2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით, მეხუთე შეხვედრას "უმცროსი ბორჯღალოსნები" 14 ივლისს, ჩვენი დროით 19 საათზე ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავენ.

მას შემდეგ, რაც ლადო კილასონიას შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე არგენტინისა და იტალიის დამარცხებით მეორე ადგილი დაიკავეს, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, დაქვეითების წნეხის გარეშე, V-VIII ადგილებისთვის თამაშის უფლება მოიპოვეს. ნახევარფინალში საქართველო უელსთან ვერაფერს გახდა (21:40) და ტურნირს მე-7 ადგილისთვის მატჩით ასრულებს.

ჩვენი მეტოქე უმცროსი „ოლ ბლექსია“, რომელიც ტურნირის დაარსებიდან (2008 წლიდან 12 ჩემპიონატი, 2019-2022 წლებში ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა) დღემდე ჩემპიონი ყველაზე მეტჯერ – 6-ჯერ (2008, 2009, 2010, 2011, 2015, 2017) გახდა, მათ შორის ბოლოს 2017 წელს თბილისში. გუნდმა თითო-თითოჯერ დაიკავა მეორე (2012) და მესამე (2014) ადგილი.

"უმცროს ბორჯღალოსნებს" მათ წინააღმდეგ ორჯერ უთამაშია: 2016 წელს, საქართველოს დებიუტი 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სწორედ უმცროს „ოლ ბლექსთან“ შედგა და მეტოქემ 55:0 იმარჯვა; 2019 წელს ზელანდიელებს ლელო გავუტანეთ, თუმცა გამარჯვება კვლავ მას დარჩა – 45:13.

წელს 20-წლამდე ზელანდიელებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი თამაში მოიგეს, ერთი დათმეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ. უელსთან ისინი პირველი ტაიმის შემდეგ 5:19 ჩამორჩნენ, თუმცა მეორე ნახევრის პირველ 20 წუთში 22 უპასუხო ქულა აიღეს და საბოლოოდ 27:26 იმარჯვეს; მეორე ტურში, საფრანგეთი ახალ ზელანდიასთან 28:0 დაწინაურდა, სამხრეთელებმა მეორე ტაიმში ორი საპასუხო ლელო გაიტანეს, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინეს – 14:35; დასკვნით ტურში უმცროსმა „ოლ ბლექსმა“ იაპონია 62:19 დაამარცხა და V-VIII ადგილების ნახევარფინალში გავიდა.

ავსტრალიასთან გამართულ ნახევარფინალში ზელანდიელები მე-12 წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, მერე კი ორჯერ დაკარგეს მოთამაშე 10-10 წუთით და ჯამში 20 წუთი 13 კაცის ამარა ითამაშეს. მიუხედავად ამისა, ისინი ბოლომდე დარჩნენ თამაშში და საბოლოოდ 35:44 დამარცხდნენ.

საქართველოსა და ახალი ზელანდიის შეხვედრა, რომელმაც მე-7 ადგილოსანი უნდა გამოავლინოს სტელენბოშში, „დენი ქრეივენის“ სტადიონზე 19 საათზე დაიწყება.

Rugby.ge

ენძო
როცა "ჩიხურა" უმაღლეს ლიგაში გამპდიოდა ერთი სეზონი "მიხეილ მესხი"-ს სახელობის სტადიონზე ატარებდა საშინაო მატჩებს, იმის გამო ,რომ საჩხერეში მოედნის საფარი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს.ვისაც ის მოედანი უნახავს დამერწმუნება,რომ სადაც ეხლა ჩვენი 20 წლამდელები თამაშობენ მსოფლიო ჩემპიონატზე იმასთან შედარებით "ჩიხურა"-ს მინდვრის საფარი უმაღლესი ხარისხისაა.
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა