ESPN-მა მსოფლიოს 10 საუკეთესო გარემარბი დაასახელა, ხვიჩა კვარაცხელია კი მე-2 ადგილზე გაიყვანა.

"როგორც ჰოლანმა, ასევე კვარაცხელიამ, საერთო ჯამში შესანიშნავი მაჩვენებლები დააფიქსირეს (გუნდები შეიცვალეს. ამიტომაა ნორვეგიელთან ერთად ნახსენები). ქართველი ფეხბურთელი გასულ წელს ნეაპოლში ბათუმიდან ჩავიდა და სწორედ იქ აფეთქდა.

სტატისტიკა (სერია A-ში):

ყველაზე მეტი ასისტი - 10

მოედნის მესამე მესამედში გაკეთებული ყველაზე მეტი გადაცემა - 603

მეორე მაჩვენებელი სახიფათო მომენტების შექმნაში - 14

მეორე მაჩვენებელი მეტოქის საჯარიმოში მიღებულ ბურთში - 198

მეექვსე კარის ჩარჩოში დარტყმაში - 25

მერვე გოლებში - 12

რაც მთავარია, ის იყო გარდამტეხი ნეაპოლური გუნდისთვის, რომ ნანატრი სკუდეტო 33 წლის შემდეგ მოეგოთ.

2023-24 წლის სეზონის პროგნოზი:

როდესაც ფეხბურთში ვარსკვლავი ხდები, მოწინააღმდეგე გუნდის ხელმძღვანელობა კონკრეტულად შენი თამაშის სტილის შესწავლას და განეიტრალებას ცდილობს. საინტერესოა, თუ რა არჩევანს გააკეთებენ იტალიური გუნდის მწვრთნელები, რომ ქართველი ვარსკვლავი შეაჩერონ". ალბათ მიზანი ფიზიკურად დაჯაბნა იქნება.

საუკეთესო ათეული:

1. ბუკაიო საკა ("არსენალი")

2. ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი")

3. ჯეკ გრილიში ("მანჩესტერ სიტი")

4. უსმან დემბელე ("ბარსელონა")

5. გაბრიელ მარტინელი ("არსენალი")

6. რიად მაჰრეზი ("მანჩესტერ სიტი")

7. კინგსლი კომანი (მიუნხენის "ბაიერნი")

8. როდრიგო (მადრიდის "რეალი")

9. ფილ ფოდენი ("მანჩესტერ სიტი")

10. მუსა დიაბი ("ლევერკუზენი")

უცნაურია, რომ ზემოხსენებულ ათეულში ვერ მოხვდნენ ვინისიუსი (მადრიდის "რეალი") და რაფაელ ლეაო ("მილანი").

სხვა გიორგი
მგლის თავზე სახარება ააიკითხეო, ამათზეა ნათქვამი. ისეთებიცაა ვინც ღადაობენ, მაგრამ სხვები საშვილიშივილოდ ჩაკირული თავის ლუზერულ ბოღმაში, ზოგიც შავი პიარის აგორებისთვისაა შემოსული.
გიორგის
გიორგი!არ ხარ მართალი ხვიჩას შეფასებაში,მოვა დრო და ინანებ,მერე კი შენ თავს შენ თვითონვე ეტყვი საყვედურს.
სანდრო
დიდი ბოდიში, მაგრამ ეს სია სრული სისულელეა. აბა, სხვა რა უნდა თქვა კაცმა, როცა, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მთლიანად ჩააგდო მთელი მეორე წრე, მეორეა და ვინიუსი და ლეაო საერთოდ არ არიან? და ჯეკ გრილიში ხვიჩას მერეა...აბსურდი...
თერჯოლელი
იპოვეს მიზეზი,ღვარძლის გადმოსანთხევად,თავს დებენ ხვიჩაზე მეტ პატრიოტობაზე და გიენებივით დაესიენ ხვიჩას,ვითომ აქამდე ხვიჩას თავგადადებული გულშემატკივრები იყვნენ,ეს ის ხალხია ვინც ხვიჩას გაუგონარი წარმატებით ბოღმისაგან იხრჩობოდა,მაშინ ამას მათი კომენტერები მოწმობდა,ახლა ვითომ პატრიოტული გრძნობები წამოწიეს წინა პლანზე,რაო?ახალგაზრდულ ნაკრებში არ ითამაშაოო,გაილაღეს და ათმაგი გაშმაგებით დაიწყეს ხვიჩას ლანძღვა. მეტათ არა ჩემი მტერი თქვენ მაგით ხვიჩას ავტორიტეტს რამე დააკლოთ,ან მის გულშემატკივრებს მასზე გული აგვიცრუოთ. წარმატებები ხვიჩას,უფლის მფარველობა არ მოკლებოდეს,ჩვენ სასიქადულო საყვარელ ვაჟკაცს.
alexandre
ხვიჩაზე არ ვამბობ. ვინგერი, გარემარბი... გრილიში და საკა თამაშის მანერით და ადგილით რით განსხვავდებიან ვინისიუსისგან და ლეაოსგან?!
მოსეხონელი
ხვიჩას სხვა საბრძოლო აქ საქართველოს სახელით.ის უკვე ვარსკვლვებსაც ეჯიბრება ხოდა მთელი ზაფხული ნათამაშები მიდი და აჯობე ეხლა შენ დასვენებულ გინდ ბარელას გინდ ლეაოს იქეთ სხვა ტო 5 ში მოთანაშებს.ტრამვის რისკს რო თავი დავანებოთ.ერთი კაცი გყვავს ტოპ ფეხბურთელებში და მოდი რა იქ გვასახელოს.
ლენგლი
სამშობლო! დროებითი ივანიშვილები და სააკაშვილები არ არიან,ჯერ თავდადება სამშობლოსთვის,თუ კი გიხმობს,სჭირდები, და მერე ყველაფერი დანარჩენი.....,რაშიც რაღაცას წარმოადგენ,ვითომ.....კიდევ ერთი ნიჭიერი რიგითი ქართველი თავის საქმეში ,მეტი ვერაფერი,უკეთესი ბევრზზე, მასზე უარესზე ,მაგრამ.....ხალხო,სიტყვას არ დაეჯერება,საქმეს მხოლოდ!სამი სიტყვით-თავდადებას სამშობლოს თავისუფლებისთვის.
გიორგი
მეც ხელი ჩავიქნიე ნაპოლიზე , ხვიჩას გარეშე მინდა ნაკრებმაც წარმატებას მიაღწიოს.
გიორგი
არ არის ეგ მაგ დონის, თან უკვე აუვარდა თავში.
მამუკა
დარწმუნებული ვარ ხვიჩას უნდოდა ნაკრებში თამაში, მაგრამ ალბათ ჯუღელმაც და მამამისმაც ურჩიეს რომ შეიძლება სეზონის სტარტი ჩავარდნოდა იტალიაში, გადაღლილობის გამო და ამიტომაც ათქმევინეს უარი, თორემ მაგარი მოტივირებული იყო სანამ ტურნირი დაიწყებოდა და უცებ გადაწყვეტილება შეცვალა
Devkalion
ხვიჩას ძალიან ვგულშემატკივრობ და ყველაფერს კარგს ვუსურვებ , უბრალოდ ბევრი სიხარული მოგვიტანა,მაგრამ ამ ტურნირზე რო არ ითამაშა ეგ ცუდი გააკეთა, ფაქტიურად საკუთარ მეგობრებს უღალატა გუნდში და საქართველოს ბედკრულს უდიდესი სიხარულის შანსი არ დაუტოვა ,ამის ნაპოლის დედაც, საერთოდ არ ვაპირებ გულშემატკივრობს,წიტაიშვლი ,დავითაშვილი , მამარდაშვილი აზაროვი ,იმედია ეს ბიჭები საუკეთესო მიზნებს მიაღწევენ და კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი
დათა
ამ სიას სანაია და მთავარი არხის ის ცნობილი ჟურნალისტი ქალი ქმნის ალბათ, კარგად შეინახეთ
555-ს
დაწყნარდი, ბევრი შენითანა იყო, მაგრამ მიუჩინა ხვიჩამ თავისი ადგილი, მისი თამაშით ნაკრებშიც და კლუბშიც, ჩვენი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა, ზოგიერთი ბოღმა 5-ანის სისინის მიუხედავად მჯერა საქართველოს ნაკრები ხვიჩასთან და მიქაუტაძესთან ერთად ამას აუცილებლად გააკეთებს.
ვერა
ვერც ეგ და ვერც შენ ვერ შეიგნებთ, იტალიაში რას იზამს და რა სიაშია ეგ საქართველიოს რა? იმ ბიჭებს რა?

100%
რა ქენი გუდუნა ეს?!
ეგ სპისოკი აიკრან, ჩვენში იწერება სია სადაც მოხვედრას არავის არ ვურჩევ, არა ერთი დაფნის გვირგვინით შემკობილი მოხვედრილა მანდ და თაობებს გადაეცემა, "აქოური წესია ეს"
Ზაზა
21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რატომ უნდა ითამაშოს 23-ე წელში გადასულმა ფეხბურთელმა?! ბარემ 18 წლამდელებშიც ათამაშეთ!
ბებერო
ისე კარგი გამონათქვამი გვაქვს სახელის გატეხვას თავის გატეხვა რომ ჯობია კარგად მოგეხსენებათ
bib
რას ლაპარაკობთ ხალხო მის ასაკში უკვე მარადონას ჯობია თან ფეხბურთი ძაან ასწრაფდა მაშინ მარტო ერთი დავდამსხმელი ეხლა რამდენიც გინდა ნახეთ ცოტა ხანში ვარსკვლავური სენი არ შეეყაროს კრისტიანოც ესე იწყებდა
Ზაზა
პრემიერ ლიგაში, რამდენი გოლი და ასისტი გააკეთა მუდრიკმა?
დავით 67
ვინი და ლეაო დაჩაგრეს ზანგობის გამო).სამაგიეროდ საკას პირველი ადგილი მიანიჭეს )
nika
კი, აბა რა, უკეთეს ლიგაშია, უკეთეს ჩემპიონატში, უფრო მეტიც იშრომა ჩელსიში, სულ თავი დააკლა თამაშებს და ინგლისის ჩემპიონიც მაგან გახადა, ამ ათეულშიც მაგიტომ მოხვდა ალბათ, თან იქამდე სულ წიხლებს იყო შეჩვეული რუსეთში და ინგლისში გადასვლაც სტრესი იქნებოდა. ერი რომ ინფარქტს იღებს ახლაგაზრდულ ჩემპიონატზე, ეგ ხომ საერთოდ ერის ანალიტიკის უნარისა და ადეკვატურობის კარგი საზომია.
გიორგი
‘კერპთაყვანისცემა’ არაფერ შუაშია. შუაში უფრო კრიტიკის ლანძღვისგან ვერ გარჩევაა. პრობლემა ფაქტების უგულებელყოფაა საკუთარი ცუდი მიკერძოებულობის ყურით მოთრეული საბუთებით გასაპრავებლად. პირიქით, ლუზერი სწორედ ისაა ვინც სხვის ნიჭით და შრომით მოპოვებულ წარმატებას საკუთარ შეურაცხობად იღებს და ემტერება. მკლავი მომჭრეს კარგი რატომ აგიგია, ეგაა ლუზერის პოზიცია. შენ თუ მართლა როგორც ბრძანებ, ‘ჭეშმარიტი გულშემატკივარი ხარ’ რა გაქვს ეგრე ხელაღებით ‘საკრიტიკებელი’ ხვიჩას წლევანდელი წლის სეზონის? ერთი წლის წინ რო ეკითხათ ქართველი ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებაო ხო ეტყოდი ზღაპრების მოყოლას მორჩიო, ჰოდა, აგისრულა ბიჭმა ზღაპარი, და მარტო ის დაინახე რო 21 წლიანებში თამაშზე უარი თქვა? განმარტა თავისი უარის მიზეზი გულშემატკივრებისთვის, და ზოგმა შეიძლება მიიღოს ის საბუთად და ზოგმა არა, მაგრამ ამით იმ ფაქტის გადაფარვა რომ ჩვენი დამოუკიდებლობის ხანის ყველა თაობის ფეხბურთელებიდან ყველა ერთად აღებულმა ვერ გააკეთა იმდენი ქართული ფეხბურთისადმი საერთაშორისო ინტერესის კვლავ შემობრუნებისთვის რაც ამ ბიჭმა პირველივე სეზონითვე შესძლო დაუნახაობაა, და ჩვენი ფეხბურთის ჭეშმარიტ ქომაგობასთან შეუთავსებელია. სამწუხაროდ, ესეთები ცოტა არაა აქ, ან დაბოღმილი ლუზერების გვარდიიდან, ან შავი პიარის ასაგორებლად შემოსულები. მაგრამ რაც ამ ბიჭმა გააკეთა უკვე ქართული ფეხბურთის წინსვლის ისტორიის ნაწილია და ამას უკვე ვერაფერს უშველით)))
555
ნეაპოლელები ზეიმობენ, ჩვენ კი კინაღამ ინფარქტი მივიგეთ ისრაელთან წაგებით, მუდრიკმა მგონი საერთოდ ტრამვით ითამაშა და რაც გააკეთა ალბათ ნახეთ, არადა უკეთეს გუნდშიც არის, უკეთეს ჩემპიონატშიც და ბევრად მეტი ხელფასიც აქვს მაგრამ გარისკა და მილიონობით გულშემატკივარი გაახარა
555
ნეაპოლელები ზეიმობენ, ჩვენ კი კინაღამ ინფარქტი მივიგეთ ისრაელთან წაგებით, მუდრიკმა მგონი საერთოდ ტრამვით ითამაშა და რაც გააკეთა ალბათ ნახეთ, არადა უკეთეს გუნდშიც არის, უკეთეს ჩემპიონატშიც და ბევრად მეტი ხელფასიც აქვს მაგრამ გარისკა და მილიონობით გულშემატკივარი გაახარა
555
კვერნაძეს რომ მაგარი სეზონი ჰქონდეს რა უნდა ქწას, უარი თქვას ასაკობრივში თამაშზე თუ მოიქცეს. მამარდაშვილივით, დავითაშვილივით და კიდევ სხვებივით ვინც შოტლანდიიდან პირდაპირ დინამოზე წავიდა, უბრალოდ ცუდი მაგალითია მომავალი ფეხბურთელებისთვის
აბდულაი
მე მჯერა რომ საქართველოში ვისაც ფეხბურთი უყვარს ამის შედეგი არავის აღარ აინტერესებს.მე იმიტომ მიხარია სპორტსმენების წასვლა რომ საქართველოს ნაკრებს გამოადგეს და თუ ნაკრები შედეგს მიაღწევს სხვა სპორტსმენების გამოჩნდებიან და დაინტერესედებიან მაგრამ მე ვფიქრობ ისეთი ამპარტავანი გახდა რომ ასე შემდეგ თან ნაკრები მიატოვა თუ არ ითამაშებდა ფეხბურთელების გვერდით მაიც ყოფილიყო და გაემხნევებინა.
გიორგი
ძალიან მაგარი შედეგია პირველი წლისთვის. ამის ნახევარს ვინ ელოდა ხვიჩასგან წელს? აწი, ხვიჩას წარმატების შემყურეებმა,ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთლებს შეუძლიათ თამამი გეგმები დააწყონ ტოპ 5 -ს ლიგებში მაგარი კარიერის აწყობაში. ინტერვიუში კვერნაძემ პირდაპირ თქვა ეს საკუთარ მაგალითზე. ეს ქართული ფეხბურთის წინსვლას უწყობს ხელს და 21 წლამდელების ისტორიულ შედეგში ამისი ნიშნები მკაფიოდ გამოჩნდა. არ გაჩერდეთ ბიჭებო, დიდ გამარჯვებებს გისურვებთ!
ilia
რატომ არ მიქვეყნებთ კომენტარებს?
ilia
ესპნმა ლეაო და ვივისიუსი სხვა ნომინაციაში შეიყვანეს. შედით ესპნ-ის საიტზე და იხილეთ.
რობი
აქ მგონ სუფთა ვინგერებზეა რეიტინგი რომელიც არ ითვისებს ფორვარდის მოვალეობას
ხასანა ძია
100% გეთანხმები თან მარტო მაგას არა ჟორჟიკასაც უნდა შეეკითხო მიზეზი რა იყო,სიყვარულს თუ გრძნობ ხალხისგან და არასწორედ მოიქცევი ყველაფერს წყალს გაატან.
svano magarski
კერძო-მოსაზრება:-ხვიჩა-რაის-ხვიჩა?!ნეაპოლში-გამოყენებული-პრეზერვატივი?!აწი-მაგის---
Gdo
ხალხო ლეაო და ვინი სხვა ნომინაციაში შეიყვანეს, დაწყნარდით
ტარიელი
შენ რო კითხო არ გინდა ?
თენგო
ჩემი ნება იყოს ბევრს იტალიის ჩემპიონატს არ ვაყურებინებდი
alexandre
ჩავთვალე, რომ სწორია. ხვიჩა მეორეა გარემამბებს შორის. პირველი ულაპარაკოთ ვინისიუსია. ამიტომაც არ მინდა ჯერ მისი რეალში გადასვლა. ამ დროს ამ ESPN-ს ათეულშიც არ შეყავს. ნონსენსი. ბრაზილიელი რომ ვიყო, ხომ გავბრაზდებოდი :))))
zaza
ხოდა ვინისიუსი და ლეაო რომ ვერ მოხვდნენ მაგიტოა იდიოტური გამოკითხვა.ერთი ამას აქვს სანდოობის მაღალი ხარისხი და მეორე აირაი-ის გამოკითხვას,რომელიც არასდროს არ მართლდება.ხვიჩას ქორწილის თამადა ვინ იქნება,რა მანქანით მივა,სუფრაზე რა ექნება და პატარძლის თაიგულს ვინ დაიჭერს ეგეც აუცილებლად გაგვაგებინეთ.ძალიან აინტერესებს სრულიად საქართველოს))))) მაგ ვაჟბატონს იქნებ ის ჰკითხოთ თუ რა მიზეზით არ ითამაშა ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატზე.ეგ უფრო აინტერესებს ხალხს,ჭეშმარიტ გულშემატკივრებს ,რომლებისთვისაც საქართველოს ყველა ნაკრებია პირველ ადგილზე და არა ნაპოლი,როგორც ხვიჩას ლუზერ-სექტა-კერპთაყვანისმცებლებისათვის,რომლებსაც ხვიჩას კრიტიკა პირად შეურაცყოფათ მიაჩნიათ.

ქართველები მაინც უკმაყოფილოები ვართ. იიი 21 წლამდელებჰი რატო არ ითამაჰააა. :დდდდ
Alexxx
Xvihas carmatebebi da mravali agiareba, magram martlac didi ucnaurobaa vinisiusis aryofna...

ეგ ყვავის ბახალა საკა პრემიერლიგაშ თამაშობს უკვე 4 წელია. ხვიჩას პირველი ეზონაი იტალიაში. 3 წელიწადში აშკარა იქნება მისი უპირატესობა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ