საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. პირველ ეტაპზე ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშები გაიმართება თბილისში, რომლის შედეგად ის 16 მოთამაშე შეირჩევა, რომლებითაც ჩვენი ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში, გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება.

თბილისში დაგეგმილი შეკრებისთვის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა 34 კალათბურთელი გამოიძახეს. სიაში ყველა ის კალათბურთელია, რომლებიც ნაკრების ჭრილში პერსპექტიული არიან და შესაძლოა, ეროვნული გუნდი გააძლიერონ.

გაფართოებულ სიაში არ არის 4 კალათბურთელი, რომლებიც ეროვნულ გუნდს იტალიაში, გენერალურ შეკრებაზე შეუერთდებიან. ესენი არიან ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, ნატურალიზებული წევრი თად მაკფადენი და ამერიკაში მყოფი სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე.

ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულნი არიან, თუმცა შეკრებაზე არ იქნებიან ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მოთამაშე საბა გიგიბერია და ალექსი მერკვილაძე. თბილისში ჩამოსულმა გიგიბერიამ ტრავმა მიიღო, ხოლო მერკვილაძეს თავისი კოლეჯი არ აძლევს უფლებას, სავარჯიშოდ ეროვნულ ნაკრებში რომ გამოცხადდეს.

5-დან 12 ივლისამდე ვარჯიშები დიღმის არენაზე გაიმართება, რომლებსაც ძირითადად სასელექციო სახე ექნება და მას ეროვნული ნაკრების სტაჟიანი მოთამაშეები თავისუფალი გრაფიკით, ფორმის აღსადგენად დაესწრებიან.

საქართველოს ნაკრების გენერალური შეკრება ტრევიზოში, 21 ივლისს დაიწყება, სადაც ჩვენი გუნდი 10 დღეს ინტენსიურად ივარჯიშებს. იტალიაში ნაკრები 16 კალათბურთელით იქნება, საიდანაც საბოლოოდ ის 12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე, იაპონიაში გასამგზავრებელ შემადგენლობაში მოხვდებიან.

საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას შემუშავებული აქვს მოსამზადებელი გეგმა, რომელიც 7 ამხანაგურ მატჩს მოიცავს. იტალიაში, კემპის დასრულების შემდეგ ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები პირველ მატჩს ტრევიზოშივე, ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან გამართავს, რის შემდეგაც ლიეტვუვაში, შემდეგ კი ლატვიაში გაემგზავრება და ამ ქვეყნების ნაკრებებთან შესაბამისად – 1-ელ და 5 აგვისტოს ითამაშებს.

12-13 აგვისტოს თბილისში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, იორდანია და ირანი ითამაშებენ. 12-ში - ნახევარფინალები: საქართველო-იორდანია და მონტენეგრო-ირანი გაიმართება, ხოლო 13 აგვისტოს - ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის. ტურნირის დასრულებიდან მეორე დღეს საქართველო ირანთან დახურული ტიპის სპარინგ-მატჩს გამართავს, რომელსაც მაყურებლები არ დაესწრებიან და ტელევიზიითაც არ გადაიცემა.

17 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ონიკავაზე გაემგზავრება.

GBF.GE

გია პაპა
ლონდარიძე რატომ არ არის? მაგის გარეშე სად მიდიან? მაგან მოაგებინა შესარჩევი.
გიორგი
ეე პროფესორებო :) ყველა საკითხის მცოდნეებო. რას ელოდით ? ლებრონს, ჰარდენს? რასელს თუ ვის? ვინც გვყავს უველა გამოიძახა კაცმა და მინც გამოჩხრიკეთ ვიღაცეები:) სახლში სკამიდან ადგომა გეზარებათ მაგრამ კრიტიკაში მაგრები ვართ ქართველები. თქვენ რა არგეთ ქვეყანას?
აბდულა
უსუსური ნაკრები საერთოდ არაფრის გამკეთებლები.ზუროსს რატო არ ანთავისუფლებთ საერთოდ.ლექსო ლაფანაშვილი დანიშნეთ ჩემპიონი გახადა გუნდი სადაც ზემოთ ჩამოთვლილი კალათბურთელების უმეტესობა სუპერლიგაში თამაშობს.
ლაშა
რთული სეზონი ქონდათ და ისვენებენ
ირაკლი
მთავარია რომ ბურჯანაძე განაცხადშია, კინაღამ გამისკდა გული
Geo
ვერ გავიგე, სადაა ბითაძე, თორნიკე, მამუ?
Giga-ს
მსოფლიოზე გავიდნენ ისტორიაში პირველად, მგონი დროა დაიჯერო :)
გია
ბეჟანიშვილთან დაკავშირებით რა ხდება.
Giga
ამათიც აღარ მჯერავს დაგვაწყვიტეს ნერვები ფეხბურთი გინდა თუ კალათბურთი
G.LA
იქნებ დაგეწერათ რამე ინფორმაცია იმ ამერიკელზე რა ისმის რეალის მოთამაშე რომაა. გადაწყდა ნაკრებში მის თამაში თუ ჯერ პროცესი არ დამთავრებულა? თუ არ გავძლიერდებით ტყული ნერევების შლა იქნება იქაც.
სანდრო
ახლა ამათმა უნდა დაგვაწყვიტონ ნერვები!!!!მაგრამ ესენი ევროპაზე და მსოფლიოზე მაინც გავიდნენ,აი ფეხბურთელები კი ერთ წრეზე ტრიალებენ!!
ATP 16
ასაკობრივი ნაკრებები როგორ კომპლექტდება , ვინც ჩახედულია კარგად იცის და აქაც არავის არ უნდა გაუკვირდეს . თუმცა გაფართოვებულ შემადგენლობაშიც არ დაუძახო თავაქარაშვილს , ძალიან დიდი უნამუსობაა თქვენი მხრიდან , თუმცა რა უნდა მოგთხოვოთ კაცმა , როცა არც არასოდეს გაგაჩნდათ ღირსება და ნამუსი . თქვენი მდგომარეობა მხოლოდ სტატუსია და მაგის გამო კარგად ვიცი როგორი დაუნდობლებიც ხართ . დავიჯერო საკუთარ თავს ერთხელ მაინც არ უყურებთ სარკეში და იქიდან ვინ შემოგცქერით არ დაფიქრებულხართ არასოდეს ?! მაგრამ როგორც დოჩანაშვილი იტყოდა , ისევ ის ბითური ხარ რაც ხინკლის ჭამამდე იყავიო , მასეა სწორედ თქვენი საქმე .
გგ
სია კარგია, მაგრამ როგორც ყოველთვის, ახლაც ეგრე მოხდება. დავრჩებით დაბერებული მაკფადენის და პირსახოცის მქნეველების ამარა.
ეს ვასიები ესენი
ბიჭო, ვიღაც ვასია, რომ ნახოთ ქართული გვარით რუსეთში, ეგრევე ქართულ პასპორტს ჩაახუტებთ და ნაკრებში დაუძახებთ და ბეჟანიშვილთან დალაგება რა გახდა?
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
შენგელია უკვე ათეულში - ქართველმა ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
[VIDEO] შერმადინი MVP გახდა - "ტენერიფემ" "ბარსელონას" დაუქამბექა
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას