ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი „ასტანასა“ და თბილისის „დინამოს“ შორის 1:1 დასრულდა.

მატჩის წინ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ბაბაიანმა იმედი გამოთქვა, რომ ანშლაგი იქნებოდა და სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო. „ასტანა“ დებიუტიდანვე დაეუფლა ინიციატივას და პირისპირ გასულ ამანოვიჩს გატანა მეკარე ლორიამ არ დაანება. „დინამო“ ბევრ შეცდომას უშვებდა, საკუთარ კარს იყო მიჯაჭვული და აიმბეტოვისგან გოლი მიიღო. ამის შემდეგ ქართულმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე გადასვლა მოახერხა და სხირტლაძის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს, მერე შანსი კამარამაც ვერ გამოიყენა. ყაზახური კლუბი კვლავ უფრო აქტიურად უტევდა, მომენტებს ქმნიდა და ტომასოვის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-40 წუთზე ოვანესიანის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, კონტრიერიშისას ერთ-ერთზე გასულ კამარას მეკარე ჩონდრიჩმა არ გაატანინა, ცოტა ხანში ხარაიშვილის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ბოლოს კობოურის შორიდან გასროლილი ჩონდრიჩმა მოიგერია და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ, ხელოვნურსაფარიან მოედანს ალღო აუღეს და ანგარიშიც გაათანაბრეს - იმრანის დარტყმული ბურთი მეკარისგან ძელს მოხვდა, დამატებაზე კი სიგუამ ყველას დაასწრო. თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, ტემპმაც მოიმატა, ჩვენი გუნდი ვიზავის ტოლს არაფერში უდებდა, შეცვლაზე შესული ფეხბურთელებიც კარგად გაისარჯენ და საბოლოოდ სასურველი ფრე დაფიქსირდა.

საპასუხო შეხვედრა 19 ივლისს თბილისში გაიმართება.

ასტანა. „ასტანა არენა“. 27 328 მაყურებელი

ასტანა - დინამო (თბ) 1:1

გოლები: 1:0 აიმბეტოვი (11), 1:1 სიგუა (57)

დინამო (თბ): ლორია, მალი (მაისურაძე 72), მარგველაშვილი, ტაბიძე, კობოური (კალანდაძე 46), ოსეი (ოსიყმაშვილი 72), იმრანი (სანგარე 82), ხარაიშვილი (ხვადაგიანი 72), სიგუა, კამარა, სხირტლაძე

givi
ესე მგონია, რომ ბიძოზე ასეთი ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, ფინანსური რა თქმა უნდა თავის სვის კრედიტებით და ბაჩიაშვილებით და კიდევ რა აღარ, ბერა დინამოს იყიდიდა ეხლა სულ სხვა გუნდი გვეყოლბოდა.. მაგრამ რაცაა ეგაა.. ბრძოლაა საჭირო ყველგან და ყველაფერში, დაუღალავი ბრძოლა, თანაც მთელი სიცოცხლე....
კახაბერი
შენ ეგ თქვი , იქეთ ეშინოდათ დინამოსი , ყველა გუნდს ყველა ეტაპზე რას არ იგონებდნენ მათი მწვრთნელები და იშვიათი გამონაკლისის გარდა მაინც ვერაფერს ხდებოდნენ - ბრდღვნიდა ის ლომგული და ზღაპრული დინამო ყველაფერს !
საჩინო
იშვიათად მინახავს უკან პასებზე გაწაფული ფეხბურთელი ბურთს მოწინააღმდეგეს აბარებდეს.კიდევ უფრო იშვიათად მინახავს აფრიკის წარმომადგენელს სირბილი არ შეეძლოს[ასეთის პოვნას მართლაც ნიჭი უნდა]და ასევე იშვიათად მინახავს სწრაფი კონტრშეტევის შესაძლებლობა გქონდეს და ამას არ იყენებდე.მეკარე მანამ ატრიალებს და აწვალებს ბურთს ხელებში სანამ მოწინააღმდეგე უკან არ ჩალაგდება და შანსი არ გაქრება.მერე კი დაიწყებენ ყვლად უაზრო და ყოვლად უსარგებლო [სახიფათოდა სარისკო უფრო]მანევრებს საჯარიმოდან ბურთის გამოსატანად.
სოსო
სიგუასაც დაგიმატებდი,სიაში.უნარებთან ერთად,ალღოც აქვს!
სოსო
სამწუხაროდ ისევ არასაკმარის ფიზიკურ მომზადებასთან და იმის არცოდნასთან მივდივართ,რაც ფეხბურთელებს,საფეხბურთო სკოლაში უნდა ჰქონდეთ ნასწავლი და კლუბში,მხოლოდ ნიუანსების დახვეწაზე მუშაობდნენ.საკმაოდ კარგი ანალიზია და ვინც დისლაიქები დაწერა,ალბათ განმარტებაც უნდა დაედოთ,კონკრეტულად რაში არ ეთანხმებიან ,ანალიზს. პირველ ტაიმში,სრული პანიკა და ქაოსი გვქონდა დაცვაში თუ შუახაზში.ამდენ არაზუსტ პასს,რამდენიმე მეტრში მდგომ პარტნიორთან,ხელოვნურ საფარს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ.უბრალოდ,ერთმანეთის არ ესმოდათ და ძალიან დაბნეულები იყვნენ.საბედნიეროდ,დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ,ცოტა დავლაგდით და აღმოჩნდა,რომ არც ყაზახები ყოფილან ჩვენზე მეტად დალაგებულები,დაცვაში.მოგება ნამდვილად შეგვეძლო.საჯარიმოს გარედან დარტყმები,ბიჭებს შეუძლიათ და ვფიქრობ,უფრო ხშირად უნდა სცადონ.ეს განსაკუთრებით მეორე თამაშში გამოგვადგება,როცა მეტოქეს დაცვაზე ექნება აქცენტი და თავდამსხმელებს,მჭიდროდ ეთამაშებიან.შორიდან დარტყმები,მეტოქის მცველებს,საჯარიმოს ხაზის წინ ამოწევას აიძულებს და თავდამსხმელებს,საჯარიმოში ბურთის მისაღებად აუცილებელ სივრცეებს გაუხსნის,რომლის გამოყენებასაც შევეცდებით. იმედია გამოგვივა.
Რერო
წელს ძალიან საინტერესო საფეხბურთო სეზონი გველის,როგორც შიდა ასპარეზე ასევე ლეგიონერების თვალსაზრისით. ვფიქრობ რომ რომელიმე კლუბი გავა ჯგუფში.ასევე ტოპ ჩემპიონატებში გვეყოლება საგულშემატკივრო ბიჭები.
საჩინო
ძალიან ცუდად დაიწყეს,მუდმივად ირღვეოდა დაცვის მარჯვენა მხარე[მალი,ხარაიშვილი,მარგველაშვილი]არაფერი არ იღონეს გამოსასწორებლად და გოლიც მივიღეთ.იყო ძალიან ბევრი ლაფსუსი ბურთთან ურთიერთობაში,ალბათ მინდვრის საფარის გამო.რამოდენიმე დალაგებული კომბინაციაც ვნახეთ ,მაგრამ .....დაბალი ფიზიკური მდგომარეობისა და ენერგიის არქონის გამო ვერ ხდებოდა რეალიზაცია,რაც ჩვენი ყველა გუნდის გამოუსწორებელი ნაკლია დღემდე.და კიდევ ჩვენი გუნდების არსენალში საერთოდ ვერ მოძებნით კონტრშეტევების ოდნავ მაინც შესამჩნევ ელემენტებს.არადა ამ დროს როცა მოწინააღმდეგე გამწარებული გიტევს და ზურგს აშიშვლებს რარიგად შეიძლება მისი დასჯა.
ჰაჰა
ძალიან მინდა რომ გავიდეთ, მაგრამ როგორც ყოველთვის ატყდება ყოყლოჩინობა, ბლატაობა. ჩვენ რა მაგრები ვართ, ისინი გუნდი არ ყოფილან. შედეგად, ჩვენები თამაშს მოუმზადებელი შეხვდებიან.
თენგაბი
რა უნდა ითქვას ასტანასთან დაპირისპირებაზე? ალბათ იგივე ჭაობის დონეზე დავრჩით, რაც ათეული წლებია ქართულ ფეხბურთშია. შევეცდებით ძირითადი საფეხბურთო ელემენტების ფონზე განვიხილოთ. ტექნიკური დონე - ქართველ ფეხბურთელთა ტექნიკური დონე ყოველთვის დამაკმაყოფილებელი იყო და მინიმალურ სტანდარტებს ყოველთვის ვაკმაყოფილებთ. თუმცა, თანამედროვე სწრაფი ფეხბურთის მოთხოვნებს ჩამოვრჩებით და ამ კუთხით ბევრი სამუშაოა. ფიზიკური მომზადება - ამ კომპონენტში ყოველთვის ჩამოვრჩებოდით მეტოქეებს. კარგია, რომ ბოლო პერიოდში, ამ კუთხით, შედარებით ოდნავ წამოვიწიეთ და შესაბამისად ისე კატასტროფულად აღარ ვაგებთ ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან და ა.შ. ტაქტიკური მომზადება - შეიძლება ითქვას, ამ კუთხით, ქართული სამწვრთნელო აზროვნება კატასტროფულად დაბალ დონეზეა. ისეთი საფეხბურთო ელემენტები, რასაც უბურთოდ მოძრაობა ჰქვია, ძიება ხელსაყრელი პოზიციის, დროული მანევრი, გახსნა - მე მგონი ჩვენი მწვრთნელების და შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელების არსენალში ასეთი რამ არ არსებობს. არადა, ამის გარეშე თანამედროვე ფეხბურთიც არ არსებობს. მწვრთნელმა, ტაქტიკურ მეცადინეობებზე, ფეხბურთელებს კონკრეტული სიტუაციებიდან გამომდინარე, უნდა აუხსნას საითკენ გადაადგილდეს, როდის გადაადგილდეს, როგორ გადაადგილდეს და ა.შ. ეს სტრატეგიული აზროვნების და ტაქტიკური მრავალფეროვნების ნიჭია და როგორც პოეტი ლექსის წერის ნიჭის გარეშე, ასევე წარმატებული მწვრთნელი ამ შემოქმედებითი ნიჭის გარეშე არ არსებობს. ამ საფეხბურთო ხრიკების სწავლა შეიძლება, მაგრამ ჯერ ჩვენმა მწვრთნელებმა უნდა ისწავლონ ეს საფეხბურთო ანა-ბანა და მერე ფეხბურთელებს ასწავლონ. უბურთოდ მოძრაობის გარეშე და დროული გახსნა-მანევრების გარეშე ძნელია მეტოქის პრესინგის დაძლევა, ორგანიზებული შეტევის განხორციელება, კომბინაციების გათამაშება. მეორე ხარვეზი და თვალშისაცემი ნაკლი. უბურთოდ მოძრაობის გარეშე არ გამოდის სწრაფი კონტრშეტევა და შესაბამისად, ქართული გუნდები ამას ვერ ახერხებენ. ჩვენი მოწინააღმდეგეები ჩვენს წინააღმდეგ ხშირად იყენებენ ამ აგრესიულ ხერხს და საკმაოდ უხერხულ სიტუაციებში გვაყენებენ. თუ ჯგუფური კონტრშეტევის მეთოდი ვერ ავითვისეთ, ყოველთვის ჩამორჩენილი, ნელი, ზოზინა ფეხბურთის მიმდევრები დავრჩებით და წარმატებაზე ფიქრიც ზედმეტია. ფსიქოლოგიური მომზადება - როდესაც მოთამაშეები შემოქმედებით ფეხბურს მისდევენ და მოედანზე აზროვნებენ, სად გადაადგილდნენ, როდის გადაადგილდნენ, ფსიქოლოგიური ზეგავლენებისგან თითქმის თავისუფლები არიან და ნაკლებად განიცდიან გასვლაზე თამაშობენ თუ სახლში.
ქომაგი
დინამო უკეთესი გუნდია თავისი ტრადოციით და დღევანდელი მდგომარეობით.მექვაბიშვილი კირკიტაძე მოისწრაფიშვილიც ჩაერთვებიან საქმეში და უფრო მაგრად ითამაშებს დინამო.თბილისში დინამო გადაუვლის ასტანას.
ქორ-პარიკმახერი
აქ ბევრი წერს პირველი ოცი წუთი დაბნელები იყვნენო. დაბნეულები კი არა პრესინგის დაძლევა არ შეეძლოთ და გოლიც მაგის შედეგი იყო. პრესინგს გაუჩერებლად ვერავინ ითამაშებს, ხოდა მათაც მეოცე წუთის მერე პოზიციური თამაში დაიწყეს და მაგიტომ ,, მოვიდნენ ჩვენები გონს" . სამუშაოა მაგ თემაზე და ყველა ქართულ გუნდს ეგ პრობლემა აქვს, ყველას! ყველა დონეზე!
დავითი
ყველას გენაცვალეთ, ვინც დაწერა გბალელშიკობთ ქუთაისიდან ,ბათუმიდან და ა.შ. ანალოგიურად რა გულითაც ვქომაგობ ევროტურნირებზე ქუთაის,ბათუმს,გორს.. სხვადასხვა დროს ზესტაფონს,სამტრედიას,საჩხერეს, რუსთავს,ბოლნის ისეთივე გულის შედეგი დაედოს ნეტა დინამოს ევროტურნირზე. ამაზე ყურადღების გამახვილებაც კი ტეხავს,მარა მიწევს. ვინც ჯიბრზე ქართულ გუნდების გამოვარდნას ქომაგობთ,მეცოდებით! გაუმარჯოს ქართული ფეხბურთის ქომაგებს !
მურთო
რაც გასვლაზე გატანილი გოლის წესი გაუქმდა ამ 1-1 ძალა არ აქვს
რეზზ
ითამაშა
Levani
მოკლედ ყაზახეთის ტაქტიკაა-შეაგდე საჯარიმოში ბურთი და იქ ყავთ ჩასაფრებული თავდამსხმელი რომელიც ჩვეულებრივად კი არ თამაშობს-რაც არის ფეხბურთი-მიღება,დამუშავება,პასი დარტყმა ამის მაგიერ დასპეცებული არიან ხელოვნურზე პიმბოკივით ბურთი სად ასხლტება რო რაღაცნაერად კარში შეაგდონ,ეს ფეხბურთი არაა,რაღაც სხვა სახეობაა. მეც მეგონა რომ სატანამ რაც იბაქიბუქა რამეს იზავდა,მაგრამ ანტიფეხბურთის მეტი ვერაფერიც ვერ გააკეთა. დინამოც შორსაა სასურველი დონიდან,მაგრამ მოჩანდა რომ სხირტლაძე,იმრანი,ხარაიშვილი,კამარა სხვა კალიბრის ფეხბურთელებია
Jango-ს
ამისთანა სისულელის წერაზე დრო რატომ უნდა დახარჯო ადამიანმა?
დავით
რა შეშინებულები თამაშობენ.როგორც 21-იანები, რა გჭირთ?რამ დაგაშინათ?!რინგზე ხართ?ძველ დინამოს უძლიერესი ლივერპულის, ფეინორდის, უძლიერესი ბაიერნის,რეალის ინტერის და სხვათას თავზე ახევდნენ ბურთს!!!ცოტა თამამად ეს ასტანა რომელი ტრადიციული გუნდია?!ფრე, რომ გაგიხარდეს?!!!
:D :D
თვითონ ხომ ბებია უჭყავის, საფეხბურთო ფესტივალის უყურებს სახლში
Beqa
ყველანი სტადიონზე ცხრამეტში. არაა ასტანა ის გუნდი რომელიც არ არის გასავლელი. ფეხბურთელებმა უნდა იგრძნონ გვერდში დგომა. უნდა ვაიძულოთ ბიჭები კარგი გაგებით რომ მაქსიმალურად მოინდომო.

ფეხბურთი ითამაშონ ბღლარძუნის მაგივრად და ჯანდაბას, მაგ ათი ლარის თავი
წ
რა მოწიე ოე
Moira 98
თუ გავითვალისწინებთ სიცხეს და ხელოვნურ საფარს არიყო ცუდი თამაში 19ში გულშემატკივრის ფაქტორი დაემატება და ტავისუფლად შეიძლება ამ ბარიერის გავლა
Superman
ეს მარგველაშვილი ლატარიაში გვერგო? ევროტურნირების წინ მისი აყვანა და ძირითადში დაყენება არის ჩვეულებრივი დივერსია
L.J .
Isaa saqme axakgazrdulic ar wagebaze tamashobda samwuxsrod ogond odnav uket ;)
სოსო
იმიტომაც სტადიონი ცარიელი იქნება დღევანდელ დინამოზე 10 ლარს ვინ გადაიხდის თქვე უბედურებო
Jango
ესენი ასტანას კი არა ზაგრების დინამოსაც გაივლიან, აი მერე რა მოხდება,ეს უკვე არ ვიცი.| წინ ბიჭებო ყვაჭიჭებო, იმდენი უნდა ჰქნათ რომ ევრპალიგის ჯუფურზე მაინც მოხვდეთ რადგან დანარჩენი 3 ჩვენი გუნდები უპრობლემოდ მოხვდებიან კონფერენც ლიგის ჯგუფურებზე! გამარჯვება ოთხივე კლუბს , დიდება ისტორიულად სასახელო სამტრედიის კლუბს!|ვაშა ამხანაგებო, ვაშა!
Amataki
ხარაიშვილი, კობოური, მარგველაშვილი რბილად რომ ვთქვათ არ შეესაბამება ევროტურნირების დონეს.არის ახალი თაობა, რომელზეც შეიძლება დაყრდნობა. როგორც მინიმუმ სხვადასხვა კომპლექსებით არ არიან დახუნძლული. აქედან გამომდინარე მეტი შანსი აქვთ შესაძლებლობების რეალიზების და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ჩანდეს, თამაშში გარკვეული სტაბილურობის შექმნისაც. ისეთი განცდა რჩება, რომ წლების განმავლობაში ჩვენს ფეხბურთელებს და არამარტო, მწვრთნელებსაც ჩამოუყალიბდათ მარცხის შიში. ეს ვლინდება თითქმის ყველა დონეზე, გარდა ახალგაზრდულისა. ამიტომაც მგონია რომ ჩვენი ფეხბურთის ავანგარდს ახალგაზრდები უნდა შეადგენდნენ და სასურველია მწვრთნელთა კორპუსიც საფუძვლიანად გადახალისდეს,შეიძლება ფედერაციაც კი. ჩვენ ფეხბურთს სჭირდება ახალი ხალხი, რომლებიც არ შეუშინდება გამოწვევებს, მოიტანს ახალ იდეებს,თუ როგორ უნდა უპასუხოს დროს ტრადიციებით მდიდარმა თვითმყოფადმა ქართულმა ფეხბურთმა.
რაბუ
ამ ეტაპზე ასტანას ბარიერის გავლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის
robert22
ვააა დინამო არ წაგო.გამიხარდა ძმებო.ხვალ არარატ არმენია თამაშობს მაგარი იგრა იქნება. ვნახოთ აბა რას იზამენ ბიჭები.
G.LA
სიყვარულს ვერ დაამარცხებთ ორკებო
რატი
ეს ფრე ეძღვნება იმ ღრუსს ღრუსული საიტიდან და ყველა მის მომხრეს, რომელიც დღეს ფრესაც კი საეჭვოდ თვლიდა. :)
სიმართლე
iseti fegburtelebi modian dinamoshi yvelastan sheiLeba tamashi ese mgonia...
ლევანი
პირველი 25 წუთი მაგრად ვინერვიულე, ვიფიქრე ჩვენი საშველი მართლა არაა მეთქი. მაგრამ მერე დალაგდნენ და ყოჩაღ, წინ მეტი სითამამეა საჭირო, მაგრამ, ხალიჩაზე თამაში ტრამვების ალბათობას ზრდის, ალბატ ამიტომ ფრთხილობდნენ, თან სიცხე იყო. ვნახოთ აბა დინამოზე რას იზამენ, წესით ამ ასტანას უნდა მოუგო, თან ისე რომ ძალიანაც არ დაიძაბო. დიდება საქართველოს!
Gambler
რა არის საკითხავი მეგობარო?? ვინც დროს წელავდა ბოლო 20 იმან მიაღწია ფრეს...
Gambler
100% გეთანხმები, 70 წუთიდან რო იწყებ დროის წელვას თმამაშში, სადაც მეტოქეს არ მისდის თამაში..ანუ გასაგებია, რომ გასვლაა, გასაგებია რომ ძაან ცხელა დს ხელოვნური საფარია, მაგრამ ისეთ ყრუ დაცვაში ჩაჯდომა არანაირი კონტრთამაშით და ესე უნამუსოდ დროის გაწელვა ნამდვილად არ იყო ლამაზი..თუმცა საწადელს მიაღწიეს და პირველივე თამაშის მერე უიმედოთ რომ არ ვართ ეგეც საქმეა..ეეჰ რა დრო დაგბიდგა..
Haaland
პირველ ტაიმში 1 გოლი უნდა გაგვეტანა. ცოტათი არ გაგვიმართლა და მოვიგებდით. არაუშავს, თბილისში ისეთივე მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ ბიჭებს, როგორც U21ს და ყველაფერი გამოვა უფლის წყალობით!
გიუშა
ზაგლებიეში რა უნდა დინამოს დინამო ზაგრებს ხვდება თუ გავიდა))))
Givi
ნორმალური შედეგია, მაგრამ 6 კაცი იყო 21 ის დინამოდან და მარტო სიგუა იყო ძირითადში, კამარა რამდენ 100% მომენტს აფუჭებს...იმედია სახლში მაინც არ ითამაშებენ ისე დაბნეულად, როგორც დღეს პირველ 20 წუთში...
გიორგი
პირველ 15 წუთში რომ აირიენ ვიფიქრე იგივე მეორდება მეთქი რაც ხდებოდა ხოლმე, მაგრამ ნელ ნელა კარგი დალაგებული ფეხბურთის თამაში დაიწყეს და ჯამში საშუალო დონის ევროპული გუნდის დონე აჩვენეს. მეტი სიხისტე და ენერგია და არავისთვის არ იქნებიან ადვილი გასავლელი გუნდი. სიამოვნებით ვუგულშემატკივრე.
Juve
gamixarda zalian, gilocavt qutaisidan
ვენეციის კომისია
კამარამ ვერ ითამაშაო????? ვერ ითამაშა კი არა კვარასავით იყო მარცხენა ფლანგზე ბურთს რომ მიიღებდა 3 კაცი დასდევდა...
ქრთამისტი
ფულის სუნინასდის
ზურაბ
ყველასთან ფრეზე თამაშობენ. ასტანასთან ანგარიშის გათანაბრება როგორ უნდა გიხაროდეს. ისე სამარცხვინოდ გაჰყავდათ დრო, გეგონებოდა რეალს ეთამაშებოდნენ. ფუი
this
იგივე ხდება რაც 10 წლისწინ ესეთი თამაშით სად გავალთ, კარგით რაა არ შეიძლება შეიცვალოს რამეე??? სამოყვარულო გუნდი გახადეს უკვე და სამოყვარულო ჩემპიონატი ყველა გავიდა ევროთასებზე გიბრალტარის გუნდიც კიი სირცხვილიააა......
ტიტე
ამ ეტაპის გავლის შანსი ნამდვილად არის, მით უმეტეს მეორე თამაში შინ ბუნებრივ საფარზე, თუმცა მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ძალიან იფრთხილა დინამოს სამწვრთნელო შტაბმა ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, არადა მრჩებოდა შთაბეჭდილება მოგებაზე რომ გავწეულიყავით (თითქოს ფიზიკური და მენტალური რესურსიც იყო) მოვიგებდით ამ თამაშს.
roma bejanidze
საერთო ჯამში კარგი მატჩი გამოვიდა მაგრამ ჩვენ ფეხბურთელებს რომ საკუთარი თავის მეტად სწამდნენ უეჭველი მოვიგებდით. ირწმუნეთ საკუთარი ძალების. ხარაიშვილს რაც შეეხება ძალიან ცუდ ფორმაშია ალბათ ყველაზე სუსტი წერტილი იყო ჩვენ გუნდში. იმედია მომდევნო მატჩში ასე ცუდად არ ითამაშებს. წარმატებები დინამო თბილისს. ბათუმიდან გგულშემატკივრობთ.
ლაშა
კამარამ კობოურმა და მარგველაშვილმა ვერ ითამაშეს! და საერთოდ აკადემიიდან ჯობია ბიჭების დაწინაურება, ვიდრე კამარასნაირი გარემარბის ყიდვა. ნორმალური ნახევარმცველი ორივე მომენტს გამოიყენებდა!
G.LA
არ მოველოდი და გამიხარდა. ვიტყოდი კი არ მიაღწიეს ფრეს, მეტის მიღწევა შეეძლოთ. რომ არა ისე პირველი ტამის დაწყებითი 15-20 წუთის ჩავარდნა, ტოლ სწორად ეთამაშეს სტუმრად. კამარას ის ბურთი უნდა გაეტანა. ეს ასტანა ის აღარაა ლიგაზე რომ თამაშობდა და იმედია თბილისიდან გაუშვებთ სახლში. ახლა ვნახე შარშან პოლონურ რაკუვთან განადგურდნენ 0-5 0-1 და მის წინა სეზონში პანდემიის დროს ერთ თამაში ბრესტის დინამოსთან 3-6 დამარცხდენენ. ეს ასტანა ის აღარაა ლიგაზე რომ თამაშობდა და იმედია თბილისიდან გაუშვებთ სახლში. დინამო კი ზაგლებეში ითამაშებს. წარმატება დინამოს.
ბექა
სიგუამ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რატომ არ ითამაშა?
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
Rogorc vambobdi dinamos sastavi 9 milioni da Astanas 12. Tavisuflad sheidzleba amati gavla oxond mtavaria iseti mentalitetit ar gamovidnen rogorc israeltan yvelas tavi ukve naxevarfinalshi ro egona. Tu yvela tavs dadebs am etaps uechvelu gaivlian es Astana axla Baierni ar iyos. Sigua momewona kargi iyo. pirveli 15 wuti yvelafers aketebdnen ro Astanas gaetana.
გიორგი
კალანდაძე უნდა ათამაშონ აუცილებლად, იმედია თბილისში მოუგეფთ! წარმატებები
გენა
ბოლოს რომ გამოიყვანა ეგ ტიპი სად იპოვეს? მე მგონი ფეხბურთს პირველად თამაშობდა
Achi
Pres vin miaxcia kide sakitxavia
ilar10N YouTube
ასეთი ახალგაზრდა ბიჭები გვყავს.. მარგველაშვილს რატომ ათამაშებს? რები აკეთა კინაღამ 2 გოლი მივიღეთ მე-2 ტაიმში მაგის გამო.
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
"ასტანას" მწვრთნელი: გაგვიმართლა, რომ ორ წუთში ორი გოლი გავიტანეთ
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]
ჩვენთვის არასასიამოვნო კადრები - რა ხდებოდა "ასტანას" გასახდელში "დინამოს" დამარცხების შემდეგ [VIDEO[
"ასტანას" ნახევარმცველი: "დინამოსთან" მატჩის შესვენებაზე მწვრთნელმა ეს გვითხრა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"ასტანას" კარში გოლის ავტორმა კამარამ კარიერის ყაზახეთში გაგრძელების ვარიანტი არ გამორიცხა
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
თბილისის "დინამოს" მძლეველი "ასტანა" განადგურდა - მათი მწვრთნელი რევანშით იმუქრება