთ?; მე ოცი წლის გმირი ვარ და საუკუნე მიმაქვს მხრებით... დანარჩენები რისი მაქნისები ხართ? ამ კაცმა გასწავლათ თამაში და ვატყობ, ამ კაცის გარეშე მხოლოდ ძუნძულებვთ; სირბილიც არ შეგიძლიათ? . გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას! მაგარ ალალ კაცს და ჩვენი ქვეყნის ნანატრ მომავალს! დაცხეთ აბა; ხვიჩა კვარაცხელიას გაუმარ... ჯოოოოოს.! ჯოოოოოს! ჯოოოოოს! ერთ ხმაში ჯოს! დაძახებასაც ვერ ახერხებთ და ამ პატარა ბიჭს რამხელა ტვირთს კიდებთ? , თქვენ ფიქრობთ, რომ მისი ზურგი ყველაფერს გაუძლებს? ყველაფერს მაჯის სიმსხო ტროსი და რკინის ხიდი ვერ უძლებს. თქვენ კი......ეეეხ. ვისაც გაგება არ უნდა ის მაინც ვერ გაიგებს,
zura222
უკვე მეორე ისტორიული შანსი დავკარგეთ 2 წლის განმავლობაში @ ჯერ იყო და მაკედონიასთან ფინალში მაყურებლები არ დაუშვეს როცა უეფამ უფლება მისცა ! მერე კვარაცხელიას და შენგელიას (ძალიან მასგარ ფორმაში რომ იყო და მარჯვენა ფლანგს რომ იკლებდა ხოლმე)ძალიან საეჭვო "კორონა" @ დავიითაშვილის ძირითადში არ დაყენება რომელიც ასევე უმაგრეს ფორმაში იყო და იმ თამაშში ბოლო 5 წუთი რომ ათამაშეს იქაც დაამტკიცა რომ ძირითადში უნდა დაეწყო ! ეხლაა და ასევე საეჭვოდ ორი საუკეთესო ფეხბურთელის (მარტო ახალგაზრდული ნაკრების კი არა ძირითადისაც) არმონაწილეობა და მიზეზარ რაღაცა "გადაღლის" დასახელება(თითქოს დანარჩენი ფეხბურთელები კურორტიდან დაბრუნდნენ) აქ სხვა რამეშია საქმე როგორც იმ ფინალის დროს @ არ ვიცი მაგრამ დრო მოვა და ყველაფერი გაირკვევა ვინ და რა გვიშლის ხელს @@@
კვარას
ასლოკინებს კვარადონას იმდენჯერ ვახსენებთ მაკედონიასთან ვირუსი შეეყარა ეხლა დასვენება მოუნდა გეგონება გაექცეოდა ის გოგო რა ჯანდაბა გვჭირს მაკედონია და ისრაელი ვერ გავიარეთ ხალხი დაისტრესა ამდენი იმედგაცრუებით..
ირაკლი
მამუკას: ეტყობა მაგდენი აღარ გაახსენდა ან არ იცოდა. მე პირადად არ ვიცოდი
საქართველო
გაუმარჯოს საქართველოს, ვულოცავ უკრაინას დამსახურებულად ოლიმპიადის საგზურს.
nika
ჰო, სულ მაგის ეშინოდა კვარას, დარწმუნებული იყო, ფინალამდე ითამაშებდა გუნდი, რომელსაც აქამდე შედეგი არ ჰქონია. შესწორება: საქართველოს ნაკრებში ითამაშა (ვისაც მეხსიერების პრობლემა არ აქვს, ეცოდინება), ახალგაზრდულზე თქვა უარი, რომელიც ახალგაზრდების წარმოსაჩენადაა და მაგ უარით, დავითაშვილს და დანარჩენებს მიეცათ თავის გამოჩენის შანსი, რომლებსაც ბომბარდირობით და MPV-ობით არ მიუპყრიათ ყურადღება კვარა-მიაქუტაძისგან განსხვავებით. ტალახში იცურეს სადღაც უბედურებაში და იქ არ შეშინებიათ ტრამვების, თურმე აქ უკანკალებდათ ფეხები. ან კაშიას ამბავი რა შუაშია, მოიქცა ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალა, არა ახლა სხვის ლოგინში მაცქერალი კლავიატურის ლომების 'შიშით' იხელმძღვანელებდა, სადღაც უაზროდ არ მახსენონო
Rt
Me ro davwere ukrainas shaxtaris sastavi yavs da mudriki zamenaze rogor unda vajobot metqi da wamovida
nika
ისტორიულია შანსი, როცა გადაღლილი კვარაცხელიას იმედზე არ ცდილობ „გაძვრენას“, ანუ სისტემას რომ ააწყობ შენს ქვეყანაში, წლები რომ შეძლებ ნორმალური დონის სპორტსმენების გამოზრდას და საფრანგეთში ჩამოყალიბებული ან უეცრად მოვლენილი ნიჭიერის ხარჯზე არ ეცდები ფონს გასვლას. ძალიან კარგია, რომ ამ ტურნირით სხვა ახალგაზრდებს მიეცათ თავის გამოჩენის შანსი და არ ვიყავით ბომბარდირ მიქაუტაძესა და სერიას შედეგიან კვარაცხელიას სათრევი. ამით უფრო გამოვიჩინეთ თავი, რომ მარტო ერთი-ორი სპორტსმენი კი არა, კიდევ ბევრი გვყავს ნიჭიერი. სწორედ ამისთვისაა ეს ტურნირი და არა „ოლიმიპიადის შანსისთვის“, რომელიც ქართველების უმეტესობას არც ექნება ნანახი.
შაკო
ძლიერია რა თქმა უნდა, თითქმის პირველი ნაკრებია ეგ ჩათვალე.
შაკო
ისრაელის 20 წლამდელებიდან, ვინც 1 კვირის წინ ბრინჯაო მოიგეს მსოფლიოზე. 6 კაცი გამოიძახეს 21 წლამდელებში. ისინი არ იყვნენ დაღლილები? მარა ჩამოვიდნენ და აქაც ნახევარფინალი და ოლიმპიადის საგზური დადეს. მაგათაც ერჩივნათ ქალები და საბერძნეთში დასვენება ალბათ, მაგრამ აირჩიეს ის რაც უნდა აერჩიათ.
შაკო
უკრაინის თამაში რო მოგწონთ ბიძია, მანდ ძირითადი ნაკრების ლიდერები ბრწყინავდნენ: მუდრიკი, ბონდარენკო, სუდაკოვი, ტრუბინი, სიკანი და სხვ. ვისაც ასაკით უწევდა კაციშვილს არ დაცდენია დაღლაზე სიტყვა. ჩვენთან კიდევ უამრავმა ჩიტმა მეორე ეშელონის ტურნირად მონათლა და რატო უნდა ეთამაშაო პირველი ნაკრების წევრებსო!?
მამუკას
ხოჭოლავამ კლუბის გულისთვის ტრავმა მოიმიზეზა და ნაკრებზე უარი თქვა,ოთხი თამაში ჩაატარა მას მერე კლუბში!!!ბასილაშვილმა დევისის თასზე უარი თქვა და ნაკრებს არ დაეხმარა,ის თამაშები წავაგეთ და ქვედა ლიგაში დავრჩით!!!!ამ ფაქტებს რატომ არ იხსენებთ??!!ობიექტურობა კარგი თვისებაა!!!
nk
მუდრიკი მთელი სეზონი სკამს ხეხავდა. კვარა და ჟორჟი მთელი სეზონი მიათრევდნენ როგორც საკუთარ კლუბებს ასევე ეროვნულ ნაკრებს. სულს და გულს დებდნენ და თქვენნაირი უმადურები არც იმსახურებენ არც ერთს და არც მეორეს. ნაგლობასაც საზღვარი აქვს და შეეშვით მაგ ორზე იმის გადაბრალებას ნახ-ფინალში რო ვერ გავედით.
ჩელენჯერი
როცა შენს ქვეყანას ჭირდება შენი დახმარება უნდა დაეხმარო! მორჩა და გათავდა. კლუბი, დასვენება, ტრამვის შიში და ასე შემდეგ არის მეასე ხარისხოვანი.
Martali
საღოლ და თეთრი შურით მტკივა. ჩელსისთან შედარებით ნაპოლი სოფლის გუნდია და შემოვევლე ამათ ჯიგარს. ჩვენ კი სუფრაზე ვართ მარტო ლომები და ერთმანეთის ლანძღვაში მგლები.
მამუკას
ხოჭოლავამ კლუბის გულისთვის ტრავმა მოიმიზეზა და ნაკრებზე უარი თქვა,ოთხი თამაში ჩაატარა მას მერე კლუბში!!!ბასილაშვილმა დევისის თასზე უარი თქვა და ნაკრებს არ დაეხმარა,ის თანაშები წავაგეთ და ქვედა ლიგაში დავრჩით!!!!ამ ფაქტებს რატომ არ იხსენებთ??!!ობიექტურობა კარგი თვისებაა!!!
nk
რისგან დაღლილი მუდრიკი ? სკამის ხეხვისგან ? დასამტკიცებელი რომ აქვს მაგას ძალიან ბევრი გინდაც ჩელსიში, მაგიტომაც წავიდა ამ უ21-ზე. - კვარასაც და მიქაუტაძესაც ამ მომენტში კარიერულად შეიძლება უარესი გაეკეთებინათ. - პირიქით მგონია, რომ ამ ჯგუფშივე ჩავრჩებოდით ორივე რო გვყოლოდა (მთელი ჩვენი გუნდი აეწყობოდა მაგათზე (უფრო კვარაზე) და მაგ ფეხბურთელების ამოკეტვით უფრო შეიძლებოდა გავენეიტრალებინეთ. ამ ბიჭებს სუ რო თავზე დაეხიათ ბურთი ისევ კვარას მიეწერებოდა ამათი წარმატება. -- ერთი ოლიმპიადის ამბავზე დამწყდა გული, თორე იდეალურად აეწყო ამ ჩემპიონატზე ყველაფერი. სწორედ იმის დამსახურებით, რომ კვარა და მიქა არ იყვნენ, მიეცათ სხვებს შანსი გამოჩენილიყივნენ და არაა გამორიცხული 1-2 წელიწადში 10ამდე ავიდეთ ტოპ5 ჩემპში მოთამაშეებით. -- პ.ს წლები ველოდებოდი ამ ჩემპიონატს და სულ ველოდებოდი კვარაც იქნებოდა (მარა მაშინ, კვარა იმის ნახევარიც არ იყო რასაც ტიპმა ამ ერთ-ორ წელიწადში მიაღწია). დამწყდა გული, მაგრამ მესმის რატო ჯობდა არ ყოფილიყო, როგორც მთელი გუნდისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის.
გიორგი777
გეთახმებით 100 ით
გუსანი
გულახდილად რომ ვთქვათ უკრაინასთან თითქმის უშანსოდ ვიყავით, სასწაულები იშვიათად ხდება, ჩვენთვის უკვე მოხდა ჯგუფში 1 ადგილით, ჩვენზე 2თავით ძლიერი ნაკრებია,ფიზიკით დაწყებული სიმაღლით დამთავრებული ნუ განსჯით ამხანაგურით ფრე რომ ვითამაშეთ, პრინციპულ თამაშში აშკარად დაგვჯაბნიდნენ, კარგია რომ ჩვენი ნაკრები გაიზარდა, შესამჩნევია წინა წლებთან შედარებით , მაგრამ საშუალო ევროპულამდე ჯერ კიდევ გვაკლია
ვანდა ჯიქია
მამუკ, შტერი ხარ.
ის
ცხოვრება გამოცდაა. როცა შეცდომებს უშვებ, ყველაფერს კარგავ. თურმე, მალე 2 ფეხბურთელის კარიერა სრულად ჩავარდება. ცუდია და არავის უნდა ასე, მაგრამ თურმე ასე ხდება! ვისწავლოთ შეცდომებზე!
მამუკა
კვარამ იმის შიშით რომ ნაპოლიში შეიძლება წინასასეზონო შეკრება ვერ გაევლო სრულყოფილად უარი თქვა საქართველოს ნაკრებში თამაშზე, მიქაუტაძემ მოსალოდნელი ტრანსფერის გამო და ტრამვა რომ არ მიეღო ასევე უარი თქვა ნაკრებში თამაშზე, კაშიამ იმის შიშით რომ გუნდიდან მოკვეთდნენ უარი ვერ თქვა ცისარტყელას სამკლავურზე, აი ასეთ ვითომ პატარა და უმნიშვნელო დეტალებში ყალიბდება მებრძოლი სული, მერე კიდევ გვიკვირს ასე უბრძოლველად რატომ აგებენ ჩვენი ფეხბურთელები, აიღეთ მაგალითი ხორვატებისგან თქვე დალოცვილებო, გაგანია ომის დროს ყველა ფეხბურთელი თავის ხარჯით წავიდა მსოფლიოზე და მესამე ადგილი დაიკავეს, 37 წლის მოდრიჩზე რამხელა ზეწოლა იყო რეალის მხრიდან, მაგრამ უარი ვერ ათქმევინეს ნაკრებში თამაშზე,მუდრუკიც ალბათ დაღლილი იქნებოდა მაგრამ მაინც წავიდა ნაკრებში სათამაშოდ და გუნდი ნახევარფინალში და ოლიმპიადაზე გაიყვანა.აი ეს არის პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა და არა ის რომ გამოხვიდე და თუთიყუშივით იმეორო საქართველოს ადგილი ევროპაშიაო. ეს იყო ისტორიული შანსი ჯერ ამ ჩემპიონატის მოგების, მერე კიდევ ოლიმპიადაზე მოხვედრის.
გაგა
ოლიმპიადის შანსი კი წაგვართვით მაგრამ მაინც გენაცვალეთ უკრაინელებო, ნამდვილო პატრიოტებო აქაც გამოჩნდა ამათი ჯიგარი ... მუდრიკი არ იყო დაღლილი ახალი მორჩენილი ტრამვით ითამაშა ბიჭმა ... მართლა სირცხვილი კვარას და ჟორას, ბოდიში მაინც მოიხადეთ
საქართველო უპირველესად
მთელი ქვეყანა გმირები ხართ!!!
კახა
გული არ დაგწყდეთ მეგობრებო.ჩვენდა სამწუხაროდ უკრაინის ნაკრები ჩვენზე ძლიერია და არ გამოვრიცხავ ბევრსაც.მაინც მოგვიგებდა მგონია.
ბაჩო
ჩვენი ნაკრები სადამდეც იმსახურებდნენ გასვლას იქამდე გავიდნენ, ვაღიაროთ რო კლასი არ გვაქ როგორც უკრაინას, იმედია ჩვენც მალე უკეთ და უკეთ ვუსწავლით თამაშს
ოლიმპიადა
ფეხბურთს უკრაინელები თამაშობენ, ჩვენ კიდე თავს ვიტყუებთ.
დინამოელი
ჩვენ სამაგიეროდ მეორე "კაცი" გვყავს სკუდეტოთი. ოლიმპიადის და მასეთი უმნიშვნელო ტურნირების დედაც ჯეკ
დათო
სამაგიეროდ, კვარადონა ისვენებს საბერძნეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე!… პ.ს. ისე ყველამ უნდა გაითავისოს თუ რას გაძლევს ეს ქვეყანა და ნაკრების წევრობა, არც ცოლი(საცოლე) და არც კლუბი არ უნდა დააყენო მასზე წინ, მაშინ როდესაც ათასობით ცნობილ (ანწუხელიძე ბოლო დროიდან) თუ უცნობ გმირს თავი გადაუდია სამშობლოსთვის!
ბესო
ვულოცავ უკრაინას ნახევარფინალში გასვლას.კიდევ ერთხელ გამოჩნდა,რომ გუნდური და ტაქტიკურად სწორედ დალაგებული თამაშით ბევრის მიღწევა შეიძლება.ჩვენ კი ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლი ფეხბურთელებსაც და მწვრთნელებსაც თუ გვინდა რომ მომავალში კიდევ უფრო კარგი შედეგი დავდოთ
გივი
სამწუხაროა,არაუშავს ახლა ევრო ტურნირებზე გადავერთოთ
ზურიკო
დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ უკრაინელებს. მათ უფრო დაიმსახურეს თავიანთი თამაშით ეს შედეგი. ჩვენებს კი წარმატებები სხვა ტურნირებზე და უკეთესი შედეგი.
წყალწაღებული
რუმინელების პრეტენზიებისამბავი, როგორ არის? აღიძრა საქმე? მიიღო საჩივარი წარმოებში "ფიფუფამ"? არის ხავსი მოსაჭიდებლად?
დათო
ძალიანაც კარგი. ესეთ გასვლას რა ფასი აქვს!!! ჩვენ გვირჩევნია თამაში ვისწავლოთ.
ირაკლი
ნამდვილად კარგი გუნდი ყავს უკრაინას .ალალად მოიგო.
გია პაპა
ამ უკრაინასთან არანაირი შანსი არა გვქონდა, ერთი ეგაა ბიჭები ივარჯიშებდნენ მაღალი კლასის გუნდთან. მაგარი გუნდი ყავს უკრაინას, დაფრინავენ ბიჭები.
ქართველი
გაუმარჯოს უკრაინას!!!
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა