პალეოხორის მოჭადრაკეთა საერთაშორისო შეჯიბრებაზე სოფიკო გურამიშვილმა ბოლო ორ ტურში შესანიშნავად იასპარეზა
პალეოხორაში (საბერძნეთი) გუშინ დამთავრდა მოჭადრაკეთა საერთაშორისო შეჯიბრება, რომელშიც სოფიკო გურამიშვილი და ბესარიონ ხეცურიანიც მონაწილეობდნენ.

ბოლო ორ ტურში შესანიშნავად იასპარეზა სოფიკო გურამიშვილმა: ჯერ თურქ დიდოსტატს ემრე ქენს აჯობა, გუშინ კი რუსი ანდრეი რიჩაგოვი (2560) დაჯაბნა, რომელიც რეიტინში ჩვენებურს 231 პუნქტით უსწრებს. სოფიკომ საბოლოოდ 7 ქულა მოაგროვა და მესამე-მეთორმეტე ადგილები გაინაწილა. უარესი კოეფიციენტით მე-12 ადგილი ერგო, სამაგიეროდ, ქალებში აჯობა ყველას _ უახლოეს კონკურენტს _ ბულგარელ ელიზა რაევას ქულით გაუსწრო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში გურამიშვილმა ზედიზედ ორი ტურნირში გაიმარჯვა ქალებში.

რაც შეეხება პალეოხორას საერთაშორისო ფესტივალის მეორე ქართველ მონაწილეს _ ბესარიონ ხეცურიანს, გუშინ იგი უკრაინელ იაროსლავ ზინჩენკოსთან დამარცხდა და 6 ქულით 33-ე ადგილზე გავიდა.

ტურნირი 7,5-7,5 ქულით დაასრულეს უკრაინელმა იური კრივორუჩკომ და ლუქსემბურგელმა ალბერტო დავიდმა, რომლებმაც კოეფიციენტით, შესაბამისად, პირველი-მეორე ადგილები გაინაწილეს. 7 ქულით მესამე ადგილზე მასპინძელი ხრისტოს ბანიკასი გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა