"ნაპოლის" ყოფილმა მცველმა ფაბიო კანავარომ მომავალ სეზონში ნეაპოლური გუნდის პერსპექტივებზე "გაძეტა დელო სპორტთან" ისაუბრა:

"კიმის წასვლის გამო ცოტა შეშფოთებული ვარ. კორეელი კარგი ფეხბურთელია და მისი შეცვლა ძნელი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში "ნაპოლიზე" სატრანსფერო ბაზარი გავლენას ნაკლებად მოახდენს.

კვარაცხელიას თამაშის გასაუმჯობესებლად ყველაფერი აქვს და ის ჭკვიანია. სეზონის პირველი ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა. შემდეგ ცოტა მოუკლო, ვინაიდან სერია A-ში მეტოქეები გსწავლობენ და უფრო ყურადღებით გმეურვეობენ. ახლა მან ახალი გადაწყვეტილებები უნდა მოძებნოს.

მწვრთნელის, რუდი გარსიას სათამაშო სისტემა მეტ-ნაკლებად გასაგებია, თუმცა გუნდის ტაქტიკის შეცვლა ძნელია. ჩემთვის პირველი მატჩების ნახვა საინტერესო იქნება. სპალეტის მერე "ნაპოლის" მწვრთნელობა ნებისმიერს გაუჭირდება. ველოდები გუნდს, რომელიც გულშემატკივრებს სიამოვნებას მიანიჭებს. ნეაპოლელებს ლამაზი ფეხბურთი უყვართ".

ლევან მაღლაკელიძე
ახალი ფილოსოფია ჭირდება ხვიჩას აშკარად, რადგან ძველი ყველა მცველმა იცის უკვე. არ გაუჭირდება გამოსავლის ნახვა. მარცხნიდანაც უნდა შეძლოს დრიბლინგი და ახალი ელემენტებით
სოსო
მე მინახია მესხის თამაში და გიორგის ვეთანხმები:გუცაევი,ძალიან მაგარი იყო,მაგრამ მესხის დონისა არა.მესხი და მეტრეველი,მსოფლიოს საუკეთესო ფრთებადაც კი აღიარეს და არგენტინაში ტურნეს დროს,გულშემატკივრებმა,მაისური შემოახიეს!ვოვა გუცაევი,ორივე ფრთიდან უტევდა,მიშა კი,მხოლოდ მარცხნიდან და ორი მცველი,მისთვის არაფერს ნიშნავდა.გასაოცარი ფინტების და შეუდარებელი სასტარტო აჩქარების წყალობით,მცველებს,სასაცილო მდგომარეობაში აგდებდა,ხოლო იმის გამო,რომ ყოფილი მოჭიდავე იყო,ფიზიკურადაც ძლიერი იყო და მცველები ვერ ჩაგრავდნენ,ფიზიკურად ხოლო თუ მცველი ზღვარს გადავიდოდა,მაშინ მიშას შეეძლო თავის დაცვა და მცველს რომ მიეჭრებოდა,ისინი უკან იხევდნენ.მიშა ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო,როცა მოქანდაკე ბერძენიშვილმა ნახა მისი თამაში და დაუწერა,წინასწარმეტყველება,რომ გაიზრდება ისეთი,რომ მისი მსგავსი თავდამსხმელი,მანამდე არ გვყოლია და ის,აუცილებლად ითამაშებს სსრკ ნაკრებში.გიორგის,ორი დისლაიქი და ნული ლაიქი აქვს.რაც იმას ნიშნავს,რომ მათ მესხის თამაშზე,წარმოდგენაც კი არა აქვთ.ასეთივე დამოკიდებულებაა,ძველი დროის სხვა ვარსკვლავების მიმართაც.არ იციან მათ შესახებ და ვისზეც იციან,იქიდან არჩევენ საუკეთესოებს.
გიორგი
მესხი ფენომენალური ფეხბურთელი იყო. 6 ჯერ იყო დასახელებული სსრკს საუკეთესო მარცხენა ფორვარდად. მე არ მინახავს მისი თამაში, მაგრამ ბევრს ეხსომება გუცაევის თამაში რომელიც მართლაც მაგარი იყო ამავე ფლანგზე და სულ 3 ჯერ იყო დასახელებული საუკეთესოდ, თავისთავად ძალიან კარგი შედეგია მაგრამ ეს წარმოდგენას შეგიქმნის მესხის კლასზე. მიშა მესხი ერთადერთი ქართველი იყო ყიფიანის გარდა რომელიც მსოფლიოს ნაკრებში მიიწვიეს, მაგრამ ვერც კი გაიგო ამის შესახებ--რუსებმა ფიფასთან იაშჩინს გაუწიეს რეკომენდაცია და იმან მიიღო მონაწილეობა უემბლიზე გამართულ შეხვედრაში მის ნაცვლად. ამასთან ერთად მესხი როგორც ვიცი მხოლოდ მარცხენა ფლანგზე მოძრაობდა და თამაშობდა. კვარაცხელია უფრო ფართო დიაპაზონის მოთამაშე ჩანს თავისი პოტენციალით. ეს კარგად გამოჩნდება ხოლმე როცა ფლანგიდან ფლანგზე გადააქვს ბურთი და შეტევის მიმართულებას ცვლის. იგივე გუცაევისგან ესეთი რამე საერთოად არ მახსოვს. შეიძლება ფეხბურთი იყო ასეთი მაშინ არ ვიცი, მაგრამ ხვიჩას ლიდერის, თამაშის გაძროლის პოტენციალიც აქვს, მე მგონი. რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, კვარაცხელიას მესხის სახით მისაბაძი მაგალითი აქვს ჩვენსავე ფეხბურთში რაც ძალიან კარგია მისი ზრდისთვის.
იმერელი
სერია A წელს გაბსნძდებს. გაძლიერების ნაცვლად სუსტდებიან გუნდები
ტარო
კერ ცოტაც დაისვენოს. და ჯუღელასთან დალაგდეს.
ჟორა გაბრიჭიძე
ხვიჩა მესხი არ არის და დღეს მესხის დროინდელ ფეხბურთს არ თამაშობენ, რაღაცატომ ამ ბოლო დროს ხვიჩამ ააღორძინა მესხის ფეხბურთი. დგას ხვიჩა ფრთაზე და ელოდება როდის მიაწვდიან ბურთს, ამ დროს წინ უნდგას ერთი მცველი და ბურთის მიღებისთანავე მის უკან ჩნდება მეორე (მესხის დროს მეორე მცველი მაშინ ჩნდებოდა პირველს რომ მოატყუებდა), ხვიჩაც იძულებულია ბურთი უკან დააბრუნოს. რაშია გამოსავალი? ხვიჩამ უნდა მოითხოვოს, რომ მას პასი მოძრაობაში მისცონ და მასთან ხშირად გაითამაშონ ცოცხალი კედელი. აქ, კი ხვიჩა შეუდარებელი იქნება.ასევე, იქნებ შეაგნებინოთ ახალ მწვრთნელს, რომ ხვიჩა და ოსიმენი თავის კართან არ უნდა ჩადიოდნონ, საჯარიმოს გარე ხაზამდე უნდა იხევდნონ და იქ მოგერიებულ ბურთზე ნადირობდნონ.
G.LA
ტორპედო - პიუნიკი 0 : 3 ტორპეეეეეეედოოოოო...
სოსო
ხვიჩას კლასი,არავისში აღარ იწვევს ეჭვს.ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს,ტაქტიკაში რადიკალური ცვლილებების მოხდენა,ძალიან ძნელია,ახლა კი,მოსამზადებელ პერიოდში და ახალი მწვრთნელის შესრულებით,აუცილებლად იქნება ტაქტიკური სიახლეები,ხვიჩას უკეთესად გამოყენების მიმართულებითაც.თვითონ მის თამაშშიც რა თქმა უნდა ცვლილებებს შეიტანს მწვრთნელი და გუნდურ ტაქტიკაშიც.ახლა მათ საკმარისი დრო აქვთ,საამისოდ.დასვენებული და ძალღონით სავსე ხვიჩას ნახვაც,ძალიან საინტერესო იქნება.დარწმუნებული ვარ,მას უფრო მეტი მოვალეობები დაეკისრება.
რუსთავი
ძალიან ბევრი აქვს კიდევ სასწავლი, მისი შესაძლებლობების ფეხბურთელს ფინტების მთელი არსენალი უნდა ქონდეს არა მარტო თეორიულად არამედ პრაქტიკულ გამოყენებაშიც, კაცის მოტეხვა ხან ერთ მხარეს და ხან მეორე მხაქრეს გასაგებია უკვე მცველებისთვისაც. საშინლად ბევრი ვარჯიში მოუწევს რომ მთელი სეზონი მაღალ დონეზე თუ არა ნორმალურად მაინც ჩაატაროს. წარმატებებს ვუსურვებ და მოუთმენლად ველოდები მის პირველ თამაშებს სეზონის დასაწყისში. გმადლობთ
ლექსო
კარში დარტყმები უნდა დახვეწოს!მიდი ხვიჩა!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
"ნაპოლის" "ინტერთან" უპირატესობა სწორედ ამის გამო ექნება" - რას აცხადებს ფაბიო კანავარო?
კანავარო უზბეკეთის ნაკრებში კაპაძეს შეცვლის და სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებს
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის ნაცვლად "ოქროს ბურთის" მფლობელ მწვრთნელს ნიშნავენ
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ეს რა ჯანდაბაა? სუნამოს დაისხამ და მსოფლიო ჩემპიონატზე წახვალ?!" - გატუზო კანავაროს უზბეკეთის ნაკრებში დანიშვნას გამოეხმაურა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კანავარო ტაშკენტში ჩაფრინდა და მალე უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად გამოაცხადებენ